მომავალ ზაფხულს ტურინის “იუვენტუსი” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს. “ბებერი ქალბატონის” მთავარი სამიზნე მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი იქნება.
24 საათი 01.03.10
მომავალ ზაფხულს ტურინის “იუვენტუსი” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს. “ბებერი ქალბატონის” მთავარი სამიზნე მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი იქნება.
პარასკევს შეიკრიბა ტურინული კლუბის დირექტორთა საბჭო, რომელმაც "ბებერი სენიორას" ფინანსური მდგომარეობა დადებითად შეაფასა და კლუბის მესვეურებს შემადგენლობის გასაძლიერებლად გარკვეული თანხა გამოუყო.
საბჭოს დასრულებისთანავე რობერტო ბეტეგამ და ალესიო სეკომ, რომლებიც "იუვეში" სატრანსფერო საკითხებს კურირებდნენ, განაცხადეს, რომ მთავარი მიზანი რიბერის ხელში ჩაგდება იქნება. 26 წლის ნახევარმცველისთვის ბრძოლაში ტურინელებს სერიოზული მეტოქეები ეყოლება. ცნობილია, რომ ვინგერის გადაბირება სურთ ესპანურ გრანდებს - "რეალსა" და "ბარსელონას".
რიბერის სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს აღემატება და თანხა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.