RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

სიტყვა ყველას

გამოგვეხმაურეთ, მოგვაწოდეთ თქვენი აზრი საჭირბოროტო და თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

24 საათი 25.12.11

გამოგვეხმაურეთ, მოგვაწოდეთ თქვენი აზრი საჭირბოროტო და თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

უბრალოდ, გაუზიარეთ თქვენი სათქმელი სხვებს - ნებისმიერ თემაზე.

ლია სამუშია, 45 წლის: არჩევნები რომ მოვა, მაშინ გამოჩნდება მართლა ვინ ვისი მხარდამჭერია. ფული იმდენ რამეს წყვეტს. დღეს ვინც ხელისუფლების ბანაკშია, სრულიად შესაძლებელია აღმოჩნდეს ხვალ ოპოზიციის მხარეს. თუმცა არა იმიტომ, რომ რომელიმეს პოლიტიკური ხედვები ძალიან მოსწონს და მართლა სჯერა პოლიტიკოსების.

მაია მესტვირიშვილი, 30 წლის: ახლა აყვირდნენ მაინცდამაინც ბიძინა ივანიშვილზე, მაშინ, როცა მთავრობას და ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, ცუდი ადამიანი არ იყო? გასაკვირია. როგორც კი პოლიტიკური განცხადება გააკეთა ადამიანმა, ყველამ მისი ლანძღვა დაიწყო.

გოგი სამხარაძე, 39 წლის: ლეიბორისტები რამდენი წელია უკვე არსებობენ და საკუთარი ამომრჩეველი მაინც ყოველთვის ჰყავთ. რომ გითხრათ სერიოზულად ვუყურებ მაგ პარტიას-მეთქი, მოგატყუებთ. მაგრამ შალვა ნათელაშვილის ყოველ გამოსვლაზე ძალიან ვხალისობ. ვაშინგტონში მისი ვიზიტი და თეთრი სახლის წინ გამართული აქცია სამუდამოდ შემორჩება ჩვენს მეხსიერაბას.

მარიამ კახიშვილი, 50 წლის: გარეუბნებში ჯიხურებიდან ასე თუ ისე ჰქონდათ ოჯახებს შემოსავალი. ახლა რაღა უნდა გააკეთონ? მერიამ გამოუცხადა თითოეულს ან თქვენით აიღეთ და ან არადა ძალით მოვერევითო. ვითონ ეხმარება ეს მთავრობა ხალხს. სინამდვილეში რა უნდა ქნას მოსახლეობამ? ვისაც თუნდაც 5 ლარი ჰქონდა ყოველდღიური შემოსავალი მწვანილის, ბოსტნეულის გაყიდვისგან ახლა აღარაფერი ეშველებათ.

მგზავრი, გიორგი: ავტობუსის გაჩერებებს აკეთებენ რაც კარგია, მაგრამ როგორ აკეთებენ? (ტროტუარებისა არ იყოს) მთელ მსოფლიოში არის ასე - გაჩერებაზე, მარცხენა მხარეს, საიდანაც ავტობუსს ელოდება მგზავრი, არის გამჭირვალე. ასევე ელექტროტაბლოც დგას მარცხნივ, საიდანაც ავტობუსი მოდის. ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა. გულდასაწყვეტია, კეთდება და ბარემ ისე გააკეთონ, რომ ხალხმა ისარგებლოს. ვინ გეგმავს ნეტავ? ტროტუარებს თუ დააკვირდებით, ფილებს შორის იმსიგანე და ისეთი ღრმა ადგილებია, რომ ხშირად ნახავთ ქუსლჩაჭედილ მანდილოსნებს, შველას რომ გთხოვენ, ამომაძრეო. კარგად გააკეთეთ!!! გამოდით კაბინეტებიდან, ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით!!!

ნოდარ საჯაია, 44 წლის: მე ვერ ვხვდები, ამ სასამართლოსაც როგორ აჭიანურებენ. ჯერ უსამართლოდ ჩამოართვეს ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს მოქალაქეობა, მერე კიდევ რამდენჯერ დაატერორეს. არადა სულ არ ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ცუდის ნიშანია. პირიქით, ამაღლდებოდა კონკურენცია და ხელისუფლება კიდევ უფრო მეტს გააკეთებდა საკუთარი საზოგადოებისთვის. კონკურენტების გამოჩენას, როგორც ჩანს, ვერავინ ეგუება. ყველას მხოლოდ ძალაუფლება და ფული უნდა. ხალხის ბედი, როგორც წესი, არავის ადარდებს.

ლიკა მინდორაშვილი, 32 წლის: ხელისუფლებას რას ვერჩით. როგორი საზოგადოებაც არის, ისეთი პრეზიდენტი გვყავს. რაც დავიმსახურეთ, მივიღეთ. კულტურა ჩვენ არ გვაქვს, აზროვნების უნარი. ყველაფერზე ვილანძღებით და მოვლენების აღქმის უნარს ვკარგავთ. ხომ შეიძლება, რამე რომ მოხდება ყვირილი არ დაიწყო. დაჯდე დაუფიქრდე, რაშია საქმე და ლოგიკურად იმსჯელო.

მალხაზ ბედია, 55 წლის: ეს ჟურნალისტები მართლა აყოლილები არიან მამუკა ღლონტის ისტერიკას. ხომ გადადგა თანამდებობიდან, რაღატო ერევა მაშინ სხვის საქმეში? და საერთოდ, მე ვერ გამიგია ხელისუფლებასთან როგორ მიდის ეს ამბავი? ძნელად თუ დამაჯერებს ვინმე, რომ ეროსი მიშასთან არის გარიგებული. ასეთი ფანტაზიის უნარი ვის აქვს ნეტა ამ "მაესტროში". უბრალოდ უნდათ, რომ საზოგადოება აამხედრონ და ქუჩაში გამოიყვანონ. დასრულდა საქართველოში მიტინგების და ქუჩაში სირბილების დრო.

ნინო ვარდიაშვილი, 36 წლის: მე ძალინ კმაყოფილი ვარ, რომ პარლამენტის წევრების რაოდენობა არ გაიზრდება. მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილების მიღებაში თავისი წვლილი შეიტანა. ჯერ 150 დეპუტატი რომ გვყავს, კარგად მიგვდის საქმე. ახლა კიდევ რომ დაემატებოდა 40 კაცი, ტყუილად ხელფასები უნდა აეღოთ.

ზაზა მალანია, 56 წლის: მთელ მსოფლიოში არეულობაა, ყველგან პროტესტი, აქციები, კრიზისი... ასე ერთდროულად რამ გადარია ეს ხალხი? რაღაც მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს, ვიღაცა იწვევს, აღვივებს და ამწვავებს სიტუაციას. ადვილი მისახვედრია, რომ ეს ტალღა ამერიკიდან მოდის.

მაგული ჭულიხიძე, 70 წლის: არ ვიცი, შეიძლება თუ არა ნდობა და დაჯერება, მაგრამ თუ სიმართლე გამოდგა და შეპირება აასრულა, ძალიან მადლობლები ვიქნებით პრეზიდენტისა. ვგულისხმობ იმ განცხადებას, ბათუმში რომ გააკეთა მოხუცებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, საწუწუნო არ გვაქვს - პენსიებიც გვემატება და იმაზე მეტ ყურადღებას ვგრძნობთ, ვიდრე ადრე.

რეზი ბოკერია, 25 წლის: დამიჯერეთ, ქართველების საშველი არ არის, რა. სანამ ასეთი ბნელი დავრჩებით, ახლა როგორებიც ვართ, ვერც ეკონომიკის აყვავება გვიშველის, ვერც ევროინტეგრაცია და ვერც ვერაფერი. გულს მირევს თუნდაც ავტობუსში ბილეთის აღების მიმართ დამოკიდებულება: ამ მთავრობას არაფერს არ გადავუხდიო, ხალხი ამბობს მგზავრობის ფულზე. ნუ, კაი, ვთქვათ და, ვიღაცას ღმერთი არ გაუწყრა და აიღო ბილეთი, რომ ჩამოვა, გაჩერებაზე თუ კონტროლიორმა არ გამოართვა ბილეთი, ხომ გამორიცხულია, იქვე ჰაერში არ გაუშვას ხელი და ააფრიალოს დემონსტრაციულად. არადა, ურნა ყველა გაჩერებაზე დგას.

გივი ანთაძე, 48 წლის: სახლში ვთბებით დენის გამათბობლით, 300 ლარი მომდის ელექტროენერგიის გადასახადი და ეგ არ მეყოფა, ნაგვის 50 ლარი რომ არ დამემატოს? აი, გამაგებინეთ, რა ლოგიკაა: ვინც გაზით თბება, ე.ი. ჩემზე ნაკლებ ნაგავს აგროვებს? რატომ ვიხდი მე მასზე ხუთჯერ მეტ გადასახადს დასუფთავებისთვის? იმიტომ, რომ გაზის გამათბობლის დაყენების საშუალება არ მაქვს და ძველისძველ დენის "პლიტას" ვიყენებ?

ლამარა მომცემლაძე, 72 წლის: როგორ წარმოგიდგენიათ, ბიზნესმენების გარდა რომელ პენსიონერს შეუძლია საავადმყოფოში მკურნალობა, ან ოპერაციის გაკეთება იმ ხელფასებით, რასაც მათ უხდიან? ვინ შეძლებს ნეტავ ამ საავადმყოფოებში დაწოლას? მოქალაქეების 70 პროცენტი ამას ვერ შეძლებს. იქნებ საწარმოები გაგეხსნათ ამ ფულით.

დანი ღოღობერიძე, 37 წლის: რაც ამ მთავრობას ჯარიმებიდან ფული შესდის, როგორღა შეიძლება საგარეო ვალები ან საერთოდ რაიმე სახის დეფიციტი ჰქონდეს, არ მესმის. დღე არ გავა, რომ მე ან ჩემ გარშემო ვინმეს 20-50 ან უფრო მეტლარიანი ჯარიმა არ მიუვიდეს სახლში. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. იმაზეც კი გაჯარიმებენ, თუ შუქნიშანზე ხაზს ორი სანტიმეტრით გადასცდი და ისე გააჩერე.

დავით ნახუცრიშვილი, 30 წლის: ძალიან დიდი სისულელეა, ავღანეთში ჯარებს რომ ვზრდით და ვზრდით. რისთვის ვყრით ჩვენს ჯარისკაცებს ამხელა საფრთხეში, მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ არაერთხელ მოვისმინოთ, რა ცოტა გვაშორებს ნატო-ს?

თამუნა ხარჩილავა, 27 წლის: მივესალმები გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობა არ გაიზარდა. ნამდვილად არ იყო საჭირო და საერთოდ რატომ ჰქონდათ ამაზე დისკუსია, ვერ გამიგია. ვინც არიან, ჯერ იმათ გააკეთონ საქმე და გაზრდაზე მერე ვიფიქროთ.

მაია ბაღდავაძე, 26 წლის: გზებს არ გააკეთებენ, ინფრასტრუქტურას არ გააუმჯობესებენ, ქალაქებს არ გაალამაზებენ, არ გაანათებენ და ხალხი ამბობს, არაფრის გამკეთებელი ეს მთავრობა არ არისო. გააკეთებენ ამ ყველაფერს და ამბობენ, რა დროს გზები და განათებებია, ხალხი შიმშილით იხოცებაო. ჭრელი პეპლები უნდა დაუსვა ამათ ხელისუფლებაში და მერე მაინც დარჩნენ იქნებ კმაყოფილები.

გიორგი კუდუხაშვილი, 23 წლის: აღმაშენებელი არის ყველაზე ლამაზი ქუჩა, რომელიც კი ცხოვრებაში მინახავს. სიტყვები არ მყოფნის, ისეთი მაგარია. ყველამ, ყველამ უნდა ნახოს და აღარასოდეს აღარავინ არაფერზე იწუწუნოს იმიტომ, რომ სულ 10 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ჩაბნელებული და გაუბედურებული თბილისის ასეთ გალამაზებას ვეღირსებოდით. თქვენ ის ნახეთ, კიდევ 10 წლის მერე როგორ იქნება!

დალი თოდუა, 59 წლის: ძალიან მომწონს პრეზიდენტის ის ინიციატივა, რაც კბილებს და ჯანსაღ ღიმილს ეხება, მართალია ის კაცი, რა სიხარულის თავი გაქვს, როცა კბილი ან გტკივა და ან არ გაქვს. ჯერ კი სოციალურად დაუცველებს ეხებათ ეს პროგრამა მხოლოდ, მაგრამ იმედია, მალე ჩემამდე და ჩემს ქმრამდეც მოაღწევს.

კობა გუიაშვილი, 33 წლის: მიკვირს - თუ ჩვეულებრივი მოკვდავი დაარღვევს კანონს, ან ქართამს აიღებს, ყველას სჯიან, მაგრამ ქალბატონი პარლამენტარი თუ მოსახლეობას დააყაჩაღებს, ფულს აიღებს და დაპირებულ ბინებს არ მისცემს, ამას მას მთავრობაც პატიობს და ეკლესიაც. მერე ტელევიზიით გამოჰყავთ, თან ამაყობს თავისი ანტიკვარებით და სიმდიდრით და თან გვმოძღვრავს, როგორ უნდა ვიცხოვროთ ღვთისნიერად და პატიოსნად.

ლეილა ბარამიძე, 48 წლის: ეს კორეის ლიდერი რომ მოკვდა, რა ხდებოდა კორეაში, საშინელება იყო. კადრებს ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი. დგას დიქტორი ტელევიზორში და ქვითინებს, ხალხი, ახალგაზრდა ადამიანები, პატარა ბავშვები, დგანან კიმ ჩენ ირის ძეგლთან და რასაც ჰქვია, ბღავიან. მუშტებს და თავებს უხათქუნებენ ქვებს. მასობრივი ისტერიაა მოკლედ.

ბექა ღლონტი, 44 წლის: ძალიან დამწყდა გული ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო. მართლაც რომ დიდებული ადამიანი და უპატიოსნესი პოლიტიკოსი იყო. მასეთი ხალხი არ უნდა კვდებოდეს, ან იმდენი უნდა გვყავდეს, რომ არ შეეტყოს მსოფლიოს.

ბექა დოლიძე, 35 წლის: ლევან ბერძენიშვილის ინტერვიუ ნახეთ? ბიძინა ივანიშვილს 7 პროცენტზე მეტს ვერ აიღებსო. ამას ამბობს იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილს ამდენი პარტია ჰყავს შეერთებული. საოცრებაა, რომ ბერძენიშვილი ასე პირდაპირ აცხადებს ამას. ჩემი აზრით, ეს პირდაპირ მიუთითებს იმისკენ, რომ ბიძინას მხოლოდ ფულის გამო შეუერთდნენ რესპუბლიკელები. თუმცა, ამ თამამი განაცხადის შემდეგ, მეეჭვება კიდევ დიდხანს დარჩნენ ივანიშვილის კალთის ქვეშ.

თინა ნაკაშიძე, 47 წლის: რა საშინელებაა, იმ პატარა ქუნქულა ბავშვსაც რომ პოლიტიკისთვის იყენებენ. ცოტნე ივანიშვილს ვგულისხმობ. პოლიტიკურ კლიპებში ისე გამოჰყავთ, ვითომ ბავშვის ინტერესებს და უფლებებს ითვალისწინებდნენ. ამის გამოა პირველ რიგში ივანიშვილი უსინდისო, რომ შვილებს ასე იყენებს თავისი ბინძური მიზნებისთვის. რა, ბერაც ასე არ არის? პატარა ბიჭია, 16 წლის და ისე მართავს, როგორც უნდა. მისი ტოლი ბიჭი უნდა ერთობოდეს, სწავლობდეს, ეს კი პოლიტიკურ კლიპებს აწერინებს. საშინელებაა.

რუსა ბოძიაშვილი, 31 წლის: ეს ქართული აზროვნება და მენტალიტეტი როდის შეიცვლება, არ ვიცი. მაგალითად, ვერ მოისპო მარშუტკებში ერთმანეთისთვის ფულის გადახდის ინსტიტუტი. არადა, მგზავრობა ღირს 80 თეთრი და აპროტესტებენ - ფული არ გვაქვსო. ისეთ ამბავს ატეხენ ხოლმე მარშუტკაში, მე მრცხვენია. "არა, მე გადავიხდი, არა, მაწყენინებ, მე მაქვს ხურდა და ასე შემდეგ". მხოლოდ საბარათე სისტემაზე უნდა გადავიდნენ მარშუტკებიც, იქნებ ეს ჭირი მოვიცილოთ.

გიორგი ხუბუა, 42 წლის: აჰა, მიშამ 2012 წელი გურიის აღორძინების წლად გამოაცხადა. ხედავთ, რა სწრაფად მივდივართ წინ? ფუნდამენტის ჩაყრას ვერ ვასწრებთ, უკვე ახალი პროექტი იწყება. ერთდროულად ამდენის აღმშენებლობას ჩვენი მცირერიცხოვანი ერი ვერ ახერხებს და ზოგიერთი პროექტი დროებით გადაიდო. მაგალითად, დროებით გადაიდო ლაზიკის მშენებლობა, მანამდე გადაიდო გრანდიოზული 10 პუნქტიანი გეგმა, იმის წინ გადაიდო 50 პუნქტიანი, იმის წინ დასაქმების პროგრამა და საქართველო სიღარიბის გარეშე. მარაზმში ვცხოვრობთ.

ნინო დეკანოიძე, 31 წლის: გუშინ იუთუბზე ვნახე ვიდეო, სადაც ვანო მერაბიშვილი ქარელის სკოლების მოსწავლეებთან ერთად რესტორანში ცეკვავს. ერთი ამბები ატეხეს ოპოზიციონერმა ფორუმელებმა, დასცინოდნენ მერაბიშვილს და ათას სისულელეს ამბობდნენ, რაც არ მესმის. მე, პირიქით, ადამიანი დავინახე, რომელსაც ძალიან უყვარს ახალგაზრდობა და მათთან ურთიერთობა. ვანოს უფრო მეტად ვცემ პატივს ამის შემდეგ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი