ევროპამ მარკოიშვილი გამოარჩია
უკვე მერამდენეტურია, რაც იტალიურ საკალათბურთო სერია A-ში მოასპარეზე კლუბ “კანტუს” რიგებში გამოირჩევა საქართველოს ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილი.
24 საათი 10.03.10
უკვე მერამდენეტურია, რაც იტალიურ საკალათბურთო სერია A-ში მოასპარეზე კლუბ “კანტუს” რიგებში გამოირჩევა საქართველოს ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილი.
მანუ უკვე ჩამოყალიბდა “კანტუს” ლიდერად და ამ გუნდს პლეი-ოფისკენ მიუძღვება. კანტუელებმა ქართველი მსროლელის დახმარებით სერია A-ს მორიგ ტურში სტუმრად “ტერამო” დაძაბულ ბრძოლაში 73:72 დაამარცხა.
თამაშის ბედი სწორედ მარკოიშვილის ზუსტმა სამქულიანებმა გადაწყვიტეს. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მასპინძლები ანგარიშით 72:65-ს იგებდნენ, ქართველმა კი ბოლო ერთ წუთში ზედიზედ ორი სამქულიანი შეასრულა ზუსტად და ანგარნიშის სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა.
მომდევნო შეტევაში მასპინძელთა ლიდერმა ჯუზეპე პოეტამ ორქულიანი ააცილა, ხოლო “კანტუს” ამერიკელმა ლეგიონერმა ჯერი გრინმა საფინალო სირენამდე 15 წამით ადრე ზუსტი სროლით 73:72 დააწინაურა თანაგუნდელები და მატჩიც მოიგეს.
მარკოიშვილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ერთით მეტი ქულა ჩააგდო ტერამოელმა ვალერიო ამოროზომ, მარკოიშვილს საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალი აღმოაჩნდა. მანუჩარმა 31 წუთში 23 ქულა, ოთხი მოხსნა, ამდენივე პასი და ორი ჩაჭრა მიითვალა. ამასთან ცხრა ცდიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო, ოთხი ორიანიდან ორი მოათავსა ტერამოელთა კალათში, ხოლო ხუთი საჯარიმოდან ოთხი გამოიყენა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასულ ტურში მარკოიშვილის 23 ქულა საუკეთესო მესამე შედეგი იყო. ზემოთხსნებეული ამოროზოს გარდა მარკოიშვილზე მეტი (29) ქულა ამ ტურში “კრემონელმა” ანდრეა კონტიმ მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ პრესტიჟული საკალათბურთო ინტერნეტ სიატის http://www.eurobasket.com-ის ვერსიით მარკოიშვილი ტურის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელად აღიარეს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში http://www.eurobasket.com-მა მანუ მეორედ სცნეს ტურის საუკეთესოდ.
“მანუჩარ მარკოიშვილის 23 ქულის, ოთხი შედეგიანი გადაცემის და ოთხი მოხსნის წყალობით “კანტუმ” ტერამოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მცველი მიმდინარე სეზონში უმაღლეს დონეზე თამაშობს და იტალიური ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კალათბურთელი გახლავთ”.