RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
21 მაისი, სამშაბათი 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

ფელ­პ­სის 22 მე­და­ლი

ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა და­ას­რუ­ლა სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ლე­გენ­დად ქცე­ულ­მა მო­ცუ­რა­ვემ მა­იკლ ფელ­პ­ს­მა.

24 საათი 06.08.12

ლე­გენ­და­რუ­ლი მა­იკლ ფელ­პ­სი
ლე­გენ­და­რუ­ლი მა­იკლ ფელ­პ­სი

ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა და­ას­რუ­ლა სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ლე­გენ­დად ქცე­ულ­მა მო­ცუ­რა­ვემ მა­იკლ ფელ­პ­ს­მა.

ათენ­სა და პე­კინ­ში მო­გე­ბულ 14 ოქ­როს მა­იკ­ლ­მა ლონ­დონ­ში კი­დევ ოთხი და­უ­მა­ტა. მან ყვე­ლა შე­საძ­ლო რე­კორ­დი მოხ­ს­ნა. ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ის ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი სპორ­ტ­ს­მე­ნია. სა­ერ­თო ჯამ­ში ფელპსს 22 მე­და­ლი აქვს მო­გე­ბუ­ლი, აქე­დან 18 ოქ­რო, 2-2 ვერ­ცხ­ლი და ბრინ­ჯაო. სა­ეჭ­ვოა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ასე­თი შე­დე­გი ვინ­მემ აჩ­ვე­ნოს.

გა­ვიხ­სე­ნოთ მა­იკლ ფელ­პ­სის კა­რი­ე­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დე­ბი და მის მი­ერ მო­გე­ბუ­ლი ყვე­ლა მე­და­ლი.

2000 წე­ლი, სიდ­ნე­ის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი, ლე­გენ­დის და­ბა­დე­ბა

სიდ­ნე­ის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ფელპსს მე­და­ლი არ მო­უ­გია. მან მხო­ლოდ ერთ დის­ტან­ცი­ა­ზე სცა­და ბე­დი. 15 წლის ფელ­პ­ს­მა 200 მეტ­რ­ზე ბა­ტერ­ფ­ლა­ით ცურ­ვა­ში მე­ხუ­თე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

პირ­ვე­ლი ოქ­რო - 2004 წე­ლი. 400 მეტ­რ­ზე კომ­პ­ლექ­სუ­რი ცურ­ვა

სა­ნამ პირ­ველ ოქ­როს მო­ი­გებ­და, მან ამ დის­ციპ­ლი­ნა­ში ოთხ­ჯერ აჩ­ვე­ნა სა­უ­კე­თე­სო დრო. მო­მა­ვალ­ში კი ფელ­პ­სი მხო­ლოდ სა­კუ­თარ რე­კორ­დებს ამ­ხობ­და.

იან კრო­კე­რის და­მარ­ცხე­ბა - 2004 წე­ლი

2004 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს იან კრო­კე­რი მსოფ­ლიო რე­კორ­დ­ს­მე­ნის რან­გ­ში შეხ­ვ­და. სწო­რედ მას ეკუთ­ვ­ნო­და მსოფ­ლიო რე­კორ­დი 100 მეტ­რ­ზე ბა­ტერ­ფ­ლა­ით ცურ­ვა­ში და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის მთა­ვარ ფა­ვო­რი­ტა­დაც ით­ვ­ლე­ბო­და. კრო­კე­რი ცურ­ვის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნია, რო­მელ­მაც ბა­ტერ­ფ­ლა­ით 100-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია 51 წამ­ზე სწრა­ფად გა­ცუ­რა. კრო­კე­რის რე­კორ­დი 50.76 იყო. მა­იკლ ფელ­პ­ს­მა ეს რე­კორ­დი 4 მე­ა­თე­დი წა­მით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. 2009 წლის პირ­ველ აგ­ვის­ტოს მა­იკ­ლ­მა ერ­თი შე­ხედ­ვით შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო - ბა­ტერ­ფ­ლა­ით ასი მეტ­რი 50 წამ­ზე უფ­რო სწრა­ფად გა­ცუ­რა (49.82)

ლე­ჟა­კის დახ­მა­რე­ბა

2008 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი სა­მუ­და­მოდ შე­ვი­და ის­ტო­რი­ა­ში. მა­იკლ ფელ­პ­ს­მა პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე რვა ოქ­რო მო­ი­გო. გა­ი­მარ­ჯ­ვა ყვე­ლა იმ დის­ციპ­ლი­ნა­ში, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­კორ­დი არ შე­დეგ­ბო­და, რომ არა ