RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

შვეიცარია ბრიტანეთის გზას დაადგა

ბლატერს ძველი ცოდვები გაუხსენეს

24 საათი 09.12.10

ფი­ფას საქ­მი­ა­ნო­ბით შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბა და­ინ­ტე­რეს­და
ფი­ფას საქ­მი­ა­ნო­ბით შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბა და­ინ­ტე­რეს­და

ბლატერს ძველი ცოდვები გაუხსენეს

შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბა იმ სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­მოწ­მე­ბას აპი­რებს, რო­მელ­თა შტაბ­ბი­ნე­ბი შვე­ი­ცა­რი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. შვე­ი­ცა­რი­ულ სა­ა­გენ­ტო ATS-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა ფი­ფას, უეფას და სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ა­მოწ­მებს.

იქ­მ­ნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­მი ორ­გა­ნი­ზა­ცია კა­ნონ­ზე მა­ღა­ლა დგას. ფი­ფა, უეფა და სო­კი არა­ვის ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, ისი­ნი სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბით ცხოვ­რო­ბენ, ფი­ფა­სა და უეფას­თ­ვის ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნო­ნე­ბიც კი არა­ფერს ნიშ­ნავს. ვის აქვს ამ სა­მე­უ­ლის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია. თუმ­ცა, სა­მი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შტაბ­ბი­ნა შვე­ი­ცა­რი­ა­ში აქვს და, წე­სით, შვე­ი­ცა­რი­ის კა­ნო­ნებს მა­ინც უნ­და და­ე­მორ­ჩი­ლონ.

ინ­გ­ლი­სე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­ერ ატე­ხილ­მა აჟი­ო­ტაჟ­მა, რო­მე­ლიც ფი­ფა­ში არ­სე­ბულ კო­რუფ­ცი­ას ეხე­ბა, შვე­ი­ცა­რი­ის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის რო­ნალდ ბი­უ­ხე­ლის ყუ­რადღე­ბაც მი­იპყ­რო. შვე­ი­ცა­რი­ის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის წევ­რ­მა მი­მარ­თ­ვა გაგ­ზავ­ნა შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბა­ში, რა­თა ამ სა­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი. დე­პუ­ტა­ტის მოთხოვ­ნის გან­ხილ­ვის შემ­დეგ, შვე­ი­ცა­რი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, სა­მი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლა და­იწყე­ბა. შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, გა­კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რა­თა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბი აილაგ­მოს.

ATS-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­იქ­მ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც ხსე­ნე­ბუ­ლი სა­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შტაბ­ბი­ნე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ის­წავ­ლის. ამის შემ­დეგ შვე­ი­ცა­რი­ის სპორ­ტის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი მო­ამ­ზა­დებს სპე­ცი­ა­ლურ მოხ­სე­ნე­ბას, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ის მე­თო­დე­ბი, რი­თაც უნ­და აღ­მო­იფხ­ვ­რას კა­ნონ­დარ­ღ­ვე­ვე­ბი.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­დე­საც ამ სა­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბით სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ და ფი­ფას, უეფას და სო­კის საქ­მი­ა­ნო­ბას რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა შე­ის­წავ­ლის. თუ აქამ­დე ფი­ფა­სა და უეფა­ში არ­სე­ბულ კო­რუფ­ცი­ა­ზე მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­უბ­რობ­დ­ნენ, ახ­ლა ამ სკან­და­ლუ­რი თე­მით შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბაც და­ინ­ტე­რეს­და.

სა­ვა­რა­უ­დოდ, შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბა ევ­რო 2012-ის მას­პინ­ძ­ლის არ­ჩე­ვის პრო­ცე­სი­თაც და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. კვიპ­რო­სე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ჩი­ნოვ­ნი­კი სპი­რანს მა­რან­გო­სი კარ­გა ხა­ნია ამ­ტი­კი­ცებს, რომ მას აქვს უეფას მა­ღა­ლი რან­გის ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო­ბის მამ­ხი­ლე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი. კერ­ძოდ, ის ამ­ბობს, რომ 2012 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი გა­ი­ყი­და და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი მას ხელთ აქვს.

"კვიპ­როს­ზე 3.15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ქრთა­მი დიდ ტო­მა­რა­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი და ისე გა­დას­ცეს ერთ პი­როვ­ნე­ბას. მე ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­მი დო­კუ­მენ­ტი მაქვს", - აცხა­დებს მა­რან­გო­სი.

თუ კვიპ­რო­სე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კის ბრალ­დე­ბა ჯერ არაფ­რით არ არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, ფი­ფას აღ­მას­კო­მის წევ­რე­ბი ამოს ადა­მუ და რე­ი­ნოლდ ტე­მე­რი ქრთა­მის აღე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრი­ტა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ამ­ხი­ლეს და, წე­სით, შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბა ამ საქ­მი­თაც უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს.

ფი­ფა­ში არ­სე­ბულ მექ­რ­თა­მე­ო­ბა­ზე ბევრს სა­უბ­რო­ბენ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებს მა­ინც არ უნ­და ვე­ლო­დეთ, რად­გან, რო­გორც ვთქვით, კო­რუფ­ცი­ა­ზე მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რადღე­ბას. შე­საძ­ლოა, შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბამ თა­ვი­სი გა­მო­ძი­ე­ბით რა­ი­მე უფ­რო კონ­კ­რე­ტულ შე­დეგ­საც მი­აღ­წი­ოს.

რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ფი­ფა­სა და უეფას საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. ცო­ტა გა­საკ­ვი­რია შვე­ი­ცა­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბით. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ჟაკ რო­გის მის­ვ­ლის შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ყვე­ლა­ფე­რი კი 2002 წლის ზამ­თ­რის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბით და­იწყო, რო­დე­საც ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი ქრთა­მის აღე­ბა­ში ამ­ხი­ლეს. მექ­რ­თა­მე ჩი­ნოს­ნებს მა­შინ­ვე და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი და სოკ­ში დი­დი წმენ­და და­იწყო. 2004 წელს კი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ეთი­კის კო­მი­სი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სო­კის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტის კიმ იუნ ენის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და­იწყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უცხო­ურ მე­დი­ა­ში ჟაკ რო­გის შე­სა­ხებ არა­ვი­თა­რი სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლა და ესეც მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლია. ასე რომ, სო­კის საქ­მი­ა­ნო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა, ცო­ტა არ იყოს, უც­ნა­უ­რია, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, თუ შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბა ფი­ფა­სა და უეფას საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ძი­ე­ბას აპი­რებს, ამ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მე­სა­მე სო­ლი­დუ­რი სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბაც უნ­და შე­ის­წავ­ლოს.

თუ შვე­ი­ცა­რი­ამ ფი­ფას სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე შე­უ­ტია, ამე­რი­კე­ლებ­მა შე­ტე­ვა პი­რა­დად ზეპ ბლა­ტერ­ზე მი­ი­ტა­ნეს, ოღონდ ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, ისე­ვე რო­გორც ბრი­ტა­ნულ ვა­რი­ან­ტ­ში, საქ­მე მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბებს და ბრალ­დე­ბებს ეხე­ბა.

ამე­რი­კე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ფი­ფას გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით ასე­ვე უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან (შე­გახ­სე­ნებთ, აშშ 2022 წლის მუნ­დი­ა­ლის ფი­ნა­ლუ­რი ეტა­პის მას­პინ­ძ­ლო­ბის მთა­ვარ ფა­ვო­რი­ტად ით­ვ­ლე­ბო­და, ფი­ფამ კი არ­ჩე­ვა­ნი შე­ა­ჩე­რა ყა­ტარ­ზე, სა­დაც ზაფხულ­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 45-50 გრა­დუ­სამ­დე ადის), ბლა­ტერს ძვე­ლი ცოდ­ვე­ბი გა­უხ­სე­ნეს.

ცნო­ბილ­მა ამე­რი­კელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა ჯე­ი­მი ენ­ტო­ნიმ მო­ი­ძია ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მელ­ზეც ახალ­გაზ­რ­და იოზეფ ბლა­ტე­რი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კა­ლათ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ჩი­ნოვ­ნი­კებ­თან ერ­თად, მი­უნ­ხე­ნის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­შია.

1972 წლის ზაფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვაჟ კა­ლათ­ბურ­თელ­თა ფი­ნალ­ში ბლა­ტე­რი დროს აკონ­ტ­რო­ლებ­და. დაგ კო­ლინ­ზ­მა ორი ზუს­ტი სა­ჯა­რი­მო­თი ამე­რი­კე­ლე­ბი 50:49 და­ა­წი­ნა­უ­რა. მე­რე დრო წა­ვი­და, გა­ჩერ­და, სსრკ-ს ნაკ­რებ­მა წუთ­შეს­ვე­ნე­ბა მო­ითხო­ვა და ქა­ო­სი იმით დას­რულ­და, რომ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ნაკ­რებ­მა მო­ი­პო­ვა. ბო­ლო წამ­ზე ივან ედეშ­კოს პა­სით ალექ­სანდრ ბე­ლოვ­მა ჩა­აგ­დო ბურ­თი და მატ­ჩი დამ­თავ­რ­და 51:50.

FIBA-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი არ.უილი­ამ ჯო­უნ­სი და ბლა­ტე­რი წი­ნა დღეს შეხ­ვ­დ­ნენ რუ­სებს სას­ტუმ­რო­ში. ცხა­დია, ძა­ლი­ან ძნე­ლია ბო­ლო წა­მებ­ზე ამ სპექ­ტაკ­ლის დად­გ­მა, მაგ­რამ ჯე­ი­მი ენ­ტო­ნი ამ­ტ­კი­ცებს, რომ ბლა­ტე­რი "ზედ­მე­ტად აჟი­ტი­რე­ბუ­ლი" იყო, რო­დე­საც ბე­ლოვ­მა ბო­ლო წამ­ზე სამ­წა­მი­ა­ნი­დან ჩა­აგ­დო.

ამე­რი­კე­ლე­ბის ბრალ­დე­ბას ბლა­ტე­რის გუნ­დ­მა არ უპა­სუ­ხა, მაგ­რამ მის­მა მე­გო­ბარ­მა, ვინ­მე რუ­დი კე­ლერ­მა აღ­ნიშ­ნა, მე­ცი­ნე­ბა, რო­დე­საც უსაქ­მუ­რი და დი­ლე­ტან­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასეთ ფაქ­ტებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბა­სო.

ახ­ლა ძნე­ლია იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუ რო­გორ დას­რულ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა, ერ­თი რამ აშ­კა­რაა: თუ აქამ­დე ფი­ფა­ში არ­სე­ბულ კო­რუ­ფი­ცა­ზე მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი სა­უბ­რობ­დ­ნენ, ახ­ლა ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა - ფი­ფას რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით უტე­ვენ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი