RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

ძველი კოსმეტიკა მომწამლველი იყო, მაგრამ სამკურნალო თვისებებიც ჰქონდა

ტყვიითა და დარიშხანით შეზავებული ხასხასა ფერები დედოფლისათვის

24 საათი 02.02.10


დედოფალ ნეფერტიტის საგულდაგულო მაკიაჟი ტყვიას შეიცავდა და ანტისეპტიური იყო!
დედოფალ ნეფერტიტის საგულდაგულო მაკიაჟი ტყვიას შეიცავდა და ანტისეპტიური იყო!

ტყვიითა და დარიშხანით შეზავებული ხასხასა ფერები დედოფლისათვის

დედოფალ ნეფერტიტისა თუ სხვა ძველი ეგვიპტელების საგულდაგულო მაკიაჟს, ძველი ხალხების რწმენით, სამკურნალო თვისებები გააჩნდა; ადამიანს ღმერთები - ჰორუსი და რა მფარველობდნენ და ავადმყოფობისგან იცავდნენ.

"ეგვიპტელების მიერ ტყვიით დამზადებულ საღებავებს ანტისეპტიკური თვისებები გააჩნდა, რომლებიც ადამიანს იმ დროს გავრცელებული ბაქტერიებისაგან იცავდა", - ნათქვამია ამერიკის ქიმიური საზოგადოების თვეში ორჯერ გამომავალი ჟურნალის Analytical Chemistry-ს 15 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულ ანგარიშში.

"ასეთი მძლავრი და მდიდარი საზოგადოების ამშენებლები მთლად შეშლილები არ უნდა ყოფილიყვნენ," - ამბობს ქიმიკოსი და ერთ-ერთი ნაშრომის ავტორი კრისტიან ამატორე. - "არადა მათ სწამდათ, რომ სახის მოხატვას სამკურნალო მნიშვნელობა ჰქონდა. საღებავების შეზავებისას ისინი შელოცვებს წარმოთქვამდნენ, ეს კი სწორედ ის არის, რასაც დღესდღეობით დრომოჭმულს ვეძახით."

დოქტორმა ამატორემ და მისმა თანამშრომლებმა ელექტრონული მიკროსკოპიისა და რენტგენული დიფრაქციის მეშვეობით ლუვრში სპეციალურ ჭურჭელში შენახული ეგვიპტური კოსმეტიკის 52 ნიმუში გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ კოსმეტიკური ნივთიერებები ტყვიაზე დამზადებულ ოთხ ძირითად კომპონენტს შეიცავდა: გალენიტს (იგი მუქ ტონსა და ბზინვარების ეფექტს იძლეოდა) და თეთრ ნივთიერებებს - ცერუსიტს, ლაურიონიტსა და ფოსგენიტს.

იმის გამო, რომ ნივთიერებები საუკუნეების განმავლობაში დაიშალა, მკვლევარებმა ამ კოსმეტიკურ ნაწარმში ტყვიის შემცველობის პროცენტული განსაზღვრა ვერ მოახერხეს.

"იმ ეპოქის უამრავი ტექსტი, მხატვრობა და ქანდაკება ეგვიპტეში კოსმეტიკის საყოველთაო მოხმარებაზე მიუთითებს, მაგრამ ეგვიპტელები კოსმეტიკას სამედიცინო კუთხით კი არ განიხილავდნენ, არამედ ჯადოსნურ თვისებებს მიაწერდნენ". -ამბობს დოქტორი ამატორე.

ძველ ეგვიპტეში, ნილოსის ადიდების პერიოდში, ეგვიპტეში თვალის ინფექცია და ანთება ვრცელდებოდა. მკვლევარების მტკიცებით, ტყვიით შეზავებული კოსმეტიკა იმ ტოქსინის ფუნქციას ასრულებდა, რომელიც ბაქტერიას მის გავრცელებამდე კლავდა. მაგრამ, იმავე მეცნიერების აზრით, რომლებიც ძველთაძველი კულტურის საიდუმლოებებში გვახედებენ, ამ კოსმეტიკის ხმარება დღესდღეობით უპრიანი არ არის.

დოქტორ ამატორეს აზრით, ტყვიის ტოქსიური შემცველობა მის სასარგებლო თვისებებს ბევრად წონის და ტყვიის კოსმეტიკაში ან საწარმოებში გამოყენებისას მოწამლვის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ფაქტი მეოცე საუკუნეშიც არსებობს.

ქიმიური უსაფრთხოების, ჯანდაცვის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის საკონსულტაციო ფირმის (Advanced Chemical Safety) პრეზიდენტი, ფიზიკოქიმიკოსი ნილ ლანგერმანი ამბობს, - "შინ მაინც უნდა ერიდოთ ამის გაკეთებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გყავთ მცირეწლოვანი ბავშვი, ან ძაღლი, რომელსაც თქვენი ალოკვა სჩვევია."

მიუხედავად ამისა, დოქტორი ლინგერმანი ამბობს, რომ ევიპტელები ტყუილად არ ეტანებოდნენ მსგავს მინარევებს. "ტყვია და დარიშხანი, სხვა ლითონებთან ერთად ულამაზეს ფერად პიგმენტებს იძლევა." - ამბობს იგი, - "მათგან ფხვნილის გაკეთება შეიძლება და გასაკვირი არ არის, რომ სხეულისთვის ლამაზი შეფერილობის მისაცემად ეს მეთოდი გამოიყენებოდა."

ტყვიის შემცველობა კოსმეტიკურ ინდუსტრიაში დღემდე დებატების საგანია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთი სახეობის პომადაში ტყვიის მცირე შემცველობას.

მოწინააღმდეგეთა ჯგუფი, მათ შორის ექიმებიც, ამტკიცებენ, რომ პომადის მომხმარებლები იწოვენ გარკვეული რაოდენობის ტყვიას, რაც შემდეგ ბიჰევიორალურ პრობლემებში შეიძლება გადაიზარდოს, "ფუდ ენდ დრაგის" მესვეურები კი ამტკიცებენ, რომ ტყვიის შემცველობა კოსმეტიკაში ფრიად უმნიშვნელოა და საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდეს.

"საქმე დოზებშია", - ამბობს დოქტორი ლანგერმანი, რითიც რენესანსის ეპოქის დროინდელი ექიმის - პარაცელსის სიტყვების პერიფრაზს აკეთებს. - "მცირე დოზა ბაქტერიას კლავს, დიდმა დოზამ კი შესაძლოა, თქვენ მოგიღოთ ბოლო."

სინდია ბანუ

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი