RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
24 მაისი, პარასკევი 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

რო­ჯერ ფე­დე­რე­რი და უიმ­ბ­ლ­დო­ნის დღი­უ­რე­ბი

ლონ­დონ­ში რო­მან აბ­რა­მო­ვიჩ­მა ვინ­მე უნ­და გა­ყი­დოს და და­რია ჟუ­კო­ვას ფუ­ლი გა­და­ა­დე­ბი­ნოს. რო­მა­ნი ახალ იახ­ტა­ზე ფულს აგ­რო­ვებს.

24 საათი 11.07.12

ლონ­დონ­ში რო­მან აბ­რა­მო­ვიჩ­მა ვინ­მე უნ­და გა­ყი­დოს და და­რია ჟუ­კო­ვას ფუ­ლი გა­და­ა­დე­ბი­ნოს. რო­მა­ნი ახალ იახ­ტა­ზე ფულს აგ­რო­ვებს.

ლონ­დონ­ში პოლ მა­კარ­ტ­ნი ახალ სიმ­ღე­რას ჩა­უჯ­და და მა­ლე ჩვენც მოგ­ვას­მე­ნი­ნებს. ლონ­დონ­ში გაი რი­ჩიმ ჯე­ი­სონ სტე­თემ­თან ერ­თად სა­დი­ლის დროს ფე­ხის თი­თი მო­ი­ტე­ხა. ხდე­ბა ხოლ­მე. იქ­ვე, ლონ­დონ­ში, ჩოგ­ბურ­თის მო­ცარ­ტ­მა კი­დევ ერ­თი სი­უ­ი­ტა და­ტო­ვა. რო­ჯერ ფე­დე­რერ­მა მეშ­ვი­დედ მო­ი­გო უიმ­ბ­ლ­დო­ნი.

ფე­დე­რე­რი ისევ პირ­ვე­ლია. სულ იყო. რო­ჯე­რი ახალ რე­ი­ტინ­გ­ში ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩ­ზე წინ ზის და სერ­ბი ოლიმ­პი­ურ გარ­ჩე­ვებ­ში მე­ო­რე ნო­მე­რი იქ­ნე­ბა. ოლიმ­პი­ა­და ლონ­დონ­შია, უიმ­ბ­ლ­დო­ნის სა­ჩოგ­ბურ­თო კომ­პ­ლექ­სიც იქ­ვეა და ფე­დე­რე­რიც და­უკ­რავს. ნის­ლი­დან კი­დევ ერ­თი სიმ­ფო­ნია წა­მო­ვა და რო­ჯე­რი თა­მაშს და­იწყებს. ოლიმ­პი­ა­და­ზე ფე­დე­რე­რი და­ის­ვე­ნებს. რო­ჯე­რის ჩოგ­ბურ­თიც რე­ლაქ­სა­ციაა.

ფე­დე­რერ­მა მეშ­ვი­დედ მოხ­ს­ნა უიმ­ბ­ლ­დონ­ზე ჯეკ­პო­ტი და პიტ სამ­პ­რა­სის რე­კორ­დი გა­ი­მე­ო­რა. შვიდ­ჯერ გა­შა­ლა ფლე­ში უიმ­ბ­ლ­დონ­ზე უილი­ამ რენ­შო­უ­მაც. მის­ტერ რენ­შო­უს თა­მა­შის დროს სხვა უიმ­ბ­ლ­დო­ნი იყო. რენ­შოუ ლე­მინ­გ­ტონ­ში ხა­ტავ­და. მხატ­ვა­რი იყო და ჩოგ­ბურ­თით ერ­თო­ბო­და. უილი­ა­მის დროს უიმ­ბ­ლ­დო­ნი ბრი­ტა­ნუ­ლი ტურ­ნი­რი იყო. ბევ­რი ბრი­ტა­ნე­ლით, მარ­წყ­ვით და კიტ­რის კოქ­ტე­ი­ლით. მარ­წყ­ვი და კიტ­რის კოქ­ტე­ლი უიმ­ბ­ლ­დონ­ზე დარ­ჩა, დღე­საც უამ­რა­ვია. უილი­ამ რენ­შოუ 108 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მა­ნამ­დე შვიდ­ჯერ (1881-86, 1889) მი­ი­ღო მთა­ვა­რი პრი­ზი და ხატ­ვა გა­არ­ძე­ლა. მის­ტერ რენ­შოუ ჩოგ­ბურ­თის დი­დე­ბის დარ­ბაზ­შია შე­სუ­ლი.

დი­დე­ბის დარ­ბაზ­ში შე­ვა ფე­დე­რე­რიც. ცალ­კე, მა­ჰა­გო­ნი­სა და მარ­მა­რი­ლოს ოთახ­ში და­დე­ბენ და ის, უსუ­ლო ფე­დე­რე­რიც, სა­ინ­ტე­რე­სო, ემო­ცი­უ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ლონ­დონ­ში ფე­დე­რერ­მა ლონ­დო­ნის ვი­ზა და­ირ­ტყა. ნო­ემ­ბერ­ში ჩიფ­სე­ბი­სა და ფრენკ ლამ­პარ­დის ქა­ლა­ქი მას­ტერ­სის თასს, მა­მა­კა­ცი ჩოგ­ბურ­თე­ლე­ბის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს მი­ი­ღებს და რო­ჯე­რი უკ­ვე იქ არის. რა­ფა­ელ ნა­და­ლიც. სერ­ბი კრი­მი­ნა­ლიც. მო­აგ­ვა­რე­ბენ იგი­ვე პრობ­ლე­მას და­ვიდ ფე­რე­რი, ჟო-ვილ­ფ­რედ ცონ­გა, ტო­მაშ ბერ­დი­ხი და ხუ­ან მარ­ტინ დელ პოტ­რო. ლონ­დონ­ში ენ­დი მა­რიც იქ­ნე­ბა. ის ტურ­ნი­რი 5-12 ნო­ემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა.

ფე­დე­რე­რი მეჩ­ვიდ­მე­ტედ იგებს დი­დი სლე­მის ტურ­ნირს. სა­კუ­თა­რი რე­კორ­დის მოხ­ს­ნა სა­სი­ა­მოვ­ნოა. სა­კუ­თა­რი რე­კორ­დი შენ უნ­და მოხ­ს­ნა. თან სხვი­სი რე­კორ­დიც მო­სახ­ს­ნე­ლია. რო­ჯე­რი ამ ამ­ბებს მშვი­დად აგ­ვა­რებს. იგებს მო­სა­გებს, ის­ვე­ნებს თა­ვის ან­გე­ლო­ზებ­თან ერ­თად და ფე­დე­რე­რი ჩოგ­ბურ­თია. ჩოგ­ბურ­თ­ზე და­დის უილ სმი­ტი, ბევ­რი პრინ­ცი, ბექ­ჰე­მე­ბის ტრა­დი­ცი­ულ-მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი და ლონ­დო­ნის ყვე­ლა­ზე ბე­ბე­რი მტრე­დი. მოფ­რინ­დე­ბა, ჭვა­ვის პუ­რის ნა­ტეხს ჩა­უჯ­დე­ბა და და­ის­ვე­ნებს ფე­დე­რე­რით. მო­გე­ბუ­ლი გარ­ჩე­ვის, კი­დევ ერ­თი ნე­ოკ­ლა­სი­კუ­რი შე­დევ­რის შემ­დეგ, ფე­დე­რე­რი ყვე­ლას მად­ლო­ბას უხ­დის. იმ ბე­ბერ მტრედ­საც, რო­მე­ლიც რო­ჯე­რის სა­ნა­ხა­ვად აბ­რა­მო­ვი­ჩის სა­სახ­ლი­დან მოფ­რი­ნავს.

8 აგ­ვი­ტოს მო­ცარ­ტი 31 წლის ხდე­ბა. რო­ჯე­რი ATP-ის ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი ბო­სია. რო­ჯამ­დე მხო­ლოდ ცელ­ქი ან­დ­რე აგა­სი იყო რე­ი­ტინ­გის უფ­რო ხან­დაზ­მუ­ლი პირ­ვე­ლი ნო­მე­რი. ან­დ­რე პირ­ვე­ლი ნომ­რის ჰა­მაკ­ში 33 წლის და 131 დღის ჩა­გორ­და. ან­დ­რეს­თან შე­და­რე­ბით, რო­ჯე­რი დო­რი­ან გრეია. ფე­დე­რე­რი ბრუნ­დე­ბა იქ, სა­დაც ბო­ლოს, ორი წლის წინ, 31 მა­ისს იყო. მე­რე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ნა­დალ­მა წა­ი­ღო. ცო­ტა მე­რე, შარ­შან, ეს­პა­ნე­ლი სერ­ბ­მა და­ა­ყა­ჩა­ღა. დღეს პირ­ვე­ლი ნო­მე­რი პირ­ვე­ლი ნო­მე­რია. ფე­დე­რე­რი სულ პირ­ვე­ლია. იყო. დარ­ჩე­ბა. უბ­რა­ლოდ, ხან­და­ხან ის­ვე­ნებს და სხვე­ბი ას­რუ­ლე­ბენ. რო­ჯე­რის მეშ­ვი­დე სიმ­ფო­ნია ისევ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნი იყო.

რო­ჯერ­მა წი­ნა სე­ზო­ნი ზე­დი­ზედ სა­მი მო­გე­ბუ­ლი ტურ­ნი­რით და­ხუ­რა, წა­მო­ი­ღო მას­ტერ­სის თა­სი, თა­ვის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში უიმ­ბ­ლ­დო­ნის პირ­ველ პრიზ­თან ერ­თად და­დო. ად­რე, ცხრა წლის წინ, რო­ჯერ­მა უიმ­ბ­ლ­დო­ნის ბო­ლო გარ­ჩე­ვა­ში უზარ­მა­ზა­რი მარკ ფი­ლი­პუ­სი­სი გა­ა­ჩე­რა, და­ამ­შ­ვი­და. ავ­ს­ტ­რა­ლი­ელ­მა მა­ნამ­დე ან­დ­რე აგა­სის შე­მო­არ­ტყა და რო­ჯერ­თან ვერ იბ­რე­ქა - მო­ე­რი­და. ფე­დე­რერ­მა ის ფი­ნა­ლი სამ სეტ­ში 7:6 (5), 6:2, 7:6 (3) აიღო. სკა­დი გა­ა­ჩე­რეს.

შარ­შან, სე­ზო­ნის ბო­ლო სლემ­ზე (US Open), ფე­დე­რე­რი ხუთ სეტ­ში აგებს ჯო­კო­ვიჩ­თან. როჯს ის თა­მა­ში მო­გე­ბუ­ლი ჰქონ­და და მატჩ პო­ინ­ტ­ზე ნო­ვაკ­მა ლა­ზე­რუ­ლი დარ­ტყ­მა გა­უშ­ვა. ფე­დე­რე­რი გა­ჩერ­და, სერ­ბ­მა აკ­რი­ფა და ბლოკ­ბას­ტე­რი 6:7 (7), 4:6, 6:3, 6:3, 7:5 წა­მო­ი­ღო. იმ გა­უ­გებ­რო­ბის შემ­დეგ, ფე­დე­რერ­მა სე­ზო­ნი ზე­დი­ზედ 17 მო­გე­ბით და­კე­ტა. ამ სე­ზონ­ში ფე­დე­რერ­მა 6 თა­მა­ში წა­ა­გო. და 46 მო­ი­გო. რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი ბი­ჭის­თ­ვის. ფე­დე­რე­რი ლე­გენ­დაა.

ფი­ნალ­ში რო­ჯერ­მა ენ­დი მა­რი და­აწყ­ნა­რა. ბრი­ტა­ნე­ლი მაგ­რად ნერ­ვი­უ­ლობ­და. უიმ­ბ­ლ­დო­ნის მო­გე­ბა ბრი­ტის­თ­ვის სხვა თე­მაა. ფრედ პე­რის შემ­დეგ, ბრი­ტა­ნელს უიმ­ბ­ლ­დო­ნი ერ­თე­უ­ლებ­ში არ მო­უ­გია. მა­რი ამ პრობ­ლე­მას აგ­ვა­რებ­და და ვერ მო­აგ­ვა­რა. ფი­ნალ­ში ენ­დი მო­ცარ­ტ­ზე გა­ვი­და და თა­ვი­სი ერ­თ­ჯე­რა­დი გრან­ჯით ვერ გა­და­ფა­რა ფე­დე­რე­რის კლა­სი­კა. მა­რი კარ­გია, სადღაც მო­უ­გებს ნა­დალს, სადღაც აწ­ვა­ლებს ჯო­კო­ვიჩს, სადღაც აწყე­ნი­ნებს რო­ჯერს, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბულს, უეჭ­ვე­ლად მო­სა­გებ თა­მაშს ვერ მო­ი­გებს. პრობ­ლე­მას ივან ლენ­დ­ლიც ვერ აგ­ვა­რებს. ჩე­ხი ლე­გენ­და იყო. მო­ი­გო ყვე­ლა­ფე­რი, სა­დაც ითა­მა­შა. უიმ­ბ­ლ­დო­ნის გარ­და. ივანს უიმ­ბ­ლ­დო­ნის ბო­ნუ­სი ბო­რის ბე­კერ­მა წა­არ­თ­ვა. მე­რე პატ კეშ­მა. ეს ისე, ის­ტო­რი­ის­თ­ვის. ლენ­დ­ლი ის­ტო­რი­ა­ზე დი­დი იყო. ენ­დი მა­რი ჯერ ერ­თ­ჯე­რა­დი ფა­ვო­რი­ტია.

ფი­ნალ­ში რო­ჯერ­მა 4:6, 7:5, 6:3, 6:4 დას­ვა.

რო­ჯე­რი სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ფე­დე­რერ­მა ბა­ლახ­ზე ბა­ლა­ხის თა­მა­ში შე­უ­ბე­რა. ჩა­წო­დე­ბა, ბა­დეს­თან რე­ი­დი და იქ ქუ­ლის აღე­ბა. მოკ­ლედ და კონ­კ­რე­ტუ­ლად. ფე­დე­რე­რუ­ლად.

პირ­ველ წრე­ში, გრუნ­ტის­ფერ ეს­პა­ნელ ალ­ბერტ რა­მოს­თან (6:1, 6:1, 6:1) ფე­დე­რე­რი 34-ჯერ გა­დის ბა­დეს­თან და 25 გა­თა­მა­შე­ბას იღებს. 74 პრო­ცენ­ტი. სო­ლი­დუ­რია.

მე­ო­რე წრე. ლა­მა­ზი იტა­ლი­ე­ლი ბი­ჭი ფა­ბიო ფო­ნი­ნი (6:1, 6:3, 6:2). ლა­მა­ზი ფორ­ჰენ­დით, ტყა­ვის აბა­დო­კით და ნორ­მა­ლუ­რი ჩოგ­ბურ­თით. ფე­დე­რე­რი ბა­დეს­თან - 23/21. 91 %. Brutal.

მე­სა­მე წრე. ჟუ­ლი­ენ ბე­ნე­ტოს­თან როჯ­მა ორი სე­ტი წა­ა­გო. დარ­ჩე­ნი­ლი სა­მი სე­ტი და­ირ­ტყა (4:6, 6:7 (3), 6:2, 7:6 (6), 6:1) და ბა­დეს­თან აკუ­რა­ტუ­ლი ვერ იყო (39/22, 56 %). ბე­ნე­ტომ რო­ჯე­რი წა­ი­კითხა და ფე­დე­რე­რი თით­ქ­მის გა­აგ­დეს. მე­რე წა­მო­ი­ღო.

მე­ოთხე წრე. ქსა­ვიე მა­ლი­სი კარ­გი ბელ­გი­ე­ლია. ფი­ნუ­რი გო­თის გა­რეგ­ნო­ბით და წი­ნა გე­ნე­რა­ცი­ის ჩოგ­ბურ­თით. მა­ლის­თან (7:6 (1), 6:1, 4:6, 6:3) რო­ჯე­რი ბა­დეს­თან კი­ბორ­გია (39/34, 87 %). ფე­დე­რე­რი მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში შე­დის.

იქ მი­ხა­ილ იუჟ­ნი ზის. თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით, კარ­გი იუმო­რით და ელე­გან­ტუ­რი ბექ­ჰენ­დით. იუჟ­ნი ფე­დე­რერ­თან ყველ­გან აგებს. იუჟ­ნი რუ­სია და რო­ჯე­რი - ფე­დე­რე­რი. ბა­დეს­თან 34 გას­ვ­ლა, 24 (71 %) აღე­ბუ­ლი ქუ­ლა და სა­ბო­ლოო 6:1, 6:2, 6:2. კლა­სი­კა.

? ფი­ნა­ლი. მის­ტერ ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი. ფე­დე­რე­რი გა­იხ­ს­ნა, კომ­პ­ლექ­სე­ბი და რი­დი გა­სახ­დელ­ში და­ტო­ვა. კორ­ტ­ზე რო­ჯი ჯი­მი პე­ი­ჯის რი­ფინ­გი იყო. მოქ­ნი­ლი, არას­ტან­დარ­ტუ­ლი, რბი­ლი და ძა­ლი­ან ღრმა. ფე­დე­რე­რი ბა­დეს­თან ხში­რად ვერ გა­დის. მხო­ლოდ 22 ექ­ს­კურ­სია და 14 მო­გე­ბუ­ლი (64 %) ქუ­ლა. 6:3, 3:6, 6:4, 6:3. მო­სა­გე­ბი მო­გე­ბუ­ლია. რჩე­ბა ფი­ნა­ლი.

ფი­ნა­ლამ­დე რო­ჯე­რი ერთ სეტ­ში სა­შუ­ა­ლოდ თით­ქ­მის ცხრა­ჯერ გა­დის ბა­დეს­თან. ფი­ნალ­ში რო­ჯე­რი აგ­რე­სი­ით იგებს. ბა­დეს­თან 65 გას­ვ­ლა, 53 მო­გე­ბუ­ლი გა­თა­მა­შე­ბა (78 %). ერთ სეტ­ში ფე­დე­რე­რი სა­შუ­ა­ლოდ ჩვიდ­მეტ­ჯერ მი­დის ბა­დეს­თან და მა­რი იღ­ლე­ბა. ფე­დე­რე­რი გა­დის ბა­დეს­თან მა­რის ფორ­ჰენ­დ­ზე. ფე­დე­რე­რი გა­დის ბა­დეს­თან მა­რის მკვლელ ბექ­ჰენ­დ­ზე და ფე­დე­რე­რი ამას ელე­გან­ტუ­რად აკე­თებს. მა­რი იშიფ­რე­ბა და რო­ჯე­რის ქაშ­მი­რი მე­ოთხე სეტ­ში წა­მო­ვი­და.

ლონ­დონ­ში ბევ­რი რა­ღაც არ იც­ვ­ლე­ბა. ლონ­დონ­ში რო­მან აბ­რა­მო­ვიჩ­მა ვინ­მე უნ­და გა­ყი­დოს და და­რია ჟუ­კო­ვას ფუ­ლი გა­და­ა­დე­ბი­ნოს. რო­მა­ნი ახალ იახ­ტა­ზე ფულს აგ­რო­ვებს და სა­კუ­თა­რი გუნ­დის ტრან­ს­ფე­რებ­ზე სა­კუ­თარ ფულს ტე­ხავს. ლონ­დონ­ში პოლ მა­კარ­ტ­ნი ახალ სიმ­ღე­რას ჩა­უჯ­და და მა­ლე, ალ­ბათ, ჩვენც მოგ­ვას­მე­ნი­ნებს. ლონ­დონ­ში გაი რი­ჩიმ ჯე­ი­სონ სტე­თემ­თან ერ­თად სა­დი­ლის დროს ფე­ხის თი­თი მო­ი­ტე­ხა. იმ სა­დილს მი­კი რურ­კიც ეს­წ­რე­ბო­და. გა­ის თი­თი მი­კიმ მო­ტე­ხა. ხდე­ბა ხოლ­მე. იქ­ვე, ლონ­დონ­ში, ჩოგ­ბურ­თის მო­ცარ­ტ­მა კი­დევ ერ­თი სი­უ­ი­ტა და­ტო­ვა. რო­ჯერ ფე­დე­რერ­მა მეშ­ვი­დედ მო­ი­გო უიმ­ბ­ლ­დო­ნი. და და­ის­ვე­ნა.

ფე­დე­რე­რი ისევ პირ­ვე­ლია. სულ იყო. რო­ჯე­რი ახალ რე­ი­ტინ­გ­ში ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩ­ზე წინ ზის და სერ­ბი ოლიმ­პი­ურ გარ­ჩე­ვებ­ში მე­ო­რე ნო­მე­რი იქ­ნე­ბა. ოლიმ­პი­ა­და ლონ­დონ­შია. უიმ­ბ­ლ­დო­ნის სა­ჩოგ­ბურ­თო კომ­პ­ლექ­სიც იქ­ვეა და ფე­დე­რე­რიც და­უკ­რავს. ნის­ლი­დან კი­დევ ერ­თი სიმ­ფო­ნია წა­მო­ვა და რო­ჯე­რი თა­მაშს და­იწყებს. ოლიმ­პი­ა­და­ზე ფე­დე­რე­რი და­ის­ვე­ნებს. რო­ჯე­რის ჩოგ­ბურ­თიც რე­ლაქ­სა­ციაა.

რო­ჯერ ფე­დე­რე­რი. თით­ქ­მის 31 წლის. ერ­თე­უ­ლებ­ში მო­გე­ბუ­ლი 75 ტურ­ნი­რი. საპ­რი­ზო­ე­ბით აღე­ბუ­ლი თით­ქ­მის 73 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი. კერ­პი ბავ­შ­ვო­ბა­ში - ბო­რის ბე­კე­რი. კერ­პი დი­დო­ბა­ში - პიტ სამ­პ­რა­სი. მო­ი­გო უიმ­ბ­ლ­დო­ნი იუნი­ო­რებ­ში და იმ გარ­ჩე­ვა­ში ირაკ­ლი ლა­ბა­ძე იყო. მო­ი­გო უიმ­ბ­ლ­დო­ნი არა­ი­უ­ნი­ო­რებ­ში. შვიდ­ჯერ მო­ი­გო. ჩოგ­ბურთს ნორ­მა­ლუ­რად თა­მა­შობს. უყ­ვარს თა­ვი­სი საქ­მე, თა­ვი­სი ცო­ლი და ორი შვი­ლი.

ფე­დე­რე­რის ჩოგ­ბურ­თ­ზე და­დის უილ სმი­ტი, ბევ­რი პრინ­ცი, ბექ­ჰე­მე­ბის ტრა­დი­ცი­ულ-მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი და ლონ­დო­ნის ყვე­ლა­ზე ბე­ბე­რი მტრე­დიც. რო­ჯე­რი ერ­თი და ბევ­რია.

ფე­დე­რე­რი ლე­გენ­დაა. და ლე­გენ­და ჯერ წას­ვ­ლას არ აპი­რებს.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. ბლოგი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. ბლოგი >>

    aa
  7. ბლოგი >>

    aa
  8. პრესომბუდსმენი >>

    aa
  9. თვალსაზრისი >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. სტილი >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. წიგნები >>

    aa
  20. წიგნები >>

    aa
  21. წიგნები >>

    aa
  22. უცხოეთი >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. ამბები >>

    aa
  25. სპორტი >>

    aa
  26. სპორტი >>

    aa
  27. სპორტი >>

    aa
  28. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი