RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

მა­იკლ ჯორ­დანს ლა­რი ბრა­უ­ნი არ უნ­და გა­ეგ­დო

შარ­შან, იან­ვარ­ში, "შარ­ლოტ ბობ­ქეთ­სის" ბოს­მა, მა­იკლ ჯორ­დან­მა, თა­ვი­სი გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი გა­უშ­ვა.

24 საათი 28.04.12

მა­იკლ ჯორ­და­ნი და ლა­რი ბრა­უ­ნი
მა­იკლ ჯორ­და­ნი და ლა­რი ბრა­უ­ნი

შარ­შან, იან­ვარ­ში, "შარ­ლოტ ბობ­ქეთ­სის" ბოს­მა, მა­იკლ ჯორ­დან­მა, თა­ვი­სი გუნ­დის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი გა­უშ­ვა.

გა­პი­ა­რე­ბუ­ლი გუნ­დის გა­პი­ა­რე­ბულ­მა ბოს­მა ლა­რი ბრა­უ­ნი გა­უშ­ვა. ლა­რი ბრა­უ­ნი ლე­გენ­დაა. ჯორ­და­ნიც. ბრა­უნ­მა რვა წლის წინ ჩონ­სი ბი­ლაფ­სის, ტა­ი­შონ პრინ­სის, რა­შიდ უოლა­სის, ბენ უოლა­სის, რი­ჩარდ ჰა­მილ­ტო­ნი­სა და ან­ტო­ნიო მაკ­და­ი­ე­სის "დეტ­რო­იტ­თან" ერ­თად სუ­პერ­ფი­ნა­ლი მო­ი­გო, შა­კის, კო­ბი ბრა­ი­ან­ტის, კარლ მე­ლო­უ­ნის, გა­რი პე­ი­ტო­ნის "ლე­ი­კერ­ს­თან" 4:2. შემ­დეგ სე­ზონ­ში ლა­რის პი­ლო­რა­მა დიდ ფი­ნალს ტიმ დან­კა­ნის ინ­ტე­ლექ­ტ­თან და "სან ან­ტო­ნიო სპურ­ს­თან" 3:4 აგებს. სის­ხ­ლი­ა­ნი, ფრე­დი კრი­უ­გე­რის სე­რია იყო.

ბრა­უნ­მა ცუ­დი, დაშ­ლი­ლი გუნ­დით, ჯორ­და­ნის სე­ლექ­ცი­ით აწყო­ბი­ლი "შარ­ლო­ტით" ბევ­რი წა­ა­გო, პრობ­ლე­მე­ბი ვერ მო­აგ­ვა­რა, მაგ­რამ პრობ­ლე­მებს ვერც ჯორ­და­ნი ჭრის. "შარ­ლო­ტი" ამ რე­გუ­ლა­რულ­ში სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნის ბან­დაა, სა­დაც უსის­ტე­მო კა­ლათ­ბურ­თ­ში ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭე­ბი იკარ­გე­ბი­ან. გა­იქ­ცა "ბობ­ქეთ­სი­დან" ბო­რის დიაო. საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი გრეგ პო­პო­ვიჩ­თან, "სან ან­ტო­ნი­ო­ში" მი­დის და იქ ის­ვე­ნებს, ემა­ნუ­ელ ჯი­ნო­ბი­ლის­თან ერ­თად ვი­დე­ო­თა­მა­შებ­ზე ზის, ტო­ნი პარ­კერ­თან თა­ვის ენა­ზე ჭო­რა­ობს, ფლეი-ოფის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა. "ბობ­ქეთ­ს­მა" ამ რე­გუ­ლა­რულ­ში ჯერ 7 თა­მა­ში მო­ი­გო. უხერ­ხუ­ლი თე­მაა. "ბობ­ქეთ­ს­მა" ზე­დი­ზედ 21 წა­გე­ბა მი­ი­ღო. უფ­რო უხერ­ხუ­ლი თე­მა. რე­გუ­ლა­რუ­ლის პრო­ცეს­ში მის­ტერ ჯორ­დან­მა ორ­ჯერ გუნ­დის აქ­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვა­ზე ისა­უბ­რა. მა­იკ­ლი ცუ­დი ფუნ­ქ­ცი­ო­ნე­რია. მა­იკ­ლი ცუ­დი გუნ­დით და­ი­ღა­ლა. ჯორ­და­ნი აჭ­რი­ლია. ჯორ­დან­მა უნ­და და­ის­ვე­ნოს და გუნ­დი უკეთ გა­იც­ნოს.

ლა­რი ბრა­უნ­მა ჯორ­დან­ზე, მა­იკ­ლის შეც­დო­მებ­ზე, "შარ­ლო­ტის" პერ­ს­პექ­ტი­ვა­ზე თქვა სათ­ქ­მე­ლი.

ბრა­უ­ნი: "მა­იკ­ლ­მა გა­უ­გე­ბა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ვი­ცი, რომ ცუ­დი შე­დე­გე­ბი უსი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ ხან­და­ხან უფ­რო დე­ტა­ლუ­რად უნ­და და­ინ­ტე­რეს­დე გუნ­დ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით, მო­თა­მა­შე­ე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბით, სხვა ნი­უ­ან­სე­ბით. ეს გუნ­დის მფლო­ბე­ლის საქ­მეა. პრობ­ლე­მებს ჯორ­და­ნი უნ­და აგ­ვა­რებ­დეს ან ეს პრო­ბე­ლე­მე­ბი სა­ერ­თოდ არ უნ­და იყოს. მწვრთნე­ლე­ბი ამ პრობ­ლე­მებ­ზე არ უნ­და ფიქ­რობ­დ­ნენ, დროს არ უნ­და კარ­გავ­დ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, გუნ­დი­დან წას­ვ­ლა ან პი­რი­ქით, ახალ გუნ­დ­ში მის­ვ­ლა ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის ნა­წი­ლია. უბ­რა­ლოდ, გუ­ლი დამ­წყ­და, რომ ჯორ­დან­მა ჩე­მი ყვე­ლა ასის­ტენ­ტი გა­უშ­ვა. მი­იყ­ვა­ნა ახა­ლი ხალ­ხი და წელს "შარ­ლო­ტი" ცუდ კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობს. მა­იკლს პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ის ამ პრობ­ლე­მებს ვერ ამ­ჩ­ნევს, დამ­ნა­შა­ვეს სხვა­გან ეძებს. "ბობ­ქეთ­სის" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ბევ­რი ზედ­მე­ტი პერ­სო­ნა მუ­შა­ობს. მა­იკლს გუნ­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვურ­ჩევ. "შარ­ლოტ­ში" არის ნი­ჭი­ე­რი გამ­თა­მა­შე­ბე­ლი დი ჯეი ოგუს­ტი­ნი, მი­ვი­და უნი­ვერ­სა­ლი კემ­ბა უოკე­რი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სე­ზონ­ში ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. პო­ტენ­ცი­ა­ლი არის. ამ პო­ტენ­ცი­ალს გა­მო­ყე­ნე­ბა უნ­და. ეს მა­იკ­ლ­მაც იცის, მაგ­რამ მე­ტი უნ­და მო­ით­მი­ნოს და შე­დე­გი იქ­ნე­ბა. კი­დევ ერ­თხელ, ჯორ­დანს გუნ­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვურ­ჩევ. "შარ­ლოტ­ში" მა­ლე კარ­გი თა­ვი­სუ­ფა­ლი აგენ­ტე­ბიც მივ­ლენ. მა­იკლ ჯორ­და­ნი მი­ი­ღებს გა­მოც­დი­ლე­ბას და გა­მოც­დილ მწვრთნე­ლებს აღარ გა­აგ­დებს."

ანი და­დი­ა­ნი

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი