მას შემდეგ, რაც “ჩელსის” კარლო ანჩელოტი ჩაუდგა სათავეში, იტალიელ მწვრთნელს ლონდონურ კლუბში “მილანის” ბრაზილიელი ფორვარდის პატოს გადაბირება სურს.
24 საათი 01.03.10
მას შემდეგ, რაც “ჩელსის” კარლო ანჩელოტი ჩაუდგა სათავეში, იტალიელ მწვრთნელს ლონდონურ კლუბში “მილანის” ბრაზილიელი ფორვარდის პატოს გადაბირება სურს.
თავიდან ალეშანდრო კატეგორიულად გამორიცხავდა “როსონერის” დატოვებას, თუმცა ახლა სხვაგვარად ალაპარაკდა.
"თვალს ვადევნებ ინგლისურ ფეხბურთს. ამას გარდა, კარლო ანჩელოტი არის მწვრთნელი, რომელმაც მე "მილანში" ამიყვანა, ახლა ის "ჩელსის" თავკაცია. მე კი ლონდონი მომწონს," - განაცხადა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა.