RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
18 მაისი, შაბათი 2013
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

რეფერენდუმი

 2011 წლის 5 მაისს, დიდ ბრიტანეთში, თემთა პალატის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. ეს იყო პირველი საერთო-ნაციონალური რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში ბოლო 36 წლის განმავლობაში. ბრიტანელებს სთავაზობდნენ, მიეღოთ თემთა პალატის არჩევნების ახალ სისტემაზე გადასვლის გეგმა.

24 საათი 04.07.11

 2011 წლის 5 მაისს, დიდ ბრიტანეთში, თემთა პალატის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. ეს იყო პირველი საერთო-ნაციონალური რეფერენდუმი დიდ ბრიტანეთში ბოლო 36 წლის განმავლობაში. ბრიტანელებს სთავაზობდნენ, მიეღოთ თემთა პალატის არჩევნების ახალ სისტემაზე გადასვლის გეგმა.

არჩევნების მოქმედი სისტემა გულისხმობს, რომ დეპუტატის მანდატს იღებს კანდიდატი, რომელიც ხმათა უბრალო უმრავლესობას იღებს. ალტერნატიული სისტემა გაცილებით რთულია. ახალი სისტემის მიხედვით, ამომრჩეველს შეუძლია ბიულეტენში კანდიდატებს უპირატესობის ნიშნები მიანიჭოს. კანდიდატები, რომლებიც აღმოჩნდებიან პირველები ბიულეტენების 50%-ზე მეტში, ავტომატურად იღებენ ადგილს პარლამეტში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი, რომელსაც ყველაზე ნაკლები „პირველი არჩევანი“ მიენიჭება, გაიცხრილება, მისი ხმები კი ემატება იმ კანდიდატებს, რომლებიც ამომრჩევლებმა მიუთითეს, როგორც „მეორე არჩევანი“. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ რომელიმე დეპუტატი არ მიიღებს ხმათა 50%-ს.

რეფერენდუმის მთავარი ინიციატორი იყო ნიკ კლეგი - ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და მმართველ კოალიციაში კონსერვატორების უმცროსი პარტნიორი. სწორედ კონსერვატორების თანხმობა, ჩატარებულიყო რეფერენდუმი, იყო ერთ-ერთი მთავარი პუნქტი კოალიციური შეთანხმებისა, კოალიციისა, რომელმაც საშუალება მისცა კონსერვატორ დევიდ კემერონს მოეპოვებინა უმრავლესობა და დაეკავებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა 67.9 % (ყველა 12 საარჩევნო რეგიონი, ასევე -  430 საარჩევნო ოლქი 440-დან) არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის წინააღმდეგ წავიდა. ამომრჩეველთა აქტივობამ  42.2% შეადგინა.

 

პარტიების პოზიციები

მმართველი კონსერვატიული პარტია მაჟორიტარული ხმის მიცემის არსებულ სისტემაში ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიოდა. დევიდ კამერონმა ალტერნატიულ ხმის მიცემის სისტემას „გიჟური, არადემოკრატიული და ბუნდოვანი“ უწოდა და მიუთითა, რომ იგი არსებობს მსოფლიოს მხოლოდ სამ ქვეყანაში - ავსტრალიაში, პაპუა-ახალ გვინეასა და ფიჯიში. 

კონსერვატორული პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ამ წინადადების მხარდაჭერას შედეგად შეიძლება მოჰყვეს პარლამენტში ექსტრემისტული პარტიების მოსვლა. ამის გამო ლიბერალ-დემოკრატმა, კლირ ჰიუმ კონსერვატორების მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი, საიდუ ვარსი გებელსის სტილის პროპაგანდაში  დაადანაშაულა. მიუხედავად ამისა, თემთა პალატის ცალკეულმა დეპუტატებმა ალტერნატიულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი მაინც დაუჭირეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ კონსერვატორ დეპუტატთა ნაწილი ახალ სისტემაზე გადასვლას პრობლემად არ მიიჩნევს, ვინაიდან ვარაუდობენ, რომ არჩევნების მოგებას ახალი სისტემის პირობებშიც შეძლებენ.

კოალიციაში კონსერვატორების მოკავშირე, ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, ცალსახად უჭერს მხარს ახალ სისტემაზე გადასვლას. პარტიის ლიდერმა, ნიკ კლეგმა განაცხადა, რომ ამჟამად ბევრი დეპუტატი პარლამენტში არჩეულია უბრალო უმრავლესობით, ამომრჩეველთა 50%-ზე ნაკლების მიერ, რაც სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პარლამენტის ლეგიტიმურობას. მან აღნიშნა, რომ არსებული სისტემით, არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ორი წამყვანი პარტიის მომხრეების ორგანიზებულობაზე. მისი თქმით, ალტერნატიული სისტემის პირობებში, კანდიდატები იძულებულები იქნებიან უფრო აქტიურად იბრძოლონ მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

რეფერენდუმთან დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირებისას ლეიბორისტებში ბზარი გაჩნდა. ლეიბორისტული პარტიის ახლახანს არჩეული ლიდერი, ედ მილიბენდი, მხარს უჭერს პრეფერენციალურ ხმის მიცემის სისტემაზე გადასვლას. რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხის წინააღმდეგ გამოვიდნენ დევიდ ბლანკეტი, ჯონ პრესკოტი და მარგარეტ ბეკეტი, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის საკმაოდ ცნობილ სახეებს წარმოადგენენ. საინტერესოა ის, რომ ადრე, ტონი ბლერის პრემიერ მინისტრობის პერიოდში და 1997 წლის არჩევნების დროს, ლეიბორისტები აქტიურად განიხილავდნენ საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხს.

კაროლინ ლუკასმა, მწვანეთა პარტიის ლიდერმა ალტერნატიულ სისტემასთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია დააფიქსირა:

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ბრიტანეთს ნამდვილად ჭირდება საარჩევნო რეფორმა, მაგრამ არა - ლიბერალ დემოკრატების მიერ შემოთავაზებული „დამატებითი ხმის მიცემის სისტემა“. ალტერნატიული ხმის მიცემის სისტემა არ არის რეალურად პროპორციული და დაეხმარება სამ პარტიას, შეინარჩუნოს დომინირება ამჟამინდელ პოლიტიკურ სისტემაში და ეფექტურად დაბლოკონ ახალი იდეები“

ექსპერტების მოსაზრებები ასევე ორად გაიყო:

„ითვლება, რომ ხმის მიცემის ახალი სისტემა რთულია. არაფერი მსგავსი, - წერს Independent-ის ერთ-ერთი მიმომხილველი, - თუკი თქვენთვის არაა რთული დაითვალოთ სამამდე, თქვენ წყვეტთ, კანდიდატთაგან რომელს რომელი ადგილი მიანიჭოთ და რამდენ მათგანს გინდათ დაუჭიროთ მხარი... ახალი სისტემა არაა რთული, ის უფრო განვითარებულია.“

საპირისპირო მოსაზრებით:

ასევე, კეთდებოდა პროგნოზები, თუ რას შეცვლიდა ალტერნატიულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ექსპერტების მოსაზრებით, ახალი სისტემა გაზრდის სამთავრობო კოალიციების ჩამოყალიბების საჭიროებას. ასევე - არსებობს ვარაუდი, რომ ხმის მიცემის ახალი სისტემა გაზრდის პარტიების რაოდენობას, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან თემთა პალატაში იმ პარტიების ხარჯზე, რომლებიც საკმაოდ პოპულარულნი არიან ქვეყანაში მთლიანობაში, მაგრამ არ აქვთ მსხვილი მხარდაჭერის ცენტრები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია.

გაკეთდა გათვლები, თუ როგორ შედეგს მიიღებდნენ პარტიები 2010 წლის საპარლამენტო არჩევნებში. როგორც ქვემოთ მოყვანილი დიაგრამიდან ჩანს, ლიბერალ-დემოკრატებს ალტერნატიული საარჩევნო სისტემა ყველაზე უკეთეს შედეგს მისცემდა, პარტია მიიღებდა 36 მანდატით მეტს, ვიდრე არსებული სისტემით მიიღო. ასევე, მოგებულნი დარჩებოდნენ ლეიბორისტები (დამატებით 22 ადგილი). ეს სისტემა წამგებიანი იქნებოდა კონსერვატორებისთვის, რომლებიც თემთა პალატაში 58 ადგილს დაკარგავდნენ, რასაც შესაძლოა მათი უმრავლესობაში ყოფნის საკითხი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. მართლაც, თეორიულად, ალტერნატიული შედეგებით, ლეიბორისტებისა და ლიბერალ-დემოკრატების კოალიცია  შეძლებდა ხელისუფლებაში მოსვლას.

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ძნელი არ არის, რომ პარტიების პოზიციას  ძალიან მარტივი, პრაგმატული ახსნა მოვუძებნოთ.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი