RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

ვისზე რეკავს ზარი

ღია წერილი მის აღმატებულებას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას!

24 საათი 13.02.10

ღია წერილი მის აღმატებულებას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას!

თქვენო აღმატებულებავ!

მოგმართავთ საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, პროფესიით მხატვარი. თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ეს წერილი თქვენთვის იმ უდიდესი საფრთხის თითქმის ფიზიკურმა შეგრძნებამ დამაწერინა, რომელშიც დღეს ჩემი სამშობლო, საქართველო იმყოფება. არ მინდა თავი შეგაწყინოთ არასაჭირო დეტალებით, მაგრამ ალბათ ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზეც უნდა მოგახსენოთ, სანამ იმაზე გადავალ, რამაც თქვენთვის ამ წერილის დაწერა მაიძულა.

დავიბადე 60-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა, უფრო სწორად - ძალით და სისხლით გასაბჭოებულ საქართველოში. სწორედ იმ დროს, როდესაც მთელ თავისუფალ სამყაროს - ამერიკას და ევროპას განახლების ტალღამ გადაუარა, მაშინ, როდესაც ვუდსტოკში ამერიკელი ახალგაზრდები სიახლის წყურვილს მუსიკით გამოხატავდნენ, პარიზში და ევროპის სხვა დედაქალაქებში კი კულტურულ-მენტალური რევოლუცია დუღდა და 1968 წლის განწყობა ხელოვანებსაც და პოლიტიკოსებსაც ერთნაირად გადასდებოდათ.

ამ გასაოცარ დროს სსრკ-ში ნიკიტა ხრუშჩოვის პოლიტიკური “გაზაფხულის” შედეგად, რომელიც სტალინიზმის კოშმარულ სინამდვილესთან შედარებით ნამდვილად უკეთესი იყო - საქართველოშიც თავისუფლების პირველი და გაუბედავი ნიავი შემოიჭრა. ალბათ სადავო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მთელი სსრკ-ს არსებობის მანძილზე, მიუხედავად ზოგადად კომუნისტური წყობილების აბსურდულობისა და სისასტიკისა, 60-იანი წლებიდან ამ რეჟიმის ბოლო, შედარებით ნაკლებად სისხლიანი პერიოდი დაიწყო, როდესაც ე.წ. “შავი ვორონები”, ნკვდ/კგბ-ს ეს ნამდვილი ბორბლიანი აპოკალიფსის მხედრები, ღამ-ღამობით ოჯახებში აღარ იჭრებოდნენ და დედამიწის ერთი მეექვსედზე ასიათასობით უდანაშაულო ადამიანს “გულაგსა” და საუკუნო წყვდიადში აღარ აქრობდნენ.

მე მაშინაც სრულიად ბავშვი ვიყავი, როდესაც თქვენი ნაციონალური გმირები, ისეთები, როგორიც სენატორი ჯონ მაკკეინია - სამშობლოს მოწყვეტილნი, ტყვეობაში უსასტიკეს ტანჯვას იტანდნენ თავისუფლების იდეის გამო. იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორ განიხილება დღეს ამერიკის ომი ვიეტნამში ცალკეული პოლიტოლოგების მხრიდან, ისტორიაში ისინი სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლებისთვის თავგანწირულ მებრძოლებად.

კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი პირველი უსაყვარლესი წიგნი “ანა ფრანკის” დღიური, რომელიც ძველბერძნულ მითებთან ერთად მრავალჯერ მქონდა გადაკითხული. მაშინ ჩემი ბავშვური გონებით პირველად შევეჯახე ბოროტებას არა აბსტრაქტულს და ზღაპრისეულს, არამედ რეალურს და სრულიად მატერიალიზებულს, რომელიც ჩემს დაბადებამდე სულ რაღაც ოციოდე წლის წინ დამარცხდა. მაშინ, ასაკის გამო ვერ ვაცნობიერებდი, რომ არანაკლებ ბოროტებაზე აგებულ სახელმწიფოში ვცხოვრობდი და მწარედ დავტიროდი პატარა ანა ფრანკს, რომელიც ბოროტი ძალის მუხლუხოებმა გასრისა რამდენიმე მილიონ მის თანამემამულესთან ერთად. როგორც ბავშვებს ჩვევიათ, ხშირად ანა ფრანკი საკუთარ თავთანაც გამიიგივებია (გარეგნულადაც კი ვგავდით ერთმანეთს და ასაკიც დაახლოებით იგივე გვქონდა) და მახსოვს, როგორი შიშით ვათვალიერებდი გაცრეცილ ფოტოს, რომელზეც ის შენიღბული კარადა იყო აღბეჭდილი - მათ თავშესაფარში შესასვლელს რომ ნიღბავდა...

მწერალ მილორად პავიჩისა არ იყოს, ბევრჯერ მნდომებია ისტორიის დასასრული ინვარიანტული, ჩემს ნებაზე დამოკიდებული ყოფილიყო, შესაძლებლობა მქონოდა ბოლო მომენტში სამწუხარო დასასრული ჩემი ფანტაზიის საშუალებით შემეცვალა და ანა ფრანკი და მისი ოჯახი სიკვდილისგან გადამერჩინა. წარმოსახვის მქონე ბავშვებს სჩვევიათ ასეთი წარმოდგენითი თამაშები და მეც ჩემს ფანტაზიებში ანა ფრანკის ისტორია მრავალჯერ დამისრულებია კეთილად. რატომ გამახსენდა პატარა ანა ფრანკი და მისი ტრაგიკული ბედი ახლა, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, როდესაც ანა ფრანკს ასაკით ბებიად უფრო ვერგები?მწერალ მილორად პავიჩისა არ იყოს, ბევრჯერ მნდომებია ისტორიის დასასრული ინვარიანტული, ჩემს ნებაზე დამოკიდებული ყოფილიყო, შესაძლებლობა მქონოდა ბოლო მომენტში სამწუხარო დასასრული ჩემი ფანტაზიის საშუალებით შემეცვალა და ანა ფრანკი და მისი ოჯახი სიკვდილისგან გადამერჩინა. წარმოსახვის მქონე ბავშვებს სჩვევიათ ასეთი წარმოდგენითი თამაშები და მეც ჩემს ფანტაზიებში ანა ფრანკის ისტორია მრავალჯერ დამისრულებია კეთილად. რატომ გამახსენდა პატარა ანა ფრანკი და მისი ტრაგიკული ბედი ახლა, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, როდესაც ანა ფრანკს ასაკით ბებიად უფრო ვერგები?

სწორედ იმიტომ, რომ დღეს ჩემი სამშობლო დასახლებულია ასეულ ათასობით პატარა ანა ფრანკებით, რომელთაც მშობლები თუ არა - საკუთარი ბავშვური ინტუიცია მაინც კარნახობთ, რომ ყოველდღიურად უდიდესი საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ და ეს არ არის გაზვიადება!

ბატონო პრეზიდენტო, მაშინ - როდესაც ანა ფრანკის ასაკის ვიყავი და მას შემდეგაც, როდესაც გავიზარდე, ვერაფრით წარმომედგინა - ზუსტად იგივე დეჟავიუ თუ მატერიალიზდებოდა, რომლის გამოც შორეული 60-იანი წლების მიწურულს ბავშვური ცრემლებით მიტირია!

კარგად მახსოვს 80-იანი წლების მეორე ნახევარი და ის იმედები, რაც ყველა ჩვენთაგანს გაუჩნდა ე.წ. “პერესტროიკასთან” ერთად - მაშინ უკვე ახალგაზრდა ქალი ვიყავი და ყველაფერი ნათელი იყო - კეთილსა და ბოროტს უკვე საკუთარი მკაფიო სახელები ერქვათ. ისევე, როგორც ბევრ სხვა სსრკ-ს რესპუბლიკაში, საქართველოში მაშინ დიდი ტალღა აგორდა, სამშობლოს განთავისუფლების საუკუნოვანი ოცნება სულ უფრო რეალურ კონტურებს იძენდა და ჩვენ მზად ვიყავით ამ იდეისთვის თავი გაგვეწირა. სწორედ ასე იყო 1989 წლის 9 აპრილის ღამესაც, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად წყვდიადიდან წამოსულ რუსულ ტანკებს უაირაღო ადამიანები შევეგებეთ. არსებობს იმ ღამის ამსახველი ფანტასტიური სიმბოლური კადრები - თუ როგორი თავგანწირვით ურტყამს ჯოხს ჩემი უიარაღო თანამემამულე რუსულ დაჯავშნულ ტანკს - ხორცშესხმულ ბოროტებას, რომელიც თითქოს ბოსხის სურათებიდან გადმოვიდა თანამედროვე რეალობაში.

მაშინ თბილისში რუსულმა საბჭოთა მანქანამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, აქედან უმრავლესობა ქალები იყვნენ, მათ შორის ერთი ფეხმძიმედ. მიუხედავად ტრაგიზმისა, საოცრად ამაღლებული დრო იყო, რადგან ყველა ჩვენთაგანმა იცოდა იმ იდეის ფასეულობა, რის გამოც მზად ვიყავით თავები გაგვეწირა! კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ არ ვიყავით მაშინ გამონაკლისი - იგივე თავისუფლების და სიმართლის უდიდესი მოთხოვნილება მთელ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს და აღმოსავლეთ ევროპის სსრკ-ს მიერ დაპყრობილ ქვეყნებსაც მოედო. 9 აპრილის ტრაგედია საბჭოთა რეჟიმმა ბაქოსა და ვილნიუსშიც გაიმეორა, თუმცა პრაღა, ბუდაპეშტი, ვარშავა და ბერლინი ამჯერად გადაურჩნენ რუსული ტანკების მუხლუხოებს.

მოსკოვს სხვა გზა აღარცა აქვს, თუ არა იქამდე ფარულად მართულ მეამბოხეთა ღიად მხარდაჭერა, რაც ახალი წლიდან გაცხადდა კიდეც და წინა მოვლენათა ლოგიკურ და კანონზომიერ გაგრძელებას წარმოადგენს. ჩემი დაკვირვებით, მზად არის რამდენიმე სცენარი.

საბოლოო, სიმბოლური აკორდი სიკეთის ძალთა, თავისუფლების იდეის გამარჯვებისა და გლობალურ ცვლელებათა შეუქცევადობისა ბერლინის კედლის დანგრევა გახდა - ყველას ახსოვს, რა ხდებოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის საზღვარზე 1989 წლის 10 ნოემბრის იმ მართლაც გასაოცარ ღამეს!

აი, როგორ იგონებებს იმ ისტორიულ ღამეს მოვლენათა თვითმხილველი და მონაწილე მარია მაისტერი ბერლინიდან:

“აღმოსავლეთიდან წამოსული სტუმრების შესახვედრად დასავლეთ ბერლინის ათასობით მოქალაქე გამოვიდა. ის, რაც ხდებოდა გარშემო - სახალხო ზეიმს გავდა... ბედნიერების და ერთიანობის შეგრძნებამ ყველა სახელმწიფო საზღვარი და ბარიერი წალეკა. თავის მხრივ, დასავლეთბერლინელებმა საზღვრის გადაკვეთა დაიწყეს ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში შესაღწევად.

...პროჟექტორები, ჩოჩქოლი, ბედნიერი შეძახილები... ადამიანთა ჯგუფი უკვე შეიჭრა სასაზღვრო გადასასვლელის დერეფანში, პირველ ჩახერგილ ბარიერამდე. ცნობისმოყვარეობა წინ გვიბიძგებს, მაგრამ მას შიშიც ახლავს, რომ შესაძლოა - რაიმე საშინელი მოხდეს.

აცნობიერებენ კი გდრ-ის მესაზღვრეები, რომ ეს ზედაცული საზღვარი ამ წუთებში ირღვევა?.. გზას ვაგრძელებთ... ფეხები წინ გვიბიძგებენ, გონება კი ფრთხილობს...

შვება მხოლოდ გზაჯვარედინზე მოდის... ჩვენ უბრალოდ აღმოსავლეთ ბერლინში ვდგავართ, ადამიანები ერთმანეთს ტელეფონზე დასარეკად ხურდებს უწვდიან. სახეები უცინით, ენა არ გვემორჩილება - სიგიჟე, სიგიჟე...”

დიახ, ყველაფერი სწორედ ასე გახლდათ და მაშინ, იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა არა მხოლოდ იმას, რომ ის ფასეულობანი, რის გამოც ამდენმა ადამიანმა თავი გასწირა - ჩუმ პოლიტიკურ რევიზიას განიცდიდა, არამედ კიდევ უფრო მეტად იმას - ეს რევიზია და ჩუმი შემრიგებლობა რომ სწორედ იმ ლიდერთა რეალურ პროგრამად იქცეოდა, ვინც თავად იგემა ტოტალიტარული იმპერიის საზარელი წნეხის გემოც და მისგან განთავისუფლების უდიდესი ბედნიერებაც.

გაოცებით და მწუხარებით ვაფიქსირებ, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასავლეთ ევროპის ლიდერთაგან განსხვავებით, ზოგიერთი თანამედროვე წამყვანი ევროპული ქვეყნის ლიდერებს თავისუფლებისა და ადამიანთა უფლებების მიმართ ორმაგი სტანდარტები ჩამოუყალიბდათ და მათი ღირებულებათა სისტემა სერიოზულ კორექტირებას განიცდის ე.წ. პრაგმატულ მოსაზრებათა ზეწოლით. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების ცნება მათ მიერ უფრო პოლიტიკური მერკანტილიზმის დისკურსში განიხილება და არა როგორც აბსოლუტური ღირებულება, სადაც გამონაკლისები არავისთვის და არასოდეს დაიშვება.

ასე რომ არ იყოს, ვერაფრით აიხსნებოდა ნიკოლა სარკოზის და ანგელა მერკელის არარელევანტური პოლიტიკური პოზიცია იმ გამოწვევებზე, რომელნიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში შემოჭრის შედეგად შეიქმნა. ამის მკაფიო მაგალითია გერმანიისა და საფრანგეთის უმაღლესი ხელისუფლების რბილად რომ ვთქვათ, ლოიალობა იმ დანაშაულებრივი, უპირველესყოვლისა საკუთარივე ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ რეპრესიული და სასტიკი რეჟიმის მიმართ, რომელიც დღევანდელ რუსეთს მართავს. სსრკ-ს ისტორიის ყველაზე უფრო შავბნელი პერიოდის, სტალინიზმის ეპოქის მიმართ ნოსტალგიით შეპყრობილი, იმპერიული რევანშიზმით დასნებოვნებული ხელისუფლება, რომელიც მუდმივი ფიზიკური აგრესიის საფრთხის შიშში ამყოფებს საკუთარ მეზობლებს - ეს რეჟიმი გაცილებით უფრო სასტიკი და საშიშია დღეს, ვიდრე ბრეჟნევის დროინდელი საბჭოთა კავშირი და ამას სრული პასუხისმგებლობით ვადასტურებ როგორც ადამიანი, რომელმაც ცხოვრების ნახევარი სსრკ-ში გაატარა!

ბევრმა ჩვენთაგანმა, ვინც ჯერ კიდევ სსრკ-ს 70-80-იან წლებში ღამ-ღამობით უსმენდა რადიო “თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” გადაცემებს, ირწმუნა და შეისისლხორცა აზრი, რომ დასავლეთის ქვეყნები თავისუფლების იდეის ბასტიონებს წარმოადგენდნენ, სადაც დემოკრატიული ფასეულობები რეალურად არსებობდნენ და რომ ეს ქვეყნები ვერასოდეს შეეგუებოდნენ და გაურიგდებოდნენ სიცრუეზე, ძალადობაზე და ადამიანთა დაშინებაზე აგებულ რეჟიმებს. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ამ რწმენას ოდესმე რაიმე შემირყევდა - მითუმეტეს, რონალდ რეიგანის სხარტად სახელდებული “ბოროტების იმპერიის” დაშლიდან 20 წლის შემდეგ, 21-ე საუკუნეში!

განა უდიდესი ცინიზმი არ არის, რომ ბერლინის კედლის დანგრევიდან ორი ათეული წლის შემდეგ, ზუსტად ამ კედლის დანგრევის იუბილეზე - მსოფლიოს წამყვანი ლიდერების ნაწილმა, თანაც სწორედ იმან, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ტოტალიტარული რეჟიმის სისხლიანი წნეხი, ამ რეჟიმის სახეცვლილ და კიდევ უფრო სასტიკ ნაირსახებასთან მეგობრულ-გარიგებითი ურთიერთობები გააბა სხვა უფრო მცირე და ნაკლებად დაცულ სახელმწიფოთა უსაფრთხოების ხარჯზე?!

აი, დღევანდელი გერმანიის ლიდერის ანგელა მერკელის მოგონება ბერლინის კედლის დანგრევასთან დაკავშირებით:

"იქ, სადაც ოდესღაც პირქუში კედელი იდგა, კარი მოულოდნელად გაიღო და ჩვენ ყველამ გადავაბიჯეთ, საზღვარი გადავლახეთ და ქუჩებში და ეკლესიებში შევედით. ყველას მიეცა რაღაც ახლის შექმნის, განსხვავებულის გაკეთების, ახალი დასაწყისის შანსი" (Associated Press)

ასე რომ არ იყოს, ვერაფრით აიხსნებოდა ნიკოლა სარკოზის და ანგელა მერკელის არარელევანტური პოლიტიკური პოზიცია იმ გამოწვევებზე, რომელნიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში შემოჭრის შედეგად შეიქმნა. ამის მკაფიო მაგალითია გერმანიისა და საფრანგეთის უმაღლესი ხელისუფლების რბილად რომ ვთქვათ, ლოიალობა იმ დანაშაულებრივი, უპირველესყოვლისა საკუთარივე ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ რეპრესიული და სასტიკი რეჟიმის მიმართ, რომელიც დღევანდელ რუსეთს მართავს.

ბატონო პრეზიდენტო!

გულწრფელად მაინტერესებს ვკითხო ქალბატონ ანგელა მერკელს - ნუთუ ის ფიქრობს, რომ “ახალის დასაწყისის შანსი” მხოლოდ გერმანიის, ან თუნდაც მხოლოდ ევროპის ცალკეული ქვეყნების პრივილეგიას წარმოადგენს, რომელზეც ქართველებს ოცნებაც კი ეკრძალებათ?! რომ ერთა და ადამიანთა თავისუფალი არჩევანი მხოლოდ ცალკეული ერების უფლება და ფუფუნებაა?! როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ბერლინის კედლის დანგრევის თვითმხილველს, თავად საბჭოურ გდრ-ში გაზრდილ-ნაცხოვრებ ქალბატონ ანგელა მერკელს 21-ე საუკუნეში საქართველოს მიწაზე რუს ოკუპანტთა მიერ აგებული ორი ბერლინის კედელი არ აღაშფოთებს? ის მაინც გაიხსენოს - მისი სამშობლოს გაერთიანებაში ლომის წილი რომ ეროვნებით ქართველ ედუარდ შევარდნაძეს მიუძღვის, თუმცა იგივე პიროვნებამ საკუთარ სამშობლოში თავის დროზე როკის გვირაბი გაიყვანა, რითიც აგვისტოს ომის დროს ასე წარმატებით ისარგებლა რუსეთმა! ასევე მაინტერესებს, ოდესმე არ დაფიქრებულა ქალბატონი მერკელი - სადმე ფრანკფურტში ან მიუნჰენში რუსულ გაზზე მოდუღებული ყოველი ყავის ჭიქა პირდაპირი გაგებით ქართველთა სისხლზე ხომ არაა მოდუღებული? ნუთუ გაზი და ნავთობი, ან თუნდაც ფრანგული “მისტრალისგან” აღებული მილიარდი დოლარი ამართლებს იმას, რასაც ევროპისკენ თავგანწირვით მსწრაფი პატარა თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა საკუთარი სისხლით ზღავს?

არავისთვის არაა საიდუმლო, რატომ ისჯება დღეს საქართველო რუსეთისგან ასე სასტიკად - საქართველო ხომ ბალტიის ქვეყნების გარდა ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებიდან პირველი და როგორც ახლა იკვეთება - ბოლო ბასტიონია თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ, დასავლური ცივილიზაციის ფასეულობებისკენ თავგანწირულ სწრაფვაში! საქართველო ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანაც შეიძლება შედარებით მოკლე დროში წარმატებულ, თავისუფალ ქვეყნად იქცეს, სადაც ადამიანებს არ ხოცავენ პოლიტიკური თუ იდეოლოგირი მრწამსის გამო, სადაც მათი უფლებები დაცულია და ცხოვრებას პერსპექტივა და ადამიანებს მომავლის იმედი გაუჩნდათ!

რასაკვირველია, ჩვენ ჯერ კიდევ არა ვართ სანიმუშო დემოკრატია ამ სიტყვის დასავლური გაგებით, მაგრამ ბოლო ექვსი წელი ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვმოძრაობდით და მე, რიგითი ქართველი ამის თვითმხილველი გახლავართ და შედარების საშუალებაც მაქვს, რადგანაც 1995-2005 წლები სწორედ თქვენს სამშობლოში, ამერიკაში გავატარე. ათი წელი საკმაო დროა, რათა შედარებები გააკეთო და მინდა ვთქვა, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო მართლაც განუზომლად შეიცვალა. 2005 წლის საქართველო, რომელიც მე დამხვდა ათწლიანი ემიგრაციის შემდეგ - რადიკალურად განსხვავდებოდა და განსხვავდება იმ არშემდგარი, გაუბედურებული სახელმწიფოსგან, რომელიც მე 1995 წელს დავტოვე სწორედ ცხოვრების გაუსაძლისობის გამო!

არც ისაა გასაკვირი, ქვეყნის შიგნით რომ საკმაო რაოდენობის უკმაყოფილო ადამიანები არსებობენ, რადგანაც მათ ნაწილს ობიექტურად გაუჭირდა რეფორმების შედეგად, როგორც ეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მოხდა, სადაც კი რეფორმები ჩატარდა, მეორე ნაწილის უკმაყოფილება კი პირდაპირ კავშირშია ყოფილი ხელისუფლების დროს მიღებული თანამდებობებისა და პრივილეგიების დაკარგვასთან. ისიც ფაქტია, რომ ქვეყნის შიგნით არსებული არადემოკრატიული ძალები, წარსულში პოლიტიკურად უკვე აპრობირებული და ძველი სახეები დღეს დემოკრატიას საქართველოში სწორედ დემოკრატიული ლოზუნგებით ებრძვიან და ესეც არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს.

ცხადია, ქვეყანაში არის სპექტრი ჯანმრთელი პოლიტიკური ოპოზიციისა, რომელიც იშვიათი გამონაკლისის გარდა, ძირითადად საპარლამენტო ოპოზიციის სახითაა წარმოდგენილი და რომელთა მიზანს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული,

ლეგიტიმური გზებით პოლიტიკური ოპონირება წარმოადგენს და არა სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და ქვეყნის ტოტალური დესტაბილიზაცია.

დესტრუქციულ ძალთა ერთი ნაწილი პირდაპირ იმართება კრემლიდან და თუკი დღემდე ამ ფაქტის აფიშირება რუსეთსაც და ოპოზიციის ხსენებულ ნაწილსაც ერიდებოდა, დღეს ეს პროცესი უკვე ღიად და დაუფარავად მიმდინარეობს, რაც დაადასტურა კიდეც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის გახშირებულმა ვიზიტებმა მოსკოვში. მთელი ამ ექვსი წლის განმავლობაში რუსეთმა უამრავი საშუალება გამოიყენა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე - სავაჭრო ემბარგოთი დაწყებული, გაზსადენის აფეთქებით, ქართველთა რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციით, შიდაარეულობათა მოწყობითა და ომით დამთავრებული, მაგრამ ერთის მხრივ, ხელისუფლებისა და მოქალაქეთა უმრავლესობის სიმტკიცისა და მეორეს მხრივ - დასავლეთის, უპირველესყოვლისა, ამერიკის მკაფიო პოზიციის წყალობით, საქართველოს სახელმწიფომ დღევანდელ დღემდე ყველაფერს გაუძლო.

ბატონო პრეზიდენტო!

დღეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას თავის ჩანაფიქრზე ხელი არ აუღია, პირიქით - ის რაც მან მოიპოვა ოკუპირებული და ამჟამად ანექსირებული ქართული რეგიონების სახით, მისი საბოლოო მიზანი სულაც არ გახლავთ, რადგანაც კრემლის მთავარი მიზანი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული დემოკრატიული, პროდასავლური მთავრობის დამხობა და საკუთარი პრო-რუსული მარიონეტული მთავრობის თბილისში დასმაა, რაც საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს და მისი დამოუკიდებლობის სრულ მოსპობას ნიშნავს, ანუ 1921 წლის ტრაგიკული მოვლენების - საქართველოს ცეცხლითა და მახვილით სისხლიანი დაპყრობის განმეორებას!

როგორც ქვეყნის შიგნით მოვლენათა განვითარების თვითმხილველისთვის, ჩემთვის ძნელი არაა რუსეთის უახლოესი გეგმების გათვლა იმდენად, რამდენადაც 200-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში რუსეთის იმპერიული სცენარები განსაკუთრებული მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა და ამდენად არც თუ ისე ძნელად პროგნოზირებადია.

გავიხსენოთ, რომ ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მიერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამხობის მიზნით 2009 წლის გაზაფხულ-ზაფხულში მოწყობილმა აქციებმა არა მხოლოდ შედეგი ვერ გამოიღო, არამედ უკიდურესად დასცა ამ აქციის მოთავეთა რეიტინგი მოსახლეობის ფართო ფენებში. და სწორედ იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერთა რეიტინგი საქართველოს მოსახლეობაში დღეს უკიდურესად დაბალია, კრემლს აღარ დარჩა “ჩაურევლობის” იმიტირების რესურსი და ფუფუნება, როგორც ეს იყო 2007 წლის ნოემბრის დღეებში, როდესაც რუსეთი ერიდებოდა იმდროინდელ აქციებში საკუთარი ჩართულობის აფიშირებას. ამ გადასახედიდან მოსკოვს სხვა გზა აღარცა აქვს, თუ არა იქამდე ფარულად მართულ მეამბოხეთა ღიად მხარდაჭერა, რაც ახალი წლიდან გაცხადდა კიდეც და წინა მოვლენათა ლოგიკურ და კანონზომიერ გაგრძელებას წარმოადგენს. ჩემი დაკვირვებით, მზად არის რამდენიმე სცენარი.

პირველით უნდა განხორციელდეს გაზაფხულის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ “გაყალბებული არჩევნებით” (იმისდა მიუხედავად, რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს) უკმაყოფილო მასების ორგანიზება-დაფინანსება, რასაც სათავეში კრემლის მიერ ნდობით აღჭურვილი ზურაბ ნოღაიდელი უნდა ჩაუდგეს რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილთან ერთად, რომელსაც კრემლის მიერ ამ არეულობათა დაფინანსება სულაც არ ეთაკილება. როგორც შარშანდელი აქციების გამოცდილებამ გვიჩვენა, არც მოსკოვს და არც თავად ნოღაიდელს და მასთან მიმხრობილ ჯგუფს არანაირი საფუძველი არ უნდა გააჩნდეთ იმისა, სჯეროდეთ, რომ დემოკრატიული მთავრობის დამხობას მშვიდობიანი მეთოდებითა და მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ამჯერად მაინც მოახერხებენ. სრულიად დარწმუნებული ვარ - ამის ილუზია არც მათ გააჩნიათ. მაშინ ისმის კითხვა - რის იმედზე შეიძლება იყოს მოსკოვი და ნოღაიდელი ისეთ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიხეილ სააკაშვილის და მისი მთავრობის დამხობა მიუღებელია?

სწორედ ამ ადგილიდან იწყება რუსული სცენარის აქტიური ფაზა - თუ ქვეყანაში ობიექტურად აჯანყების არანაირი წინაპირობა არ არსებობს, მაშინ აუცილებელია მისი ხელოვნურად შექმნა, რისი მიღწევაც კარგად დაგეგმილი პროვოკაციების სერიით პრინციპში, შეასაძლებელია. კონკრეტულად ეს შეიძლება იყოს “საპროტესტო გამოსვლების” დროს მომიტინგეთა მიმართ ფსევდო-პოლიციელთა ან სულაც უცნობი წარმომავლობის პირის/პირთა მიერ გასროლილი იარაღი და რაც უფრო მეტი სისხლი და მსხვერპლი მოჰყვება ამ პროვოკაციას, მით უფრო კარგი იქნება ეს მათი ორგანიზატორებისთვის - მიზანს ხომ ყველა საშუალება ამართლებს, როგორც ბოლშევიკებს სწამდათ და მათ დღევანდელ სულიერ შვილებსაც სწამთ! უკვე ახლა დაგეგმილ “გადატრიალებამდე” რამდენიმე თვით ადრე, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ლიდერთა მხრიდან წინასწარ გაისმის მუქარა, რომ ამიერიდან მათ მცდელობას “სისხლიც კი ვერ შეაჩერებს”!

ეს ვერსია რომ რეალურია, ამას 90-იანი წლების საქართველოს ისტორიაც ადასტურებს, როდესაც სწორედ ამ სცენარით განხორციელებული სისხლისღვრა მოხდა თბილისის “კინოს სახლთან” და მთავრობის სასახლის წინაც, რაც მაშინვე იმდროინდელ ხელისუფლებას დაბრალდა და აღარავინ დაინტერესებულა, თუ ვინ და რომელმა მხარემ გაისროლა სინამდვილეში. როგორც ვიცით, იმ საბედისწერო სროლამ მაშინდელ საქართველოში სამოქალაქო ომსა და ბევრს ქვეყნის თავზე დატეხილ სხვა უბედურებას დაუდო სათავე.

განა უდიდესი ცინიზმი არ არის, რომ ბერლინის კედლის დანგრევიდან ორი ათეული წლის შემდეგ, ზუსტად ამ კედლის დანგრევის იუბილეზე - მსოფლიოს წამყვანი ლიდერების ნაწილმა, თანაც სწორედ იმან, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ტოტალიტარული რეჟიმის სისხლიანი წნეხი, ამ რეჟიმის სახეცვლილ და კიდევ უფრო სასტიკ ნაირსახებასთან მეგობრულ-გარიგებითი ურთიერთობები გააბა სხვა უფრო მცირე და ნაკლებად დაცულ სახელმწიფოთა უსაფრთხოების ხარჯზე?!

არავისთვის არაა საიდუმლო, რატომ ისჯება დღეს საქართველო რუსეთისგან ასე სასტიკად - საქართველო ხომ ბალტიის ქვეყნების გარდა ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებიდან პირველი და როგორც ახლა იკვეთება - ბოლო ბასტიონია თავისუფლებისკენ, დემოკრატიისკენ, დასავლური ცივილიზაციის ფასეულობებისკენ თავგანწირულ სწრაფვაში!

90-იანი წლების პერიოდისგან განსხვავებით, დღევანდელ ქართულ საზოგადოებას ახსოვს საკუთარი ისტორიის ტრაგიკული გაკვეთილები და ეს “აცრა” ნამდვილად სასარგებლო აღმოჩნდა მისთვის, რაც ბოლოდროინდელმა ზაფხულის მოვლენებმაც დაადასტურეს. დღეს ქართული საზოგადოება გაცილებით უფრო დაღვინებული და ფრთხილია და ნაცად რუსულ პროვოკაციებზეც ბევრად უფრო ძნელად წამოსაგები.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის უშიშროება კარგად იმუშავებს და მსგავსი უბედურება აცილებული იქნება ან პროვოკატორები სროლების შემდეგ მაინც იქნებიან გამოვლენილ-იზოლირებულნი, რასაც საზოგადოებაც დაინახავს და სათანადოდ შეაფასებს, ბუნებრივია “აქციის” ორგანიზატორებს ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება ციხეში მოუწევთ ან თუ დასცალდათ, ისევ დედა-რუსეთს შეაფარებენ თავს. მეორე საკითხია, რომ გარეთ დარჩენილი მათი ლატენტური თანამზრახველები მთელი მსოფლიოს გასაგონად კვლავ “პოლიტპატიმრებზე” და “სააკაშვილის დიქტატორულ რეჟიმზე” ყვირილს მოჰყვებიან, რასაც დიდი სიამოვნებით აუბამენ მხარს დასავლეთის ქვეყნებში “გაზპრომის” მიერ რუსული ნავთობდოლარებით შეცდენილი ცალკეული “ჟურნალისტები” და “პოლიტოლოგები”, რუსულ სახელმწიფო მედიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მეორე სცენარში მეთოდი იგივეა, მაგრამ პოტენციურად უფრო საშიში, რადგანაც მისი განხორციელების მცდელობის ადგილი არა თბილისი და რუსთაველის გამზირი, არამედ ოკუპირებული რეგიონების მოსაზღვრე ტერიტორიები უნდა გახდეს, სადაც სიტუაციის გაკონტროლება ბევრად უფრო ძნელი იქნება, ვიდრე დედაქალაქის გაშლილ მოედნებსა და ქუჩებზე. ამ შემთხვევაშიც მთელი იმედები პროვოკაციის ნაცად ხერხზე იქნება - რუსული ფსბ-ს მიერ მოკლული რამდენიმე ოსი, აფხაზი ან სულაც რუსი ჯარისკაცი და საბაბიც მზად უნდა იყოს თბილისზე გამოსალაშქრებლად!

მესამე სცენარი პირველი ორი სცენარის ერთდროულ, პარალელურ ამუშავებას გულისხმობს - რაც შეიძლება ბევრი სროლით, ალიაქოთით, უკიდურესი მღელვარებითა და გაუგებრობის ხარისხით, რათა არავის ჰქონდეს იმის დრო, სიმართლე რომ გაირკვეს. სწორედ ასე დაიწყო აგვისტოს ომი შიდა ქართლში, ბოლშევიკებმა “სამხრეთ ოსეთი” რომ უწოდეს 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის შემდეგ.

ბატონო პრეზიდენტო!

ამდენი დეტალებით და ისტორიული ექსკურსებით თავს ნამდვილად არ შეგაწყენდით, რომ არა მოახლოებული რეალური საფრთხის შეგრძნება, რომელიც ჩემს სამშობლოს დამოკლეს ხმალივით თავზე ჰკიდია და მუდმივი სტრესის რეჟიმში ამყოფებს მთელ ჩემს ხალხს - დიდსაც და პატარასაც. ასეა თუ ისეა - ის, რომ რუსეთი წელს საქართველოს სრულ დაპყრობას და თბილისის ნებისმიერ ფასად აღებას გეგმავს, მე პირადად ეჭვი არ მეპარება! კარგად მესმის, რომ პატარა საქართველოს გულისთვის რუსეთთან ომს არავინ დაიწყებს და მე არც მაქვს ამის ილუზია ან პრეტენზია, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ამ შემოჭრის და ტრაგედიის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია!

ისევე, როგორც სრულიად შესაძლებელი იყო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში შემოჭრის აცილებაც, რაც რონალდ ასმუსის ამასწინათ გამოსული წიგნიდანაც კარგად ჩანს - რომ არა გერმანია-საფრანგეთის პრომოსკოვური, დამთმობი, შემრიგებლური პოზიცია, რომელიც ნატოს ბუქარესტის სამიტზე მთელი თავისი სამწუხარო სიცხადით გამოიკვეთა - მოსკოვი ვერასოდეს გაბედავდა იმას, რაც გაბედა!

ახლაც, ისევე როგორც აქამდე - რუსეთი წინასწარ ტესტებს და გამოცდებს უტარებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მათი მოსალოდნელი რეაქციის შესასწავლად - თუ რამდენად მაღალი იქნება მათი მხრიდან პრინციპულობისა და სიმტკიცის ხარისხი რუსეთის სამომავლოდ დაგეგმილ დანაშაულებზე. როგორც გვახსოვს, ამ მზაკვრულ გამოცდებს ევროპის რამდენიმე წამყვანმა ქვეყანამ მაშინ ვერ გაუძლო და სავალალო შედეგებმაც არ დააყოვნეს. მეტიც, როგორც იგივე რონალდ ასმუსის წიგნიდან ირკვევა, 2008 წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ ომამდე - ვლადიმერ პუტინსა და ჯორჯ ბუშს შორის საუბარი რამდენჯერმე შემდგარა, მათგან ბოლო კი უშუალოდ ომის დაწყების დღეს, როდესაც პუტინის საქართველოზე მუქარის ტონში საუბარს ჯორჯ ბუშმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია და დროული, ჯეროვანი მკაფიო რეაქცია არ გამოამჟღავნა. სერიოზული რეაქცია ვაშინგტონიდან მხოლოდ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წამოვიდა, როდესაც რუსულ ტანკებს ე.წ. “სამხრეთ ოსეთი” უკვე აოხრებული ჰქონდათ, რუსებს და მათ მიერ დაქირავებულ ბანდებს ქართველთა ყველა სახლი გადაეწვათ და ოკუპანტთა კოლონა კი უკვე თბილისის ასაღებად ემზადებოდა.

ამიტომ, ვფიქრობ - დასავლეთის ლიდერებმა ახლა მაინც უნდა გამოიტანონ სწორი დასკვნები წარსულის შეცდომებიდან და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ომის შემთხვევაში დასავლეთის რეაქციის რუსეთის მიერ ნიადაგის მოსინჯვას მკაფიო და არაორაზროვანი პასუხი გასცენ! დარწმუნებული ვარ, მხოლოდ მსგავს ერთსულოვან და მკაცრ პოზიციას შეუძლია აგრესორი ქვეყნის იმპერიული ვნებათა შეკავება!

დღეს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპის ქვეყნებში პრესა აჭრელებულია პუბლიკაციებით, რომელთა ავტორებიც საეჭვო მონდომებითა და სრულიად დაუსაბუთებლად ცდილობენ დაამტკიცონ ორი მთავარი აზრი: 1. რომ “ომი საქართველომ დაიწყო” და 2. რომ “საქართველოს გამო არ ღირს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება”. ორივე ეს საეჭვო პოსტულატი მოსკოვის ოფიციალურ ვერსიასთან სრულ უნისონშია და ამაზე დიდი საჩუქარი კრემლისთვის მართლაც რომ ძნელად წარმოსადგენია. ასეთივე სამწუხარო ლოგიკით ხელმძღვანელობდა ევროპა ნახევარ საუკუნეზე მეტის ხნის წინაც, როდესაც პატარა ჩეხეთი აგრესორის ხახას შეატოვა იმავე არგუმენტებით და თუ რა მოყვა ამ ლაჩრულ და არაშორსმხედველურ პოლიტიკას - ყველას კარგად გვახსოვს! დასავლეთს ხშირად არ უნდა იმ მარტივი აზრის გაცნობირება, რომ აგრესორის მიმართ ყურის წაყრუებით შეუძლებელია მისი დაშოშმინება, პირიქით - ამით მხოლოდ მის სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი წაქეზება მოხდება! ამ, რბილად რომ ვთქვათ, სადავო ხასიათის პუბლიკაციების ავტორებს უკეთეს შემთხვევაში გულწრფელად დავიწყებიათ ევროპის უახლესი ისტორიის გაკვეთილები, უარეს შემთხვევაში კი, პირდაპირი ფინანსური დაინტერესება ამოძრავებთ, ასე მაცდუნებლად რომ მოედინებოდა და ჯერ კიდევ მოედინება რუსული ნავთობდოლარების სახით. “ფულს სუნი არა აქვსო” - უყვართ განმეორება უპრინციპო, ცინიკოს ადამიანებს, მაგრამ ღრმად სცდებიან - აქვს და თანაც როგორი!

საოცარი ისაა, რომ წმინდად პარგმატული თვალსაზრისითაც ევროპის რიგი ქვეყნების ტაქტიკა რუსეთთან მიმართებაში სრულიად უსუსურია, რადგანც არ ხდება იმ მარტივი ჭეშმარიტების გააზრება, რომ დამოკიდებულება რუსულ გაზსა და ნავთობზე სულაც არაა ცალმხრივი და სინამდვილეში აქ უფრო ორმხრივი ურთიერთდამოკიდებულებაა, რადგანაც რუსეთი ისევეა დამოკიდებული დასავლურ ფინანსებზე, როგორც ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე. ევროპას შეეძლო ამ კოზირების გათამაშება თუნდაც ბლეფის სახით, მაგრამ ტრადიციულმა შიშმა და გაუბედაობამ ის კოზირებიც დააკარგვინა, რომელსაც ფლობდა. რუსეთი კი, როგორც პოკერის ცბიერი და გამოცდილი მოთამაშე, ბლეფობდა და კოზირის გარეშეც უგებდა ევროპას.

რონალდ ასმუსის ახლადგამოსულმა წიგნმა მრავალ ისეთ მოვლენას ახადა ფარდა, რასაც ბევრი ჩვენგანი ვარაუდობდა, მაგრამ ფაქტობრივი მასალა არ გააჩნდა. “პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო”-ს ავტორმა საქართველოს ტელევიზიისთვის მიცემულ ამასწინანდელ ინტერვიუში სინანულით აღნიშნა, რომ წიგნის უფრო ზუსტი სათაური იქნებოდა “პატარა ომო, რომელმაც ვერ შეძრა მსოფლიო” და თავად ეს ფაქტი უკვე ბევრ იმ ნეგატიურ, არასასურველ ტენდენციაზე მიუთითებს, რომლითაც დასნებოვნებულია დღეს მენტალურ გზაჯვარედინზე მყოფი დასავლეთი, რომელსაც მასშტაბურად თავისი საკუთარი ინტერესებიც კი ვერ გაუცნობიერებია, არათუ პატარა, თავისუფლებისათვის თავგანწირვით მებრძოლი ქვეყნისა. არაშორსმჭვრეტელური, მოკლევადიანი, მხოლოდ იმწუთიერი საჭიროებით ნასაზრდოები ფსევდო-პრაგმატული პოლიტიკა საბოლოო ჯამში სწორედ იმ ნეგატიურ ტენდენციათა გაძლიერებას უწყობს ხელს, რომელთაც თითქოსდა ებრძვის!

სვანტე კორნელის და ანდრეი ილარიონოვის ექვსიოდე თვის წინ გამოსული წიგნიდან, რომელიც ასევე მიეძღვნა რუსეთ-საქართველოს ომს და ანდრეი ნეკრასოვის იმავე თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიდანაც ანალოგიური დასკვნის გამოტანა შეიძლება - 21-ე საუკუნეში, კაცობრიობის ცივილიზაციის პიკზე, საქართველოში ადგილი ჰქონდა შუასაუკუნეობრივ ბარბაროსულ აქტებს, რაც ჰოლოკოსტგადატანილმა მსოფლიომ რატომღაც სათანადოდ ვერ შეაფასა!

ამის დასტურია ჰაიდი ტალიავინის კომისიის მუშაობაც, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ აღიარა რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდის ჩატარება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საკუთარ დასკვნაში ამ სამარცხვინო ფაქტს ჯეროვანი შეფასება ვერ მისცა და შუა გზაზე გაჩერდა, როდესაც აგრესორსა და აგრესიის მსხვერპლ ქვეყნებს შორის მკვეთრი ზნეობრივი ზღვარი არ გაატარა და ისევ რუსეთის საამებლად “პოლიტკორექტულად” მიუთითა, რომ პირველი საბრძოლო მოქმედებები საქართველომ დაიწყო! ძალიან მაინტერესებს, თავად ქალბატონ ტალიავინის სამშობლოში იგივე რომ მომხდარიყო და მისი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფო შეჭრილიყო, რამდენად დაადანაშაულებდა იგი თავის ხელისუფლებას, საკუთარ ტერიტორიაზე ოკუპანტის შეჩერება რომ ეცადა?

მეტიც - თავად კითხვა “ვინ დაიწყო ომი?” იმ პირობებში, როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის ვინ ვისი სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ძირშივე მცდარია, აქცენტების შეგნებულად გადატანას ემსახურება და სრულიად მიუღებელია ჯანსაღი ლოგიკის პოზიციიდან, მორალურ ასპექტზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

ასევე შეუძლებელია ტერმინის - “არაპროპორციული ძალის გამოყენების” გაგებაც, რაც რუსეთთან მიმართებაში ფაქტიურად გარკვეულ ხარისხში მისი ამ ძალის გამოყენების უფლების აღიარებას გულისხმობს. ყველაზე სავალალო ისაა, რომ ჩვენს დროში მოვლენებს საკუთარი სახელები არ ერქმევა და ფაქტები და რეალობა დიპლომატიური სლენგისა და ე.წ.”პოლიტკორექტულობის” ლაბირინთებში იძირება.

იგივე რონალდ ასმუსის წიგნიდან, რომელიც მთლიანად ფაქტობრივ მასალაზეა აგებული, ნათლად იკვეთება, რომ საქართველოს ხელისუფლებას და მის უმაღლეს მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილს ელემენტარულად, არ ჰქონდა სხვა გზა, თუ არა დაეცვა საკუთარი მოსახლეობა გამხეცებული აგრესორის ფიზიკური განადგურებისგან და ეს არ იყო მარტივი პროვოკაცია, როგორც ამას ხშირად საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი ჟურნალისტებიც კი ხატავენ! რუსეთმა შეგნებულად შექმნა სიტუაცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებას სწორ და არასწორ გადაწყვეტილებას შორის კი არ ექნებოდა არჩევანი, არამედ ტრაგიკულსა და კიდევ უფრო ტრაგიკულს შორის! დრომ დაგვანახა, რომ ის გადაწყვეტილება, რაც სააკაშვილმა მიიღო, ერთადერთი და სწორი იყო იმ ურთულეს ვითარებაში!

ამის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა ის, რომ მიუხედავად ლამის თბილისის კარიბჭეს მომდგარი რუსული ტანკებისა და უზარმაზარი საერთაშორისო ზეწოლისა, იმ ურთულეს, არაადამიანურ ვითარებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეინარჩუნა მხნეობა, სულიერი სიმტკიცე და სახელმწიფო მიდგომა ქვეყნის უზენაესი ინტერესების მიმართ და ნიკოლა სარკოზის მხრიდან პანიკური ზეწოლის მიუხედავად არაფრით არ მოაწერა ხელი მედვედევ-სარკოზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეექვსე პუნქტს, რომელიც აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” სტატუსის საერთაშორისო განხილვას ითვალისწინებდა!

ბატონო პრეზიდენტო!

ყველაზე მთავარი და სამწუხარო ისაა, რომ ახლაც, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც, ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები ისევ იმავე გზას ადგანან, რამაც გარდაუვალი გახადა რუსეთის აგრესია პატარა საქართველოს მიმართ!

ვერ დავიჯერებ, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს, ზრდასრულ, სერიოზულ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი ქვეყნების ბედი აბარიათ - უბრალო მექანიკური მეხსიერებაც კი არ გააჩნიათ, უახლესი წარსულის გამოცდილების გათვალისწინებასა და უახლოესი მომავლის განჭვრეტის უნარზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

აგვისტოს ომმა დასავლეთის ქვეყნები ერთხანს შოკში ჩააგდო, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ეს ინერცია ზოგიერთი მათგანისთვის მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანდა?! ვინ წარმოიდგენდა, რომ იმ საშინელი ომიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში საფრანგეთი არათუ განიზრახავდა, არამედ რეალურ მოლაპარაკებებსაც კი გამართავდა რუსეთთან მისთვის ულტრათანამედროვე შვეულმფრენმზიდის, “მისტრალის” მიყიდვის თაობაზე და ეს მაშინ, როდესაც მედვედევ-სარკოზის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პრაქტიკულად არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა რუსეთის მხრიდან!

რა არის ეს?! რა შეიძლება ამას ეწოდოს, თუ არა აგრესორი ქვეყნის პირდაპირი წახალისება შემდეგომი, კიდევ უფრო საზარელი აგრესიისკენ და თუ ეს ასე არ არის, ნუთუ საფრანგეთს არ ესმის, რომ “მისტრალის” მიყიდვაზე თავად საუბარიც კი სწორედ წახალისებად აღიქმება რუსეთის მიერ და კიდევ უფრო განუმტკიცებს აგრესორ ქვეყანას ცინიკურ დაუსჯელობის სინდრომს?!

ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ცნობილი აფორიზმი, რომ ტირანის ძლიერება სინამდვილეში მისი მონების უძლურებაში იმალება მხოლოდ და მხოლოდ! როგორი იქნებოდა რუსეთი დღეს, წამყვანი ქვეყნების ლიდერებს რომ დეკლარატიულ-ფიქტობრივი კი არა, ნამდვილი და საქმით განმტკიცებული ერთგულება გამოეჩინათ დემოკრატიისა და თავისუფლების იმ პრინციპებისადმი, რომელთა დაუღალავი მქადაგებლები დღენიადაგ თავადვე არიან?

რუსეთის დღევანდელი მესვეურნი ცინიკური მოთამაშეები არიან, ისევე ცინიკური, როგორც მათი სულისჩამდგმელი იოსებ სტალინი იყო, რომელმაც იცოდა ადამიანთა სუსტი მხარეები და სწორედ ამაზე ააგო თავისი ბოროტების იმპერია!

საოცარი ისაა, რომ წმინდად პარგმატული თვალსაზრისითაც ევროპის რიგი ქვეყნების ტაქტიკა რუსეთთან მიმართებაში სრულიად უსუსურია, რადგანც არ ხდება იმ მარტივი ჭეშმარიტების გააზრება, რომ დამოკიდებულება რუსულ გაზსა და ნავთობზე სულაც არაა ცალმხრივი და სინამდვილეში აქ უფრო ორმხრივი ურთიერთდამოკიდებულებაა, რადგანაც რუსეთი ისევეა დამოკიდებული დასავლურ ფინანსებზე, როგორც ევროპა რუსულ ენერგომატარებლებზე. ევროპას შეეძლო ამ კოზირების გათამაშება თუნდაც ბლეფის სახით, მაგრამ ტრადიციულმა შიშმა და გაუბედაობამ ის კოზირებიც დააკარგვინა, რომელსაც ფლობდა. რუსეთი კი, როგორც პოკერის ცბიერი და გამოცდილი მოთამაშე, ბლეფობდა და კოზირის გარეშეც უგებდა ევროპას. ალბათ სიმბოლურია, რომ სწორედ რუსებს ეკუთვნით ანდაზა - “ვინც არ რისკავს, შამპანიურსაც არა სვამსო!”

ახლაც ასეა - რუსეთმა იცის, რომ ევროპას ძალიან სჭირდება მისი ენერგომატარებლები და ისიც იცის, რომ ამის გამო ფსევდო-ლიბერალი ლიდერები იმის შელახვაზეც დახუჭავენ თვალს, რასაც დღენიადაგ თავად ქადაგებენ მაღალი ტრიბუნებიდან!

მაშინ გამოდის, რომ ყოველგვარი მაღალფარდოვანი საუბრები დემოკრატიაზე ერთა თავისუფალ არჩევანზე და ადამიანთა უფლებებზე მართლაც ფიქციაა, მასების სატყუარა და როგორც ბოლშევიკები იტყოდნენ - სწორედ რომ “ოპიუმია ხალხისთვის!”

ბატონო პრეზიდენტო!

ამასწინათ სენატორი ჯონ მაკკეინი სტუმრობდა საქართველოს მოკლე ვიზიტით. საქართველოდან ამერიკაში დაბრუნებულს უთქვამს - “თუ გინდათ ნახოთ ქვეყანა, სადაც მართლა უყვართ ამერიკელები - ჩადით საქართველოშიო”!

როგორც საქართველოს მოქალაქე, ვადასტურებ, რომ ეს ნამდვილად ასეა და ჩემს ხალხს არ დავიწყებია არაფერი იქიდან, რაც მართლაც რომ დიად ქვეყანას - ამერიკას გაუკეთებია ჩემი პატარა, ნატანჯი სამშობლოსთვის. ქართველი ხალხი არასოდეს ყოფილა უმადური და მას ამერიკელთა მიმართ კი არა, უბრალო, უდანაშაულო რუსთა მიმართაც არანაირი მტრობა არ გააჩნია, რადგანაც ჩემი ბრძენი ხალხი ყოველთვის ანსხვავებდა ერთმანეთისგან უბრალო ადამიანებსა და დამნაშავე პოლიტიკოსებს.

აღარაფერს ვამბობ ამერიკის მიმართ დამოკიდებულებაზე, რომლისგანაც კარგის მეტი მართლაც არაფერი ახსოვს ქართველ ხალხს! მე ვცხოვრობდი თქვენს მშვენიერ ქვეყანაში საკმარისზე დიდხანს იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი ამერიკის ნამდვილ და არა გამოგონილ სიდიადეში და რომელზეც პრეტენზია აქვს ზოგიერთ პარანოიდულ სახელმწიფოს მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ დედამიწის ხმელეთის ერთი მეექვსედი უკავია! დიახ, ამერიკა ჩვენთვის ნამდვილად დიადი ქვეყანაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა არა ეკონომიური ან სამხედრო სიძლიერით, არამედ თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეალების მიმართ ტრადიციული და პრინციპული ერთგულებით!

თავად კითხვა “ვინ დაიწყო ომი?” იმ პირობებში,

როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის ვინ ვისი სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ძირშივე მცდარია, აქცენტების შეგნებულად გადატანას ემსახურება და სრულიად

მიუღებელია ჯანსაღი ლოგიკის პოზიციიდან, მორალურ ასპექტზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

სწორედ ეს ხდის ამერიკას ამერიკად და სწორედ ამის გამო აფასებენ მას მსოფლიოში ის ხალხები, რომლებსაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სიყვარულს ვერც ერთი კბილებამდე შეიარაღებული აგრესორი ვერასოდეს დაავიწყებს!

ამასთან დაკავშირებით მახსენდება ბენჯამენ ფრანკლინის ფრაზა: “ისინი, ვინც ცვლიან თავისუფლებას უსაფრთხოებაზე, არ იმსახურებენ არც პირველს და არც მეორეს.”

ბატონო პრეზიდენტო!

საქართველო პატარა, მაგრამ ხანგრძლივი ისტორიისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყანაა. ერთადერთი, რაც სჭირდება ჩემს ქვეყანას - მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობაა, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა - მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება ექნება ისე, როგორც ეს დემოკრატიული დასავლეთის ქვეყნებშია და მას ისეთივე მშვიდობიანი სამეზობლო პოლიტიკის გატარება სურს, როგორითაც ევროპის ქვეყნები ხელმძღვანელობენ უკვე დიდი ხანია.

ამიტომ მოგმართავთ თქვენ, უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტს თხოვნითა და იმედით - გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენს ხელშია, რათა აარიდოთ ჩემს მშვიდობისმოყვარე პატარა ქვეყანას ის საშიშროება, რომელიც მის თავზე წამომართულა და სიცოცხლეს უწამლავს! ვიმეორებ, მოვლენებზე სწორი რეაგირება, პრევენცია ბევრად უფრო იოლი საშუალებაა მშვიდობის დასაცავად, ვიდრე მათზე წაყრუება და მომხდარი უბედურების შედეგების გამოსწორების მცდელობა, რომელიც როგორც წესი, გამოუსწორებელია, რადგანაც ადამიანთა სიცოცხლეზეა საუბარი! ღრმად მჯერა, რომ მორიგი რუსული აგრესიის საფრთხის არიდების შესაძლებლობის რეალური შანსი არსებობს, მაგრამ ეს შანსი მხოლოდ ადეკვატური, პრინციპული პოლიტიკის შედეგად იქცევა ისტორიის ფაქტად!

ბატონო პრეზიდენტო, ცნობილი მოსაზრება, რომ ისტორია ორჯერ მეორდება - პირველად ტრაგედიისა და მეორედ ფარსის სახით, როგორც ჩანს, ყოველთვის არ მუშაობს, რადგანაც 70 წლის წინანდელი დანაშაული, როდესაც ევროპამ ჩათვალა, რომ პატარა ჩეხეთის შეწირვა აგრესორს დააშოშმინებდა და ასეთი პატარა ქვეყნის გამო არ ღირდა მსოფლიოში სიმშვიდის დარღვევა - დღესაც ავბედითი დეჟავიუს კონტურებს იძენს!

ამასთან დაკავშირებით, სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შექმნილი სურათის შედეგად ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია დასავლეთის რიგი წამყვანი ქვეყნების მიერ დაკავებული პოზიციის გამო და მათ ძალიან ძნელია აუხსნა, თუ რა მოსაზრებებით შეიძლება ამ გულგრილობის გამართლება!

ისტორიამ დაგვანახა, პოლიტიკურად რამდენად მცდარი და ზნეობრივად რამდენად ნაკლული იყო ასეთი დამოკიდებულება, რადგანაც დედამიწა, ჩვენი პლანეტა ერთი საერთო სახლია და იქამდე, სანამ ამ სახლის თუნდაც ერთ ოთახში უბედურება და უსამართლობა ტრიალებს - ნამუსიან მეზობლებს მშვიდად ძილის უფლება არა აქვთ!

და ბოლოს, ჩემი წერილი მინდა დავამთავრო მე-18 საუკუნის ინგლისელი პოეტის, ჯონ დონის ცნობილი სტროფით:

“როდესაც რეკავს ზარი, ნურასოდეს იკითხავ, თუ ვისზე რეკავს - ის რეკავს შენზე”..

ბატონო პრეზიდენტო, ძალიან გთხოვთ - ნუ დატოვებთ საქართველოს მარტოდ-მარტოს აგრესორის პირისპირ!

 

საუკეთესო სურვილებით, დიდი პატივისცემითა და იმედით

მაია ორჯონიკიძე

მხატვარი, პუბლიცისტი.

საქართველო, თბილისი.

02.08.2010

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი