ფინალს პროენსა განსჯის
ევრო 2012-ის ფინალს, რომელშიც ესპანეთისა და იტალიის ნაკრები გუნდები უპირისპირდებიან ერთმანეთს, პორტუგალიელი არბიტრი პედრუ პროენსა მოემსახურება.
24 საათი 30.06.12
ევრო 2012-ის ფინალს, რომელშიც ესპანეთისა და იტალიის ნაკრები გუნდები უპირისპირდებიან ერთმანეთს, პორტუგალიელი არბიტრი პედრუ პროენსა მოემსახურება.
მიმდინარე ევროპის პირველობაზე პროენსა სამ მატჩზე მუშაობდა: ესპანეთი-ირლანდია (4:0), შვედეთი-საფრანგეთი (2:0) და ინგლისი-იტალია (პენალტებით 2:4). ამ სამ მატჩში პორტუგალიელს არც ერთი პენალტი არ დაუნიშნავს, მინდვრიდან არავინ გაუძევებია და სულ ათჯერ ამოიღო ყვითელი ბარათი.
მიმდინარე სეზონი პროენსას კარიერაში შეიძლება იდეალურად ჩაითვალოს. სწორედ მას ანდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მსაჯობა, სადაც "ჩელსიმ" "ბაიერნი" პენალტების სერიაში დაამარცხა.