RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

არაბული მზე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს

ორი წლის შემდეგ, საემირო აბუ დაბიში მზის უზარმაზარი ელექტროსადგური ამოქმედდება, რომელიც, დღეს რომ აგებული იყოს, მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე დიდი სადგური იქნებოდა.

24 საათი 20.06.10

  •   aa
    "შამს1-ის" მშენებლობაში მონაწილეობას ესპანური "აბენგოა სოლარი" და ფრანგული "ტოტალი" მიიღებენ
  •   aa
    ზედა ფოტოზე "აბენგოა სოლარის" მიერ ქალაქ სევილიას მახლობლად აგებული კოშკური სადგური PS10 მოჩანს, ქ

ორი წლის შემდეგ, საემირო აბუ დაბიში მზის უზარმაზარი ელექტროსადგური ამოქმედდება, რომელიც, დღეს რომ აგებული იყოს, მსოფლიოში ამ ტიპის ყველაზე დიდი სადგური იქნებოდა.

მართალია, ემირატები ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ მისი ხელისუფლები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ენერგიის ალტერნატიული და სუფთა წყაროების გამოყენებას. და შორს არაა ის დრო, როდესაც ეს არაბული ქვეყანა მზის ენერგეტიკაში მსოფლიო ლიდერი გახდება.

გრანდიოზული ზომის ელექტროსადგურის პროექტი არაბულმა კომპანია "მასდარმა" (მისი მეორე სახელწოდებაა აბუ დაბი ფიუჩა ენერჯი კომპანი - აბუ დაბის მომავლის ენერგეტიკული კომპანია) შეიმუშავა. ეს ის კომპანიაა, რომლის პროექტითაც, ემირატებში სრულიად ახალი ქალაქი მასდარ სიტი შენდება. ამ ქალაქის მთავარი თავისებურება კი ისაა, რომ ის გარემოს გამონაბოლქვით აბსოლუტურად არ დააზიანებს.

სავარაუდოდ, ახალი სადგური, ექსპლუატაციაში მისი გაშვების მომენტში, მსოფლიოში ამ ტიპის უდიდესი ელექტროსადგური გახდება. თუმცა მალევე მას ამ წოდებას რამდენიმე სადგური ჩამოართმევს. მაგრამ მთავარი ეს სულააც არაა. მთავარი ისაა, რომ მისი მეშვეობით, აბუ დაბი ატმოსფეროს დაახლოებით 175 ათასი ტონით ნაკლები ნახშირორჟანგით დააბინძურებს. ეს კი იმის ტოლფასია, რომ ამ ქალაქში 1.5 მილიონი ხე დაირგას, ან 15 000 ავტომობილით ნაკლებმა იმოძრაოს. მასდარის სადგური, იმ ტიპის სადგურებს მიეკუთვნება, რომლებიც მზის სხივის კონცენტრირებას ახდენენ. სადგური ქალაქ აბუ დაბიდან 120 კილომეტრის დაშორებით, შუაგულ უდაბნოში აიგება.

მასდარის სადგური, ახლო აღმოსავლეთში ამ ტიპის პირველი ელექტროსადგური გახდება. მის ასაშენებლად, არაბულმა კომპანიამ ამ საქმეში მეტად გამოცდილ პარტნიორს, ესპანურ კომპანია "აბენგოა სოლარს" უხმო, რომელსაც მზეზე მომუშავე სხვადასხვა ტიპის არაერთი სადგური აქვს აშენებული.

პროექტის ავტორებმა, მათ მიერ შემუშავებულ სადგურს "შამს 1" (არაბულად შამს თურმე მზეს ნიშნავს) დაარქვეს. პროექტით, მისი აგება 600 მილიონი დოლარი დაჯდება. სადგური 2.5 კვადრატული კილომეტრის ფართობს დაიკავებს. ამ ფართობზე კი სულ 768 ცალი პარაბოლური სარკის ტიპის კოლექტორი განთავსდება. კოლექტორების მიერ კონცენტრირებული მზის სხივები მათ მახლობლად, მილებში გამავალ ზეთს გააცხელებს, რომელიც თავის მხრივ, სპეციალურ თბოგამცვლელში, წყლის ორთქლს წარმოქმნის. ორთქლი კი მაღალი წნევით მიეწოდება ტურბინას, რომელიც გენერატორს დაატრიალებს. "შამს 1-ის" სიმძლავრე 100 მეგავატია და ის 62 000 სახლის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.

"აბენგოა სოლარის" გარდა, "მასდარის" პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას ფრანგული ნავთობგიგანტი "ტოტალიც" მიიღებს. ამასთან, მშენებლობის მონაწილეები, სადგურის თანამფლობელები გახდებიან. კერძოდ, მის 20-20 პროცენტს "აბენგოა" და "ტოტალი" დაეუფლებიან, დარჩენილი 60 პროცენტი კი "მასდარისა" იქნება.

"შამს1-ის" კონსტრუქციაში გათვალისწინებულია გამაცხელებლები, რომლებიც მხოლოდ ღრუბლიან ამინდში და ღამით იმუშავებენ. ამ გამაცხელებელში ბუნებრივი აირი გამოიყენება. არსებობს მზის ისეთი სადგურები, რომლებშიც ენერგიის შენახვის სპეციალური სისტემები გამოიყენება. ასეთი სადგურების მშენებლობაში კარგადაა გაწაფული ესპანური კომპანია, თუმცა "მასდარმა" არჩევანი ეგრეთ წოდებულ ჰიბრიდულ სისტემაზე შეაჩერა.

სხვათა შორის, "აბენგოა სოლარს" ესპანეთში მზის კონცენტრირებულ სხივზე მომუშავე ორი კოშკური სადგური აქვს აგებული, რომლებიც ენერგიის შენახვის პრინციპს იყენებენ. თუმცა ისინი შედარებით მცირე სიმძლავრისებია (10 და 20 მეგავატი). როგორც ჩანს, უფრო მძლავრი სადგურის შექმნისას, უფრო ხელსაყრელი, პარალელური კოლექტორების გამოყენებაა.

ცნობისათვის, არაბეთის გარდა, კიდევ ერთ გრანდიოზულ პროექტს "აბენგოა სოლარი" ამერიკაშიც ახორციელებს. ლაპარაკია შტატ არიზონაში მშენებარე ელექტროსადგურ "სოლანა ჯენერეიტინგ სტეიშნზე", რომელიც 7.7 კვადრატული კილომეტრის ფართობზე განლაგდება და რომლის სიმძლავრეც 280 მეგავატს მიაღწევს. ასე რომ "შამს1-ის" პირველობა მალე დაემხობა. არადა, ჯერ არც ერთის მშენებლობა დაწყებულა და არც მეორისა. არაბული სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაიწყება და ორ წელს გასტანს. დაახლოებით იმავე პერიოდში უნდა აშენდეს არიზონული სადგურიც.

მაგრამ სხვადასხვა კომპანიებს შემუშავებული აქვთ პროექტები, რომლებიც გიგანტური ზომის და სიმძლავრის მზის ელექტყროსადგურების მშენებლობას ითვალისწინებს. მაგალითად, შტატ კალიფორნიაში, მოხავეს უდაბნოში უნდა აშენდეს (მშენებლობა დაწყებულია) მზის კოშკების ჯგუფი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 1.31 გიგავატს მიაღწევს. ინდოეთში "მზის კრებულის" მშენებლობას აპირებენ, რომლის სიმძლავრეც 5 გიგავატს მიაღწევს. ყველაზე გრანდიოზულად და იმავდროულად, ძნელად განსახორციელებლად კი ევროპული პროექტი მოჩანს, რომელიც უდაბნო საჰარაში მზის ეექტროსადგურების ქსელის აშენებას ითვალისწინებს. მათი ჯამური სიმძლავრე კი 100 გიგავატი იქნება.

თუმცა, გიგანტომანიას არც აბუ დაბი ჩამორჩება. საქმე ისაა, რომ "შამას 1" მხოლოდ პირველი სადგურია ქსელისა, რომელშც პირველ ეტაპზე, კიდევ ორი მსგავსი სადგური შევა. საინტერესო ფაქტი: არაბეთის გაერთიანებული საემიროების გეგმის მიხედვით, 2020 წელს, ქვეყნის მიერ მოხმარებული ენერგიის 7 პროცენტი განახლებადი წყაროებიდან უნდა გამოიმუშაონ.

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი