1 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განახლებული საიტის პრეზენტაცია გაიმართა.
24 საათი 02.03.10
1 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განახლებული საიტის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, Mes.gov.ge, დამთვალიერებელთა რაოდენობის მიხედვით სამთავრობო საიტთა შორის, ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდის შემდეგ მეორე ადგილზეა. საიტით დაინტერესებას მისი ინფორმაციულობა განაპირობებს. შეგახსენებთ, რომ , Mes.gov.ge სრულ ინფორმაციას მოიცავს განათლების სისტემის შესახებ. საიტის სტუმარს შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო მასალა მოიძიოს ყველა იმ საკითხზე, რომელიც განათლების სფეროს ეხება. დამთვალიერებელი გაეცნობა მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებს. სპეციალური საიტი ახალი პროგრამის, - "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში შეიქმნა. პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლების მიზნით, 1000 უცხოელი პედაგოგის ჩამოყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული საიტი ინგლისურენოვანია და მიზნად საქართველოს შესახებ უცხოელთა ინფორმირებას და მათ დაინტერესებას ისახავს.