საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები იტალიაში გაიარონ.
24 საათი 25.03.10
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები იტალიაში გაიარონ.
როგორც დღეს საერთაშორისო სტუდენტური ქალაქის დირექტორმა ლელია დე ლასკალამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული პროგრამა არასამთავრობო ასოციაციის "რონდინე მშვიდობის ციტადელი" მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანს 18-28 წლის სტუდენტების ეკონომიკის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, არქიტექტურისა და სხვა დარგებში 2010 წლის სასწავლო პროგრამაზე მიღება წარმოადგენს.
"პროექტში საქართველოს სამი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის, ილიას და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები მონაწილეობენ. სამწუხაროდ, ერთ წელიწადში ქვეყნიდან 1-2 სტუდენტის ჩაყვანის შესაძლებლობა გვაქვს, რადგან სტუდენტური ქალაქი სულ 25-30 სტუდენტს იტევს. ჩვენი პროექტი ორ მიმართულებას - საგანმანათლებლო მხარეს და მშვიდობიან თანაცხოვრება მოიცავს. ასევე ვთავაზობთ ქართველ სტუდენტებს არეცოს, ფლორენციის, სიენისა და პერუჯის უნივერსიტეტებში 1 წლიანი სამაგისტრო კურსების გავლას". - განაცხადა დე ლასკალამ
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "რონდინე მშვიდობის ციტადელი" 1997 წლიდან ფუნქციონირებს. ის კონფლიქტური ზონების ბალკანეთის, აფრიკის, აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სტუდენტებს მასპინძლობს.
პირველი