კალენდარს უეფა დაგვიდგენს
როგორც მოსალოდნელი იყო, უშედეგოდ დასრულდა ათენური მატჩი, რომელსაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში F ჯგუფის კალენდარი უნდა დაედგინა.
24 საათი 10.03.10
როგორც მოსალოდნელი იყო, უშედეგოდ დასრულდა ათენური მატჩი, რომელსაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში F ჯგუფის კალენდარი უნდა დაედგინა.
ახლა კალენდარს უეფა დაგვიდგენს და ეს, სავარაუდოდ, 23 მარტამდე მოხდება. F ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ხორვატიის, ისრაელის, ლატვიის, საბერძნეთისა და მალტის ნაკრები გუნდები არიან.