RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

გარ­დაც­ვა­ლე­ბა და დაკ­რ­ძალ­ვა თა­მარ მე­ფი­სა

ის, რაც მე-20 სა­უ­კუ­ნის მკვლე­ვა­რებს გა­მორ­ჩათ

24 საათი 08.02.12

ის, რაც მე-20 სა­უ­კუ­ნის მკვლე­ვა­რებს გა­მორ­ჩათ

“აწ­მ­ყო შო­ბი­ლი წარ­სუ­ლი­სა­გან” - ასე ჰქვია თე­მურ კენ­კე­ბაშ­ვი­ლის სა­ის­ტო­რიო ნარ­კ­ვე­ვე­ბის კრე­ბულს, რო­მე­ლიც თვის ბო­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით გა­მო­ი­ცე­მა და შე­ი­ცავს კვლე­ვებს შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის სა­კითხებ­ზე. ძი­რი­თა­დი სი­ახ­ლე, რი­თიც წიგ­ნი მკითხ­ველ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს, თა­მარ მე­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბა-დაკ­რ­ძალ­ვის სა­კითხს ეხე­ბა, რაც ასე სა­და­ვო და ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში.

თა­მა­რის პი­როვ­ნე­ბა სი­ცოცხ­ლე­ში­ვე შე­ი­მო­სა ლე­გენ­დე­ბით და ასე­ვე გად­მოჰ­ყ­ვა სა­უ­კუ­ნე­ებს. ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სო­სა და მშვე­ნი­ერს ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი უშუ­ა­ლოდ მას და მის ეპო­ქას უკავ­ში­რებ­და. ამა­ვე ლე­გენ­დის ნა­წი­ლი გახ­და თა­მა­რის საფ­ლა­ვის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის სა­კითხიც, რა­საც სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­მაც შე­უწყო ხე­ლი. თა­მა­რის მე­ფო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რობს მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ორი ის­ტო­რი­კო­სი (მათ შო­რის ერთ-ერ­თის ვი­ნა­ო­ბა დღემ­დე და­უდ­გე­ნე­ლია) და ლა­შა გი­ორ­გის მე­მა­ტი­ა­ნე.

რო­გორც ახალ­გაზ­რ­და ის­ტო­რი­კო­სი თე­მურ კენ­კე­ბაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სათ­ვის ამ მე­ფის უაღ­რე­სად დი­დი რო­ლი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის შე­სა­ხებ არ­ც­თუ ისე სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი არ­სე­ბობს. თე­მურ კენ­კე­ბაშ­ვი­ლი ცდი­ლობს, თა­ვის ნარ­კ­ვევ­ში “გარ­დაც­ვა­ლე­ბა და დაკ­რ­ძალ­ვა თა­მარ მე­ფი­სა” ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­სა და მოვ­ლე­ნებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად აგ­ვიხ­ს­ნას, რომ თა­მა­რი 1215 წლის 27 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა და იგი გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­ში დაკ­რ­ძა­ლეს.

თა­მა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღის კვლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვე­ნი გა­ზე­თი ამ ორი­ო­დე თვის წინ მო­გითხ­რობ­დათ. ამ­ჯე­რად ის­ტო­რი­კოს თე­მურ კენ­კე­ბაშ­ვი­ლი მე­ფე ქა­ლის სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნე­ბელ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­მელ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რ­ნო­ბით აკე­თებთ ასეთ თა­მამ გა­ნაცხადს თა­მარ მე­ფის საფ­ლა­ვის ზუს­ტი ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ?

- ამ სა­კით­ზე 3 წე­ლია ვმუ­შა­ობ. ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი სა­ის­ტო­რიო წყა­რო­ე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე მო­ვა­ხერ­ხე, რაც შე­იძ­ლე­ბო­და სრულ­ყო­ფი­ლად შე­მეს­წავ­ლა ეს სა­კითხი და იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვე­დი, რომ თა­მა­რი გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­ში დაკ­რ­ძა­ლეს. რაც შე­ე­ხე­ბა საფ­ლა­ვის შემ­დე­გი დრო­ის ის­ტო­რი­ას, მის გარ­შე­მო მოვ­ლე­ნე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბა. დღეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ თა­მა­რის საფ­ლა­ვის ად­გი­ლი უც­ნო­ბია, რა­საც უამ­რა­ვი ლე­გენ­და ამ­ყა­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­მა­რის ის­ტო­რი­კო­სე­ბი პირ­და­პირ წე­რენ: “წა­იყ­ვა­ნე­სა სამ­კ­ვიდ­რე­ბელ­სა მათ­სა გე­ლათს და და­მარ­ხეს სა­მარ­ხ­სა პა­ტი­ო­სან­სა”. მე-17-18-19 სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხალ­ხის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ჯერ კი­დევ არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­მა­რი გე­ლა­თის მო­ნას­ტერ­ში იყო დაკ­რ­ძა­ლუ­ლი და პირ­და­პირ მი­უ­თი­თებ­დ­ნენ ად­გილ­ზე - გე­ლა­თის ღვთის­მ­შობ­ლის ტაძ­რის სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლეთ მი­ნა­შენ­ზე, რო­მე­ლიც თა­მა­რის ეკ­ვ­დე­რად არის წო­დე­ბუ­ლი. აქ 1730 წელს იმე­რე­თის მე­ფე ალექ­სან­დ­რე მე-5-მ დაკ­რ­ძა­ლა თა­ვი­სი მე­უღ­ლე და­რე­ჯან დე­დო­ფა­ლი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თვით ალექ­სან­დ­რეს აქვს შედ­გე­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი გუ­ჯა­რი, სა­დაც წერს, რომ გე­ლა­თის ტაძ­რის სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით “იპო­ე­ბო­და დრო-ჟამ­თა­გან დაძ­ვე­ლე­ბუ­ლი ეკ­ვ­დე­რი”, რო­მე­ლიც მან აღად­გი­ნა და მე­უღ­ლე იქ დაკ­რ­ძა­ლა.ზო­გი ის­ტო­რი­კო­სი ფიქ­რობ­და, რომ ალექ­სან­დ­რე მე-5-მ უკა­ნო­ნოდ მი­ით­ვი­სა თა­მა­რის გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი. ცხა­დია, ეს არ მომ­ხ­და­რა. ქრის­ტი­ა­ნი მე­ფე საფ­ლა­ვის შე­უ­რაცხ­ყო­ფას არ იკად­რებ­და. მით უფ­რო, გუ­ჯარ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მან ეს კა­თა­ლი­კო­სის თან­ხ­მო­ბით გა­ა­კე­თა. ჩანს, იმ დრო­ი­სათ­ვის თა­მა­რი ეკ­ვ­დე­რი­დან გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლია. ამას ეხ­მი­ა­ნე­ბა

მე-19 სა­უ­კუ­ნის რუ­სი მოგ­ზა­უ­რის ან­დ­რეი მუ­რა­ვი­ო­ვის ცნო­ბა, რომ­ლის­თ­ვი­საც იმე­რე­თის მიტ­რო­პო­ლიტს და­ვით წე­რე­თელს უთ­ქ­ვამს, რომ მე-18 სა­უ­კუ­ნემ­დე თა­მა­რის საფ­ლავს ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ხსნიდ­ნენ და იქ იხ­დიდ­ნენ პა­ნაშ­ვიდს.

- მაგ­რამ თუ თა­მა­რი ეკ­ვ­დერ­ში აღარ ას­ვე­ნია?

