ქართველებმა ბაშოზე წაიფორხილეს
ტოკიოში მიმდინარე სუმოისტთა მაისის სუპერტურნირზე ქართველებმა კარგი სტარტი აიღეს, მაგრამ ბაშოს მეოთხე და მეხუთე დღე ჩვენთვის უიღბლო აღმოჩნდა.
24 საათი 11.05.12
ტოკიოში მიმდინარე სუმოისტთა მაისის სუპერტურნირზე ქართველებმა კარგი სტარტი აიღეს, მაგრამ ბაშოს მეოთხე და მეხუთე დღე ჩვენთვის უიღბლო აღმოჩნდა.
სამმა ქართველმა ექვსი შერკინება გამართა და აქედან ხუთი წააგო. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით საგანგაშო არაფერია. ლევან ცაგურიას (კოკაი) და ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) მოგება-წაგებათა დადებითი ბალანსი აქვთ - სამი ორთან. რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ), მის ანგარიშზე ორი მოგება და სამი მარცხია.