ხორდი ალბა "ბარსელონაში"
ითამაშებს
"ბარსას" მევეურებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ესპანეთის ნაკრების მცველი ხორდი ალბა მომავალი სეზონიდან კატალონიური გუნდის ღირსებას დაიცავს.
24 საათი 30.06.12
"ბარსას" მევეურებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ესპანეთის ნაკრების მცველი ხორდი ალბა მომავალი სეზონიდან კატალონიური გუნდის ღირსებას დაიცავს.
23 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ შეიტყო კიევში, სადაც ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. სატრანსფერო თანხა 14 მილიონი ევროა. ხორდი ალბამ "ბარსელონას" სკოლაში დაიწყო ფეხბურთის თამაში და მოგვიანებით გადავიდა "ვალენსიას" მოზარდთა გუნდში.