RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

"კაიტგენი" ქარის ენერგიას ჰაერში მოიპოვებს

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს შორის, ქარის ენერგია ყველაზე მეტადაა ათვისებული და მას სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ.

24 საათი 29.01.12

ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს შორის, ქარის ენერგია ყველაზე მეტადაა ათვისებული და მას სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ.

დღეისათვის, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს ქარის ტურბინები, რომელთა დახმარებითაც, ქვეყნები ჰაერში გამოტყორცნილი ნახშირორჟანგის მოცულობას სულ უფრო ამცირებენ.

მაგრამ ქარის თანამედროვე ტურბინებს რიგი უარყოფითი მხარეები აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ მათი მეშვეობით, ქარის ენერგიის მინიმალურად და საკმაოდ არასტაბილურად (სუსტი ქარის დროს) ათვისება ხერხდება. არადა, ხმელეთს რაც უფრო ვშორდებით, ქარის ძალაც მით უფრო ძლიერდება და სტაბილურიცაა. და შესაბამისად, დიდ სიმაღლეზე ენერგიის მოპოვება გაცილებით ხელსაყრელი იქნება...

ამიტომ, მეცნიერები და ინოვატორი კომპანიები ცდილობენ, სხვადასხვა ხერხებით დაიმორჩილონ ქარი და ეს ხმელეთიდან რაც შეიძლება მაღლა გააკეთონ. ორი წლის წინ, ქარის ენერგიის მოპოვების ალტერნატიული ხერხები შეიმუშავა ამერიკულმა კომპანია "მაგენმა", ახლახანს კი, ტურინულმა (იტალია) კომპანია "კაიტგენმაც" მეტად საინტერესო პროექტი შექმნა, რომელიც ქარის ენერგიის ასათვისებლად, გიგანტური ფრანის გამოყენებას ითვალისწინებს.

"კაიტგენის" ტექნოლოგია ერთი შეხედვით მარტივია. ხმელეთზე ბაზირებულ ცენტრალურ სადგურში მოთავსებულია მართვის ცენტრი, ტურბინა და ფრანის სტრუქტურა, რომელსაც მუშაობის დაწყების სტადიაში, მძლავრი ვენტილატორები ემსახურება. სადგურს ნახევარბირთვის ფორმა აქვს და მას ცენტრალური ღერძის ირგვლივ ტრიალი შეუძლია. სადგურზე მძლავრი გვარლებით მიერთებულია დიდი ზომის ფრანი, რომელსაც მაკონტროლებელი სისტემა ავტომატურ რეჟიმში მართავს. გვარლი ფრანის ორ ბოლოს უკავშირდება. როდესაც ფრანს (ის უფრო გიგანტურ აფრას, ან პარაშუტსაც მოგაგონებთ) ქარი ამოძრავებს, გვარლი გორგალზე ხან ეხვევა, ხან გაიშლება და ამ დროს, გორგალთან დაკავშირებულ ტურბინასაც ატრიალებს.

ფრანი რაც უფრო მაღლა ადის, მით უფრო ძლიერი ქარის პირობებში უწევს მუშაობა და აქედან გამომდინარე, მეტ ენერგიასაც ითვისებს. სწორედ ესაა ამ ტიპის დანადგარის უპირატესობა. თუ ჩვეულებრივ ქარის ტურბინებს დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე შეუძლია ქარის "დაჭერა", ფრანს რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა და იქ მუშაობა ეხერხება. ამასთან, ერთ ცენტრალურ დანადგარზე, ერთდროულად რამდენიმე ფრანის მიბმაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, "კაიტგენის" სისტემას სხვა უპირატესობაც აქვს - ის გაცილებით ნაკლებ ფართობს იკავებს. მაგალითად, თუ 100 მეგავატი სიმძლავრის ფერმას, რომელიც ჩვეულებრივი ტურბინებისგან შედგება, დაახლოებით 250-300 კვადრატული კილომეტრი სჭირდება, "კაიტგენის" სისტემას იგივე სიმძლავრის მოსაცემად, დაახლოებით 5-6 კვადრატული კილომეტრი ეყოფა. როგორც პროექტის ავტორები ვარაუდობენ, ფრანის ტიპის სადგურებით, წლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით 500 გიგავატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი.

მეორე უპირატესობა, გამომუშავებული ელექტროენერგიის სიიაფეა: მაგალითად, თბოსადგურებში მიღებული 1 კილოვატსაათი ენერგიის ღირებულება 0.05-0.09 დოლარი ჯდება, თანამედროვე ქარის ტურბინებით მიღებული 1 კილოვატსაათი 0.15 დოლარი ღირს, "კაიტგენის" დანადგარით გამომუშავებული ყოველი კილოვატსაათი კი 0.02-0.05 დოლარი დაჯდება.

კომპანია "კაიტგენი", რომელიც ტურინის მახლობლად, კიერიშია ბაზირებული, 2007 წელს იტალიელმა მასიმო იპოლიტომ დააარსა. მანვე შეიმუშავა ფრანის მეშვეობით, ელექტროენერგიის გამომუშავების ტექნოლოგია. ამჟამად, "კაიტგენი" და მისი შვილობილი კომპანია "სექუოია აუტომატიონი", დანადგარის მექანიკური ნაწილის და მართვის სისტემის ელექტრონული სისტემის შექმნაზე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს სტანდარტიზაციის პროცესი. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ საკმარის სახსრებს მოიზიდავენ იმისათვის, რომ პირველი სრულმასშტაბიანი მოდელი დაამზადონ, რომლის მეშვეობითაც, თავიანთი ქმნილების უპირატესობებს ყველას უფრო თვალნათლივ დაანახებენ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი