RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

ილუშა ცინაძის დედა ენა

და ამერიკული ქანთრის სტილის  ქართული ხალხური სიმღერები

24 საათი 19.12.10

და ამერიკული ქანთრის სტილის  ქართული ხალხური სიმღერები

ქართველმა მსმენელმა ის რამდენიმე თვის წინ ინტერნეტ გვერდ youtube-ის მეშვეობით გაიცნო. ამერიკული ქანთრის სტილში აჟღერებული “მოხევის ქალო თინაო” და მომღიმარი ილუშა ცინაძის ვიდეო ძალიან მალე გახდა პოპულარული. ყველას აინტერესებდა ვინ არის ქართველი, რომელმაც უჩვეულო ექსპერიმენტი განახორციელა და ეს კარგად გამოუვიდა. ნიუ-იორკში მცხოვრები ემიგრანტი მალე თავის ბენდთან ერთად კონცერტს საქართველოში გამართავს, მანამდე კი თაყვანისმცემლებს საინტერესო სიურპრიზებს უმზადებს.

- ილიკო, როგორც ვიცი აპირებ ალბომის გამოშვებას სახელწოდებით “დედა ენა”, რა სიმღერები შევა მასში და როდის იხილავს მას ქართველი მსმენელი?

- ამ ალბომზე თითქმის ორი წელია ვმუშაობ. 10 სიმღერიდან რომელიც მასში შევა, ცხრა ქართულია. ხალხური საცეკვაო სიმღერებიდან იქნება მთიულური, შალახო, სამაია, ოღონდ რა თქმა უნდა ჩვენი იმპროვიზაციით. ასევე ვაპირებთ ერთ-ერთ სიმღერაზე გადავიღოთ კლიპიც, ეს იქნება ცნობილი სიმღერა “პატარა გოგო დამეკაგრა”. იანვარში უკვე ამ ვიდეორგოლის გადაღებებს დავიწყებთ. რაც შეეხება ალბომს, ის ალბათ თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გამოვა და აუცილებლად გაიყიდება, როგორც ამერიკაში, ისე საქართველოშიც.

- რა პრინციპით არჩევ ქართულ ხალხურ სიმღერებს, რომლებსაც შემდეგ შენეულ ინტერპრეტაციას უკეთებ?

- ბოლო 5 წელია საქართველოში დავდივარ და სხვადასხვა სიმღერებს ვეძებ. ზოგი მათგანი კახეთში მოვისმინე და შევისწავლე, ზოგიც მესხეთში. ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლებისგან, რომლებიც უბრალოდ კარგად მღერიან, ან სიმღერას ასწავლიან სოფელში. ასე მოვაგროვე ჩემი საყვარელი მელოდიები, ყველა სიმღერა, რომელიც ჩემს ალბომში მოხვდა, უბრალოდ ძალიან მიყვარს და მომწონს.

- ამერიკული ქანთრის სტილი როგორც ჩანს ძალიან მოუხდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, ამ ექსპერიმენტის ავტორიც შენ ხარ?

- დიახ, ეს იდეა მე მეკუთვნის, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ამერიკული ქანთრიც და ქართული ხალხური სიმღერებიც. ჩემს გიტარას კლიპში "დობრო" ქვია და ეს ინსტრუმენტი ზუსტად ქანთრის სტილის მუსიკისთვისაა შექმნილი. ასეთ მუსიკას მე ჩემს ბენდთან ერთად აქაურ კლუბებში ხშირად ვუკრავ. ჯაზიც მიყვარს, როკიც და კლასიკაც, მაგრამ ამერიკული ქანთრი განსაკუთრებულად შემიყვარდა.

- “მოხევის ქალო თინაო” - ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპი ძალიან პოპულარულია საქართველოში, ელოდი ასეთ წარმატებას?

- ასე მალე თუ გახდებოდა პოპულარული, ნამდვილად არ მეგონა. ძალიან მსიამოვნებს, რომ ქართველებს მოსწონთ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს ამბავი გუნდში ყველას უხარია. ჩემი ბენდის წევრებს დავპირდი, რომ საქართველოში უნდა ჩამოვიყვანო, თან ვეუბნები, რომ ვერც კი წარმოიდგენენ რა სილამაზე ელოდებათ.

- ამერიკელებს რა რეაქცია ჰქონდათ, როცა ქართულ ენაზე შესრულებული ქანთრი მოისმინეს, მათ თუ მოსწონთ ეს კლიპი?

- ამერიკელებსაც ძალიან მოსწონთ! მაგათ ასეთი სიმღერა არასოდეს მოუსმენიათ. მეუბნებიან, არ ვიცით რას ნიშნავს სიტყვები, მაგრამ ეს სიმღერა ძალიან კარგ ხასიათზე გვაყენებსო. მერე მე სიტყვებს ვუთარგმნი და ამაზე სულ გიჟდებიან, ხომ იცით აქ ქალები რა მოგვიანებით თხოვდებიან! საერთოდ ამერიკელებს ქართული მუსიკა ძალიან მოსწონთ. მე ხშირად ვმღერი ქართულ ხალხურ სიმღერებს ამერიკელებთან ერთად.

- ილიკო, შენს ჯგუფს “დედა ენა” ჰქვია, გაგვაცანი მისი წევრები.

- კი ასე ჰქვია, უფრო სწორად “ილუშა ცინაძის დედა ენა”. ასე ჰქვია ჯგუფს და ეს სახელი ექნება ალბომსაც. წევრებად ავირჩიე ჩემი საყვარელი მუსიკოსები ნიუ-იორკში. ჩემთან ერთად მღერის ჯინ რო, რომელიც ჩემი მეუღლეა, ის ზაფხულში საქართველოშიც მყავდა ჩამოყვანილი. ვიოლინოზე უკრავს რობ ჰექტი, აკორდეონზე - ლაიამ რობინსონი, ბასგიტარაზე - კრის ტორდინი და დასარტყამ ინსტრუმენტზე - რიჩი ბარშეი. სხვათა შორის, რიჩი ნამყოფია საქართველოში, ის ბექა გოჩიაშვილთან ერთად ბათუმის ჯაზ ფესტივალზე გამოდიოდა.

- შენ როდის დაინტერესდი მუსიკით და სად მიიღე მუსიკალური განათლება?

- ერთხელ, 12 წლის რომ ვიყავი ჩემმა ძმამ სახლში ელექტროგიტარა მოიტანა. პირველად რომ ხელი დავადე ამ გიტარას, ჩემი ძმაც გაგიჟდა და მეც. ის იმიტომ, რომ მე უმცროსი ვიყავი და მას გიტარაში ვეცილებოდი, მე კიდე იმიტომ, რომ ასეთი მაგარი რამე ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა. დღე და ღამე იმ გიტარაზე ვფიქრობდი, როცა ჩემი ძმა გოჩა გარეთ გადიოდა, მე ვცდილობდი დაკვრა მესწავლა. ბოლოს ჩემმა მშობლებმა დაბადების დღეზე საჩუქარი გამიკეთეს და 13 წლის რომ გავხდი, გიტარა მაჩუქეს და გაკვეთილებზეც წამიყვანეს. თავიდან სულ როკს ვუკრავდი, მაგრამ მერე ჯაზით დავინტერესდი, ამიტომ ჩავაბარე კონსერვატორიაში და უილიამ პეტერსონის უნივერსიტეტი დავამთავრე.

- ქართული ხალხური სიმღერის შესწავლა როდის დაიწყე?

- პირველად საქართველოში 2005 წელს დავბრუნდი, იმ ზაფხულს როდესაც კონსერვატორია დავამთავრე. მაშინ ქართული მუსიკა თითქმის საერთოდ არ ვიცოდი, 3 თვე ვიმოგზაურე საქართველოში და ჩემი ნოტების რვეული გავავსე. თან პატარა მაგნიტოფონს დავატარებდი და სიმღერებს ვიწერდი. რადიოშიც თუ რამე მომეწონებოდა იმასაც ვიწერდი და მერე ნოტებში გადამყავდა. ასე შევაგროვე ქართული სიმღერები.

- როდის წავიდა შენი ოჯახი ემიგრაციაში და რატომ?

- ჩვენ 1991 წელს წამოვედით საქართველოდან. მე მაშინ 8 წლის ვიყავი. ამერიკაში უკვე ცხოვრობდნენ ჩვენი ნათესავები. მამაჩემმა ერთხელ მითხრა, არც ინგლისური ვიცოდი და არც ერთი მეგობარი მყავდა ამერიკაშიო, მაგრამ წამოვედით იმიტომ, რომ შენ და გოჩას ომი არ გენახათო. საქართველოში ბევრი ნათესავი გვყავს, ბაბუაჩემი მამის მხრიდან იმერელია, მაგრამ ბავშვობაში მესხეთში გადასახლდა. სანამ საქართველოში ვცხოვრობდით, ზაფხულს ყოველთვის ასპინძაში ვატარებდით. ისე თბილისში დავიბადე, თემქაზე ვცხოვრობდით. დედაჩემი ებრაელია, რუსეთში დაიბადა და საქართველოში 13 წლის იყო რომ ჩამოვიდა.

- გარდა მუსიკისა რას საქმიანობ, რითი ხარ კიდევ გატაცებული?

- მუსიკის გარდა ბევრი რამე მიყვარს, მაგალითად ველოსიპედი. ვცდილობ, მაგარი ვილოსეპედისტი გავხდე. მანქანა არ მყავს და აქ ნიუ-იორკში სადაც საჭიროა სულ ველოსიპედით დავდივარ. შეჯიბრი რომ გაიმართოს, ვინ უფრო სწრაფად ატარებს ველოსიპედს ზურგზე გიტარით, ალაბათ მე მოვიგებდი.

- საქართველოში როდის და სად აპირებ კონცერტების გამართვას?

- იმედი მაქვს, რომ ამ ზუფხულში ჩამოვალ ჩემს ბენდთან ერთად. ძალიან მინდა დავუკრა არტ-გენზე და ბათუმში, სწორედ ახლა მაქვს მოლაპარაკებები ამ კონცერტების ორგანიზატორებთან. ყველაზე ძალიან კი მინდა დავუკრა ასპინძაში, იმერეთში და კახეთში, სადაც ჩემი ნათესავების სახლებში ვუკრავდი და ვსწავლობდი ქართულ სიმღერებს ბოლო 5 წლის მანძილზე. ჩემი მეუღლე ჯინიც ვეღარ ითმენს, ისე ენატრება საქართველო და ბენდის წევრებსაც ძალიან აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ნახვა.

სოფო კვინტრაძე

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი