RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ფოთოლცვენა

კანადა საუკეთესოა.

24 საათი 02.03.10

კანადა ოლიმპიური ჩემპიონია
კანადა ოლიმპიური ჩემპიონია

კანადა საუკეთესოა.

ჰოკეიში, ჯამური ოქროთი ვანკუვერში, სხვაგან, სადაც ყოველთვის საუკეთესო იყო და იქაც, სადაც შეიძლება პირველი ვეღარ გახდეს. ვანკუვერის ოლიმპიურ ციკლს ხვალ უფრო დეტალურად გავარჩევთ, დღევანდელი თემა კი ჰოკეია.

ფინალში ხშირად ორი საუკეთესო გუნდი ვერ გადის. გააჩნია, ვის როგორ და სად განთესავენ. ფავორიტობა ქაღალდზე ხანდახან იმდენად შეუმჩნეველია, რომ ბოლოს ყველანაირ ლოგიკას გაურბის და ბოლომდე ოფსაიდში რჩება -

ისე როგორც რუსები მთლიანად ოლიმპიადაზე და განსაკუთებით ჰოკეიში. ვიცი, რომ რუსეთი ვანკუვერში წვალებით აღებულ ყველა მედალს ჰოკეის ოქროზე გადაცვლიდა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, ანტიგმირები არა ფიგურულ სრიალში გახუნებული ერთეულ-წყვილები, ჰოკეისტები არიან.

კანადამ მძიმედ, უგუნებოდ დაიწყო ტურნირი. ჯერ შვეიცარიას ვერ მოუგო, მერე ამერიკასთან წააგო და გასავარდნ ეტაპზე გერმანიასთან წავარჯიშების შემდეგ რუსეთი "გაიჩალიჩა".

ვინ რა "გაიჩალიჩა", ამ საოცნებო დაპირისპირების პირველივე პერიოდში ვნახეთ. ისე, რომ სიდნი კროსბის ქულაც არ გაუკეთებია და, ბობი ლუონგოს ყველაზე სუსტი თამაშის მიუხედავად, კანადამ ალექს ოვეჩკინი და სხვა რუსი მილიონერები იმ საათნახევრით, რაც თამაში გაგრძელდა, უბრალო, უსახო მოთამაშეებად აქცია.

ში უებერმა ოვის და კიდევ ერთ მეგამონსტრს - ჟენია მალკინს აჯობა, პაველ დაციუკი კროსბისთან ერთად მგონი თავისიანებსაც იცავდა... იქვე რომ არ "გაერეკათ". და ევგენი ნაბოკოვი მთელი თამაში იყო... ყველგან, მაგრამ არა ყინულზე, ანუ იქ, სადაც უნდა ყოფილიყო.

ამერიკა კი ფინალს უდანაკარგოდ, ასპროცენტიანი მაჩვენებლით, ზედიზედ ხუთი მოგებით და სუპერგანწყობით შეხვდა.

ამერიკა კი, რაიან მილერი, რომელმაც კანადასთან პირველ, 5:3 მოგებულ თრილერში 45 დარტყმიდან მხოლოდ სამი ვერ აიღო და იმ სამს ათი მილერიც ვერ დაასეივებდა.

ინდივიდუალური პარამეტრებით კანადას ამერიკისთვის უნდა გადაევლო. არაფავორიტის ორ კარგ მოთამაშეზე - ზაკ პარიზესა და პატრიკ კეინზე - "ნეკერჩხლის ფოთლებს" კროსბი, ჯერომ იგინლა, "სან ახოსეს" მთელი სამეული, უებერი და კიდევ ბევრი "მაგარი კაცი" ჰყავდა. იქ იყო ჯონი თეუვზიც, რომელიც საბოლოოდ ტურნირის შემტევ სიმბოლურში შეიყვანეს.

თეუვზი და კეინი "ჩიკაგოში" თანაგუნდელები არიან. უფრო გაპიარებული, ცნობადი და პოპოლარული კეინია, მაგრამ გუნდში თეუვზი კაპიტნობს და კანადის ნაკრებშიც ერთ-ერთი წონიანი, დამაჯერებელი ფიგურა ჯონი იყო.

ფინალში კანადა თავიდანვე აგრესორად იქცა და შექმნა ილუზია, რომ ინტრიგა უფრო ფორმალობა იყო, ვიდრე სასურველი ფაქტი. გააჩნია, რამდენ ხანს გაუძლებდა ამერიკა ფავორიტის შეტევებს და როდემდე შეინარჩუნებდა სიმშვიდეს მილერი.

კანადის პირველი შაიბა თეუვზმა შეაგდო. ცენტრში დააშვებინა შეცდომა ბობი რაიანს და უძლიერესი დარტყმით მილერს კარს უკან წითელი შუქი აუნთო.

"ჯონიმ ითამაშა ისე, როგორც ყოველთვის აკეთებს ამას "ჩიკაგოში", სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. ეს მისი მატჩი იყო", - შეაქო თანაგუნდელი კანადის მცველმა დანკან კიტმა.

კანადამ მეორე პერიოდში მეორეც გაიტანა. კორი პერიმ მეკარის ზონაში შეუსვლელად დაყვანჯა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, "დეტროიტის" ბებერი მცველი ბრაიან რაფალსკი და ვითომ ამერიკის ამბავი მოთავებული იყო?

"ამ ტურნირზე ყველა ოპონენტს, მსაჯს, ყველაზე უმნიშვნელო ნიუანსსაც კი ყურადღებით, გულით მოვეკიდეთ და ფინალშიც ასე იყო", - ეს რაფალსკის მატჩისშემდგომი კომენტარია.

კანადას თეუვზი გაუგდეს, ამერიკამ კი უმრავლესობისას კინაღამ მესამე შაიბა მიიღო - მილერმა ბოლო მომენტში აუღო დენი ჰიტლის.

მერე კი, 4 წუთში, კანადის შანსიდან, რაიან კესლერმა ლუონგოს, "კენაქსის" და კანადის ფანებს გულისცემა პირველად აუჩქარა - ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შემცირდა და წინ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი.

მთელი მესამე პერიოდი იყო ომი თითო სანტიმეტრისთვის, მაგრამ ყველაფერი იმდენად აკურატულად ხდებოდა, რომ მსაჯებს ერთხელაც არ გაუჩერებიათ მატჩი წესის დარღვევისთვის.

ძირითადი დრო იწურებოდა. ამერიკამ ბოლოსწინა წუთზე მეკარე მეექვსე მოთამაშით შეცვალა.

რჩება ცოტა, ძალიან ცოტა დრო და "ნიუ ჯერსის" ვარსკვლავი ზაკ პარიზე ტენის შაიბას ლუონგოს კარში.

2:2 და რაიან მილერი კვლავ ყინულზეა. შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. დაინიშნა დამატებითი ტაიმი.

აქ კი გაიტანა იმან, ვისაც მანამდე მთელი ტურნირის განმავლობაში ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი შვეიცარიასთან ბულიტებში ჰქონდა. "პიტსბურგის" კაპიტანმა, "მისტერ კანადამ" - სიდ კროსბიმ ოვერტაიმის მეშვიდე წუთზე გაიტანა და კანადამ ოლიმპიადების ისტორიაში მერვედ აიღო ჰოკეიში ოქრო, ერთი უმაღლესი მედლით გაასწრო რუსეთს (და საბჭოთა კავშირს), შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კი ჯონი თეუვზი დაასახელეს.

მანამდე, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ფინეთმა უმოტივაციო სლოვაკეთს 5:3 მოუგო. ამ მატჩის უძვირფასესად კი წაგებულის ლიდერი - პავოლ დემიტრა მიიჩნიეს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში კანადა გახდა პირველი მასპინძელი, რომელმაც მთავარი სახეობის ყველაზე ძვირფასი მედალი მოიგო. იქამდე, 1980-ში, ამერიკამ ლეიკ პლეისიდში აიღო ოქრო. მაშინ ამერიკელებმა საბჭოთა კავშირის სუპერნაკრებს აჯობეს.

ნილ იანგის, მაიკლ ჯეი ფოქსის თვალწინ, კანადამ ფანებს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა. ჰოკეის სეზონი კი ამით არ მთავრდება. წინ ზელიგის დარჩენილი მატჩებია რეგულარულში. ყველაზე საინტერესო კი იმის მერე დაიწყება.

ჰოკეი

ფინალი: კანადა - აშშ 3:2

1:0, 1:1, 0:1, 1:0

გოლები: 1:0 თეუვზი, 2:0 პერი, 2:1 კესლერი, 2:2 პარიზე, 3:2 კროსბი.

კანადის ნაკრები: რობერტო ლუონგო, მარტინ ბროდო - ში უებერი, დანკან კიტი,დენ ბოილი, კრის პრონგერი, დრიუ დუტი, ბრენტ სიბრუკი - სიდნი კროსბი, ჯონათან თეუვზი, კორი პერი, რაიან გეცლაფი, ჯო თორნთონი, დენი ჰიტლი, პატრიკ მარლო, ჯერომ იგინლა, რიკ ნეში, პატრის ბერჟერონი, ერიკ სტაალი, მაიკ რიჩარდსი, ბრენდენ მოროუ.

ტურნირის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე

რაიან მილერი (აშშ)

მცველები: ბრაიან რაფალსკი (აშშ), ში უებერი (კანადა)

ფორვარდები: ზაკ პარიზე (აშშ), პავოლ დემიტრა (სლოვაკეთი), ჯონათან თეუვზი (კანადა)

კანადის ნაკრებში ყველა მეტი ქულა (გოლი+პასი)

1. თეუვზი - 8 (1+7), გეცლაფი - 7 (3+4), კროსბი - 7 (4+3), იგინლა - 7 (5+2), ჰიტლი - 7 (4+3).

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი