

- 2009-09-02 ანანიძე საქართველოს ღირსებას დაიცავს
მიხეილ აბაიშვილი-
-
- 2009-09-02 გერმანელებმა ჯიბეზე ხელი გაიკრეს
გიორგი ასანიშვილი-
-
- 2009-09-16 კახა კალაძე:
“მჯერა, რომ გამიგებენ”
ხათუნა ქარდავა-
საქართველო-იტალიის მატჩი კახა კალაძის საფეხბურთო კარიერაში ყველაზე უიღბლო გამოდგა. “ხუთჯვაროსანთა” კაპიტანმა საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა და, მისივე თქმით, დღემდე ვერ გამოსულა შოკიდან.კახას უკრაინულ გაზეთ “იზვესტია ვ უკრაინეს” კორესპონდენტი ესაუბრა. -
- 2009-09-15 ქართული დღე ბუნდესლიგაში
24 საათი-
რა ხანია, არ გვისაუბრია ქართულ საფეხბურთო ლეგიონზე. მიზეზი მარტივია: ევროპულ ქვეყნებში ეს-ესაა დაიწყო ჩემპიონატები. ამავე დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების უნიათო თამაშმაც, ცოტა არ იყოს, შეანელა ფეხბურთისადმი ინტერესი. თუმცა, გასული უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გერმანულ ბუნდესლიგაზე უნდა ვთქვათ, რადგან “შალკეს” შემადგენლობაში ორი ქართველი თამაშობს.ლევან კობიაშვილი “შალკეს” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. -
- 2009-09-14 სამბა ბრაზილიელებისთვის დინამოს შესრულებით
მიხეილ აბაიშვილი-
"ოლიმპიური იდილია" დაირღვა: თბილისის "დინამომ", რომელიც არც თუ დამაჯერებელი სტარტის გამო ჩემპიონობის პრეტენდენტების სიიდან ლამის ჩამოწერეს, ერთპიროვნულ ლიდერს, აქამდე ქულადაუკარგავ რუსთავის "ოლიმპს" ძალზე მწარე მარცხი აგემა.-
- 2009-09-22 კალაძე ძირითადს გამარჯვებით დაუბრუნდა
-
საფეხბურთო სეზონი ძალაში შედის და სულ უფრო მეტი სალაპარაკო გვაქვს ქართულ საფეხბურთო ლეგიონზე. ამ სეზონში ჩვენთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანული ბუნდესლიგა იქნება. ზედიზედ მეორე ტურია, ფელიქს მაგათი ორივე ქართველს "შალკეს" ძირითადში ათამაშებს. თუ კობიაშვილის ყოფნა სასტარტოში ჩვეულებრივი ამბავია, ლევან ყენიასადმი გამოცდილი გერმანელი მწვრთნელის მიერ გამოჩენილი ასეთი ნდობა ნამდვილად მოულოდნელია.-
- 2009-09-23 წელსაც უმაღლესი მიზნებისთვის
ზურა თალაკვაძე-
- საბერძნეთის ჩემპიონატი ევროპაში რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, ეს ელადური გუნდების მიერ ევროსარბიელზე ნაჩვენები შედეგებიდანაც ჩანს. სოლიდური ინვესტიციების ჩადებით, თითქმის იდეალურამდე აყვანილი ინფრასტრუქტურით, ბერძნული გუნდები ესპანელებთან და ცსკა-სთან ერთად, ბებერი კონტინენტის საკლუბო ამბებში ფლაგმანობას ინაწილებენ. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი უნდა იყოს.
-
- 2009-09-28 დუვალისტური მმართველობა
გიორგი ასანიშვილი-
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ლიდერი შეიცვალა: რუსთავის "ოლიმპმა", რომელმაც სტარტზე ზედიზედ ხუთი თამაში მოიგო და მეტად კომფორტული ჰანდიკაპიც მიიღო კონკურენტებთან, ზედიზედ მომდევნო სამ ტურში გამარჯვების გემო დაივიწყა, მიყოლებით 7 ქულა დაკარგა და სატურნირო ცხრილის პირველი საფეხური დათმო. მართალია, ჯერჯერობით, "ოლიმპი" ქულათა მარაგით "დინამოსთან" ერთად იყოფს ზედა ორ პოზიციას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს თანაზიარობაც მცირეხნიანი გამოდგება.-
- 2009-09-30 ზესტაფონი
მიხეილ აბაიშვილი-
- ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნითმა, მე-9 ტურმა სტარტი გუშინ, 29 სექტემბერს აიღო და მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე, ერთი დღით მაინც ლიდერი შეიცვალა, კვირის მთავარ საფეხბურთო მოვლენად ნამდვილად ვერ გამოდგება. ტური დღეს დასრულდება. თუმცა, კვირის, წლის და, შესაძლოა, მომდევნო ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენის მომსწრენი ხვალ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებზე შევიქმნეთ. ვიყოთ ოპტიმისტები და იმედი ვიქონიოთ, რომ ფედერაციის ახალი პრზიდენტი შეძლებს სერიოზული ძვრების მოხდენას და ქართული ფეხბურთის ბედის შეუქცევადი პროგრესის გზით წაყვანას. ეს ისე - მცირე გადახვევა და ხვალინდელ მოვლენაზე გამოხმაურება.
-
- 2009-09-30 ბალაკს კარიერის დასრულება “ჩელსიში” სურს
-
“ჩელსისა” და გერმანიის ნაკრების ლიდერ მიხაელ ბალაკს ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტი, ლონდონურ ცხოვრებაზე, ჩელსიზე და გერმანიის ნაკრებში მის როლზე ესაუბრა.-
- 2009-09-07 0:2-ის გუნდი
მიხეილ აბაიშვილი-
ჰაერში გაშვებული მილიონები-
- 2009-09-09 B დივიზიონს ვემშვიდობებით
გიგა გურასაშვილი-
- ბელარუსი ის გუნდი არაა, ფარ-ხმალი დაყაროს და უბრძოლველად დაგვნებდეს.
ბუნებრივია, უფრო მობილიზებულები გამოვლენ მასპინძლების წინააღმდეგ.
-
- 2009-09-22 ყველაფერი პოზე ეკიდა
ზურა თალაკვაძე-
ფინალი თან იყო და თან - არა. ბრწყინვალე, შეუდარებელი, განუმეორებელი... ყველაფერი ამის და კიდევ ამაზე ბევრად მეტის თქმა ევროპის ახალი ჩემპიონის, მანამდე ევროფორუმის ფინალის ექვსგზის წამგები ესპანეთის ლიდერზე, პო გასოლზე შეგვიძლია. ნაღრძობი თითით, ნატკენი ზურგით, ოკეანისგაღმეთის ზელიგის სუპერფინალებში თამაშით გადაღლილი გასოლი იყო ის ფიგურა, რომელმაც ფინალის პირველივე წამებიდან წალეკა სერბეთის ნაკრები და ისე ითამაშა, როგორც... პრინციპში, უნდა ეთამაშა.-
- 2009-09-07 ელიტარულები
-
- საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ფლეი-ოფის პირველ მატჩში, ბელარუსის გუნდი, მოგილიოვში, ანგარიშით 89:75 დაამარცხა და პრაქტიკულად გაინაღდა ელიტარულ A დივიზიონში თამაშის უფლება. გვსურს ვირწმუნოთ, რომ თბილისური შეხვედრა, რომელიც სპორტის სასახლეში ოთხშაბათს გაიმართება, მხოლოდ ფორმალობა იქნება და საქართველოს ნაკრები საბოლოოდ გაიფორმებს უძლიერესთა შორის საგზურს.
-
- 2009-09-16 ორმაგი მარცხი ტოკიოში
ხათუნა ქარდავა-
ტოკიოში მიმდინარე სუმოისტთა სუპერტურნირზე ასპარეზობის მესამე დღე უიღბლო გამოდგა ქართველებისთვის. დამარცხდნენ ტოჩინოშინიც და კოკაიც, რომელსაც მანამდე ორი ბრძოლა ჰქონდა მოგებული.-
- 2009-09-15 ახალგაზრდული ოქრო, ორი ბრინჯაო და გუნდური მეხუთე
24 საათი-
- ბორის ფირცხელიანის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელიც სამი დღის განმავლობაში ერევანში, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით ცდიდა ძალებს, ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა. ვაჟების მსგავსად, ევროპის ჩემპიონატზე სრულად იყო წარმოდგენილი საქართველოს ქალთა ნაკრებიც.სომხეთში საქართველოს ვაჟთა და გოგონათა გუნდები სრული შემადგენლობებით გაემგზავრნენ, მაგრამ კვარცხლბეკზე მხოლოდ ვაჟები ავიდნენ. ბორის ფირცხელიანის შეგირდთაგან ყველაზე შორს პაატა მერებაშვილი წავიდა (60 კგ.) - ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივეში წმინდად გაიმარჯვა.
-
- 2009-09-23 თავისუფლებს გათავისუფლება გაუჭირდათ
გიგა გურასაშვილი-
ჰერნინგში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღის დილის სესიებზევე აშკარა გახდა, რომ საქართველოს ნაკრების სამი წევრი ბესიკ გუჩაშვილი (55 კგ.), შალვა მუზიაშვილი (66 კგ.) და გიორგი გოგშელიძე (96 კგ.) ოქროს მედლებისთვის ვერ იბრძოლებდნენ. მათთვის და ჭიდაობის გულშემატკივართათვის ერთადერთ ნუგეშად ისღა რჩებოდა, რომ მათ მეტოქეებს ნახევარფინალებამდე გაეკვალათ გზა, რათა მათ ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი მისცემოდათ. ერთმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა კიდეც. ჩემპიონატის მეორე დღეს მოვლენები ისე განვითარდა, პერსპექტივა არაფერს გვიქადდა.-
- 2009-09-30 ქართულ ძიუდოში წყალი არ ჩამდგარა
გიგა გურასაშვილი-
დაახლოებით ორი კვირის წინათ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების რამდენიმე წევრმა თუ კანდიდატმა ქვეყნის ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა - უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ქართული ძიუდოს თავკაცებთან, სპორტის მინისტრის თანდასწრებით შეხვედრა და იმ საკითხებზე საუბარი, რომელმაც ახალი წლიდან ამავე სამყაროში განხეთქილება შეიტანა.-
- 2009-09-02 ყველაფერში პირველი
გიორგი ასანიშვილი-
-
- 2009-09-09 ტრადიციული, თუმცა ახალი
-

-
- 2009-09-22 მორიგი წარუმატებელი დღე
-
ტოკიოში მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა ბაშო წარუმატებელია ქართველთათვის. აგვისტოში პირველ მაეგაშირობამდე აღზევებულ ტოჩინოშინს რეიტინგში დაქვეითება არ ასცდება, კოკაი კი ინარჩუნებს ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულების შანსს, თუმცა, გამოცდილი ქართველი ათლეტი ბოლო დღეებში ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.-
- 2009-09-23 ქართველები ვერ გვახარებენ
გიორგი ასანიშვილი-
წარუმატებლად წარიმართა ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშო ქართველი სუმოისტებისთვის. -
- 2009-09-23 გატეხილი ნავსი პერსპექტივას სახავს
-
- 12 წლის განმავლობაში საქართველოს მოკრივეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებს უმედლოდ ტოვებდა. ბოლოს ვინც მედლამდე მივიდა, თანაც, ოქროს მედლამდე, გიორგი კანდელაკია. ის კი, ვინც 12-წლიან წარუმატებლობას წერტილი დაუსვა, კობა ფხაკაძეა. ქართველმა მოკრივემ მილანის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
-
ყველაზე პოპულარული
- ოპოზიციის შემოდგომა
- საქართველოში ახალი "ბერლინის კედელი" შენდება
- უბრალოდ - ევროპაში!
- ქართული ავიაციის სტანდარტებს ამერიკელი ექსპერტები შეამოწმებენ
- თბილისური შემოდგომის ხიბლი
--
--