ქორები” ნიუ იორკში დამარცხდნენ
გუშინ, გამთენიისას, NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ატლანტა ჰოუქსი” “ნიუ იურკ ნიქსთან” ანგარიშით 98:99 დამარცხდა.
24 საათი 10.03.10
გუშინ, გამთენიისას, NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ატლანტა ჰოუქსი” “ნიუ იურკ ნიქსთან” ანგარიშით 98:99 დამარცხდა.
თამაში დრამატული გამოდგა. მატჩის დასრულებამდე 1.7 წამით ადრე ბურთი ჰქონდა ატლანტელთა ლიდერს ჯოშ სმიტს, რომელმაც არაზუსტად ტყორცნა, თუმცა, ფარზე ალ ჰარფორდმა იმარჯვა, დაამატა და თითქოს მომგებიანი ორი ქულაც შეძინა გუნდს, მაგრამ ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ ჰარფორდმა ბურთი მას შემდეგ გაუშვა ხელიდან, რაც თამაშის დრო უკვე ამოწურული იყო. ამ მარცხის შემდეგ “ატლანტა” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მომდევნო მატჩში “ქორები” “ვაშინგტონს” დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, “ნიუ იორკთან” გამართულ მატჩში ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 9 წუთი გაატარა და მხოლოდ ორ მოხსნას მოუყარა თავი.