“ევროსპორტის” თვალით
ვანკუვერის ზამთრის XXI თამაშები, რომელშიც 82 ქვეყნის 2,629 ოლიმპიელი თავს არ ზოგავდა სახელის მოსახვეჭად, Live-ში ჟურნალისტთა რეკორდულად დიდმა რაოდენობამ გააშუქა.
24 საათი 03.03.10
ყველაზე ცუდი, რაც ოლიმპადაზე მოხდა - ქუმარიტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვაა
ვანკუვერის ზამთრის XXI თამაშები, რომელშიც 82 ქვეყნის 2,629 ოლიმპიელი თავს არ ზოგავდა სახელის მოსახვეჭად, Live-ში ჟურნალისტთა რეკორდულად დიდმა რაოდენობამ გააშუქა.
რეპორტიორთა ათიათასიანი არმია სააგენტოებსა თუ ჟურნალ-გაზეთებს ნაირგვარი ინფორმაციით ამარაგებდა. მათ შორის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ნაკლებად მნიშვნელოვანი, სავალდებულო, დამაინტრიგებელი, სახალისო თუ მოსაწყენი ახალი ამბები. ახლა, როცა ვანკუვერის თამაშები ისტორიის საკუთრება გახდა, სპორტული საიტის Eurosport-ის მესვეურებმა სხვადასხვაენოვანი გვერდის ჟურნალისტების ერთ ნაწილს, ვინც მეტად იყო დაკავებული ოლიმპიადის გაშუქებით, სამ-სამი კითხვით მიმართეს:
1. რა მოგეწონათ და არ მოგეწონათ ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე?
2. ოლიმპიადაზე თქვენი ქვეყნისთვის რომელ მნიშვნელოვან მომენტს გამოყოფდით?
3. ვინ იყო თქვენთვის ოლიმპიური თამაშების ეროვნული გმირი?
პასუხების გადაკითხვისას შენიშნავთ, რომ მეორე კითხვის პასუხში ყველა ერთხმად აღნიშნავს ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშილის ტრაგიკულად დაღუპვას.
ლი უოლკერი
- ინგლისი
1. დადებითი მომენტები:
- ოლიმპიურ პროგრამაში სკი-კროსისი ჩასმა (ფრისტაილის ერთგვარი სახეობა)
- ინტრიგა ვაჟთა სკელეტონში (უოლკერი საბუკმეკერო კანტორაში სკელეტონზე ჩასულა ფსონს. რედ.)
უარყოფითი მომენტები:
- არ მომეწონა ჰოკეისტთა ტურნირის ფორმატი (უმჯობესი იქნებოდა ყოფილიყო ორი ექვს გუნდა ჯგუფი, რომლის გამარჯვებულებიც ერთმანეთს შეხვდებოდნენ გადამწყვეტ მატჩში)
- მოციგავეთა სტარტის გადატანამ ასპარეზობა კომედიათ აქცია
- კერლინგში ნორვეგიელების შარვლები (შემოტმასნილი კუბოკრული შარვლები ეცვათ. რედ.)
2. სკელეტონი, სკელეტონი და ისევ სკელეტონი, რამდენადაც ბრიტანეთა მისთვის ერთადერთი მედალი მოიპოვა.
3. ემი უილიამსი - სკელეტონში ჩვენი ოქროს მედალოსანი.
ანდრეას შულცი - გერმანია
1. დადებითი მომენტები:
- პეკინი-2008 და ტურინი-2006 თამაშებისგან განსხვავებით ბრწყინვალე ატმოსფერო (ვანკუვერში მეგობრობისა და ბედნიერების სადღესასწაულო განწყობა სუფევდა)
- არ აგორებულა სერიოზული დოპინგ სკანდალები
- თამაშების მასპინძელთა და გერმანელების ბევრი გამარჯვება (კანადამ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში რეკორდულად ბევრი - 14 ქოროს მედალი დაისაკუთრა. მედლების ჩათვლაში მეორეზე გერმანია გავიდა)
- დრამა და სიურპრიზები (პეტრა მაიდიჩი, შონ უაიტი, ბოდე მილერი, ადამ მალიში, სიმონ ამანი)
უარყოფითი მომენტები:
- ბობსლეისა და ციგის ტრასა
- იდეალურისგან შორს მყოფი ამინდის პირობები
2. ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის სიკვდილი
- მაგდალენა ნოინერისა (ბიატლონი) და მარია რიშის (სამთო თხილამურები) ბრწყინვალე გამარჯვებები
- საუბრები ნოინერისთვის საესტაფეტო რბოლაში მონაწილების აკრძალვაზე
- ქალთა ციგურებში გამოდევნებით რბოლაში გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებს ფინალში სათადარიგოების გაყვანა მოუწიათ
3. ორი გმირი:
- მაგდალენა ნოინერი, რომელმაც სამი მედალი მოიპოვა (ორ ოქრო და ერთი ვერცხლი)
- მარია რიში, რომლის ანგარიშზეც ასევე ორი ოქროს მედალია
ილარია ბოტულა - იტალია
1. ბევრი უსიამოვნო ვითარება იყო - ის, რაც ამინდთან იყო დაკავშირებული ოლიმპიადის მონაწილეთა სხვადასხვა ინციდენტები (სლოვენიელი პეტრა მაიდიჩისა და შვედი ანია პერსონის ტრასიდან გადავარდნა). და მაინც, უმთავრესი რამაც ყველა შეგვძრა, ეს ნოდარ ქუმარიტაშვილის სიკვდილია. თუ ვანკუვერისა და ტურინის თამაშებს შევადარებთ, ამ შემთხვევაში იტალიაში ჩატარებული თამაშები უფრო ორგანიზებული იყო (თუმცაღა ასეთი შეფასებისას პატრიოტული ნოტები შეინიშნება).
ერთადერთი რამაც სიხარული მოგვანიჭა ეს მოპოვებული მედლებია (ოქრო, ვერცხლი და სამი ბრინჯაო).
2. იტალიისთვის შეიძება გამოვყოთ რამდენიმე სასიამოვნო ისტორია. კერძოდ, მოციგავე არმინ ცოგელერის ბრინჯაო და მოთხილამურე პეტრო პილერ კოტრერის ვერცხლი. გარდა ამისა, გაგვახარა ალესანდრო პიტინიმ (სათხილამურო ორჭიდი, ბრინჯაო) და არიანა ფონტანამ (შორტ-ტრეკი, ბრინჯაო). შთაბეჭდილება მოახდინა ჟოან როშეს სიტუაციამაც, რომელმაც ოლიმპიადამდე რამდენიმე დღით ადრე დედა დაკარგა. უყურადღებოდ არც კოსტიუმები დაგვრჩენია: ვნახეთ საშინელი უნიფორმები (ბოტულა ნორვეგიის კერლინგისტთა ფორმას გულისხმობს).
3. გმირი - ჯულიანო რაცოლი, რომელმაც იტალიას ერთადერთი ოქროს მედალი მოუტანა (სამთო სათხილამურო სპორტი, სლალომი). სამაგიეროდ უსიამოვნოდ გაგვაკვირვეს ციგურებიღ რბოლაში ენრიკო ფაბრისმა და მოციგურავე კაროლინა კოსტნერმა. ენრიკომ, რომელმაც ტურინში ორი ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა, ამჯერად უმედლოდ დარჩა, ხოლო კაროლინა - ევროპის მოქმედი ჩემპიონი, თავისუფალში ოთხჯერ წაიქცა და მე-16 ადგილი დაიკავა (ელენე გედევანიშვილი მე-14 იყო. რედ.).
ხორხე ორდასი - ესპანეთი
1. ესპანეთისთვის ვანკუვერის თამაშები არც ისე ტკბილად მოსაგონარია. აღსანიშნავია მარიო ხოსე რიენდა (სამთო თხილამურები), რომელმაც უკვე ხუთ თამაშებზე იასპარეზა. ასევე საგულისხმოა, ანდერა მირამბელა - - სკელეტონში პირველი ესპანელის ასპარეზობა.
2. არ მომეწონა ტამაშების ორგანიზაციული მხარე. ბევრი იყო შეცდომა. უდაოა, ყველაზე დიდი საშინელება იყო ნოდარ ქუმარიტაშვილის სიკვდილი.
2. როგროც უკვე აღვნიშნე, ესპანეთისთვის ოლიმპიადა არაფრით იყო გამორჩეული. და მაინც, მნიშვნელოვან მოვლენებს მაინც გამოვყოფ:
- მედლების ჩათვალაში კანადამ პირველი ადგილი დაიკავა.
- ჟოან როშემ დედის გარდაცვალების მიუხედავად ბრინჯაო მოიპოვა
- ჰოკეისტთა განუმეორებელი ფინალი
3. გმირი - ანდერ მირამბელი. შესაძლოა, უძლიერეს სკელეტონისტთა შორის მისი სახელი არ ფიგურირებდა, მაგრამ ესპანეთის ისტორიაში მაინც შევიდა (24-ე ადგილი დაიკავა).
ტიანი - ჩინეთი
1. დადებით მონეტებს შორის აღვნიშნავ ჩინეთის ნაკრების ასპარეზობას. ვფიქრობ, მომავალში ზამთრის სახეობებისადმი ჩვენს ქვეყანაში მოიმატებს.
ჩვენთვის ყველაზე საშინელ მოგონებად დარჩება ინციდენტი, რომელიც შეემთხვა ნოდარ ქუმარიტაშვილს. აშკარაა, ორგანიზატორებზე ამგვარმა გაკვეთილმა ვერ იმოქმედა, რამდენადაც შემდგომში ბობსლეისტებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ იმავე ტრასაზე.
2. უდაოა, უმთავრესი გამარჯვება ჩინეთისთვის გოგონათა ტრიუმფია შორტ-ტრეკში, სადაც პროგრამის ოთხივე ნაწილში (500 მ, 1000 მ, 1500 მ, და ესტაფეტა 3000 მეტრზე) ოქროს მედლები დავისაკუთრეთ. გარდა ამისა, ჩვენმა წყვილმა სიუ შენ/ჰუნბო ჩჟაომ ფიგურულ სრიალში როგორც იქნა ჩემპიონობა იზეიმა.
3. მას შემდეგ, რაც ვან მენმა შორტ-ტრეკში სამი ოქრო მოიპოვა, ის გახდა ზამთრის სახეობათა ნამდვილი დედოფალი ჩინეთში.
ჰენრიკ ლარსონი - შვედეთი
1. ნორვეგიელ კერლინგისტთა შარვლებმა გაგვახარა, ისევე როგორც შვედ სპორტსმენთა ასპარეზობებმა.
მოციგავეთა ასპარეზობისას მომხდარი ტრაგედია ოლიმპიადის ყველაზე დამამწუხრებელი რამ იყო.
2. თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს ჰოკეისტთა ტურნირს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი ნაკრები გამოვარდა, ბარის თხილამურებზე გადავერთეთ.
3. გმირი - მოთხილამურე მარკუს ჰელნერი (ორი ოქროს მედალი - დუატლონსა და ესტაფეტაში)
ანტიგმირი - ბიატლონისტი ჰელენა იუნსონი, რომელმაც მასზე დაკისრებული ვალდებულებები ვერ გაამართლა.