RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

ძილის კვლევა საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით

ილიას უნივერსიტეტის ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი ლაბორატორიის შესახებ

24 საათი 25.12.11

ილიას უნივერსიტეტის ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი ლაბორატორიის შესახებ

ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთია ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგის ონიანის ლაბორატორია, რომელის ძირითადი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს თავის ტვინის ინტეგრაციული მოქმედების კვლევას ნორმასა და პათოლოგიაში, რაც გულისხმობს ძილ-ღვიძილის ციკლის ნეიროფიზიოლოგიური, ნეიროეთოლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური მექანიზმების შესწავლას; მოტივაციურ-ემოციური რეაქციების და ძილ-ღვიძილის ციკლის ცალკეულ ფაზათა ურთიერთდამოკიდებულების ნეირობიოლოგიური მექანიზმებისა და მათი ცვლილებების კვლევას; ცხოველებში სხვადასხვა ფსიქონერვული პათოლოგიის მოდელირებას დარღვევათა კორექციის გზების ძიების მიზნითა და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე სამედიცინო პრაქტიკაში დანერგვის პერსპექტივით. ლაბორატორიის საქმიანობა ხელს უწყობს თეორიული ცოდნის გაღრმავებას იმ ფუნდამენტური ნეირობიოლოგიური მექანიზმების შესახებ, რომლებიც საფუძვლად უდევს ძილ-ღვიძილის ციკლს და მისი მნიშვნელობის გარკვევას თავის ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებაში.

ილიას უნივერსიტეტის ამ ცენტრისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია მოგიყვეთ, რომ მნიშვნელოვანი წარმატებები ძილის მეცნიერების განვითარებაში აღინიშნება მხოლოდ გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, როცა ამერიკელი მეცნიერების აზერინსკისა და კლეიტმანის მიერ 1953 წელს აღმოჩენილი იქნა ძილის ახალი ფაზა - ძილი თვალის სწრაფი მოძრაობებით, ანუ REM ძილი. ამის შემდგომ წარიმართა უკვე ძილის მეცნიერების განვითარების მნიშვნელოვანი და საკმაოდ სწრაფი სამეცნიერო პროგრესი. ეს ეხება იმ ფუნდამენტურ სამეცნიერო კვლევებს, რომელთა საფუძველზე როგორც ძილის, ასევე ძილ-ღვიძილის ერთიანი ციკლის ნეირობიოლოგიური მექანიზმები იქნა შესწავლილი როგორც სტრუქტურულ, ასევე ნეირონულ, თუ ნეიროქიმიურ დონეზე; ასევე კვლევები ძილის ფაზათა ფუნქციური დანიშნულების, მათი ურთიერთდამოკიდებულების შესახებ, ძილის ჰომეოსტაზის, ძილისა და თავის ტვინის ინტეგრაციული მოქმედების სხვადასახვა ასპექტების ურთიერთკავშირის შესახებ და ა.შ.

აქვე საინტერესოა აღინიშნოს, რომ ძილის კვლევის საერთაშორისო საზოგადოებას არც ქართველი მეცნიერები ჩამორჩებოდნენ. კერძოდ, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ონიანმა საქართველოში ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიურ კვლევების განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. მისი ხელმძღვანელობით ი.ბერიტაშვილის სახ.ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოიიგს ლაბორატორია დაარსდა. აღნიშნულ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები არა ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე იქნა წარდგენილი და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, გამოქვეყნებულია სამეცნიერო კრებულები, მონოგრაფიები და მრავალი სამეცნიერო ნაშრომი. ბატონ თენგიზ ონიანის თაოსნობით 1986 წელს იუნესკოს ეგიდით თბილისში ჩატარდა საეთაშორისო სიმპოზიუმი - "ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგია", რომელშიც მონაწილეობა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერებმა მიიღეს და რომლის მუშაობაც მეტად წარმატებულად შეფასდა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ. ბოლო ათწლეულში მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია უცხოური და ადგილობრივი ინსტიტუციების მიერ დაფინასებლი სხვადასხვა სამეცნიერო პროექტი. თ.ონიანის ხელმძღვანელობით ძილის მკვლევართა არაერთი თაობა აღიზარდა.

აკადემიკოს თ. ონიანის მიერ აღზრდილი მეცნიერთა მნიშვნელოვანი ჯგუფი, მისივე სამეცნიერო კონსულტირებითა და ბატონ ნიკოლოზ ონიანის ხელმძღვანელობით, 2009 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში - ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორიაში. აღნიშნული ლაბორატორია აგრძელებს მუშაობას ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის სხვადასხვა ასპექტების კვლევის კუთხით და ეს კვლევები საერთაშორისო სამეცნიერო პროგრესის მხარდამხარ მიმდინარეობს, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების პროცესში. ლაბორატორიის როგორც აკადემიურ პერსონალს, ასევე მკვლევართა უმეტესობას ინტენსიური სამეცნიერო კონტაქტები გააჩნია ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან.

ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი ნატო დარჩია სწორედ აღნიშნული ლაბორატორიის წარმომადგენელია და ის უძღვება ერთაშორისო პარტნიორულ პროექტს ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორიასა და ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ძილის ლაბორატორიას შორის, რომელმაც ამჯერად მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ეს პროექტი, რომელიც ახლახანს დაიწყო და 3 წელი გაგრძელდება ეხება საქართველოში ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის განვითარებას ეხება. შვეიცარული მხრიდან პროექტის ხელმძღვანელი არის დოქტორი კატერინა ესპა-ცერვენა. ხოლო ქართული მხრიდან ნატო დარჩია. მაგრამ ვიდრე აღნიშნულ პროექტზე ვისაუბრებდეთ რამდენიმე სიტყვით თავად ჩვენს რესპოდენტზე მოგახსენებთ.

ნატო დარჩიამ 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა - ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია. სადიპლომო ნაშრომი შეასრულა ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიაში და 1991 წლიდანვე გახლდათ ლაბორატორიის ხელმძღვანელის ბატონ თენგიზ ონიანის ასპირანტი. ბატონ თენგიზ ონიანის ხელმძღვანელობით 1995 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2006 წელს კი სადოქტორო დისერტაცია. მას საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს.

2001 წელს რამდენიმე თვით მუშაობდა საფრანგეთში - მონპელიეს გი დე შოლიაკის სახ. ჰოსპიტალის ძილის ცენტრში. ეს ვიზიტი განხორციელდა ძილის კვლევის ლაბორატორიათა ევროპული ქსელის (ENSTL) სტიპენდიითა და საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიით - EGIDE. . ნატო დარჩიას მიერ ამ პერიოდში შესრულებული მეცნიერული კვლევა, პროფესორ მიშელ ბიიარდის ხელმძღვანელობით (Michel Billiard), რომელიც ძილის დარღვევის ერთ-ერთ ფორმას - ჰიპერსომნიას ეხებოდა - მოხსენების სახით იქნა წარდგენილი ევროპის ძილის კვლევის საერთაშორისო კონგრესზე 2002 წელს რეიკიავიკში.

ნატო დარჩია 2002-2004 წლებში როგორც პოსტ-დოქტორანტი მუშაობდა ამერიკაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCDavis) პროფესორ ირვინ ფეინბერგთან, ძილის კვლევის ერთ-ერთ კლასიკოსთან. ამ პერიოდში მან არა ერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი 2006 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ამერიკაში შესრულებულ სამუშაოზე. აღნიშნულ ლაბორატორიასთან იგი დღემდე ინტენსიურ სამეცნიერო თანამშრომლობას ეწევა.

შეჯამების სახით მოგახსენებთ მეცნიერის აკადემიურ ჯილდოებზეც:

2004 - ევროპის ძილის კვლევის საზოგადოებისა (ESRS) და სანოფი-სინთელაბოს კვლევითი გრანტი/ჯილდო (ESRS Research Grant Award);

2002 - ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის სტიპენდია (IBRO Fellowship Against Brain Drain);

2001 - ძილის კვლევის ლაბორატორიათა ევროპული ქსელის (ENSTL) სტიპენდია

2001 - საფრანგეთის მთავრობის სტიპენიდა (EGIDE)

2000-2003 - საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია

იგი არის არაერთი საერთაშორისო ნპროფესიული საზოგადოების წევრი:

სხვადასხვა დროს მონაწილეობდა 20-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში,

გამოქვეყნებული აქვს 25- მდე სამეცნიერო სტატია, მათ შორის მაღალ რეფერირებად ჟურნალებში. ნატო დარჩია 2009 წლიდან მუშაობს ილიას უნივერსიტეტში როგორც მკვლევარი, ხოლო 2010 წლიდან როგორც ასოცირებული პროფესორი.

"პირადად მე ბატონ თენგიზ ონიანის აღზრდილ მეცნიერთა ბოლო თაობას მივეკუთვნები და მახსენდება თუ როგორი სიამაყე ვიგრძენი როცა 1999 წელს, საქართველოში მძიმე ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაციის გამო გაწყვეტილი საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტების ფონზე, პირველად მივიღე მონაწილეობა ძილის კვლევის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში დრეზდენში, ჩემს კოლეგებთან ირმა გვილიასა და ლია მაისურაძესთან ერთად, და ამ უზარმაზარ სამეცნიერო ფორუმზე აღმოვჩნდით საოცარი ყურადღების ცენტრში. ძილის კვლევის კლასიკოსები როგორ მოდიოდნენ და კითხულობდნენ ბატონი თენგიზის შესახებ, როგორი პატივისცემით ლაპარაკობდნენ მასზე და როგორი სიხარული იგრძნობოდა როცა იგებდნენ, რომ ის კვლავ ძილის კვლევით იყო დაკავებული.» - აღნიშნავს ნატო დარჩია, რომელთანაც ძილის საკითხებზე და ამ მიმართულების კვლევებზე საუბარი გამიგრძელდა.

- როგორია ამ კვლევების გამოცდილება დასავლეთში და ვინ არიან ჩვენი ძირითადი პარტნიორები?

- ძილის კვლევა, როგორც ფუნდამენტური ასევე კლინიკური, ასევე თავად ძილის მედიცინა დასავლეთში ძალიან ინტენსიურადაა განვითარებული. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის მრავალრიცხოვანი ევროპული, ამერიკული თუ მსოფლიო ძილის კვლევისა თუ ძილის მედიცინის საზოგადოებები, რომლებიც ათასობით მკვლევარებს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. საერთაშორისო კონფერენციებზე ყოველწლიურად არაერთი ახალი ინფორმაცია ჟღერდება ძილის რეგულაციისა და ნეირობიოლოგიური მექანიზმების კვლევის თვალსაზრისით, ძილის ფუნქციური დანიშნულების შესახებ, რომელზეც ცალსახა და ამომწურავი ინფორმაცია მიუხედავად უდიდესი პროგრესისა ჯერ კიდევ არ არსებობს. ასევე აღსანიშნავია მიღწევები ძილის დარღვევათა კვლევის და მათი მკურნალობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით. ძილის მედიცინა მართალია მხოლოდ გასული საუკუნის ბოლო მეოთხედში განვითარდა მაგრამ მნიშვნელოვან მიღწევებს ითვლის. ჩვენს საზოგადოებაში კი ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული ის უდიდესი ზეგავლენა რასაც ჯანმრთელი, სრულფასოვანი ძილი ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. არ არსებობს თავის ტვინის ფუნქციონირების არც ერთი ასპექტი, რომელთანაც ძილი გარკვეული კუთხით არ იყოს დაკავშირებული, დაწყებული უბრალოდ ადამიანის გუნება-განწყობილებიდან, დამთავრებული თავის ტვინის მომწიფების პროცესით, თუ ნეიროგენეზით.

აღსანიშნავია, რომ კვლევით ცენტრში - ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია, შესრულებულია და სრულდება უცხოური (შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პროგრამა SCOPES) და ადგილობრივი (საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი) სამეცნიერო პროექტები.

ეხლა საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით გავაგრძელოთ საუბარი. კერძოდ იმ პარტნიორულ პროექტზე, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ. პროექტი ეხება საქართველოში ძილის მეცნიერების ხელშეწყობასა და ძილის მედიცინის კვლევითი პლატფორმის განვითარებას. ჩვენს მიერ პარტნიორობის ამ კუთხით დაგეგმვა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: 1)რამდენადაც ჩვენს ჯგუფს ძალიან დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციები აქვს ძილის ფუნდამენტური კვლევების მიმართულებით, იმდენად ჩვენთან და მთელს საქართველოში ადამიანის ძილის კვლევები ნაკლებადაა განვითარებული; რეალურად საქართველოდან ადამიანის ძილის კვლევებზე მხოლოდ ჩვენი ცენტრისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებზე შეიძლება საუბარი;

2) საქართველოში ძილის მედიცინის განვითარება დაბალ დონეზეა და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ნელა პროგრესირებს.

ამავდროულად საერთაშორისო გამოცდილება მკაფიოდ მეტყველებს ძილის მედიცინის განვითარების აუცილებლობაზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში დაგროვილი მეცნიერული ცოდნა ნათლად მიუთითებს ძილის კრიტიკულ მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მისი ფიზიკური და მენტალური განვითარებისა და სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. საერთაშორისო გამოცდილება ასევე გვიჩვენებს, რომ ძილის მედიცინის განვითარება სწორედ ძილის მეცნიერების მნიშვნელოვანი მიღწევების საფუძველზე გახდა შესაძლებელი და რომ მისი განვითარება საჭიროებს სათანადოდ შეფასდეს ა)ძილის მეცნიერება, როგორც ნეირობიოლოგიური კვლევების მნიშვნელოვანი სფერო; ბ)ძილის დარღვევები, როგორც ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემები 3) და ამაღლდეს ხალხის ცნობიერების დონე - თუ რამდენად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, რამდენად სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია ძილის დარღვევებს ორგანიზმისთვის და როგორ მჭიდრო კავშირშია ძილის დარღვევები სხვა სახის სამედიცინო პრობლემებთან. მხოლოდ ამის შემდგომაა შესაძლებელი ძილის მედიცინის როგორც მედიცინის ერთ-ერთი მიმართულების განვითარება.

გამომდინარე იმ ფუნდამენტური ცოდნიდან და კომპეტენციიდან, რომელიც ჩვენი ლაბორატორიის წევრებს გააჩნიათ ძილის ნეიროფიზიოლოგიური, ნეიროეთოლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური ბაზისური კვლევების მიმართულებით, მათ შორის კვლევები ადამიანებზე, რაც ძილის დარღვევათა საგანგაშო მაჩვენებლებში აისახა, ჩავთვალეთ, რომ საქართველოში ძილის მედიცინის პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი შუალედური წამყვანი რგოლი, რომელიც ძილის მეცნიერების სათანდოდ შეფასებას მოახდენს, ძილის მეცნიერებასა და ძილი მედიცინის კოოპერაციას განახორციელებს, განავითარებს ძილის მედიცინის კვლევით პლატფორმას და ამ გზით ხელს შეუწყობს საქართველოში ძილის მედიცინის პროფესიულ დონეზე განვითარებას, სწორედ ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თ. ონიანის ლაბორატორია უნდა ყოფილიყო.

შვეიცარელ კოლეგებთან ერთად პარტნიორული პროექტის განხორციელების პროცესში გარდა თავად ადამიანის ძილის კვლევის ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარებისა, ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი სემინარები, საზაფხულო სკოლები, სადაც ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის თანამედროვე სტანდარტები, აქტუალური საკითხები იქნება განხილული. ჩვენ ვთანამშრობლობთ თავად ილიას უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და ასევე ვფიქრობთ, რომ სამედიცინო თუ სოციალური სფეროს წარმომადგენლები დაინტერესდებიან ჩვენთან თანამშრომლობით. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ საზოგადოებასა და აკადემიურ სფეროს შორის პროდუქტიული დიალოგის წარმართვას, ძილის შესახებ საზოგადოების ცოდნის ამაღლებას, ძილის დარღვევებისადმი ინტერ და მულტი-დისციპლინარული მიდგომების განვითარებას, ძილის დარღვევათა მონიტორინგის, შეფასებისა და ცოდნის გაზიარების გზით. პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივად გვესახება აგრეთვე ძილის მედიცინის მიმართულებით პროფესიული ტრენინგპროგრამის შემუშავება, უცხოელი კოლეგების მონაწილეობით, რათა საქართველოში ძილის მედიცინის პროფესიული კადრები მომზადდეს.

შვეიცარელი კოლეგები წარმოადგენენ მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ძილის ცენტრს, რომელიც მაღალ პროფესიული კადრებითაა დაკომპლექტებული და ბაზისური და კლინიკური ცოდნის კოოპერაციის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. შესაბამისად, ეს წარმატებული პარტნიორობის კიდევ ერთ საფუძველს წარმოადგენს.

ლაბორატორიის ხელმძღვანელი ბატონი ნიკოლოზ ონიანი მაქსიმალურად ხელს გვიწყობს პროექტის განხორციელების პროცესში. ასევე უნივერსიტეტის რექტორატი და ადმინისტრაცია სრული მზადყოფნით გვეხმარება ყველა საკითხში. ეს არის საკმაოდ საინტერსო, ინოვაციური პროექტი და ვფიქრობ რომ საქართველოში ძილის მედიცინის განვითარება უნდა მოხდეს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრენინგების საფუძველზე და ჩვენი ჯგუფს ნამდვილად შესწევს იმის კომპეტენცია, რომ შვეიცარელ კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე დასახული მიზნები სრულყოფილად და წარმატებულად განახორციელოს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი