გერმანულ ბუნდესლიგაში არდადეგებია. გუნდები მეორე წრისთვის ემზადებიან და მინიტურნირებს მართავენ.
24 საათი 06.01.10
გერმანულ ბუნდესლიგაში არდადეგებია. გუნდები მეორე წრისთვის ემზადებიან და მინიტურნირებს მართავენ.
ერთ-ერთი ასეთი ტურნირი ქალაქ მანჰაიმში გაიმართა. hurder 13 cup-ის გათამაშებაში 6 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო დავით თარგამაძის “ფრაიბურგიც”.
“ფრაიბურგის” ქართველმა ლეგიონერმა 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლით დაამთავრა ტურნირი: ჯგუფში “მანჰეიმთან” 3:0 მოგებულ შეხვედრაში ბოლო გოლი შეაგდო, ნახევარფინალში კი, “დუისბურგთან” 3:5 წაგებულ მატჩში, მაშინ გაიტანა, როცა ანგარიში 1:1 იყო.
“ფრაიმ” მე-3 ადგილისთვის მატჩში “კარლსრუე” 4:3 დაამარცხა. ტურნირზე არ უთამაშია ალექსანდრე იაშვილს, რომელსაც ფეხი აწუხებდა.