RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

Natural Born ოლე

ყოველდღიური სპორტული პრესაც მაგარი უსისტემო, დაულაგებელი კომბაინი გახდა.

24 საათი 01.03.10

ოლე-აინარ ბიორნდალენი
ოლე-აინარ ბიორნდალენი

ყოველდღიური სპორტული პრესაც მაგარი უსისტემო, დაულაგებელი კომბაინი გახდა.

რაგბში საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს და მაინც ვერ ვართ იქ (წერის ამბავში), სადაც უნდა ვიყოთ. მართლა ვერ ვიხსენებ, როდიდან ვართ შეჩვეულები იმას, რომ გუნდურში მსოფლიო თასზე გავდივართ და მინუსს დადებითზე მკაფიოდ ვხედავდეთ...

სადღაც, მაგრად შორს, მაინც უნდა გვჯეროდეს, რომ საქართველო საკალათბურთო ქვეყანაა. იმიტომ, რომ ზაზა ფაჩულია ჯორჯიაში პოპულარულია, არ არის "სელებრითი" გარეგნობის და სკანდალიზმის გამო და დაფასებულია კალათბურთში, ანუ იქ, სადაც უნდა იყოს. და ზაზას წუთების, სტატისტიკის დამთვლელის...

"სვოჩი", "ოპელი", ერთი "ბადაგონი" არ ასახელებს წლის, დეკადის, საუკუნის სპორტსმენს და რომც ასახელებდეს, დისტანცია მაინც გაჭრილი იქნებოდა და ღირსეული კუთვნილს ვერ მიიღებდა.

იმიტომ, რომ კობი ბრაიანტი უფრო ცნობილია, ვიდრე...

და ტაიგერ ვუდსის პირადი დილემა უფრო "ყვითელია", ვიდრე...

ალბათ, იმის გამოც, რომ როჯერ ფედერერი უკვე პიტ სამპრასზე დიდია და სად პიტი და სად...

სპორტის სახეობების დიფერენციაციის დროს სუბიექტური ობიექტურს ეპიზოდად აქცევს და ეპიზოდი ვის უნდა? ძალიან ცოტას.

და სად არის მარტინ სკორსეზეს Departed მარკ უოლბერგის ან ალეკ ბოლდვინის გარეშე?

ან სტივ ბუშემის Animal Factory, სადაც არ ჩანს მიკი რურკი?

ან Jesus Christ Superstar-ის ის ეტიუდები, რომელშიც პროდიუსერის პულტი როჯერ გლოვერს არ ჩააბარეს?

და Nightwish ტარია ტურუნენის ჩაპუტკუნებული ლოყების გარეშე?

ყველაფერი ეს და ისიც, რაზეც არ ვვითქვამს, სხვანაირია აუცილებელის გარეშე.

და სხვანაირია ბოლო 2, 6, 10 წლის სპორტული კიდობანი ერთი ნორვეგიელის გარეშე.

რუსეთი, ავსტრია, გერმანია, ჟაკ როგი, დოპინგის სვავები, მასმედია - ყველა განსაკუთრებულად ელოდა ვანკუვერში ბიატლონში ბოლო ეტაპის ბოლოს, როცა უნდა გაგვეგო, ვინ გავიდოდა პირველზე და რომელზე გავიდოდა პირველი, ანუ საუკეთესო, ვისაც ოდესმე თხილამურობისას ტყვია უსვრია.

როგორ უნდა წასულიყო ოლიმპიური თეატრიდან ის, ვინც ამ სახეობაში ჯერემი აირონსიც იყო და მარლონ ბრანდოც.

ბოლო ეტაპი, ავსტრია ვერ იგებს და უნდა, რომ მოიგოს.

რუსეთი, სადაც ხუთი რგოლი ხუთი გაროტაა და მეტი არაფერი.

ნორვეგია, ვინც ცნობს ოლე-აინარ ბიორნდალენს და ოსლოში ამ მაგარ კაცს სამთავრობო ჰაილაითებიდან დაწყებული, მეტროს გალუცინატორული თინეიჯერიზმით დამთავრებული, ყველა იცნობს და ყველას უნდა, რომ იცნობდეს.

ზალცბურგში ამ კაცის ოჯახი და სითბოა.

ბიატლონში ის უკვე პელეა.

ევროპაში ოლე უკვე ჯორდანია და არა - გალისი.

და ვანკუვერში ბიორნდალენი გახდა ბიორნ დელი, აიღო ზამთრის ფორუმზე მე-11 მედალი და ავიდა იქ, სადაც მანამდე მარტო დელი იყო.

ესტაფეტის ბოლო ეტაპის უკანასკნელი წამები იყო, ნორვეგიის დროშა ამ მეტეორს მიებარა და მაგრადაც მოუხდა...

ოლე-აინარ ბიორნდალენი ვანკუვერის მეფეა.

ის, ვინც ყოოველთვის იყო და ვისაც განსაკუთრებული ოვალის, სინჯის, წონის მედალი უნდა აჩუქონ.

ბიორნდალენიც განსაკუთრებულია და იმიტომ.

მეთერთმეტე მედალი წავა ავსტრიის ერთ-ერთ დაბაში, სადაც ოლე და მისი ანგელოზი მეუღლე ცხოვრობენ.

და ჩაქვრება იმასთან შედარებით, რაც უშუალოდ ბიორნდალენია.

მართლა მადლობა ოლეს, რომ ოლე იყო და...

და მადლობა, რომ მეტი ოლე არ და ვეღარ იქნება.

ბიატლონს "ლაივშიც" ვეღარ ვუყურებ...

იქ ბიორნდალენი აღარ იქნება.

You're simply the BEST!

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. ფეხბურთი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. რევიუ >>

    aa
  27. რევიუ >>

    aa
  28. რევიუ >>

    aa
  29. მარანი >>

    aa
  30. მარანი >>

    aa
  31. მარანი >>

    aa
  32. მარანი >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. კულინარია >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. წიგნები >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. წიგნები >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  49. ამბები >>

    aa
  50. ტექნოლოგიები >>

    aa
  51. ტექნოლოგიები >>

    aa
  52. რევიუ >>

    aa
  53. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  54. რეგიონი >>

    aa
  55. კალათბურთი >>

    aa
  56. სპორტი >>

    aa
  57. რაგბი >>

    aa
  58. რაგბი >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი