RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
საზოგადოება >>

"პანასონიკი" "მდგრად ინტელექტუალურ ქალაქს" ააშენებს

იაპონიაში შარშან მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, ქვეყანაში ერთიმეორის მიყოლებით იხურება ატომური ელექტროსადგურები, რასაც შედეგად ელექტროენერგიის დეფიციტი მოჰყვა.

24 საათი 27.06.12

  •   aa
    "ეკოლოგიურად მდგრადი ინტელექტუალური ქალაქის" მაკეტი
  •   aa

იაპონიაში შარშან მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, ქვეყანაში ერთიმეორის მიყოლებით იხურება ატომური ელექტროსადგურები, რასაც შედეგად ელექტროენერგიის დეფიციტი მოჰყვა.

მართალია, ამ დეფიციტის შევსება ხერხდება, მაგრამ ამის მიუხედავადაც, იქ სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისება. ამ საქმეში კი ერთ-ერთი ავანგარდისტი ხდება ელექტრონიკის მწარმოებელი გიგანტი "პანასონიკი", რომელმაც მომავლის ქალაქის პროექტი – "ეკოლოგიურად მდგრადი ინტელექტუალური ქალაქი" შეიმუშავა და თავის რვა პარტნიორ კომპანიასთან ერთად, მის განხორციელებას აპირებს.

პროექტის ხორცშესასხმელად, "პანასონიკმა" ქალაქ ფუძისავაში არსებული საკუთარი ძველი საწარმოს ტერიტორია შეარჩია, რომლის ფართობიც 47 აკრს აღწევს. პროექტის შესაბამისად, ამ ფართობზე 1000-სახლიანი "ინტელექტუალური ქალაქის" გაშენებაა შესაძლებელი, რომელსაც "ფუძისავას საზრიანი ქალაქი" ერქმევა. ის მისთვის საჭირო ელექტროენერგიის დიდ ნაწილს თავადვე გამოიმუშავებს. ამასთან, მისი შენობები ეკოლოგიისადმი მეგობრული იქნება. ამ ქალაქის აშენებით, "პანასონიკს" და მის პარტნიორებს იმის დემონსტრირება სურთ, თუ როგორი შეიძლება იყოს ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი, როდესაც მისი დაგეგმარებისა და მშენებლობისას, სხვადასხვა თანამედროვე, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

"მდგრადი ინტელექტუალური ქალაქი" არის იმ კონცეპციის გაგრძელება, რომელიც "პანასონიკმა" ადრე შეიმუშავა. მისი განხორციელების შემთხვევაში, ქალაქის ინფრასტრუქტურა გარემოს, 1990 წელთან შედარებით, 70 პროცენტით ნაკლებად (ექვივალენტურად) დააბინძურებს.

ქალაქში ყველა შენობის სახურავი, ჰორიზონტალური და დახრილი ზედაპირი, მზის ელემენტებით დაიფარება. სწორედ მზის სხივისგან გამოიმუშავებს ქალაქი მისთვის საჭირო ელექტროენერგიის დაახლოებით 70 პროცენტს. ამასთან, დღის განმავლობაში, ჭარბად გამომუშავებული ენერგიის ნაწილს სპეციალურ აკუმულატორებში შეინახავენ. სახლებში ენერგოდამზოგავ, წყლის ეკონომიის, ნარჩენების გადამუშავების საშუალებებს გამოიყენებენ. გადამუშავებული ნაგვისგან კი საწვავს, სასუქს და სამშენებლო მასალებს დაამზადებენ.

ქალაქის ქუჩებში უსაფრთხოებას, ავტომობილების მოძრაობას, განათების სისტემას და სხვა ინფრასტრუქტურას, მართვის ინტელექტუალური სისტემა ავტომატურ რეჟიმში გააკონტროლებს. ამასთან, ამ სისტემას ადამიანის ჩარევა მხოლოდ პროფილაქტიკური შემოწმებისას დასჭირდება. საცხოვრებელი სახლების გარდა, ქალაქში ოფისები, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო დაწესებულებები, სატრანსპორტო ტერმინალი, მაღაზიები, პარკი და სპორტული დასვენების ზონები განლაგდება.

"მდგრადი ინტელექტუალური ქალაქის" გახსნა 2014 წელს იგეგმება. "პანასონიკი" იმედოვნებს, რომ ქალაქის სრული დასახლება 2018 წელს დასრულდება, როცა იაპონურ კომპანიას, დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდება.

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი