თითქოს ტრადიციად იქცა, რომ ესპანეთის ნაკრებს შესუსტებული შემადგნელობით ვეგებებით და ამის გამო ვნერვიულობთ ხოლმე, მაგრამ შედეგს ვაღწევთ.
24 საათი 01.03.10

თითქოს ტრადიციად იქცა, რომ ესპანეთის ნაკრებს შესუსტებული შემადგნელობით ვეგებებით და ამის გამო ვნერვიულობთ ხოლმე, მაგრამ შედეგს ვაღწევთ.
ასე იყო ორი წლის წინათ, როცა ერთა თასის მფლობელმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მხოლოდ მამუკა გორგოძის ჰეთ-თრიკის წყალობით დაამარცხა ესპანელი "ლომები" - 22:20 (არადა, მატჩის მსვლელობისას 3:17 ვაგებდით). ასე მოხდა შაბათსაც, როცა ტიმ ლეინის გადახალისებული გუნდი მხოლოდ მატჩის 32-ე წუთზე დაწინაურდა და, ამ დროიდან მოყოლებული, თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია.
განსხვავება ამ მატჩებს შორის ის იყო, რომ თუ ორი წლის წინათ "ლომებთან" პაექრობას არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, ამჯერად პირენეელებთან მატჩი გადამწყვეტი იყო "ბორჯღალოსნებისთვის" მსოფლიო თასისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ პირველ ტაიმში გვარიანად ვინერვიულეთ. საქართველოს ნაკრებს მონდომება კი ეტყობოდა, მაგრამ ლელოს გატანა გაჭიანურდა და თამაშის სცენარი დაახლოებით ისევე მიმდინარეობდა, როგორც შარშან პორტუგალიის წინააღმდეგ, როცა მხოლოდ ბოლო წამებზე მოვახერხეთ ანგარიშის გათანაბრება და ფრეს მივაღწიეთ.
ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს დაძაბულობა მაშინ შეეტყო, როცა "ბორჯღალოსანთა" იერიშები ჩვენივე დაუდევრობით ფერხდებოდა და გადამწყვეტ მომენტებში ტექნიკური წუნის გამო ბურთს ვკარგავდით. მართალია, თამაში თავიდან ბოლომდე ქართველი მორაგბეების კარნახით წარიმართა, მაგრამ შეუპოვარი ესპანელები ჩათვლის მოედანთან ახლოს ყოველთვის აქცევდნენ ქართველთა შერკინების ბურჯებს და მიძალებაც უშედეგოდ მთავრდებოდა. "ბორჯღალოსნები" კი ჯარიმებს არ ურტყამდნენ და ჯიუტად ცდილობდნენ, ლელო გაეტანათ.
ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. ქართველთა შერკინების ძირითადი ბურჯიდან მხოლოდ რამდენიმე მორაგბე გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში. მაგალითად, შერკინების პირველი ხაზის ძირითადი სამეულიდან (დავით ზირაქაშვილი, აქვსენტი გიორგაძე, გოდერძი შველიძე) სასტარტო სამეულში მხოლოდ გოდერძი შველიძე გამოვიდა. იგივე მდგომარეობა იყო მეორე და მესამე ხაზებშიც, სადაც გაისარჯნენ ლაშა თავართქილაძე, ბესო უდესიანი, ლევან დათუნაშვილი. მოკლედ, ამ ცვლილებების გამო პირველ ტაიმში მწყობრი შეტევა გაგვიჭირდა. ალბათ, შეუთამაშებლობის გამო და ამ ფაქტმა გამოიწვია ნერვიულობა ქართველ მორაგბეებს შორის, რომელიც ტრიბუნებსაც გადაედო.
შესაბამისად, ჯაჯგური 32-ე წუთამდე გაგრძელდა, როცა ბესო უდესიანმა გაარღვია სტუმართა დაცვა და ლელოთი დააწინაურა საქართველოს ნაკრები. ამის შემდეგ მინდორზე მდგომარეობა შეიცვალა. ესპანელებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, ამიტომ გახსნეს თამაში. ქართველი მორაგბეები კი უფრო თავდაჯერებულად ამოქმედდნენ და მასპინძელთა შეტევებმაც დიდი რაგბის კონტურები შეიძინა. მეორე ტაიმის დასაწყისში იყო ფრაგმენტები, როცა "ბორჯღალოსნებმა" ხელით თამაშით გაახარეს თავიანთი ქომაგი და სწრაფი გადაცემებით 20-30 მეტრი შეუფერხებლად გაიარეს, მაგრამ გადამწყვეტ ფაზებში მაინც სცოდავდნენ. სწორედ ამის გამო მოხდა, რომ ესპანელ "ლომებს" მხოლოდ ორი ლელო ვაკმარეთ.
ასე იყო თუ ისე, ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებმა შედეგზე ორიენტირებული თამაში შემოგვთავაზა და მიზანსაც მიაღწია. "ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის მსოფლიო თასის საგზური ვადამდე გაინაღდეს და დარჩენილ ორ მატჩს რუმინეთთან და რუსეთთან მხოლოდ ერთა თასის მოპოვების კუთხით აქვს დატვირთვა.
2010 წლის “ერთა თასისა” და 2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპი
საქართველო - ესპანეთი 17:9
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. მალხაზ ურჯუკაშვილი, 13. თედო ზიბზიბაძე (21. დავით კაჭარავა 63), 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე (22. ირაკლი ჩხიკვაძე 63), 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 70); 1. გოდერძი შველიძე, 2. დავით დადუნაშვილი (16. ჯაბა ბრეგვაძე 70), 3. დავით ქუბრიაშვილი (17. დავით ზირაქაშვილი 50), 4. ილია ზედგინიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გრიგოლ ლაბაძე (19. გიორგი ჩხაიძე 50), 7. ლაშა თავართქილაძე, 8. ბესარიონ უდესიანი;
სათადარიგოები: 18. გიორგი ნემსაძე.
3 ლელო: უდესიანი (32), თავართქილაძე (45), დადუნაშვილი (69)
გარდასახვა: კვირიკაშვილი (33)
სინბინი: დათუნაშვილი (8)
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ-მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ესპანეთი: 15. პედრო მარტინი, 14. იგნასიო მარტინი, 13. ხაიმე ნავა, 12. ხავიერ კანოსა, 11. ბენხამინ პარდო (17. პრადალი ანტონი, 22-32), 10. მანუელ მასო, 9. სანტიაგო ფერნანდესი (20. მარკ ჰუიგბერტი, 57); 1. ვიქტორ ასევედო (17. პრადალი ანტონი, 49), 2. ხოსე მარია ბოხორკესი (16. მარკო პინტო, 48), 3. დავით გურგენიძე, 4. ლეანდრო არამბურუ, 5. სერხიო სოუტო (18. ხესუს რეკუერდა, 66), 6. ფედერიკო ნეგრილიო, 7. იგნასიო ასენია (21. გოთიე ჟიბუენი, 59), 8. მეთიუ კუკი (19. რაფაელ კამაჩო, 53).
სათადარიგოები: 22. იგნასიო გუტიერესი.
3 ჯარიმა: ხაიმე ნავა (3, 73, 77)
სინბინი: ვიქტორ ასევედო (22)
მთავარი მწვრთნელი: გედ გლინი
ასისტენტი: ჯონ ჰოვარდ კარი
მენეჯერი: კით ჩეპმენი
რეფერი: ჟან პიერ მატე (საფრანგეთი)
თანამსაჯები: ფილიპ ბონური, ბერნარ დალ მასო (ორივე საფრანგეთი)
კომისარი: ედი უოშლი
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი 21:21
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია 0:69
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - რუმინეთი
27 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი
2011 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
1 საქართველო 8 7 1 0 +178 23
2 რუსეთი 8 6 1 1 +107 21
3 პორტუგალია 8 4 1 3 +99 17
4 რუმინეთი 7 3 1 3 +78 14
5 ესპანეთი 7 1 0 6 -100 9
6 გერმანია 8 0 0 8 -362 8
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე 2, წაგებაზე 1