RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 ივნისი, ოთხშაბათი 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

ბი­ა­რი­ცი ქვი­შის რაგ­ბის მას­პინ­ძ­ლობს

ქვიშის რაგბიში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შარშან დაკავებული მეშვიდე შედეგის გაუმჯობესებას საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში შეეცდება.

24 საათი 14.07.12

ქვიშის რაგბიში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შარშან დაკავებული მეშვიდე შედეგის გაუმჯობესებას საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში შეეცდება.

ქვიშაში მობურთალები FIRA AER-ის ეგიდით ჩასატარებელ ევროპის პირველობაზე 19 ივლისს გაემგზავრებიან.

ქვი­შის (ან პლა­ჟის) რაგ­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­სარ­თობ დის­ციპ­ლი­ნად ით­ვ­ლე­ბო­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხე მი­ე­ცა. შარ­შან კი FIRA AER-ის ეგი­დით გა­ი­მარ­თა ევ­რო­პის თა­სის პირ­ვე­ლი გა­თა­მა­შე­ბა, რო­მე­ლიც მას­პინ­ძელ­თა - საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და.

წლე­ულს, რი­გით მე­ო­რე გა­თა­მა­შე­ბა­ში, ათ ნაკ­რებს ელი­ან. მათ შო­რის, ირ­ლან­დი­ი­დან, უელ­სი­დან, იტა­ლი­ი­დან, პორ­ტუ­გა­ლი­ი­დან, რუ­მი­ნე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან, რუ­სე­თი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან. რა თქმა უნ­და, მას­პინ­ძ­ლე­ბიც ად­გილ­ზე არი­ან.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი სამ დღე­ში დას­რულ­დე­ბა. პირ­ვე­ლი დღე ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე გა­სას­ვ­ლელ თა­მა­შებს და­ეთ­მო­ბა. მე­ო­რე დღეს ჩა­ტარ­დე­ბა ვაჟ­თა, ქალ­თა, ბავ­შ­ვ­თა და ვე­ტე­რან­თა ტურ­ნი­რი. მე­სა­მე, დას­კ­ვ­ნით დღეს კი ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბის ფი­ნა­ლუ­რი სტა­დიაა. თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი­დან ფლეი-ოფ­ში ორი სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი გა­დის. გუნ­დე­ბი რვა მო­თა­მა­შის­გან შედ­გე­ბა - ძი­რი­თა­დის ხუ­თი და სა­თა­და­რი­გოს

სა­მი (შეც­ვ­ლებ­ში შეზღუდ­ვა არ არის).

"შარ­შან­დე­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აქ­ცენტს ვა­კე­თებთ იმ ახალ­გაზ­რ­დებ­ზე, რომ­ლებ­მაც თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნეს რო­გორც ში­და პირ­ვე­ლო­ბებ­ში, ისე ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რე­ბებ­ში, -

ამ­ბობს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი მა­მუ­კა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი. - ევ­რო­პა­ში ქვი­შის რაგ­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლია და ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. ჩვენ კი პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამთ. ასე რომ, ძლი­ერ მე­ტო­ქე­ებ­თან მოგ­ვი­წევს თა­მა­ში.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე­ო­რედ ვთა­მა­შობთ. ძა­ლი­ან გვინ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ­გაზ­რ­დებს შო­რის ჩა­ვა­ტა­როთ ტურ­ნი­რე­ბი, რაც ნაკ­რე­ბის კან­დი­დატ­თა რიცხ­ვის გაზ­რ­და­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა".

IRB უკ­ვე გა­ნი­ხი­ლავს ქვი­შის რაგ­ბი­ში პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო თა­სის ჩა­ტა­რე­ბის სა­კითხს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქვი­შის რაგ­ბის ნაკ­რე­ბი: გი­ორ­გი ფრუ­ი­ძე (აია), მუ­რაზ გი­ორ­გა­ძე (პა­ტარ­ძე­უ­ლი), რე­ვაზ ბრო­ძე­ლი (არ­მა­ზი), გი­ორ­გი ნა­თე­ლაშ­ვი­ლი (რუს­თა­ვი), ვა­ჟა ხუ­ციშ­ვი­ლი (რუს­თა­ვი), გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი (არ­მია), დე­ვი დევ­სუ­რაშ­ვი­ლი (ხუ­ლი­გა­ნა), ილია მე­ლა­ძე (აკა­დე­მია).

მწვრთნე­ლი: მა­მუ­კა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი

მე­ნე­ჯე­რი: სან­დ­რო ჟღენ­ტი

ყველაზე პოპულარული
  1. კალათბურთი >>

    aa
  2. რაგბი >>

    aa
  3. რევიუ >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. თვალსაზრისი >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. პოლიტიკა >>

    aa
  8. უცხოეთი >>

    aa
  9. ბლოგი >>

    aa
  10. პრესომბუდსმენი >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. მუსიკა >>

    aa
  13. თვალსაზრისი >>

    aa
  14. სტილი >>

    aa
  15. რევიუ >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. მარანი >>

    aa
  19. მარანი >>

    aa
  20. მარანი >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. კულინარია >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ამბები >>

    aa
  36. საზოგადოება >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. კინო >>

    aa
  39. თეატრი >>

    aa
  40. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  41. რევიუ >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი