RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ოთხი ოქრო თბილისურ მსოფლიო თასზე

შაბათ-კვირას თბილისის სპორტის სასახლემ ძიუდოს მსოფლიო თასს უმასპინძლა.

24 საათი 01.02.10

შაბათ-კვირას თბილისის სპორტის სასახლემ ძიუდოს მსოფლიო თასს უმასპინძლა.

ეს ტურნირი თბილისში მეექვესდ გაიმართა.

ტურნირზე 15 ქვეყნის ასზე მეტი სპორტსმენი იყო წარმოდგენილი. ქართველებს თავი არ შეურცხვენიათ - ჩვენმა გუნდმა კარგი შედეგი აჩვენა.

პირველად 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გათამაშდა მედლები. ამ წონაში ქართველებმა თითქმის მთელი კვარცხლბეკი შეავსეს. ფინალში დავით ასუმბანმა ბეთქილ შუკვანს მოუგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ამირან პიპინაშვილმა პაატა მერაბიშვილი დაამარცხა. მეორე ბრინჯაო იაპონელ ტაკეში მაცუკოს ხვდა წილად. საქართველოს ჰიმნი პირველად დავით ასუმბანის პატივსაცემად აჟღერდა.

66 კგ წონაში საქართველოს ნაკრებს ოთხი ძიუდოისტი ჰყავდა. გადამწყვეტ ბრძოლამდე მხოლოდ შალვა ქარდავამ მიაღწია. ფინალში მან აზერბაიჯანელი სამირ დადაშზადე დაამარცხა. სწორედ დადაშზადემ დატოვა უმედლოდ ნესტორ ხერგიანი. პირველ ეტაპზე დამარცხდნენ უჩა ხუციშვილი და მიხეილ ხომიზურიც.

73 კგ-ში ქართული ოთხეულიდან მხოლოდ ერთმა - ზაზა კედელაშვილმა იყოჩაღა, თუმცა ევროპის სამგზის ჩემპიონისგან გულშემატკივარი უფრო მეტს ელოდა. ორი მეტოქის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში, ფრანგ რონალდ ალჟერთან ვეღარაფერს გახდა და რეპეშაჟის ფინალზე გადაერთო. უკრაინელი დმიტრო შერეტოვის იპონით ძლევის შემდეგ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნუგზარ ტატალაშვილი, გიორგი დილებაშვილი და ანზორ ხმიადაშვილი პირველივე წრეში დამარცხდნენ.

მსოფლიო თასის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ბრინჯაოს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

31 იანვარი, ტურნირის მეორე დღე, ქართველთათვის არანაკლებ წარმატებული გამოდგა. 81 კგ წონაში კვარცლხბეკი მთლიანად ქართული იყო. პირველი მედლები სწორედ ამ წონაში გათამაშდა. ოთხივე ქართველმა ბრწყინვალედ იასპარეზა. ფინალში ერთმანეთის პირისპირ დადგნენ ლევან წიკლაური და ხვიჩა ხუციშვილი. წიკლაურმა თანაგუნდელი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მესამე ოქრო შესძინა. ბრინჯაოს მედლებს იოსებ წელაური და დავით კარბელაშვილი დაეუფლნენ.

გუშინდელი დღის ყველაზე საინტერესო ბრძოლები 90 და 100 კგ-მდე წონებში გველოდა. ფინალში ქართველი და რუსი ძიუდოისტები გავიდნენ.

მინდია ბოდაველმა მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და ფინალში რუს ქამილ მამედოვს დაუპირისპირდა. ერთ-ერთ საკვალიფიკაციო ბრძოლაში მინდიამ ტრავმა მიიღო და ფინალში ტრავმირებული გამოვიდა. მეტიც, ერთხანს საქართველოს ნაკრების მწვრთნელები საერთოდ არ აპირებდნენ ბოდაველის ტატამზე გაშვებას, მაგრამ ტრავმირებულმა მაინც მოახერხა მეტოქის დამარცხება და ოქროს მედალი შემატა თავის გუნდს. ამ წონაში მოასპარეზე დანარჩენ ქართველებს არ გაუმართლათ. ვარლამ ლიპარტელიანმა, ლაშა გურულმა და საბა გავაშელიშვილმა პირველივე წრეში წააგეს.

ქართულ-რუსული ფინალი გაიმართა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაშიც, თუმცა ამჯერად რუსებმა გაიმარჯვეს. რევაზ ჩიკოიძემ მაგომედ მაგომედოვთან წააგო. ამ წონაში მესამე ადგილები დაიკავეს დავით ლორიაშვილმა და ნოდარ მეტრეველმა.

ტურნირი კი, ტრადიციულად, მძიმეწონოსნებმა დაასრულეს. კვარცხლბეკზე აქაც ორი ქართველი ავიდა, თუმცა ოქრო იაპონელებს ერგოთ. მასარუ მომორსემ ჯერ ხანჯალიაშვილი დაამარცხა (ეს პირველ წრეში მოხდა), ფინალში კი იაპონელმა იპონით ადამ ოქრუაშვილსაც მოუგო და იაპონიის ნაკრებს პირველი ოქრო მოუტანა. ხანჯალიაშვილი კი რეპეშაჟიდან გავიდა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში და მცირე ფინალში გაიმარჯვა.

ამრიგად, თბილისში გამართული მსოფლიო თასი ქართველთათვის წარმატებული გამოდგა. 4 ოქრო, 4 ვერცხლი და 7 ბრინჯაო - ასეთია ჩვენი მონაგარი. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

“ვფიქრობ, გულშემატკივარი კმაყოფილი უნდა იყოს ჩვენი გუნდის გამოსვლით. წინ პარიზის ტურნირი გველის. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამშაბათისთვის გაირკვევა”, - განაცხადა ტურნირის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა.

 

ძიუდო. მსოფლიო თასი. თბილისი

30 იანვარი

60 კგ

1. დავით ასუმბანი

(საქართველო)

2. ბეთქილ შუკვანი

(საქართველო)

3. ამირან პაპინაშვილი

(საქართველო)

3. ტაკეში მაცუკი

(იაპონია)

66 კგ

1. შალვა ქარდავა

(საქართველო)

2. სამირ დადაშზადე

(აზერბაიჯანი)

3. იუნპეი მორიშიტა

(იაპონია)

3. სერგეი პლიევი

(უკრაინა)

73 კგ

1. მურატ კოძოკოვი

(რუსეთი)

2. რონალდ ალჟერი

(საფრანგეთი)

3. ზაზა კედელაშვილი

(საქართველო)

3. რიო საიტო

(იაპონია)

 

31 იანვარი

81 კგ

1. ლევან წიკლაური

(საქართველო)

2. ხვიჩა ხუციშვილი

(საქართველო)

3. იოსებ წელაური

(საქართველო)

3. დავით კარბელაშვილი

(საქართველო)

90 კგ

1. მინდია ბოდაველი

(საქართველო)

2. ქამილ მამედოვი

(რუსეთი)

3. იუკი ჰარუიამა

(იაპონია)

4. ვლადისლავ პოტაპოვი

(უკრაინა)

100 კგ

1. მაგომედ მაგომედოვი

(რუსეთი)

2. რევაზ ჩიკოიძე

(საქართველო)

3. დავით ლორიაშვილი

(საქართველო)

3. ნოდარ მეტრეველი

(საქართველო)

+100 კგ

1. მასარუ მომოსე

(იაპონია)

2. ადამ ოქრუაშვილი

(საქართველო)

3. ზვიად ხანჯალიაშვილი

(საქართველო)

3. რენატ საიდოვი

(რუსეთი)

 

 

 

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი