ბენდტნერი რეკლამისთვის დასაჯეს
როგორც მოსალოდნელი იყო, დანიის ნაკრების ფორვარდი ნიკლას ბენდტნერი დაისაჯა.
24 საათი 20.06.12
როგორც მოსალოდნელი იყო, დანიის ნაკრების ფორვარდი ნიკლას ბენდტნერი დაისაჯა.
პორტუგალიასთან გამართულ შეხვედრაში, გოლის გატანის შემდეგ, ბენდტნერმა შორტები ჩაიწია და გამოაჩინა ტრუსი, რომელზეც ერთ-ერთი ტოტალიზატორის რეკლამა იყო გამოსახული.
ამის გამო ნიკლასი ეროვნული გუნდის მომდევნო ოფიციალურ თამაშს გამოტოვებს. გარდა ამისა, დანიელმა შემტევმა 100 ათასი ევროც უნდა გადაიხადოს.