საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ევროპის გრან-პრის (ჩემპიონატი, სერია) მეორე ეტაპზე საასპარეზოდ მოსკოვში გაემგზავრა.
24 საათი 30.06.12
საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ევროპის გრან-პრის (ჩემპიონატი, სერია) მეორე ეტაპზე საასპარეზოდ მოსკოვში გაემგზავრა.
პირველი ეტაპი 2-3 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ლიონში გაიმართა. მესამე ეტაპს 7-8 ივლისს დანიური ქალაქი ოდენსე უმასპინძლებს.
შარშან მიღწეული შედეგით (მეექვსე ადგილი) ჩვენი შვიდკაცა პორტუგალიაში 20-21 ივლისს დაგეგმილ მსოფლიოს შესარჩევ ტურნირზე უკვე გასულია.
ევროპულ სერიაში 12 გუნდი მონაწილეობს. ბოლო ორ ადგილზე გასულები ელიტიდან ვარდებიან და მათ ადგილს მეორე დივიზიონის ორი უკეთესი გუნდი იკავებს.
ევროპიდან მსოფლიო თასზე (მოსკოვი, 2013 წლის 28-30 ივნისი) უკვე სამი გუნდია გასული: 2009 წლის მსოფლიო თასის მფლობელი უელსი, მასპინძელი რუსეთი და ინგლისი, რადგან ბრიტანელები წინა მსოფლიო თასზე 8 უკეთეს გუნდში მოხვდნენ.
ამ სამი გუნდის ნაცვლად, შესარჩევში მონაწილეობს სამი უკეთესი.
გიორგი ასათიანი, საქართველოს შვიდკაცა ნაკრების მენეჯერი: "წლევანდელი ევროპული სერია ჩვენი ნაკრებისთვის მსოფლიო თასის შესარჩევი ციკლის მოსამზადებელი ეტაპია. გვინდა, შესარჩევი ეტაპისთვის ოპტიმალურ შემადგენლობას მოვუყაროთ თავი. ნაკრებში 5 ახალწვეულია. მათი დებიუტი წელს, ლიონის ტურნირზე შედგა.
მოსკოვში ჩვენი მიზანი ძლიერი ჯგუფიდან გასვლაა. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან რუსეთი, უელსი, ინგლისი, ჰოლანდია და უკრაინა."
საქართველოს შვიდკაცა, მოსკოვის ეტაპი:
1.ბექა ბიწაძე
2ალექსანდრე ტუჩაშვილი
4.ირაკლი ღვინჯილია
5.ივანე დავითაშვილი
6.ირაკლი გეგენავა
7.ალექსანდრე ნიჟარაძე
8.გიორგი კალმახელიძე
9.გიორგი აფციაური
10 შავლეგ მახარაშვილი
11.გიორგი აბრამიძე
12.რატი ნუცუბიძე
14.დავით მაკაროვი
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
მწვრთნელი: პავლე ჯიმშელაძე
მენეჯერი: გიორგი ასათიანი
ექიმი: უჩა ნებიერიძე
ვიდეო-ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი
rugby.ge