RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 მაისი, კვირა 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

გემ­რი­ე­ლი იტა­ლია

იტა­ლი­ამ კარ­გი ფეხ­ბურ­თით და­იწყო, აკ­რი­ფა, გერ­მა­ნია და­შა­ლა და ფი­ნალ­შია.

24 საათი 29.06.12

ბუ­ფო­ნი ფი­ნალ­შია
ბუ­ფო­ნი ფი­ნალ­შია

იტა­ლი­ამ კარ­გი ფეხ­ბურ­თით და­იწყო, აკ­რი­ფა, გერ­მა­ნია და­შა­ლა და ფი­ნალ­შია.

იტა­ლი­ამ კი­დევ ერ­თი გემ­რი­ე­ლი პი­ცა გა­მო­აცხო. ცის­ფე­რი გუნ­დის მთა­ვა­რი გურ­მა­ნი, მზა­რე­უ­ლი ჩე­ზა­რე პრან­დე­ლი ბევრს ფუს­ფუ­სებ­და და სამ­ზა­რე­უ­ლო­დან სა­სი­ა­მოვ­ნო, მსუ­ყე არო­მა­ტი წა­მო­ვი­და. იმ პი­ცა­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს ავ­სებ­და, პრან­დე­ლიმ კი­დევ ერ­თი გემ­რი­ე­ლი კერ­ძი შე­ი­ტა­ნა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ნი­უ­ში და კარ­გი ბი­ჭე­ბი ფი­ნალ­ში გა­დი­ან. 6 წლის წინ იტა­ლი­ამ მარ­ჩე­ლო ლი­პის ჭად­რა­კით მო­აგ­ვა­რა პრობ­ლე­მე­ბი. ლი­პი ფეხ­ბურ­თის გა­რი კას­პა­რო­ვი იყო. ეს იტა­ლია მზა­რე­უ­ლი პრან­დე­ლის გუნ­დია. ჩე­ზა­რეს თა­მა­შის წინ ესიზ­მ­რე­ბა ახა­ლი პი­ცის რე­ცეპ­ტი და ეგ­რე­ვე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შერ­ბის. პი­ცა გემ­რი­ე­ლი და მსუ­ყე უნ­და იყოს. იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბიც გემ­რი­ე­ლი და მსუ­ყეა. იტა­ლი­ამ გერ­მა­ნი­ას 2:0 ჩა­უ­ტა­რა. გა­და­ი­ღე და გა­სინ­ჯე, თო­რემ გა­ცივ­დე­ბა და უგე­მუ­რი იქ­ნე­ბა.

გერ­მა­ნი­აც უგე­მუ­რი, ცი­ვი შნი­ცე­ლი იყო.

ფი­ნალ­ში პრან­დე­ლის ეს­პა­ნე­ლი დე­გუს­ტა­ტო­რე­ბი ჰყავს. ინი­ეს­ტამ და სერ­ხიო რა­მოს­მა პი­ცა მე­ნი­უ­დან დი­დი ხნის წინ ამო­აგ­დეს, არ უყ­ვართ. ეს­პა­ნე­თი სხვა თე­მაა. იქ ფეხ­ბურ­თის ჯინ ჰეკ­მა­ნი, სე­ნი­ორ ვე­სენ­ტე დელ ბოს­კე ტვი­დის პი­ჯაკ­ში ის­ვე­ნებს, სი­გა­რას ქა­ჩავს და მორ­გან ფრი­მენს ტექ­ს­ტურ შეტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნის. დელ ბოს­კემ კროს­ვორ­დე­ბის შევ­სე­ბა და­ა­მუ­ღა­მა და ვი­სენ­ტე ნი­ჭი­ე­რი კა­ცია. ეს მე­რე იქ­ნე­ბა.

გერ­მა­ნი­ამ გერ­მა­ნუ­ლად ირ­ბი­ნა. აგ­რე­სი­ით, ცო­ტა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მით და ფან­ტა­ზი­ით. იოზი­ლი ხა­ტავ­და და იმ პე­ი­ზაჟ­ში მთა­ვა­რი თე­მა, ფე­რე­ბი არ ჩან­და. ხე­დი­რა ცენ­ტ­რ­ში ყვე­ლა­ფერს ვერ იგებ­და და დი­დი ბი­ჭი ნერ­ვებ­ზე აითხა­რა. გო­მე­სი ერ­თხელ ახ­ტა, მე­რე ვე­ღარ გა­ინ­ძ­რა და მა­რიო იოახიმ ლი­ო­ვის ზურ­გ­ჩან­თა­ში ჩა­უშ­ვეს. ლი­ოვ­მა თერ­თ­მეტ კაც­ში მოქ­ნი­ლი რო­ი­სი და ბე­ბე­რი კლო­ზე შე­აგ­დო. შე­იც­ვა­ლა ორი გვა­რი და არ შეც­ვ­ლი­ლა გერ­მა­ნია. იტა­ლი­აც არ შეც­ვ­ლი­ლა. შნი­ცე­ლი გა­საცხე­ლე­ბე­ლი იყო, ლი­ო­ვი - აზ­რ­ზე მო­საყ­ვა­ნი.

პრან­დე­ლის პი­ცა­ში გემ­რი­ე­ლი ნაჭ­რე­ბი იყო.

გემ­რი­ე­ლია ბუ­ფო­ნი. თმის ხუ­თი სა­მაგ­რით, ტყა­ვის აბა­დო­კით და პიტ­ბუ­ლის თვა­ლე­ბით.

გემ­რი­ე­ლია კა­სა­ნო. სი­ცი­ლი­უ­რი ბაჯ­ბა­ჯით და თა­ვი­სი, ცო­ტა ქუ­ჩუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით.

გემ­რი­ე­ლია კი­ე­ლი­ნი. არ ვი­ცი, რა­ტომ და ეს პრან­დე­ლიმ იცის. ჯორ­ჯოც კარ­გი ჩა­საკ­ბე­ჩია.

გემ­რი­ე­ლია ბო­ნუ­ჩი. კი­ე­ლი­ნის­თან ერ­თად არის გემ­რი­ე­ლი. რო­გორც ოთხი ყვე­ლის პი­ცა. აი, «ლო­კა­ლი­ნო­ში», ყვე­ლა­ზე მა­გარ ქარ­თულ პი­ცე­რი­ა­ში რო აცხო­ბენ.

გემ­რი­ე­ლია ბალ­ძა­რე­ტი. პრან­დე­ლიმ იტა­ლი­ას თა­ვი­სი ვენ­სან კა­სე­ლი მი­უყ­ვა­ნა და ბიჭ­მა პი­ცას გე­მო და არო­მა­ტი არ გა­უ­ფუ­ჭა.

გემ­რი­ე­ლია დე რო­სი. რო­მა­უ­ლი პარ­მე­ზა­ნი. პი­ცა­ში სულ სა­ჭი­როა. დე რო­სი ას­რუ­ლებს.

გემ­რი­ე­ლია მარ­კი­ზიო, რო­მე­ლიც «იუვენ­ტუ­სის» პი­ცა­შიც აუცი­ლე­ბე­ლი ინ­გ­რე­დი­ენ­ტია და მზა­რე­უ­ლი პრან­დე­ლიც სულ იყე­ნებს. მარ­კი­ზი­ომ ცხე­ლი ხე­დი­რა გა­ა­ცი­ვა.

გემ­რი­ე­ლია მო­ხუ­ცი დი ნა­ტა­ლე. რა­ღაც მო­მენ­ტ­ში შე­იძ­ლე­ბა გა­საცხე­ლე­ბე­ლი გახ­დეს და ჩე­ზა­რე ამას და­მა­ლავს. დი ნა­ტა­ლეს ასა­კი პი­ცას არ გა­ა­ფუ­ჭებს.

გემ­რი­ე­ლია ბარ­ძა­ლი. ისიც «ოთხი ყვე­ლის» ერთ-ერ­თი ნა­ჭე­რია. კი­ე­ლი­ნის­თან და ბო­ნუ­ჩის­თან ერ­თად არის გემ­რი­ე­ლი.

მა­გა­რი გემ­რი­ე­ლია პირ­ლო.

სხვე­ბიც გემ­რი­ე­ლე­ბი არი­ან.

ცალ­კე თეფ­შ­ზე დევს ერ­თი ნა­ჭე­რი, რო­მე­ლიც პი­ცა­ში ვერ ჯდე­ბა და სულ ცხე­ლია. მა­რიო ბა­ლო­ტე­ლი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა იტა­ლი­უ­რიც არ იცის და რო­ცა პრან­დე­ლი ცვლი­და, ვერ გა­ი­გო, მწვრთნელს რა უნ­დო­და. პრან­დე­ლის გა­ე­ცი­ნა და მა­რი­ომ მა­ნამ­დე გერ­მა­ნი­ას ორ­ჯერ აარ­ტყა.

ლი­ო­ვი კარ­გი მწვრთნე­ლია. უბ­რა­ლოდ, გერ­მა­ნულ მან­ქა­ნას მე­ქა­ნი­კო­სი ქო­ქავს და იტა­ლი­ურ სამ­ზა­რე­ულ­ში ჭკვი­ა­ნი მზა­რე­უ­ლი მუ­შა­ობს. მზა­რე­ულ­მა მე­ქა­ნი­კოსს პი­ცა შე­უ­ტა­ნა და ლი­ო­ვი არო­მატ­მა და­აბ­ნია. გერ­მა­ნე­ლე­ბის ტვი­ნი არ მუ­შა­ობ­და და ლი­ოვ­მა იტა­ლია ვერ გა­შიფ­რა. რო­გორც მა­შინ, ად­რე, ექ­ვ­სი წლის წინ. იმ იტა­ლი­ა­ში მე­ტი იმ­პ­რო­ვი­ზა­ტო­რი იყო და იმ იტა­ლი­ამ გერ­მა­ნი­ას გერ­მა­ნი­ა­ში, მსოფ­ლი­ოს ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში 2:0 და­უს­ვა. ლი­ო­ვი იტა­ლი­ას ვერ უგებს. ლი­ოვს იტა­ლი­უ­რი არ ეს­მის და ეს სა­მუ­და­მოა. ხდე­ბა ხოლ­მე.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იტა­ლი­ამ კარ­გი ფეხ­ბურ­თით და­იწყო, მე­რე აკ­რი­ფა, გერ­მა­ნია და­შა­ლა და უკ­ვე ფი­ნალ­შია. იტა­ლი­ამ კი­დევ ერ­თი გემ­რი­ე­ლი პი­ცა გა­მო­აცხო. ცის­ფე­რი გუნ­დის მთა­ვა­რი გურ­მა­ნი, მზა­რე­უ­ლი ჩე­ზა­რე პრან­დე­ლი ამ პი­ცა­ზე ბევრს ფუს­ფუ­სებ­და და სამ­ზა­რე­უ­ლო­დან სა­სი­ა­მოვ­ნო, მსუ­ყე არო­მა­ტი წა­მო­ვი­და. იმ პი­ცა­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს ავ­სებ­და, პრან­დე­ლიმ კი­დევ ერ­თი გემ­რი­ე­ლი კერ­ძი შე­ი­ტა­ნა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ნი­უ­ში და კარ­გი ბი­ჭე­ბი ფი­ნალ­ში გა­დი­ან.

6 წლის წინ იტა­ლი­ამ მარ­ჩე­ლო ლი­პის მე­ქა­ნი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბით მო­აგ­ვა­რა პრობ­ლე­მე­ბი. ეს იტა­ლია მზა­რე­უ­ლი პრან­დე­ლის გუნ­დია. ჩე­ზა­რეს თა­მა­შის წინ ესიზ­მ­რე­ბა ახა­ლი პი­ცის რე­ცეპ­ტი და ეგ­რე­ვე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შერ­ბის. პი­ცა გემ­რი­ე­ლი და მსუ­ყე უნ­და იყოს. იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბიც გემ­რი­ე­ლი და მსუ­ყეა. იტა­ლი­ამ გერ­მა­ნი­ას 2:0 ჩა­უ­ტა­რა. გა­და­ი­ღე და გა­სინ­ჯე, თო­რემ გა­ცივ­დე­ბა და უგე­მუ­რი იქ­ნე­ბა.

ფი­ნალ­ში იტა­ლია და ფან­ტა­ზია ირ­ბე­ნენ.

ფრაუ მერ­კელს შავ­მა ბიჭ­მა აწყე­ნი­ნა.

Euro 2012. ½ ფი­ნა­ლი

გერ­მა­ნია-იტა­ლია 1:2

გო­ლე­ბი: 0:1 ბა­ლო­ტე­ლი (20), 0:2 ბა­ლო­ტე­ლი (36), 1:2 იოზი­ლი (90+2, პე­ნალ­ტით).

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი