ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში ზოგიერთი ფეხბურთელის გაშვებას აპირებს, რათა თავიდან აიცილოს კლუბის ვალების გაზრდა, რომელიც ჯამში 716 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
"მილანის" ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო დარწმუნებულია, რომ “მილანის” შემადგენლობაში ნაჩვენები კარგი თამაში დაეხმარება მას 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებაში.
3 მარტს ევროპაში სანაკრებო მატჩები იმართება. მათ შორის გამორჩეული გაიმართება “სტად დე ფრანსზე” - საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონ ესპანეთს უმასპინძლებს.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა, “ოლდ ტრაფორდზე” დარჩენა კიდევ ერთი წლით გადაწყვიტა.
მომავალ ზაფხულს ტურინის “იუვენტუსი” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს. “ბებერი ქალბატონის” მთავარი სამიზნე მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი იქნება.
შაბათს, ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩების შემდეგ, გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც პირდაპირ მოხვდებიან 2011 წლის მსოფლიო თასზე. საქართველოს ნაკრებთან ერთად ეს საპატიო უფლება რუსეთის გუნდმაც მოიპოვა.
ვანკუვერის ზამთრის XXI თამაშები, რომელშიც 82 ქვეყნის 2,629 ოლიმპიელი თავს არ ზოგავდა სახელის მოსახვეჭად, Live-ში ჟურნალისტთა რეკორდულად დიდმა რაოდენობამ გააშუქა.
ნორვეგიის ქალაქ მერაკერში ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატი (6-14 მარტი) დაიწყო. პირადგუნდურ პირველობაზე კონტინენტის უძლიერესი სპორტსმენები ასპარეზობენ.
13 მარტს ქართველ მორაგბეებს ბუქარესტში სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფრის მომცემი, მაგრამ ბოლო წლების ურთიერთშეხვედრებს თუ გავითვალისწინებთ, რუმინეთთან მაინც მაგარი ამბები იქნება.
სპორტის მსოფლიო აკადემიის - Laureus World Sports 2010-ის პრემიის (სხვაგვარად სპორტის ოსკარად იწოდება) ლაურეატები ნომინაციაში “წლის საუკეთესო სპორტსმენი” გახდნენ იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი და ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი.
ამერიკელების მიერ მერვე საოცრებად შერაცხული 1.3-მილიარდიანი (სწორედ ამდენი დაჯდა მშენებლობა) Dallas Cowboys სტადიონის (არლინგტონი, ტეხასი) სვეტებთან ჩაწიკწიკებული პოსტერები კრივის მოყვარულთ ამცნობდა, რომ 13 მარტს ამავე სტადიონის კედლებში კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO) საჩემპიონო ქამარი გათამაშდებოდა.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დევიდ ბექჰემი ამერიკული მეიჯორ ლიგიდან ევროპაში დაბრუნდა და "მილანში" თამაში დაიწყო, ინგლისის ნაკრებში დაბრუნების სურვილი იყო.
სწორედ ასეთ თამამ განცხადებას აკეთებს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ჩელსისთან" მატჩის წინ და ალბათ პორტუგალიელს ამის თქმის სრული უფლება აქვს. შესაძლოა ვინმეს ეს მეტისმეტად ამპარტავნულ სიტყვებად მოეჩვენოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მოურინიოს სტატისტიკას და მის ამბიციურ ხასიათს, ის უნდა გაგვკვირვებოდა, სხვაგვარი კომენტარი რომ გაეკეთებინა.
იაპონიის ქალაქ ოსაკაში დაწყებულ მარტის ბაშოზე ელიტაში მოასპარეზე სამმა ქართველმა სუპერტურნირის პირველ დღეს გამარჯვება იზეიმა, გუშინ გამართულ ბრძოლებში კი სამივე დამარცხდა.
განელი ჯოშუა კლოტის ძლევის შემდეგ წონითი კატეგორიების მიუხედავად მსოფლიოს უძლიერეს მოკრივედ შერაცხულ მენი პაკიაოს სამშობლოში - ფილიპინებზე მოუთმენლად ელიან არამარტო ჩვეულებრივი მოკვდავნი, არამედ პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. პაკიაო კი ის კაცია, პოლიტიკოსისგან თუ პოლიტიკური პარტიისგან გადაბირების შემთხვევაში ხმათა მსუყე რაოდენობა ერთგვარ გარანტიას იძლევა. ერთი სიტყვით, ჩვეული სურათია, მაგრამ…
იაპონიის ქალაქ ოსაკაში გრძელდება 2010 წლის სუმოისტთა სეზონის რიგით მეორე სუპერტურნირი. ბაშოს პირველ დღეს სამივე ქართველმა მოიგო, მეორე დღეს სამივე დამარცხდა, გუშინ კი ოსაკაში ისევ ქართული ტრიუმფი მოეწყო.
დიდი სლემის ტურნირებზე უკვე ტრადიციად ქცეული იმედგაცრუება, “მასტერსის” სერიის მეიჯორებზე დამაჯერებელი ჩოგბურთი და ხანდახან როჯერ ფედერერის ან რაფაელ ნადალის ცუდ ხასიათზე დაყენებაც - ბოლო ორი წელიწადია, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაახლოებით ამ სცენარით თამაშობს და წლევანდელი ტურიც იდენტურად დაიწყო.
იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველთაგან მხოლოდ ერთმა დაარღვია მოგება-წაგების მონაცვლეობის ტრადიცია და ზედიზედ მეორე ბრძოლაში გაიმარჯვა.
იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე სუმოისტთა სუპერტურნირმა ეკვატორს გადააბიჯა. სპორტსმენებს უკვე 8-8 ბრძოლა აქვთ გამართული და უკვე გარკვეული დასკვნების გაკეთება შეიძლება.
დიუსელდორფის საკრივო წარმოდგენის მთავარ ორთაბრძოლაში კრივის მსოფლიო ფედერაციისა (IBF) და ორგანიზაციის (WBO) საჩემპიონო ქამრების მფლობელმა უკრაინელმა ვლადიმირ კლიჩკომ ტიტულების მოცილე ამერიკელ ედი ჩემბერს 12 რაუნდში “გაურჩია საქმე”, მაყურებელი კი დაარწმუნა, რომ ის კვლავაც ჩემპიონად უნდა იწოდებოდეს.
სამი დღის განმავლობაში გუდაური ტრაგიკულად დაღუპული მოთხილამურის ვატო ფიფიას ხსოვნისადმი მიძღვნილ სამთო მოთხილამურეთა საქართველოს ჩემპიონატის V ეტაპს მასპინძლობდა.
"რუსი დათვები", როგორც მათ უწოდებენ სარაგბო თემში, ტრაბზონში სოჭური შეკრებიდან იმ იმედით ჩავიდნენ, რომ ქართველთა 17-წლიანი ჰეგემონია დაემხოთ, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, ხელი მოეცარათ.
პროგნოზირება იმისა, თუ 26 მაისს ვინ ითამაშებს ფეხბურთში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში, პირველი ნახევარფინალური მატჩების შემდეგ თითქმის შეუძლებელია.
ის, რომ ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი კლუბები - ზესტაფონის "ზესტაფონი" და რუსთავის "ოლიმპი" სასჯელს ვერ გადაურჩებოდნენ, ყველაზე უკეთ სწორედ ამ კლუბების მესვეურებმა იცოდნენ.
მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის წოდებისთვის კრივის მსოფლიო საბჭოს (WBC) ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო უმცროს ძმას ორგანიზაციისა (WBO) და ფერედაციის (IBF) ჩემპიონს ვლადიმირს დაუპირისპირდა და მეხუთე რაუნდის შუაწელში ნოკაუტით იმარჯვა.
გუშინ ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში უეფას კონგრესი გაიმართა. სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან ერთად, უეფამ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის კალენდარი შეადგინა, ცხადია, იმ ჯგუფებისთვის, რომლებშიც გუნდები თავად ვერ შეთანხმდნენ კალენდარზე.
იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოზე გუშინ ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამ მოხდა - მაკუჩი დივიზიონში თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა თეიმურაზ ჯუღელმა. როგორც იცით, ის ძუროს დივიზიონშია და მაკუჩიში აღზევებისთვის იბრძვის.
არა რა, სუფთა ქართული ამბავია - დავინახეთ, რომ ვიღაცა საქმეს სხვაზე უკეთ აკეთებს, თან ის ვიღაცა წესიერი კაცია, საქმეში პროფია და მინიმუმით მაქსიმუმსაც ურტყამს.
გუშინ, 30 მარტს, ჩეხეთში დასრულდა ელიტრაუნდის ჯგუფური ტურნირი 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის, რომელიც რიხიანად, მასპინძელთა ძლევით დავიწყეთ და მინორულ ნოტაზე დავამთავრეთ.
არგენტინის მორაგბეთა ნაკრები დაიჩაგრა - “პუმები” ერთი მსოფლიო თასიდან მეორემდე მხოლოდ ტესტმატჩებს თუ მართავენ, მნიშვნელოვან ტურნირში თამაშის საშუალება კი არა აქვთ.
სულ მალე იტალიურ "მილანში" შესაძლოა ორი ქართველი ვიხილოთ - საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯანო ანანიძეს "როსონერის" სკაუტები აკვირდებიან.
ერთი შეხედვით, მადრიდის "რეალს" წარმატებისთვის არაფერი აკლია. გუნდი ბრწყინვალედ არის დაკომპლექტებული. წესით, ახლა პერესი და მისი დამქაშები ჩემპიონთა ლიგის წილისყრის მოლოდნიში უნდა იყვნენ, მაგრამ ფრანგულმა "ლიონმა" პერესს სხვა საზრუნავი გაუჩინა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თანდათან ემსგავსება არენას, სადაც ხშირად ველური, ასე ვთქვათ, ქუჩის წესები მოქმედებს.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბარსელონა" "არსენალს" დაუპირისპირდება. ეს თამაში ერთი ადამიანისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. ცხადია, ხვდებით ვიზეც არის საუბარი.
დღეს ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი ორი მეოთხედფინალი გაიმართება. ლონდონში, “ემირეითსზე”, “არსენალი” “ბარსელონას” უმასპინძლებს, მილანში კი, “სან სიროს” სტადიონზე, ჟოზე მოურინიოს “ინტერი” მოსკოვის ცსკას დაუპირისპიდება.
"კლივლენდი" "სან ანტონიოს" ხვდებოდა. რეგულარულის ერთი, ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც ლებრონ ჯეიმსის, ტიმ დანკანის, შაკილ ო`ნილის და კიდევ რამდენიმე ტიპის თამაშს უნდა ექცია მოვლენად.
NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველი კვირის დასრულების შემდეგ ვლინდება კვირის საუკეთესო მოთამაშე და მწვრთნელი, აგრეთვე კვირის საუკეთესო ათ მომენტსაც დაასახელებენ ხოლმე.
NBA-ს წინა კვირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ (აღმოსავლეთში) “მაიამი ჰიტის” ვარსკვლავი დუეინ უეიდი და (დასავლეთში) “სან ანტონიოს” არგენტინელი უკანახაზელი მანუ ჯინობილი.
ბაქოში ჩასატარებელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის (13-18 აპრილი) საქართველოს ნაკრები მონდომებით ემზადება და საამისოდ დუშეთთში ახლახან გახსნილი ოლიმპიური მზადების ცენტრი არჩია.
ქალთა საერთაშორისო დღეს რაგბის საერთაშორისო კავშირმა IRB-მ გამოაქვეყნა მორიგი ყოველკვირეული რეიტინგი, რომელშიც საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც ერთი კვირის წინ, მე-16 ადგილს იკავებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა გაინაღდა, შაბათს რუმინეთთან თამაშს მაინც პრინციპული დატვირთვა ექნება. საქმე ისაა, რომ "ბორჯღალოსნებს", როგორც "ერთა თასის" მფლობელებს, უმთავრეს კონკურენტთან ტიტული აქვთ დასაცავი.
2007 წლის მარტის შემდეგ ქართველ "ბორჯღალოსნებს" თამაში არ წაეგოთ და აი, ბუქარესტში, სამი წლის თავზე, პირველი მარცხი ვიგემეთ რუმინელი "მუხის ფოთლებისგან".
სარაგბო მსოფლიო თასის პარტნიორმა, კომპანია MasterCard-მა რაგბის პოპულარობის დასადგენად ჩაატარა სპეციალური კვლევა, დათვალა ის შემოსავლები, რომელიც ექვსი ერის გათამაშების მონაწილე ქვეყნებმა მიიღეს.