RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

მე­ცა­მე­ტე რა­ი­ო­ნი

- მოდი, ჩემი ოთახი გადაიღე, ნახე, რა დღეში ვარ ...

24 საათი 06.01.12

- მოდი, ჩემი ოთახი გადაიღე, ნახე, რა დღეში ვარ ...

- ეს ფანჯარაა? ხედავ, როგორ უბერავს ქარი? «ფეჩსაც" აქრობს ...

- შვიდი თვისაა და ექიმმა მითხრა, ასთმააო. წავიყვან საავადმყოფოში, მაგრამ იქიდან 3 დღეში მწერენ, მეტი არ გეკუთვნისო....

- წყალი საერთოდ არა გვაქვს. გიკვირს, ეს ბავშვები დაუბანლები რომ არიან?!

- გაგვატელევიზორე რა, იქნებ ყურადღება მოგვაქციონ ...

- ასეთი ტუალეტი სადმე გინახავს ...

არა, ასე­თი ტუ­ა­ლე­ტი მარ­თ­ლა არ­სად მი­ნა­ხავს და არც ადა­მი­ა­ნე­ბი მე­გუ­ლე­ბი­ან სხვა­გან მსგავს პი­რო­ბებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ფე­ნებ­თან ხში­რად მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, ვერ ვიხ­სე­ნებ შემ­თხ­ვე­ვას, იქით არ მიხ­დე­ბო­დეს თხოვ­ნა, რო­ცა ჯე­რი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე მიდ­გე­ბა. ასე­თი რამ მხო­ლოდ აქ, მე­ცა­მე­ტე რა­ი­ონ­ში ხდე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ასე­თი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა რა­ტომ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ აქუ­რო­ბას სწო­რედ ასე - მე-13 რა­ი­ო­ნი! - მგო­ნი, ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია. დი­ახ, ისი­ნი ყვე­ლას­გან გა­რი­ყუ­ლე­ბი და ყვე­ლას­გან და­ვიწყე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რო­გორც მე­ცა­მე­ტე გო­ჭის­თ­ვის არ არ­სე­ბობს მხო­ლოდ მის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ძუ­ძუ, ამათ­თ­ვი­საც ვერ გა­მო­ი­ნა­ხა საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი თუნ­დაც უკი­დუ­რე­სად მი­უ­ვალ ად­გი­ლას.

სულ 15 ოჯა­ხია და ამ თხუთ­მეტ ოჯახ­ში 25 ბავ­შ­ვი იზ­რ­დე­ბა. ცხოვ­რო­ბენ ავ­ჭა­ლა­ში, პო­ლი­ცი­ის ლა­მაზ და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე შე­ნო­ბას­თან ახ­ლოს, ყო­ფი­ლი პროფ­ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლებ­ლის ნან­გ­რე­ვებ­ში. სწო­რე­დაც რომ ნან­გ­რე­ვებ­ში, რად­გან აქუ­რო­ბას ვერც შე­ნო­ბას უწო­დებ და ვერც უვარ­გის საცხოვ­რე­ბელს. სა­ვა­რა­უ­დო შე­სას­ვ­ლელს სა­პარ­ტ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის აბ­რა აქვს მიკ­რუ­ლი - ეტყო­ბა, ტე­რი­ტო­რია სა­პატ­რი­არ­ქოს ბა­ლან­ს­ზე ირიცხე­ბა. აქა­ურ მაცხოვ­რებ­ლებს მხო­ლოდ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ, ყო­ველ­გ­ვა­რი მი­სა­მარ­თის გა­რე­შე. მა­თი მი­სა­მარ­თი - მე-13 რა­ი­ო­ნია, სა­დაც ყო­ვე­ლი ახა­ლი დღე წი­ნა­ზე უარე­სია. ცხოვ­რო­ბენ მარ­ტო­ხე­ლა და მარ­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი დე­დე­ბი და ამ დე­დებს, არ­ნა­ხუ­ლი გა­ჭირ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, აზ­რა­დაც არ მოს­ვ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო ბავ­შ­ვ­თა სახ­ლებ­ში გამ­წე­სე­ბა; ცხოვ­რო­ბენ მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცე­ბი და ეს მო­ხუ­ცე­ბი მათხო­ვორ­ბით ირ­ჩე­ნენ თავს; ცხოვ­რო­ბენ დევ­ნი­ლე­ბი და ამ დევ­ნი­ლე­ბის­თ­ვის რა­ტომ­ღაც არა­ნა­ი­რი ფარ­თი არ გა­მო­ი­ნა­ხა; ცხოვ­რო­ბენ სახ­ლემ­გა­დამ­წ­ვა­რი ოჯა­ხე­ბი და მა­თი სახ­ლე­ბის ად­გი­ლას ახ­ლა სულ სხვა შე­ნო­ბე­ბია აღ­მარ­თუ­ლი; ცხოვ­რო­ბენ სოფ­ლე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­მოქ­ცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ამ ადა­მი­ა­ნებს ოჯა­ხებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი გა­და­ე­წუ­რათ; ცხოვ­რო­ბენ რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და ამ სტუ­დენ­ტებს ბი­ნის და­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი ფუ­ლი არა აქვთ.

ოთა­ხე­ბი ან იმ­დე­ნად პა­ტა­რაა, რომ კუდს ვერ მო­იქ­ნევ, ან, პი­რი­ქით, იმ­დე­ნად დი­დია, ცხე­ნი გა­ჭენ­დე­ბა, თუმ­ცა აქაც და იქაც სი­ცი­ვე ძვალ­სა და რბილ­ში ატანს. ვინც შეძ­ლო და შე­შის ღუ­მე­ლი და­იდ­გა, დი­დად ვერ იხე­ი­რა, რად­გან სა­ხელ­და­ხე­ლოდ ჩას­მუ­ლი კარ-ფან­ჯა­რა ქარს ვერ აკა­ვებს, კვამ­ლი ოთახ­ში შე­მო­აქვს და სუნ­თ­ქ­ვას აძ­ნე­ლებს, ელექ­ტ­რო­გა­მათ­ბობ­ლე­ბის ჩარ­თ­ვა კი თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია. ერთ ასეთ ოთხა­ში მარ­ტო­ხე­ლა დე­და ორ ბავშვს ზრდის, ორი­ვე ას­თ­მი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირს 7 თვის ლუ­კას. იგი მთე­ლი ღა­მე ტი­რის და მე­ზობ­ლებ­საც სხვა რა დარ­ჩე­ნი­ათ, მას­თან ერ­თად ათე­ნე­ბენ ღა­მე­ებს. აქა­უ­რო­ბა კო­მუ­ნას უფ­რო წა­ა­გავს, ვიდ­რე კე­თილ­მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ასე, მა­გა­ლი­თად: რო­დე­საც 4 შვი­ლის დე­და ჯარ­თის შე­საგ­რო­ვებ­ლად მი­დის, სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის ბავ­შ­ვებს უფ­რო მოზ­რ­დი­ლებს უტო­ვებს. "უფ­რო­სე­ბიც" იტო­ვე­ბენ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რად­გან იცი­ან, რომ ჯარ­თი მა­თი ოჯა­ხე­ბის­თ­ვის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლია.

ჯართს იქ­ვე, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე აგ­რო­ვე­ბენ და დი­დად ემად­ლი­ე­რე­ბი­ან ჩი­ნე­ლებს, რომ­ლე­ბიც “ტე­რი­ტო­რი­ა­ზე" შეს­ვ­ლის უფ­ლე­ბას აძ­ლე­ვენ. ისი­ნიც შე­დი­ან, შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით მი­წას ჩიჩ­ქ­ნი­ან და ეძე­ბენ ლურ­ს­მ­ნებს, მავ­თუ­ლებს, ძვე­ლი ინ­ვენ­ტა­რის ნა­წი­ლებს. კარ­გი კი­დევ, იქ­ვე იბა­რე­ბენ - კი­ლოს 33 თეთ­რად. ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი ამა­ყად მე­უბ­ნე­ბა თა­ვის ცა­მე­ტი წლის ბიჭ­ზე: “დე­და ენაც­ვა­ლოს, დღის ბო­ლოს 5 ლა­რი მო­მი­ტა­ნა სახ­ლ­ში". 5 ლა­რი - ანუ, იმ დღეს იმ ბიჭ­მა 15 კი­ლო ჯარ­თი შე­აგ­რო­ვა. წყალს გვერ­დით მდე­ბა­რე სა­ამ­ქ­რო­დან ეზი­დე­ბი­ან. რო­ცა დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში სა­ამ­ქ­როც იკე­ტე­ბა, ხან ვის სთხო­ვენ წყალს, ხან - ვის. “ბი­ნებ­ში" სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლია პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა. უკ­ვე აღა­რა­ვის უკ­ვირს, რომ აშ­მო­რე­ბუ­ლი დე­რეფ­ნე­ბი ვირ­თხე­ბი­თაა სავ­სე. უმო­ა­ჯი­რო და სა­ხი­ფა­თო კი­ბე­ე­ბი, ჩა­მონ­გ­რე­უ­ლი კედ­ლე­ბი თუ გა­შიშ­ვ­ლე­ბუ­ლი სა­დე­ნე­ბი აქ ყოფ­ნას სა­შიშს ხდის. ძაბ­ვა იმ­დე­ნად სუს­ტია, აქა-იქ შე­მორ­ჩე­ნილ ტე­ლე­ვი­ზო­რებს მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით თუ ჩარ­თა­ვენ. ერ­თ­მა­ნე­თის ოთა­ხებ­ში ისე შე­დი­ან და გა­მო­დი­ან, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რომ აქ ვინ­მე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­თაც ტკბე­ბო­დეს. ასე­ვე ერ­თად უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან ყო­ფი­ლი ქმრე­ბი­სა თუ ახ­ლო ნა­თე­სა­ვე­ბის დე­ბო­შებს, ერ­თად­ვე გა­ნი­კითხა­ვენ და ერ­თად­ვე იღე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე-13 რა­ი­ო­ნის ბავ­შ­ვე­ბიც და­დი­ან სკო­ლა­ში, მაგ­რამ, სახ­ლ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის უქონ­ლო­ბის გა­მო, რო­გორც წე­სი, მა­თი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლოა. გა­ნა აზ­რი აქვს სკო­ლა­ში მის­ვ­ლას და დი­რექ­ცი­ის და­მუ­ნა­თე­ბას, რომ ახალ-ახალ ფარ­დებს ან მას­ტი­კა­მოს­მულ დე­რეფ­ნებს აჯო­ბებ­და, უკი­დუ­ე­რე­სად ხელ­მოკ­ლე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის წიგ­ნე­ბი შე­ე­ძი­ნათ?! იყ­ვ­ნენ ყველ­გან, სა­დაც ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბათ და არ მი­უწ­ვ­დათ - გამ­გე­ო­ბა­ში, მე­რი­ა­ში, სა­პატ­რი­ა­ქო­ში... ვერ­სად ვე­რა­ფერს ვერ გახ­დ­ნენ, ყველ­გან უარით გა­მო­ის­ტუმ­რეს, თუმ­ცა უარს სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მი­თა და სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით ეუბ­ნე­ბი­ან. ეში­ნი­ათ ყვე­ლა­სი - პო­ლი­ცი­ის, რო­მე­ლიც დრო­დად­რო “აღ­ს­რუ­ლე­ბის ქა­ღალ­დე­ბით" მო­დის და გა­მო­სახ­ლე­ბით ემუქ­რე­ბა; სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მო­უმ­ზა­დე­ბელ შვი­ლებს ბო­ლო მერ­ხებ­ზე რომ ამ­წე­სე­ბენ; მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვ­ლე­ბის, ჯერ კი­დევ ნი­სი­ად რომ იძ­ლე­ვი­ან სა­ქო­ნელს.

დი­ახ, მათ ცხოვ­რე­ბა­შიც ხდე­ბა ხოლ­მე სას­წა­უ­ლი. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, დი­ლით კარ­თან ტან­საც­მ­ლით სავ­სე ფუ­თა აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ და ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­და­უ­ნა­წი­ლე­ბი­ათ, ოღონდ ეგაა, ზაფხუ­ლის ფეხ­საც­მე­ლი ზამ­თარ­ში არ ათ­ბობს და უკ­ვე შე­ღე­რე­ბულ გოგ­ნას შიშ­ვე­ლი ქუს­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნა შუა ზამ­თარ­ში ეთა­კო­ლე­ბა. ერ­თი თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აქა­უ­რო­ბას პატ­რი­არ­ქი ეწ­ვია და მე­ო­რე დღეს­ვე თი­თო ოჯახს ას-ასი ლა­რი შე­ა­წია. უნ­დო­დათ, პი­რა­დად ეამ­ბათ პატ­რი­არ­ქის­თ­ვის თა­ვი­ანთ გა­ჭირ­ვე­ბა­ზე, მაგ­რამ “მა­მა­ო­ებ­მა" თვა­ლით ანიშ­ნეს, ხმა არ ამო­ი­ღო­თო და ისი­ნიც გა­ჩუმ­დ­ნენ - და­ახ­ლო­ე­ბით ისე, რო­გორც “დი­ა­კო­ნი ვინ­მე", შუ­შა­ნი­კის გამ­ხ­ნე­ვე­ბა რომ სცა­და, მაგ­რამ ვარ­ს­ქე­ნის ში­შით სიტყ­ვა პირ­ზე შე­აშ­რა და მხო­ლოდ ეს წა­მო­ი­ლუღ­ლუ­ღა: “მტკი ..." არა­და, მთე­ლი ფრა­ზის თქმას აპი­რებ­და - “მტკი­ცედ დეგ!". ესე­ნი კი გამ­ხ­ნე­ვე­ბის გა­რე­შეც მტკი­ცედ დგა­ნან, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ზაფხუ­ლამ­დე მა­ინც, რად­გან სჯე­რათ, რომ შუა ზამ­თარ­ში გა­რეთ არ გაყ­რი­ან.

მეც წა­ვალ შო­ბის ღა­მეს დამ­თ­ბარ ეკ­ლე­სი­ა­ში და გაპ­რი­ა­ლე­ბულ შან­დ­ლებ­ში ჩემ წილ სან­თ­ლებს და­ვან­თებ. მე­რე გა­ჩახ­ჩა­ხე­ბულ რუს­თა­ველ­ზე გა­ვი­სე­რი­ნებ და სუ­ლაც არ მეწყი­ნე­ბა, თბი­ლი­სი ასე ლა­მა­ზად რომ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. იქ, ავ­ჭა­ლა­შიც იცი­ან, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რი სა­ა­ხალ­წ­ლოდ მორ­თულ-მოკ­ლაზ­მუ­ლია, მაგ­რამ აქამ­დე მო­საღ­წე­ვად ფუ­ლი არ ჰყოფ­ნით. მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან თუ შე­ავ­ლე­ბენ თვალს, ისიც ცო­ტა ხნით, რად­გან პა­ტა­რა ლუ­კას ოთა­ხი აუცი­ლებ­ლად უნ­და და­უთ­ბონ და “აზ­ბეს­ტის ფეჩს" დიდ­ხანს ვერ გა­მორ­თა­ვენ. შო­ბა მათ­თ­ვი­საც და ჩემ­თ­ვი­საც ერ­თ­ნა­ი­რად თენ­დე­ბა. ჩე­მი და მა­თი სურ­ვი­ლე­ბი ამ მშვე­ნი­ერ ღა­მეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ვხვდე­ბი, რას ინატ­რე­ბენ მე-13 რა­ი­ონ­ში: ყო­ველ­დღი­ურ ლუკ­მა-პურს, სა­ჭი­რო ტან­საც­მელს, მცი­რე­ო­დენ ყუ­რადღე­ბას... მეც მინ­და ჩემს მფრა­ველ ან­გე­ლოზს ერ­თი სურ­ვი­ლი ჩა­ვუთ­ქ­ვა: წმინ­დაო სო­ფიო, შე­ნი თვა­ლე­ბის ჭი­რი­მე! ისე ჰქე­ნი, რომ ამ გა­ნა­თე­ბუ­ლი ქუ­ჩი­დან, ამ დამ­თ­ბა­რი ეკ­ლე­სი­ი­დან, ამ გაწ­კ­რი­ა­ლე­ბუ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტი­დან, ამ ლა­მა­ზად მორ­თუ­ლი ოფი­სი­დან ჩე­მი წი­ლი სით­ბო, სი­ნათ­ლე და სი­ლა­მა­ზე იქ, ავ­ჭა­ლა­ში გა­და­ის­რო­ლო. მე რო­გორ­მე გავ­ძ­ლებ, თუნ­დაც ერ­თი დღით.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი