RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

რაც ვიცით და არ ვიცით

წერილი მეოთხე

24 საათი 24.10.10

წერილი მეოთხე

რედაქციისაგან: როდესაც ესა თუ ის პროექტი რომელიმე კონკურსში ვერ იმარჯვებს, ეს არც გასაკვირია და არც საწყენი. მაგრამ როცა გაიმარჯვებ, ხოლო შესრულებულ სამუშაოს ჯერ მოგიწონებენ, მერე კი იგივეს თავადვე დაგიწუნებენ, ცოტა არ იყოს, დამაფიქრებელია. წერილების ეს ციკლი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა და IREX საქართველოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადდა. რა გახდა ამ გაუგებრობის მიზეზი, ამის გარკვევა რედაქციას მიზანშეუწონლად მიაჩნია. ეს განმარტებაც მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ ისინი, ვისაც ავტორი გზადაგზა მასალის შეგროვებისას აწუხებდა, შეცდომაში არ შევიყვანოთ და ჩვენდაუნებურად არ ვაფიქრებინოთ, რომ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა თუ IREX საქართველოს იგნორირება დავისახეთ მიზნად. რაც შეეხება თავად წერილებს, რამდენად შეესაბამება ისინი ჟურნალისტიკაში დამკვიდრებულ ქართულ თუ უცხოურ სატანდარტებს, ამის განსჯა მკითხველისთვის მიგვინდია, მით უფრო, რომ მას ასევე შეუძლია კონკურსში გამარჯვებული დანარჩენი ჟურნალისტების ნამუშევრები სხვა გაზეთებში წაიკითხოს და ტელეეკრანით იხილოს.

სამედიცინო დაზღვევის შესახებ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს დაახლოებით ისეთივე წარმოდგენა შეექმნა, როგორც ხანდაზმულებს კომპიუტერთან დაკავშირებით. ხანშიშესულების ნაწილს ჰგონია, რომ კომპიუტერი ჯადოსნური მანქანაა და ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ნაწილი კი, პირიქით, ღრმადაა დარწმუნებული, რომ ამ საშინელ ყუთს არასდიდებით არ უნდა გაეკაროს. დავეზღვიოთ თუ არა, კარგია ეს თუ ცუდი, დავზოგავთ ფულს თუ გავფლანგავთ? ამ კითხვებს სად არ გაიგონებთ, მათ შორის საკუთარ სახლშიც. არადა, დაზღვევა არც კარგია და არც ცუდი - ის უბრალოდ ზუსტად ისევეა საჭირო, როგორც საწვავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. დემოკრატიაზე ჩერჩილის განმარტებისა არ იყოს, დაზღვევა ჯერჯერობით ყველაზე კარგი საშუალებაა საკუთარი ჯანმრთელობის მისახედად. ჩვენ მხოლოდ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რამდენად მისაღებ პირობებს შემოგვთავაზებენ სადაზღვევო კომპანიები. ნებისმიერი კომპანიისთვის დაზღვევა ბიზნესია - შესაბამისად, რაც უფრო იშვიათად აანაზღაურებენ ხარჯებს, მით უფრო მეტ მოგებას ნახავენ. მაგრამ კომპანიების გარდა არსებობს სახელმწიფოც, რომელიც სადაზღვევო სექტორს არეგულირებს და საზოგადოება, რომელსაც ამა თუ იმ პრობლემასთან გამკლავება ყოველდღიურად უხდება. რამდენად სწორად ვითარდება სადაზღვევო ბაზარი საქართველოში, სერიოზული კვლევისა და განსჯის საგანია. ჩვენ მხოლოდ სამედიცინო სფეროს შევეხებით და ვეცდებით, გავარკვიოთ: იმ რთულ გზაზე, რომელსაც სამედიცინო დაზღვევა ჰქვია, სად არის რიგითი მოქალაქის ადგილი და რა პერსპექტივების წინაშე დგას იგი. წინამდებარე პუბლიკაციაში იმ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებზე ვილაპარაკებთ, რომლებიც სადაზღვევო საქმეს ემსახურებიან.

თამრიკო 38 წლისაა და მარტო ზრდის ორ არასრულწლოვან შვილს. ქმარი ავარიაში დაეღუპა და ულუკმაპუროდ დარჩენილი იძულებული გახდა, ქალაქის ცენტრში ოროთახიანი ბინა გაეყიდა. ამჟამად ერთ-ერთ ძველ უბანში ცხოვრობს კერძო სახლის ერთ მომცრო ოთახში. მუდმივი შემოსავალი არ გააჩნია: ხან საბნების კერვით არჩენს ოჯახს, ხან სახლებს ალაგებს, ხანაც ეკლესიაში უმართავენ ხელს. ის და მისი შვილები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვდნენ და, შესაბამისად, სამედიცინო დაზღვევითაც სარგებლობენ. როდესაც თამრიკო ყელის გაუსაძლისმა ტკივილმა შეაწუხა, ექიმს მიაკითხა. გაირკვა, რომ მას გლანდების ოპერაცია სჭირდებოდა, თუმცა სადაზღვევო კომპანია ხარჯების დაფარვაზე უარს ეუბნებოდა იმ მიზეზით, რომ ოპერაცია ექვემდებარებოდა არა გადაუდებელ სტაციონალურ მომსახურებას, რაც უმწეოთა პროგრამითაა გათვალისწინებული, არამედ ამ შემთვევაში სახეზე იყო ქრონიკლული დაავადების რეციდივი, ეს უკანასკნელი კი არ შედის სადაზღვევო პაკეტში. ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის შესახებ თამრიკომ ფოფოდიასგან შეიტყო და მიაკითხა კიდეც. მისდა გასაკვირად, ერთი კვირის თავზე მას ოპერაცია გაუკეთეს და იმავე დღეს სახლში გამოწერეს. თამარს არ სურს ვინაობის გამხელა - ალბათ იმიტომ, რომ პრობლემა უმტკივნეულოდ მოაგვარა. ასე რომ არ მომხდარიყო, მას სასამრთლოში ჩივილი მოუწევდა და ვერდიქტის გამოტანამდე კიდევ დიდხანს მოუწევდა საშინელი ტკივილის მოთმენა. მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ამ ქალბატონის ვინაობას არ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით სასამართლოში მხოლოდ ოთხი სარჩელი აღიძრა, ისიც კორპორატიული წესით დაზღვევის შემთხვევაში. მიზეზი, რის გამოც არ ჩივიან დაზარალებული პაციენტები, მხოლოდ სასამართლოს მიმართ უნდობლობით ვერ აიხსნება. ვერც იმას ვიტყვით, რომ მედიაციის სამსახური აგვარებს ყველა პრობლემას. როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, ვინ დაიცავს მათ უფლებებს, როცა საქმე ჯანმრთელობის დაზღვევას ეხება.

იქ, სადაც არსებობს სამედიცინო დაზღვევა, ასევე არსებობს ამ საკითხზე ორიენტირებული სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სექტორი. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის მიღებისთანავე იკიდებს ფეხს, რეალურად მასზე ლაპარაკი 2006 წლიდან უნდა დავიწყოთ, როდესაც საკანონმედბლო დონეზე კარდინალური ცვლილებები განხორციელდა. სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რასაკვირველია, აუცილებელი იყო, თუმცა რომ არა ჩვენში მოქმედი ორგანოზაციები და სადაზღვევო საქმის თუნდაც ნაკლებად კვალიფიცირებული პერსონალი, სადაზღევო სექტორის არსებობა ეჭვქვეშ დადგებოდა. ახლა ვნახოთ, რომელი სტრუქტურები ემსახურებიან სამედიცინო დაზღვევას და თითოეულს რა მიზნები გააჩნია.

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად დაზღვევის ზედასმხედველობაც ევალება. სააგენტო 2008 წელს შექიმნა და მისი მიზანია სადაზღვევო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. სწორედ მას ევალება სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის კონტროლი და მზღვეველთა და დაზღვეულთა უფლებების დაცვა. საგენტოს პრეროგატივაა კომპანიებისთვის ლიცენზიების გაცემა თუ ჩამორთმევა, მინიმალური კაპიტალის დადგენა (1 მილიონი ლარი), შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება, დარღვევის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებისთვის სანქციების დაწესება და მათი საქმიანობის მონიტორინგი.

საქართვერლოს სადაზღვევო ასოციაცია არასახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც 1996 წელს დაარსდა (თავმჯდომარე: დევი ხეჩინაშვილი). მისი სახელწოდება მიუთითებს, რომ ასოციაცია სადაზღვევო კომპანიების ლობისტის ფუნქციას უნდა ასრულებდეს, თუმცა საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აქამდე ის უფრო საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიმართულებით იყო დაკავებული. როგორც აქ განმარტავენ, დღემდე მათი საქმიანობის მხოლოდ 10 პროცენტი მოდის სადაზღვევო კომპანიების ლობირებაზე. სამაგიეროდ, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ყველა იმ კანონისა თუ ნორმატიული აქტის შემუშავებაში, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში სადაზღვევო სფეროში მომზადდა. მათივე დაარსებულია ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსაუხრი, რომელსაც მზღვეველსა და დაზღვეულს შორის დავების მოგვარების გამოცდილება გააჩნია (ამ სამსახურის საქმიანობას ჩვენ ქვემოთ უფრო დაწვრილებით მიმოვიხილავთ). ასოციაიციაში ფიქრობენ, რომ სადაზღვევო სპეციალისტების მომზადების გარეშე სადაზღვევო ინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ამ ეტაპზე ეს სფერო თვითნაზარდი კადრებითაა წარმოდგენილი. ყველაზე დიდ ხარვეზად ის ფაქტი მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი დაზღვეული არ არის, ეს მაჩვენებელი კი ნებისმიერ სისტემას, მათ შორის - სადაზღვევოსაც, რისკის ქვეს ამყოფებს. გამოსავალს ხედავენ არა იმდენად სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის გაშლაში, რამდენადაც იმ ხანდაზმულების დაზღვევაში, რომლებთაც თავად შეუძლიათ ფულის გადახდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

სადაზღვევო ინსტიტუტიც (პრეზიდენტი: გიორგი გიგოლაშვილი) არასახელმწიფო სტრუქტურაა. არცთუ დიდი სტაჟის მიუხედავად (დაფუძნდა 2005 წელს), უკვე მოასწრეს რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარება და სადაზღვევო ბაზრის შესწავლა. აქ კარგად ესმით, რომ განაწყენებული კლიენტი ბიზნესს ანგრევს - შესაბამისად, თუ ამ სეგმენტის განვითარება გვინდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს. სწორად შემუშავებული საინფორმაციო პოლიტიკა, რომლის ნაკლებობაც აშკარად შეიმჩნევა, მათი ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. ამიტომაც ცდილობენ სადაზღვევო კულტურის ამაღლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც უპირველესად ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს. მიაჩნიათ, რომ დაზღვეულმაც და დაუზღვეველმაც ერთნაირად უნდა იცოდნენ, რას წარმოადგენს სამედიცინო პოლისი და როგორ გამოიყენება იგი. ასევე თვლიან, რომ მათაც შეუძლიათ სადაზღვევო უფლებების დაცვა და პროცესში მანამ ჩაერთვებიან, სანამ რომელიმე მხარეს პრობლემა შეექმნება. ცნობებს ამ ორგანიზაციის შესახებ იპოვნით შემდეგ მისამართზე: www.gii. ge

კიდევ ერთი არასახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ასევე ემსახურება სადაზღვევო სექტორისც განვითარებას, აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციაა (პრეზიდენტი: ნინო წაქაძე). სამწუხაროდ, აქტუარების საქმიანობის შესახებ საქართველოში ბევრმა არ იცის, თუმცა დასავლეთში ის ერთ-ერთYყველაზე მაღალანაზრაურებად პროფესიად ითვლება და საუკუნენახევრის იასტორიას ითვლის. დღევანდელი გაგებით აქტუარი არის ექსპერტი სადაზღვევო მათემატიკაში. მათემატიკის გარეშე ვერც საქართველოში მოხერხდა ამ საჭირო პროფესიის დანერგვა - 1998 წელს "საქართველოს სტატისტიკური ასოციაციისა" და "ფასიანი ქაღალდებისა და სადაზღვევო საქმის ბიუროს" ბაზაზე ახალი არასახელმწიფო ორგანიზაცია "აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაცია" დაარსდა. როდესაც საქმე მიდგება ფინანსურ ანალიზსა და გრძელვადიან პროგნოზზე, იქ ატუარის ჩართვა აუცილებელია. აქედან გამომდინარე, აქტუართა მომსახურებით სარგებლობენ არა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები, არამედ სხვა ორგანიზაციები. რაც შეეხება საქართველოს, 2005 წლიდან სწორედ ამ ასოციაციის წყალობით ჩვენთანაც დაინერგა სერტიფიკაციის სისტემა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. სადაზღვევო რისკების შეფასება და ტარიფების დადგენა, ზარალების სტატისტიკა და ტექნიკური რეზერვების დაანგარიშება, - ეს აქტუართა საქმიანობის მოკლე ჩამონათვალია. ინფორმაციას ქართველი აქტუარების შესახებ ამოიკითხავთ მათსავე ვებგვერდზე: www.aafa.ge

მკითხველისათვის, რომელიც, ვიმედოვნებ, სამედიცინო დაზღვევით სარგებლობს, უაღრესად საინტერესოა ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის საქმიანობა (აღმასრულებელი დირექტორი: არჩილ ცერცვაძე). ჯეჯრეობით ეს ერთადერთი სტრუქტურაა, რომელსაც სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილო ადამიანები აკითხავენ. ეს სამსახური 2008 წლის მარტიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია, დავა მზღვეველსა და დამზღვევს შორის სასამართლოს გარეშე მოაგვაროს. სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დაზღვევა საქართველოში ფართოდ არ არის გავრცელებული, მედიაციის სამსახური ამ ეტაპზე საკმაოდ გამართულად მოქმედებს. ასე, მაგალითად, 2009 წელს მედიაციის სამსახურში შემოვიდა 3 619 მომართვა, აქედან 2625, ანუ 72,5 % ეკუთვნით იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან და რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. მიმართვის 3% რთულ მედიაციას მიეკუთვნებოდა - ეს ის შემთხვევაა, როდესაც დავა დაზღვეულსა და კომპანიას შორის დამატებით გამოკვლევას მოითხოვს. მიმართვის 9 % მარტივ მედიაციაზე მოდის, როცა დავის მოგვარებას დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია (არსებობს ერთგვარი დათქმა, რომლის თანახმადაც თუ ლაპარკია 1000 ლარამდე ხარჯის ანაზღაურებზე, სადაზღვევო კომპანიები, როგორც წესი, მედიაციის სამსახურს ემორჩილებიან, თუ, რასაკვირველია, ეს უკანასკნელი ჩათვლის, რომ სიმართლე დაზღვეულის მხარესაა). რაც შეეხება დარჩენილ 88 პროცენტს, მათ მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად ან დასაზუსტებლად მიმართეს მედიაციის სამსახურს. გასული წლის მონაცემებით მოგვარდა მარტივი მედიაციის ყველა და რთულ მედიაციის 94 მიმართვა.

როგორც გითხარით, ეს სამსახური სადაზღვევო ასოციაციის მიერაა დაარსებული და აქამდე ისიც არასახელმწიფო ორგანიზაციის სტატუსით მოქმედებდა, თუმცა სულ ახლახანს მას საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ფორმა მიეცა და, შესაბამისად, სახელმწიფოს დაექვემდებარა. ისინი, ვინც თვლიდნენ, რომ სოციალურად დაუცველი ფენების მხოლოდ კერძო კომპანიების ამარა დატოვება დაუშვებელი იყო, ამ ცვლილებებს ალბათ მიესალმებიან. რაც შეეხება მათ ოპონენტებს, რომელთაც თავის დროზე, ანუ სულ რაღაც 2 წლის წინ უკიდურესად გაჭირვებული ჩვენი თანამოაქლაქეების სამედიცინო დაზღვევა კერძო კომპანიებს გადააბარეს და მედიაციაც არასახელმწიფო სექტორს მიანდეს, დასკვნებს, იმედია, მალევე გამოიტანენ, როცა წლის ბოლოს უკვე განსახელმწიფოებრივი მედიაციის სამსახურის შედეგებს დავინახავთ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ადრე მედიაციის სამსახური მხოლოდ დაზღვეულებსა და კომპანიებს შორის დავებს აგვარებდა, ახლა უკვე მათ კომპეტენციაში შედის სამედიცინო დაწესებულებებსა და სდაზღვევო კომპანიებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაჭრაც. სიახლეა ისიც, რომ მედიაციის სამსახური აღარ მოემსახურება კორპორატოული წესით დაზღვეულებს და ამ საქმეს დღეიდან სადაზღვევო ასოციაცია შეუდგება. იგივე შეუძლია შეითავსოს სადაზღვევო ინსტიტუტმაც, ასე რომ, კონკურენცია აუცილებლად იქნება, რაც ასევე აუცილებლად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. მედიაციის სამსახურის ვებგვერდია: www.him.ge

იმ რთულ გზაზე, რომელსაც სამედიცინო დაზღვევა ჰქვია, ყველამ უნდა მონახოს თავისი ადგილი - მეც, რომელიც საკუთარი ჯიბიდან ვიხდი დაზღვევის ხარჯებს, თამრიკომაც, სახელმწიფომ რომ დააზღვია და კიდევ უამრავმა ადამიანმა, რომლებიც ვერა და ვერ გარკვეულან, კარგია დაზღვევა თუ ცუდი. ეს წერილები, რომელიც ჩვენმა გაზეთმა სამედიცინო დაზღვევას მიუძღვნა, სწორედ ამ ადამიანებისთვის დაიწერა. ვინ ჟურნალისტია, ვინ - უმუშევარი, ვინ მდიდარია, ვინ კიდევ - ღარიბი. ამ სხვაობის მიუხედავად, ყველა მათგანს ერთი სადარდებელი აერთიანებს - ზრუნვა საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი