RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

გადავარჩინოთ პაწია უსახლკარო გომბეშოები

ეს არის ამბავი ჩანჩქერის, მსოფლიო ბანკისა და 4 ათასი უსახლკარო გომბეშოს შესახებ.

24 საათი 16.02.10

  •   aa
  •   aa
    ერთ დროს ტანზანიის ერთ-ერთი ჩანჩქერის ნისლეულში ბლომად მოიძებნებოდა ჩანჩქერის გომბეშო, მაგრამ

ეს არის ამბავი ჩანჩქერის, მსოფლიო ბანკისა და 4 ათასი უსახლკარო გომბეშოს შესახებ.

ამბავს შეიძლება ბედნიერი დასასრული ჰქონდეს და მყვირალა ოქროსფერი ჩანჩქერის გომბეშო, რომელიც იმდენად პატარაა, რომ მცირე ზომის მონეტაზე თავისუფლად ეტევა, დაბრუნდეს აფრიკის ერთ-ერთ ხეობაში, სადაც ოდესღაც ტანზანიის მდინარე კიჰანსის ერთ-ერთი ჩანჩქერის ნისლეულში ცხოვრობდა.

მდინარეს ახლა მსოფლიო ბანკის ფულით აშენებული კაშხალი კეტავს და ძველი ჩანჩქერისგან სულ 10 პროცენტია დარჩენილი, ამიტომ ეს გომბეშოები ველურ ბუნებაში აღარ ცხოვრობენ.

მაგრამ, 4 ათასი ასეთი გომბეშო ამჟამად ოჰაიოს შტატის ქალაქებში ბრონქსსა და ტოლედოში ცხოვრობს. "ველური ბუნების დაცვის საზოგადოების" მეცნიერები და ტოლედოს ზოოპარკის თანამშრომლები მათ აქ იმის იმედით უვლიან, რომ გომბეშოების ბუნებაში დაბრუნება როგორღაც მოხერხდება. ამ თვიდან ბრონქსის ზოოპარკის ქვეწარმავლების განყოფილებაში გომბეშოების პატარა ქვეგანყოფილების დათვალიერებაც იქნება შესაძლებელი.

ეს გომბეშოები ბუნების დაცვასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის არსებული უფრო ფართო კონფლიქტის ნაწილია. საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების შენარჩუნება და ბუნებაში მათი დაბრუნება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ამ სტატიაში იმასაც განვიხილავთ, თუ რა ძალისხმევის გაწევა შეიძლება ამა თუ იმ სახეობის გადასარჩენად.

ბაყაყებთან, გომბეშოებთან და სხვა ამფიბიებთან დაკავშირებული ყველა ეს საკითხი სასწრაფოდაა გადასაწყვეტი, რადგან საარსებო გარემოს დაკარგვის, კლიმატის ცვლილებისა და დაავადებების გამო მათი პოპულაციები მთელს მსოფლიოში მცირდება. ბრონქსის ზოოპარკის ჰერპეტოლოგიის კურატორი ჯენიფერ პრამუკი ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში როგორც მინიმუმ, 120 სახეობა გაქრა.

"სავარაუდოდ, მათი რიცხვი ბევრად მეტია, - ამბობს დოქტორი პრამუკი, რომელიც წამყვანი ფიგურაა გომბეშოების გადარჩენის კამპანიაში. - სამხრეთ ამერიკაში არის რეგიონები, სადაც ამფიბიების ფაუნა მთლიანად განადგურებულია".

ჩანჩქერის გომბეშო (Nectophrynoides asperginis) მეცნიერებმა მხოლოდ 1998 წელს აღმოაჩინეს. იმ დროისთვის მათი გავრცელების არეალი 2 ჰექტარზე ნაკლები იყო, რაც ალბათ ნებისმიერი სხვა ცნობილი ხერხემლიანის გავრცელების არეალზე მცირეა. ამ გომბეშოების განმასხვავებელი თვისება ის არის, რომ ისინი კვერცხებს არ დებენ. პატარა გომბეშო სრულიად ჩამოყალიბებული იბადება და ზომით ქინძისთავის წვეტს არ აღემატება.

იმ დროს, როცა მეცნიერებმა ეს გომბეშოები პირველად შეისწავლეს, კიჰანსის ნისლიან ჩანჩქერებში 20 ათასი გომბეშო ცხოვრობდა. ისინი ხავსით დაფარულ მცენარეებზე ბინადრობდნენ და მცირე ზომის მწერებით იკვებებოდნენ. იმ დროს ტანზანიის მთავრობა მსოფლიო ბანკისაგან მიღებული სესხით მდინარის ზემო წელში კაშხლის მშენებლობას უკვე გეგმავდა.

კაშხალი 2000 წელს გაიხსნა, რის შემდეგაც ჩანჩქერში წყლის მოცულობა 90 პროცენტით შემცირდა და ჩანჩქერის ნისლზე დამოკიდებული ადგილობრივი მცენარეების ადგილი უცხო სახეობებმა დაიკავა. რამდენიმე თვეში მკვეთრად დაეცა გომბეშოების პოპულაციაც. გადარჩენილი გომბეშოების რიცხვი კიდევ უფრო შეამცირა ქიტრიდად წოდებულმა სოკოვანმა დაავადებამ.

სახეობას გაუჩინარების გარდაუვალი საფრთხე დაემუქრა. ბუნების დაცვის საზოგადოებამ საშველად ჯეისონ სერლი, რომელიც იმ დროს ველური ცხოველების მომვლელად მუშაობდა, და ტანზანიაში საველე პროგრამების ხელმძღვანელი ტიმ დევენპორტი გაგზავნა. ტანზანიელ მეცნიერებთან და ბუნების დაცვის სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად მათ ხეობაში ერთი დღე გაატარეს და 499 გომბეშო ნოტიო ხავსით სავსე პლასტიკატის პარკებში შეაგროვეს, შემდეგ კი სპეციალურ მაცივრებში მოთავსებული ეს პარკები თვითმფრინავით ბრონქსში გადაიტანეს.

"თვითმფრინავში ჩასხდნენ, გომბეშოები შეაგროვეს და უკან დაბრუნდნენ", - ამბობს ბრონქსის ზოოპარკის დირექტორი ჯიმ ბრეჰენი. პრობლემა მათი შენარჩუნება იყო. ბრონქსის ზოოპარკმა გომბეშოები შეერთებული შტატების ხუთ სხვა ზოოპარკში გაანაწილა, თუმცა მათი გადარჩენა მხოლოდ ერთში, ტოლედოს ზოოპარკში მოხერხდა. გომბეშოები ბრონქსის ზოოპარკშიც გადარჩნენ.

"ამ გვარის ცხოველის მსგავსი დამწყვდეული არავის არასოდეს ჰყოლია”, - ამბობს დოქტორი პრამუკი. - “ძალიან გაგვიძნელდა იმის დადგენა, თუ რა სჭირდებოდათ მათ". როგორც მოსალოდნელი იყო, გადამწყვეტი ფაქტორები წყალი, სინათლე და საკვები აღმოჩნდა, თან ამ ფაქტორებს სპეციალური შემზადება სჭირდებოდა.

ბრონქსის ზოოპარკის თანამშრომელმა ალისა ბორეკმა უსაფრთხო საკვების წყაროს მიაგნო. მან ზოოპარკის ტერიტორიაზე შეგროვილი კაკაოს ჩიჩობით, ლობიოთი და მურყნის ფოთლებით სავსე პლასტიკატისგან დამზადებულ ფეხსაცმლის კოლოფებში და სხვა რეზერვუარებში ციცქნა მწერების - ხილის ქინქლის, ნამისჭიისა და გრძელცხვირა ხოჭოს - მოშენება დაიწყო.

ქალბატონმა ბორეკმა იმდენი რამ ისწავლა, რომ ამ სახეობების მოშენების შესახებ წიგნიც კი დაწერა. დოქტორი პრამუკი ამბობს, რომ ეს წიგნი სასარგებლო იქნებოდა ყველასთვის, ვინც ბაყაყებსა და გომბეშოებს უვლის. აპრილში ბრონქსისა და ტოლედოს ზოოპარკები ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციასთან თანამშრომლობით გომბეშოების მოვლაზე მე-10 სემინარს ჩაატარებენ.

სანამ ზოოპარკები გომბეშოების მოშენებას წარმატებით ახერხებდნენ, მათი რიცხვი ტანზანიაში განუხრელად მცირდებოდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ნოემბერში ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირმა, რომელიც მთელს მსოფლიოში გაქრობის პირას მყოფი სახეობების სიას ადგენს, გომბეშოები ველურ ბუნებაში გადაშენებულ სახეობად გამოაცხადა. ამ დასკვნამ კიდევ ერთი პრობლემა წარმოქმნა. ახლა აუცილებელი გახდა გომბეშოების ველურ ბუნებაში დაბრუნება. ბრონქსის ზოოპარკის დირექტორი ბატონი ბრეჰენი ამბობს, რომ არსებობს "როგორც მინიმუმ, სახეობის აღდგენის რეალისტური პროგრამა".

კორნელია დინი

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი