ანდრეი კირილენკო ცსკაში რჩება
ანდრეი კირილენკო შემდეგ სეზონშიც ცსკაში იქნება.
24 საათი 10.07.12
ანდრეი კირილენკო შემდეგ სეზონშიც ცსკაში იქნება.
ფორვარდს რამდენიმე საინტერესო ვარიანტი ჰქონდა და საბოლოოდ რუსეთში დარჩენა გადაწყვიტა. ცსკასთან ახალი ხელშეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული, მაგრამ, რამდენიმე უმნიშვნელო ნიუანსის გარდა, ყველაფერი მოგვარებულია. კირილენკომ შარშან 5.85 მილიონი დოლარი მიიღო. სავარაუდოდ, ეს თანხა 1.15 მილიონით გაიზრდება და ანდრეი 7 მილიონზე ავა. ის ამას იმსახურებს და ცსკა კირილენკოსთან ერთად რუსეთის ჩემპიონატის და ევროლიგის ფავორიტი იქნება.
კირილენკომ გადახედა "ვაშინგტონის" ვარიანტს და არ მოეწონა. კირილენკოს დაუკავშირდნენ "მაიამის" ბოსებიც და ანდრეიმ ლებრონთან ერთად პრობლემების მოგვარების პერსპექტივა გადადო. ან ეს თემა საბოლოოდ დაიხურა. იყო "ტორონტოს" ვარიანტიც.
კირილენკო ევროლიგაში ტიმ დანკანი იყო და ცსკამ მაინც ვერ დასვა ბონუსი. ანდრეი 17 თამაშში საშუალოდ 14.1 ქულას, 7.5 მოხსნას, 2.4 პასს, 1.9 დაფარებას და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. უნივერსალის უნივერსალური სტატისტიკა. ოთხთა ფინალში კირილენკომ "პანათინაიკოსთან" 17 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება წამოიღო. ფინალში, "ოლიმპიაკოსთან" ანდრეის 12 ქულა, 10 მოხსნა და 3 ჩაჭრა აქვს. ცსკა ამ სეზონში ისევ ჯეკპოტზე მიდის. ალბათ, დარჩება გუნდში ნენად კრსტიჩიც. უკვე ახალ, ძველ ეტორე მესინასთან და კირილენკოსთან ერთად ცსკა რეალური ფავორიტია.