- ტრა­დი­ცი­უ­ლად, რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბას წმინ­და­ნად შე­რაცხავ­დ­ნენ, მი­სი გა­დას­ვე­ნე­ბა რო­მე­ლი­მე ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში ხდე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­მა­რი გე­ლა­თის სა­კურ­თხე­ველ­ში ან მას­თან ახ­ლოს გა­და­ას­ვე­ნეს. 1920 წელს, რო­ცა ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა თა­მა­რის ეკ­ვ­დე­რი გათხა­რა, მარ­თა­ლია, ვერ და­ას­რუ­ლა, მაგ­რამ იქ მხო­ლოდ ალექ­სან­დ­რე მე-5-ის და და­რე­ჯან დე­დოფ­ლის საფ­ლა­ვე­ბი დახ­ვ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­უთხ­რე­ლი საფ­ლა­ვი და­ვით ნა­რინს უნ­და ეკუთ­ვ­ნო­დეს, მაგ­რამ ეს სხვა კვლე­ვის თე­მაა. არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა არა­ვი­თა­რი სა­ის­ტო­რიო ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ თა­მა­რი გე­ლა­თის ან რო­მე­ლი­მე სხვა ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში გა­და­ას­ვე­ნეს. თა­მა­რის სად­მე გა­დას­ვე­ნე­ბის შე­სა­ხებ ერ­თა­დერ­თი ცნო­ბა არ­სე­ბობს - ფრან­გი ჯვა­რო­სა­ნი რა­ინ­დის, დე ბუ­ას ეპის­ტო­ლე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ლა­შა გი­ორ­გი უზარ­მა­ზა­რი მხედ­რო­ბით მი­ე­მარ­თე­ბა წმინ­და მი­წა­ზე საბ­რ­ძოლ­ვე­ლად და თან მი­აქვს თა­მა­რის ნეშ­ტი იერუ­სა­ლიმ­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ეპის­ტო­ლე­ში რა­ღაც სხვა ლე­გენ­და აისა­ხა, ლა­შა გი­ორ­გი ამ პე­რი­ოდ­ში თა­მა­რის გა­დას­ვე­ნე­ბას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და.

- რა გვაძ­ლევს დე ბუ­ას ეპის­ტო­ლეს სი­მარ­თ­ლე­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნის სა­ფუძ­ველს?

- ამის შე­სა­ხებ ვრცე­ლი ნარ­კ­ვე­ვის წა­კითხ­ვა მკითხ­ველს აღ­ნიშ­ნულ კრე­ბულ­ში შე­ეძ­ლე­ბა. ჩე­მი და­თა­რი­ღე­ბით, დე ბუ­ას ეპის­ტო­ლე 1217-1220 წლებ­შია შედ­გე­ნი­ლი. მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში ვრცელ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ლე­გენ­და იოანე პრეს­ვი­ტე­რის შე­სა­ხებ. ასო­ბით წე­რილს ნა­ხავთ დე ბუ­ას ეპის­ტო­ლეს მსგავსს, სა­დაც იოანე პრეს­ვი­ტე­რი მი­დის ლაშ­ქ­რით წმინ­და მი­წა­ზე იერუ­სა­ლი­მის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. სა­ვა­რა­უ­დოდ, ლა­შა გი­ორ­გი ამის პრო­ტო­ტი­პია და შე­უძ­ლე­ბე­ლია, დე ბუ­ას ეპის­ტო­ლე­ში სი­მარ­თ­ლე ვე­ძი­ოთ, რად­გან არც ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი ფაქ­ტი არ გვაქვს იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი, რომ ლა­შა იერუ­სა­ლი­მის­კენ და­იძ­რა. მე-13 სა­უ­კუ­ნის 10-იანი წლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ისე­თი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა იყო, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ქარ­თ­ვე­ლებს იერუ­სა­ლი­მის­კენ გა­ე­ლაშ­ქ­რათ. ლე­გენ­და მა­ინც და­ი­ლე­ქა ხალ­ხ­ში. უფ­რო მე­ტიც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში სწამთ, რომ თა­მა­რი სა­ი­დუმ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში სწო­რედ მათ მხა­რე­ში დაკ­რ­ძა­ლეს.

- თქვენ რა­ტომ მი­იჩ­ნევთ მას გე­ლა­თის სა­კურ­თხე­ველ­ში გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლად?

- თა­მა­რის გა­დას­ვე­ნე­ბა მი­სი წმინ­და­ნად შე­რაცხ­ვის შემ­დეგ უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო, მაგ­რამ რო­დის შე­რაცხეს? ამის შე­სა­ხებ არც სა­ე­რო და არც სა­სუ­ლი­ე­რო ხა­სი­ა­თის დო­კუ­მენ­ტი არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა. შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვიკ­ვ­ლი­ოთ, რო­დი­დან ზე­ი­მობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სია მი­სი ხსე­ნე­ბის დღეს. არ­სე­ბობს მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში გა­და­წე­რი­ლი დი­დი სვი­ნაქ­სა­რი, რო­მე­ლიც ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში ინა­ხე­ბა (A 97 ხელ­ნა­წე­რი) და სა­დაც ერთ-ერ­თი მი­ნა­წე­რი ასე­თი ში­ნა­არ­სი­საა: “თვე­სა მა­ის­სა პირ­ველ­სა, ამას­ვე დღე­სა, წმი­დი­სა ნე­ტა­რი­სა თა­მარ დე­დოფ­ლი­სა”. მი­ნა­წერს თა­რი­ღი არ უზის, მაგ­რამ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მთა­ვარ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა ენ­რი­კო გა­ბი­ძაშ­ვილ­მა ვა­რა­უ­დი გა­მოთ­ქ­ვა, რომ იგი მე-13 სა­უ­კუ­ნის მე-2 ნა­ხე­ვარს უნ­და ეკუთ­ვ­ნო­დეს. ეს დღე სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­დარ­ში თა­მა­რის ხსე­ნე­ბის დღეა. უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მი­სი წმინ­და­ნად შე­რაცხ­ვა და სა­კურ­თხე­ველ­ში ან მას­თან ახ­ლოს გა­დას­ვე­ნე­ბა მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში­ვე მოხ­და, უკ­ვე მონ­ღოლ­თა ბა­ტო­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში.

ამი­სი დად­გე­ნა არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბით შეგ­ვიძ­ლია, რაც რე­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რებ­და ამ ჰი­პო­თე­ზას, თუმ­ცა კი, მოქ­მე­დი ტაძ­რის სა­კურ­თხევ­ლის გათხ­რა იოლი არ არის, ამა­ზე სა­პატ­რი­არ­ქომ უნ­და იმ­ს­ჯე­ლოს. გარ­და იმი­სა, რომ არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბი იქ წირ­ვა-ლოც­ვას რამ­დე­ნი­მე თვით შე­ა­ფერ­ხებს, წმინ­და­ნის ნეშ­ტ­თან შე­ხე­ბაც არ იქ­ნე­ბა ასე ად­ვი­ლი. ჩე­მი ვა­რა­უ­დით, აქ­ვე უნ­და იყოს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლა­ვიც.

- აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლა­ვის შე­სა­ხებ ხომ მი­სი საფ­ლა­ვის ქვა გვამ­ც­ნობს?

- ფაქ­ტია, და­ვი­თი გე­ლა­თის კა­რიბ­ჭე­ში იყო დაკ­რ­ძა­ლუ­ლი, იქ, სა­დაც და­რუ­ბან­დის კა­რი ჰკი­დია. თუმ­ცა, ისიც ვი­ცით, რომ ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­მა გათხ­რი­სას ამ ად­გილ­ზე ადა­მი­ა­ნუ­რი ნეშ­ტის ვე­რა­ვი­თა­რი ნი­შან­წყა­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ დაკ­რ­ძა­ლეს ამ­ხე­ლა მე­ფე ტაძ­რის კა­რიბ­ჭე­ში? ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რად შე­იძ­ლე­ბა, ყო­ველ­გ­ვა­რი ლე­გენ­დის გა­რე­შე. მან გე­ლა­თის ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა 1106 წელს და­ი­ყო და რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა, ტა­ძა­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ იყო. თა­ვის მე­ო­რე ან­დერ­ძ­ში და­ვი­თი წერს: “ხო­ლო დარ­ჩა მო­ნას­ტე­რი სა­მარ­ხა­ვი ჩე­მი და საძ­ვა­ლე შვილ­თა ჩემ­თა უს­რუ­ლად. და წარ­მ­ყ­ვა მის­თ­ვის­ცა ტკი­ვი­ლი სა­მა­რა­დი­სო. აწ შვილ­მან ჩემ­მან მე­ფე­მან დი­მიტ­რი სრულ ჰყოს ყოვ­ლი­თურთ სა­უ­კუ­ნოდ სა­ლო­ცა­ვად ჩემ­თ­ვის, მის­თ­ვის და მო­მა­ვალ­თა ჩემ­თათ­ვის”. და რად­გან ტა­ძა­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ იყო, იგი შე­სას­ვ­ლელ­ში და­მარ­ხეს. თუნ­დაც მას და­ე­ბა­რე­ბი­ნა, კა­რიბ­ჭე­ში დამ­მარ­ხე­თო, შთა­მო­მა­ვა­ლი იქ არ დაკ­რ­ძა­ლავ­და. საფ­ლავ­ზე ფე­ხის დად­გ­მის ლე­გენ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, “გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნის” ანა­რეკ­ლია. რო­გორც ჩანს, შემ­დეგ, ასე­ვე წმინ­და­ნად შე­რაცხ­ვის გა­მო, გა­და­ას­ვე­ნეს. ამა­ზე უკ­ვე ცნო­ბა გაგ­ვაჩ­ნია. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში მი­ხე­ილ სა­ბი­ნი­ნი “სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მოთხე­ში” წერს, რომ და­ვი­თი ოდეს წმინ­და­ნად შე­რაცხეს, დაკ­რ­ძა­ლეს გე­ლა­თის ტრა­პე­ზის ქვის ქვე­შო. მარ­თა­ლია, ეს ცნო­ბა გვი­ან­დე­ლია, მაგ­რამ უდა­ვოდ, ძვე­ლი წყა­რო­ე­ბი­დან უნ­და მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა წმინ­და­ნად შე­რაცხ­ვის თა­რიღს, ამის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ცნო­ბა არ გაგ­ვაჩ­ნია და ამა­ზე სა­უ­ბა­რი რთუ­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს მე-13 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და მე-14-ის და­საწყის­ში უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო.

 

P.S. თე­მურ კენ­კე­ბაშ­ვი­ლის სა­ის­ტო­რიო ნარ­კ­ვე­ვებს გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ასე­ვე სტუ­დენ­ტე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­დაც, გარ­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მე­ბი­სა, გან­ხი­ლუ­ლია ქვე­მო ქარ­თ­ლის ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­კითხე­ბი, სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლე­ბის ის­ტო­რია აღ­მა­შე­ნებ­ლის მემ­კ­ვიდ­რე­თა მა­გა­ლი­თებ­ზე, რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ი­დან და სხვა. აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რია აკა­დე­მი­კო­სი იულონ გა­გო­ში­ძე, ხო­ლო სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ას წარ­მო­ად­გე­ნენ პრო­ფე­სო­რე­ბი: სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძე, ან­დ­რო გო­გუ­ა­ძე, მა­ნა­ნა ხო­მე­რი­კი.

ეპო­ქე­ბი იც­ვ­ლე­ბა და ახა­ლი თა­ო­ბა ის­ტო­რი­ას ახ­ლე­ბუ­რად კითხუ­ლობს და იაზ­რებს. მე-20 სა­უ­კუ­ნის მკვლე­ვა­რებ­მა თა­ვი­ან­თი სათ­ქ­მე­ლი თქვეს და დაგ­ვი­ტო­ვეს, ჯე­რი ამ სა­უ­კუ­ნე­ზეა.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი