RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

პარიზი I II III

საქართველოს ნაკრები შინ სამივე ხარისხის მედლით ბრუნდება

24 საათი 08.02.10

საქართველოს ნაკრები შინ სამივე ხარისხის მედლით ბრუნდება

იუდოისტთა პარიზის სუპერთასი, რომელიც არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატადაა შერაცხული, ქართველთაგან გამარჯვება დღემდე მხოლოდ შენგელი ფიცხელაურს, ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელს ამირან ტოტიკაშვილს, გიორგი რევაზიშვილსა და გიორგი გუგავას ეზეიმათ. დღეს იგივეთი შეუძლია დაიკვეხნოს დავით ასუმბანმა, რომელმაც პარიზული ოქროები ხუთამდე გაზარდა. ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ლევან წიკლაურს, ხოლო ირაკლი ცირეკიძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ბელგიელ ელკო ვან დერ გეესტთან წაიფორხილა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშილმა მისთვის წარმატებულ ტურნირზე 13-კაციანი შემადგენლობა იახლა და აქედან სამი კვარცხლბეკამდე მიიყვანა.

შეჯიბრების პირველივე დღე უკვე წარმატებულად ჩაითვლებოდა რომ არა მეორე და დასკვნით დღეს მოპოვებული ორი მედალი.

სუპერთასის დებიუტშივე დავით ასუმბანმა, რომელმაც თბილისის მსოფლიო თასი მოიგო, პარიზულ სუპერთასზეც იმარჯვა. მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად შერაცხულ ტურნირზე, ასუმბანმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივეში დამაჯერებლად იმარჯვა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ფინელი, ჰოლანდიელი, მონღოლი და იაპონელი ჩამოიცილა, ოქროსთვის კი უზბეკ რიშოდ სობიროვს პირველსავე წუთზე ვაზარი აუღო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

პარიზული ჩემპიონობით, დავით ასუმბანმა, ოქროს მედალთან ერთად, ფულადი პრემია - ოთხი ათასი დოლარიც მიიღო და სარეიტინგო 300 ქულაც მიითვალა.

შეჯიბრების პირველ დღეს კიმონო საქართველოს ნაკრების კიდევ ხუთმა წევრმა მოირგო, მაგრამ თითოეული საწყის ეტაპზევე დამარცხდა. ერთადერთი პაატა მერებაშვილია (60 კგ.), რომელმაც საწყისი შეხვედრა მოიგო - ბელგიელი დამიენ ბომბუას იპონით ჩამოცილების შემდეგ, მასპინძელ სოფიან მილუსთან იპონითვე წააგო.

სუპერთასის მეორე და დასკვნით დღეს ტატამზე ნაკრების შვიდი წევრი გავიდა. მათ შორის კი ყველაზე შორს წავიდა ლევან წიკლაური (81 კგ.). რუსი, ბრაზილიელი, კორეელი და ამერიკელი გზიდან ისე ჩამოიშორა პრობლემა არ შექმნია. ეგაა, აშკარად ეტყობოდა, რომ ფიზიკურად ვერ იყო სათანადოდ მომზადებული. მოუმზადებლობა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ბრაზილიელ ლეონარდო გუილეიროსთან ფინალში. კომენტატორები ერთხმად აღნიშნავდნენ, ტექნიკური ბიჭია, მაგრამ სუნთქვა უჭირსო.

თანაბარძალოვან შეხვედრაში დასანანი ის იყო, რომ ძირითად დროში იუკოთი გაყრილი მეტოქეებს შორის დამატებითში ოქროს ქულით გამარჯვება ბრაზილიელს დარჩა. დასანანი იმად რომ წიკლაურმა ფინალი გაფრთხილებით წააგო.

საქართველოს ნაკრებისთვის გუშინდელი დღე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც მნიშვნელოვანი გამოდგა. პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ რუს ივან პერშინს არც პარიზში მისცა გასაქანი (პეკინურ ტატამზე ქართველისა და რუსის გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა. რედ.). ეგაა, ამ შემთხვევაში მათი შეხვედრა ადრეულ ეტაპზე - მეორე წრეში შედგა. არადა ქართველიც და რუსიც მათთვის ახალ - 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. ერთი სიტყვით, პერშინმა მისთვის უხერხულ მეტოქეს თავი ვერ დააღწია.

იქამდე ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მასპინძელს ფრედერიკ სტიეგელმანს სძლია იპონით და მერე იგივე განაჩენი გამოუწერა რუსსაც. პერშინზე გამარჯვების შემდეგ ცირეკიძე კვლავაც მასპინძელს კირილ მარეს შეხვდა და იუკოთი სძლია. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჩამოცილებული მეორე ფრანგის შემდეგ ქართველს გამოცდის ჩაბარება ნახევარფინალში ბელგიელ ელკო ვან დერ გეესტთან მოუწია. ახალი წესების თანახმად ცირეკიძე ბელგიელთან წაგების შემთხვევაში ავტომატურად ბრინჯაოს მედალს ეუფლებოდა. ამ შემთხვევაში დასანანი ისაა, რომ ახალი წესი ცირეკიძემ გამოცადა საკუთარ თავზე.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ საქართველოს ნაკრები შინ სამივე ხარისხის თითო მედლით ბრუნდება. შედეგი ურიგო არაა, მაგრამ კარგი იქნება თუ სამომავლოდ ნაკრების ხელმძღვანელობა საკუთარ სამწყსოს ფიზიკურად უკეთ მოამზადებს. ჩვენთვის ფიზიკური კონდიციები ყოველთვის პრობლემა იყო და ამის შესახებ არაერთხელ შეგვქმნია პრობლემები, მაგრამ როდესაც პარიზული სუპერთასის კომენტატორები ქილიკობენ, ფიზიკურად ძლიერი ქართველი იშვიათობააო, მგონი ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება.

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი