RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

მოგზაურები, რომლებიც ენერგიას მზიდან იღებენ

გასულ წელს, როცა ჯონათან სმითი ჯერ კიდევ ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების პრობლემებისადმი მიძღვნილი Earth911.

24 საათი 23.02.10

  •   aa
    ხის კენგურუს გადარჩენის პროგრამა; ქვემოთ, მარტინ გრეიბერი, ლიზა დაბეკმა, მარჯვნივ, და ტობი როსმა
  •   aa

გასულ წელს, როცა ჯონათან სმითი ჯერ კიდევ ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების პრობლემებისადმი მიძღვნილი Earth911.

com საიტის პრეზიდენტი იყო, ამბობდა, რომ ხანგრძლივი საუბრის ან შეხვედრების შემდეგ თვითმფრინავში დაუტენავი მობილური ტელეფონით ხშირად ჩამჯდარა.

ვინაიდან ტელეფონის დატენვის შესაძლებლობა შეზღუდულია, "ნამდვილად ცუდ დღეში ვარდები", - თქვა მან, - "აეროპორტში ლოდინის დროს ვერასოდეს იქნები იმის იმედზე, რომ გამართულ ან თავისუფალ ჩამრთველს იპოვი".

ამ პრობლემის გადასაჭრელად ბატონმა სმითმა ისეთი მზის პორტატული დამტენი იყიდა, რომ თვითმფრინავის ფანჯარასთან მისი მოთავსება შესაძლებელი ყოფილიყო. "ჩემს ტელეფონს დამტენს ვუერთებდი და მიწაზე დაშვებისთვის უკვე მზად იყო", - თქვა მან. რა თქმა უნდა, დამტენი მის ეკოლოგიურ შეხედულებებსაც შეესაბამებოდა, მაგრამ "მზის დამტენის გამოყენება იმიტომ დავიწყე, რომ ეს მოსახერხებელი იყო," - თქვა მან.

ბატონი სმითის მსგავსი ბიზნესმენების რიცხვი თანდათანობით იზრდება. ისინი ბევრს მოგზაურობენ და ისეთ ადგილებში, სადაც ელექტროენერგია ძნელად ხელმისაწვდომია, ან სულაც არ არის. პრაქტიკული თუ ეკოლოგიური მოსაზრებებით ელექტრონული ხელსაწყოების დასატენად განახლებადი ენერგიის წყაროებს იყენებენ, პირველ რიგში მზის პორტატულ ბატარეებსა და დინამოებად წოდებულ ხელნაკეთ ელექტროგენერატორებს ან მოსამართ მოწყობილობებს.

"მუშაობის საშუალებას სწორედ ეს მოწყობილობები გვაძლევს”, - ამბობს ტროპიკების ეკოლოგიის სპეციალისტი ჯონ პაულსენი, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში ცხოველების სულადობაზე ხე-ტყის დამზადების გავლენას სწავლობს. მონაცემების მოსაპოვებლად ბატონი პაულსენი ტყეში ხშირად 40 კილომეტრის სიღრმეზე შედის. "კვლევის ჩასატარებლად ტყეში ორი-სამი კვირით გვიწევს დარჩენა. ყოველ ორ-სამ დღეში ბატარეების დასატენად სოფელში რომ გვიხდებოდეს მიბრუნება, მუშაობა შეუძლებელი გახდებოდა", - თქვა მან.

ჩვეულებრივ, განახლებადი ენერგიის პორტატული მოწყობილობით დიდი ხელსაწყოების, მაგალითად, სამაგიდო კომპიუტერებისა და პრინტერების, ენერგიით უზრუნველყოფა შეუძლებელია, მაგრამ მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ოლსტონის Automated Media Systems-ის მფლობელი სიუარტ კოუდი ამბობს, რომ ამ გზით მიღებული ენერგია საკმარისია პორტატული კომპიუტერების, სატელიტური ტელეფონების, კინო და ფოტოკამერების, ხმის ჩამწერი ხელსაწყოების, ნავიგაციის გლობალური სისტემისა და ბანაკის განათებისთვის. ბატონი კოუდის კომპანიაში ბიზნესმენებსა და მოგზაურებს მზის პორტატული მატრიცებს გადაკეთება შეუძლიათ.

ასეთი ხელსაწყოები პირველად 90-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ საგრძნობლად დაიხვეწა. დაახლოებით იმ დროს ქალაქ სიეტლის ვუდლენდის ზოოპარკი ხის კენგურუს გადარჩენის პროგრამას ახორციელებდა და პაპუა ახალ გვინეაში საველე სამუშაოების დროს მზის პორტატული მოწყობილობის გამოყენება დაიწყო. "თავიდან მოწყობილობა მაინცდამაინც კარგად არ მუშაობდა", - ამბობს ზოოპარკის დირექტორი საველე პირობებში ცხოველების გადარჩენის დარგში ლაიზა დაბეკი და დასძენს, რომ ამჟამად პორტატულ კომპიუტერებში, სანავიგაციო მოწყობილობებსა და სატელიტურ ტელეფონებში გამოყენებული მზის ელემენტები "ზომით ბევრად უფრო პატარა და უფრო ადვილი სატარებელია".

ორგანიზაცია ამ მოწყობილობას როგორც პრაქტიკული, ისე ეკოლოგიური მოსაზრებებით იყენებს. ქალბატონი დაბეკის თქმით, საწვავზე მომუშავე გენერატორები "ძალიან მძიმეა და ორი დღის განმავლობაში მათი აღმართზე თრევა ნამდვილად შეუძლებელია". ამას გარდა, გენერატორები "ძალიან ხმაურიანია და ხის კენგურუებს დააფრთხობდა".

ბატონი კოუდი ამბობს, რომ მომხმარებლებს ილუზიები არ უნდა ჰქონდეთ იმის თაობაზე, თუ რამდენი ელექტროენერგიის წარმოება შეუძლია მზის პორტატულ პანელებს.

"როცა ნულიდან იწყებ, არ გესმის, რომ მზის ბატარეები ელექტროენერგიას მუდმივად ერთი ოდენობით არ აწარმოებს”, - თქვა მან, - “მზე ამოდის და ჩადის. წარმოებული დენის მოცულობას ჩრდილიც ამცირებს". ამიტომ, ბატონი კოუდის რჩევაა, რომ ეს მოწყობილობები შინაგანი ან გარეგანი ბატარეების დასამუხტად უნდა გამოიყენონ და არა უშუალოდ ხელსაწყოს ასამუშავებლად.

ენერგიის მოწოდებას ეს მოწყობილობები დროდადრო წყვეტს, რაც შეიძლება ნაკლად ჩაითვალოს, მაგრამ ზოგიერთი მომხმარებლისთვის ისინი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ამ გამოთქმის პირდაპირი მნიშვნელობით. "ჩვენთან ახლოს აქ ლომები და სპილოები არიან", - ამბობს ექიმი და კონსულტანტი საერთაშორისო განვითარების საკითხებში მარტინ გრეიბერი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთი კენიის ნაროკის ოლქში მუშაობს. როცა ღამით სახლის მახლობლად მდებარე შენობაში მიდის, დოქტორი გრეიბერი მზის ენერგიაზე მომუშავე ფანარს იყენებს. "დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ იქ ცხოველები არ არიან".

დოქტორი გრეიბერი ამბობს, რომ ასეთ ფარნებს მის მიერ გახსნილ კლინიკებშიც იყენებს. "ახალი კლინიკა გავხსენით და ელექტროენერგია იქ ჯერ არა გვაქვს”, - თქვა მან, - “ერთხელ ერთი ახალგაზრდა მოგვიყვანეს და თითი თითქმის მთლიანად მოვკვეთეთ. იმ დროს ეს ფარანი ძალიან გამოგვადგა".

ბატონი სმითი ამჟამად არამომგებიან გარემოსდაცვით ჯგუფს Blue Legacy International-ს ხელმძღვანელობს. ჯგუფი ფილმებს იღებს, რომ "წყლის რესურსების პრობლემა მთელ მსოფლიოს დაანახოს". პორტატული დამტენი ბატონმა სმითმა ივლისში Twitter-ზე ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენა. მაშინ თავის კოლეგასთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდი მტკნარი წყალსაცავის, კამბოჯის ტონლე საპის ტბის შუაგულში გაჭირვებაში ჩავარდა. იმის წყალობით, რომ ბატონ სმითს მზის ბატარეა ჰქონდა, "შევძელით კონტაქტის დამყარება და სხვა ნავი გამოვაგზავნინეთ", - თქვა მან.

"ამ მოწყობილობის გამო აეროპორტის უშიშროების სამსახურთან პრობლემები არასოდეს მქონია", - ამბობს ბატნი სმითი და დასძენს, რომ აეროპორტის მუშაკებს ბატარეები მაინც ხშირად აბნევდა.

"ფანტასტიურია, როცა ასეთი ინოვაციური და სოციალურად სასარგებლო მოწყობილობა გაქვს", - თქვა მან. დაშორებულ ადგილებში მომუშავე ბიზნესმენებს "განახლებადი ენერგიის მოწყობილებები ნამდვილად ჭირდებათ, რადგან ბევრ პრობლემას აგვარებს. ამას გარდა, ჩვენც ჩვენი შეხედულებების შესაბამისად მოქმედების საშუალება გვეძლევა".

ლიზ გოლსტი

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი