RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, პარასკევი 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

ფეხ­ბურ­თის ჯა­გე­რე­ბი

ზუ­რაბ თა­ლაკ­ვა­ძე

24 საათი 26.04.12

კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუ
კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუ

ზუ­რაბ თა­ლაკ­ვა­ძე

რო­კი რო­ლინ­გე­ბია. რო­ლინ­გე­ბი ჯა­გე­რია. დღეს ფეხ­ბურ­თის, ჩვე­ნი გე­ნე­რა­ცი­ის ჯა­გე­რებ­ზე ვთქვათ სათ­ქ­მე­ლი.

მა­ნუ­ელ ნო­ი­ე­რი (ბა­ი­ერ­ნი)

ჯან­ლუ­ი­ჯი ბუ­ფო­ნი ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ "სე­ი­ვებს" აკე­თებს, იტა­ლი­უ­რად ცელ­ქობს კა­რის ხაზ­ზე, ლა­მა­ზი აბა­დო­კი" უკე­თია და ალექს დელ პი­ე­როს უკა­ნალ­ზე რბი­ლად უთა­თუ­ნებს ხელს. ჯი­ჯი ფეხ­ბურ­თის პი­კა­სოა, მაგ­რამ, ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, მე­კა­რე­ე­ბი­დან ჰერ ნო­ი­ე­რი ავიყ­ვა­ნოთ.

შალ­კე­დან" ბა­ი­ერ­ნ­ში" გა­დას­ვ­ლა რთუ­ლი თე­მაა. იქ სხვა დო­ნე­ზე სხვა გარ­ჩე­ვე­ბი მი­დი­ო­და და მი­უნ­ხენ­ში სხვა დო­ნეა. ნო­ი­ე­რი გრძნობს, სად და რა ტრა­ექ­ტო­რი­ით წა­მო­ვა ბურ­თი, ზედ­მეტ მოძ­რა­ო­ბას ერი­დე­ბა, ენერ­გი­ას გერ­მა­ნუ­ლად ანა­წი­ლებს.

ნო­ი­ერ­მა ოლი­ვერ კა­ნის რე­კორ­დი გა­და­ტე­ხა. აგ­ვის­ტო­დან, ამ სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი ბუნ­დეს­გარ­ჩე­ვი­დან 23 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე, ნო­ი­ერ­მა 10 ტეს­ტ­ში გო­ლი არ გა­უშ­ვა. სე­რი­ო­ზუ­ლი სე­რიაა. ნო­ი­ე­რის­თ­ვის, ბუ­ფო­ნის­თ­ვის, დი­ნო ძო­ფის­თ­ვის - ყვე­ლას­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი სე­რიაა.

უეინ რუ­ნი (მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­ტე­დი)

უეინ რუ­ნი ბორ­დე­ლებ­ში არ დარ­ბის და რამ­დე­ნი­მე ათას ევ­როს არას­რულ­წ­ლო­ვან, ფა­სი­ან გო­გო­ნებ­ში არ იხ­დის. რუ­ნი კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე და წე­სი­ე­რი ბი­ჭი გახ­და. ძი­რი­თა­დად, ოჯახ­ში რჩე­ბა, უყუ­რებს რო­ჯერ მუ­რის კლა­სი­კას და ფრო­დი­ჯი­ზე" არ ზის. მის­ტერ რუ­ნი გა­მოს­წორ­და.

ად­რე რუ­ნი გო­ლებს და გაფ­რ­თხი­ლე­ბებს აგ­რო­ვებ­და. დღეს უფ­რო გო­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რია. ოქ­ტომ­ბერ­ში, ინ­გ­ლი­სი­სა და მონ­ტე­ნეგ­როს მატ­ჩის დროს, რუ­ნის წი­თე­ლი ბა­რა­თი მი­არ­ტყეს. ცუ­დი ჟეს­ტი იყო. იმ გარ­ჩე­ვა­ში რუ­ნიც ცუ­დი იყო.

იმ ამ­ბე­ბის შემ­დეგ, უეინი მშვი­დი პერ­სო­ნა­ჟია. პრე­მი­ერ ლი­გის სრულ სე­ზონ­ში რუ­ნის მხო­ლოდ ერ­თი ყვი­თე­ლი ბა­რა­თი აქვს - პი­რა­დი რე­კორ­დი, სერ.

უეინი სერ ალექს ფერ­გი­უ­სო­ნის ჯო­კე­რია. რუ­ნი ამ გე­ნე­რა­ცი­ის გა­რი ლი­ნე­კე­რია. თით­ქ­მის იმ დო­ნე­ზეა.

რო­ბინ ვან პერ­სი (არ­სე­ნა­ლი)

ჰო­ლან­დი­ელ­მა აკ­რი­ფა, ვან პერ­სი გა­ი­შა­ლა. პრე­მი­ერ ლი­გა­ში პირ­ვე­ლი 25 გო­ლი 17 გუნ­დ­ზე გა­და­ა­ნა­წი­ლა, სტა­ბი­ლუ­რად სტა­ბი­ლუ­რი და აგ­რე­სი­უ­ლი იყო. ვან პერ­სი არ­სე­ნალ­ში" თა­ვის არ­სე­ნალს ბო­ლომ­დე იყე­ნებს, არ­სენ ვენ­გე­რი ვა­ლო­კორ­დი­ნის დი­ე­ტი­დან ჩა­მოს­ვა.

არ­სე­ნა­ლის" პრობ­ლე­მებს ვან პერ­სი და სე­ნი­ორ ვენ­გე­რი აგ­ვა­რე­ბენ.

ან­დ­რეი არ­შა­ვი­ნი უმო­ტი­ვა­ციო, ჩიფ­სე­ბის რუ­სი ბი­ჭი იყო და არ­შა­ვი­ნი უკ­ვე წარ­სუ­ლია. ვან პერ­სი მო­მა­ვა­ლია.

რო­ბინ ვან პერ­სი არ­სე­ნალ­ში" თით­ქ­მის სესკ ფაბ­რე­გა­სია (მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით). ჰო­ლან­დი­ე­ლი მარ­კო ვან ბას­ტე­ნის ელე­გან­ტუ­რი სირ­ბი­ლის და რუ­უდ ვან ნის­ტელ­რო­ის აგ­რე­სი­ის სა­ინ­ტე­რე­სო მიქ­ს­ტია. ვენ­გე­რი ვან პერ­სის­თან ერ­თად ის­ვე­ნებს.

ხა­ვი (ბარ­სე­ლო­ნა)

ეს­პა­ნე­თი ფეხ­ბურ­თის ნე­ოკ­ლა­სი­კო­სით, ყვე­ლა­ზე თა­მა­მი იმ­პ­რო­ვი­ზა­ტო­რით ქა­ჩავს. ხა­ვი ხა­ტავს, დრო­დად­რო ის­ვე­ნებს, ხე­რე­სის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო დო­ზას იღებს და ისევ ხა­ტავს. ხა­ვიმ მო­სა­გე­ბი მო­ი­გო. ხა­ვი სხვის მო­სა­გებს იგებს. ხა­ვი სხვის მო­სა­გებს კი­დევ მო­ი­გებს. სხვა ვა­რი­ან­ტი არ რჩე­ბა.

ამ სე­ზონ­ში 12 გო­ლი და 10 სა­გო­ლე ასის­ტი აკ­რი­ფა.

ხა­ვი გრძნობს, რას იგ­რ­ძ­ნობს ბარ­სე­ლო­ნას" ის არა­ნორ­მა­ლუ­რი არ­გენ­ტი­ნე­ლი და ბარ­სე­ლო­ნა" არ იღ­ლე­ბა.

გვარ­დი­ო­ლას ვუდ­ს­ტოკ­ზე ხა­ვი პირ­ვე­ლი სო­ლო­ის­ტია. ზი­ნე­დინ ზი­და­ნის შემ­დეგ, ნუ­მე­რო უნო ფლე­ი­მე­ი­ქე­რებ­ში და ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტი, რო­მე­ლიც გუნ­დუ­რად აზ­როვ­ნებს.

სე­რი­ო­ზუ­ლი ტი­პია.

კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუ (რე­ა­ლი)

პორ­ტუ­გა­ლია ფეხ­ბურ­თ­ში გა­ხუ­ნე­ბუ­ლი ბრა­ზი­ლია, მე­ო­რე ეშე­ლო­ნის ფა­ვო­რი­ტია. კო­ლუ­ნას, ეუსე­ბი­ოს, ტო­რე­სის, შა­ლა­ნას, ორ­პი­რი (და მხე­ცი, უმაგ­რე­სი) ლუ­ი­შის, ლა­მა­ზი ნუ­ნუ გო­მე­შის და მო­როდ­მა­ნო აბელ შა­ვი­ე­რის ნაკ­რე­ბი ბო­ლომ­დე ვერ მი­დის, სადღაც ვი­ღა­ცას­თან დგე­ბა და პორ­ტუ­გა­ლია დი­დი ბი­ჭე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე ზედ­მე­ტია.

კრიშ­ტი­ა­ნო საქ­მეს მა­ინც აკე­თებს. რე­ალ­ში" უფ­რო უკომ­პ­ლექ­სო სი­ტუ­ა­ციაა, ვიდ­რე პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რებ­ში და რო­ნალ­დუ ბევრს ას­წ­რებს.

სტან­დარ­ტუ­ლე­ბი­დან ბი­ჭი სტან­დარ­ტუ­ლად ლე­ტა­ლუ­რია. რო­ნალ­დუმ რე­ალს" ბევ­რი ჯეკ­პო­ტი და­უ­ტო­ვა. კრიშ­ტი­ა­ნო კრუ­პი­ეს არ ამ­ჩ­ნევს და ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­გე­ბუ­ლია. ხდე­ბა ხოლ­მე. ად­რე, რე­ალ­მა" ბი­ჭი მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­ტე­დი­დან" 80 მი­ლი­ონ გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გად და­ით­რია.

კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუმ ჩე­ლი­ა­ბინ­ს­კი­დან შე­ი­კიც და­ით­რია და პე­რიზ ჰილ­ტონს სა­მახ­სოვ­როდ პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი კოც­ნა და­უ­ტო­ვა. ყვე­ლა­ფერს ას­წ­რებს. ფეხ­ბურთს ცო­ტა პი­ჟო­ნუ­რად, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლად თა­მა­შობს.

ლეო მე­სი (ბარ­სე­ლო­ნა)

პე­ლე შუ­რი­ა­ნი მო­ხუ­ცია. არ მოს­წონს დი­ე­გო, არ მოს­წონს ის, რაც უნ­და მოს­წონ­დეს და ამ დღე­ებ­ში წა­ი­ჭო­რა­ვა, პირ­ვე­ლი ნე­ი­მა­რია და მე­რე სხვე­ბი მო­დი­ა­ნო. ასა­კობ­რი­ვია. ხდე­ბა ხოლ­მე.

პე­ლემ - ლეო მე­სი ჯერ პა­ტა­რაა და ჩე­მამ­დე რომ მო­ვი­დეს, 1 000 გო­ლი გა­ი­ფორ­მოს და მე­რე ვი­ლა­პა­რა­კო­თო. მე­სის რი­ოს უბ­ნე­ბის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში გა­ტა­ნილ გო­ლებს არ უთ­ვ­ლი­ან, მაგ­რამ ათა­სამ­დე მა­ინც მი­ვა.

ლეო სა­კუ­თარ რე­კორ­დებს ამ­ტ­ვ­რევს, მო­ტი­ვა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი არა აქვს და პირ­ვე­ლია.

პე­ლე რი­ოს უბ­ნებ­ში იღ­ლე­ბო­და, მე­სი ფეხ­ბურ­თის ქუ­ჩა­ზე სე­ირ­ნობს.

პირ­ვე­ლია.

 

 

 

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ამბები >>

    aa
  3. განათლება >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. საზოგადოება >>

    aa
  24. თვალსაზრისი >>

    aa
  25. ინტერვიუ >>

    aa
  26. პოლიტიკა >>

    aa
  27. უცხოეთი >>

    aa
  28. პრესომბუდსმენი >>

    aa
  29. თვალსაზრისი >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. რევიუ >>

    aa
  32. სტილი >>

    aa
  33. რევიუ >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. რევიუ >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. მარანი >>

    aa
  38. მარანი >>

    aa
  39. მარანი >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. კულინარია >>

    aa
  42. ავტო >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. ავტო >>

    aa
  46. ავტო >>

    aa
  47. ავტო >>

    aa
  48. ავტო >>

    aa
  49. ავტო >>

    aa
  50. ავტო >>

    aa
  51. ავტო >>

    aa
  52. ავტო >>

    aa
  53. ავტო >>

    aa
  54. მეცნიერება >>

    aa
  55. მეცნიერება >>

    aa
  56. რევიუ >>

    aa
  57. საზოგადოება >>

    aa
  58. რევიუ >>

    aa
  59. ამბები >>

    aa
  60. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. რევიუ >>

    aa
  63. სპორტი >>

    aa
  64. სპორტი >>

    aa
  65. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი