RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

“ავატარი” ფეხბურთში წავიდა

ბრიტანულმა ტელეარხმა Sky Sports-მა მომავლის ტექნოლოგიებს უმალ აუღო ალღო და საკუთარი აუდიტორიის, პირველ ყოვლისა კი, ფეხბურთის გულშემატკივრის საამებლად გუშინ “არსენალი”-”მანჩესტერ იუნაიტედის” საფეხბურთო მატჩი სამგანზომილებიან ფორმატში (3D) აჩვენა.

24 საათი 01.02.10

ბრიტანულმა ტელეარხმა Sky Sports-მა მომავლის ტექნოლოგიებს უმალ აუღო ალღო და საკუთარი აუდიტორიის, პირველ ყოვლისა კი, ფეხბურთის გულშემატკივრის საამებლად გუშინ “არსენალი”-”მანჩესტერ იუნაიტედის” საფეხბურთო მატჩი სამგანზომილებიან ფორმატში (3D) აჩვენა.

ფეხბურთის ფანებმა თავდაპირველად ლონდონის, მანჩესტერის, კარდიფის, ედინბურგისა და დუბლინის ლუდხანებში მოირგეს 3D სათვალეები. მერე და მერე კი ფეხბურთი, ალბათ, სრულიად ჩაიძირება სამგანზომილებიან სამყაროში.ზედმეტი აჟიოტაჟის თავიდან ასაცილებლად ტელეარხმა არ გაახმაურა იმ პაბების ჩამონათვალი, რომლებშიც ექსპერიმენტი უნდა ჩატარებულიყო. სპორტული ტელეარხის პირდაპირი ეთერი პარალელურად დაეთმო ტრადიციულ ტრანსლაციასაც. ასე რომ, Sky-იმ ფეხბურთის ფანებს შესთავაზა ორი დამოუკიდებელი ტელეტრანსლაცია - განსხვავებული გადამღები ჯგუფითა და კომენტატორებით.

ცნობისთვის: ბრიტანული არხი 3D ტექნოლოგიით ტრანლაციის საკუთარ სისტემას ბოლო ორი წლის განმავლობაში ამუშავებდა. ამავე დროს კონსულტაციებს გადიოდა ამერიკელ კოლეგებთან, კერძოდ, ყველაზე მაღალტექნოლოგიური

ფილმ-ბლოკბასტერის “ავატარის” შემქმნელთან და რეჟისორთან ჯეიმს კამერონთან.

“ჯეიმს კამერონი 3D ფორმატის თავგადაკლული მომხრეა. ის ამაზე ფიქრით ცხოვრობს, იძინებს და იღვიძებს, - აცხადებს Sky Sports-ის ოპერაციათა დირექტორი დარენ ლონგი, - კამერონს აინტერესებდა, როგორ ვაპირებდით ამ ტრანსლაციის ორგანიზებას, რა მოწყობილობას გამოვიყენებდით”.

ცოტა ხნით ადრე ტელეკომპანია ბი-ბი-სიმ განაცხადა, მარტში 3D ფორმატით საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციას ვაპირებთო, რაზეც Sky Sports-ის უფროსმა კორესპონდენტმა დევიდ ბოუდენმა ორ არხს შორის განსხვავებებზე მიუთითა: ბი-ბი-სის განუზრახავს ტრანსლაციები კინოთეატრებში მოაწყოს, ჩვენ კი იგივეს ბარებში ვაპირებთო.

ბოუდენისვე თქმით, 3D ფორმატის მხარდამჭერი ტელევიზორების გამოშვებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. ასე რომ, ცოტა ხანს მაინც, ამაზე ნუ იფიქრებთო.

არადა, ყველაფერი 1895 წლის 25 დეკემბერს ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული მუნჯი, შავ-თეთრი, მაგრამ იმ დროისთვის რევოლუციური აპარატით დაიწყო. 115 წლის წინათ, როდესაც ლუმიერების მატარებელმა ხელოვნების ახალ დარგს დაუგო ლიანდაგი, ერთნი ფრანგი ძმების ამ წამოწყებას ეჭვით უყურებდნენ და, საერთოდ, კინოს ხანგრძლივ სიცოცხლეს არც უწინასწარმეტყველებდნენ. მაშინ ყველაზე დიდი მისანიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ კინომატოგრაფია სამგანზომილებიან მანტიას მოისხამდა. დღეს კი… დღეს მსოფლიო ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერს 3D სათვალით შეიცნობს. 28 იანვრიდან სამგანზომილებიან სამყაროში არიან ქართველი კინომანებიც.

ერთი სიტყვით, “ავატარი” თანამედროვე კინემატოგრაფიის ერთგვარ პიონერადაც შეიძლება ჩავთვალოთ. მომავლის ტელე-კინოსამყარო, ალბათ, სწორედ ამგვარი ტექნოლოგიებით გადაღებული ფილმებითა თუ ტრანსლაციებით დაიმუხტება.

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი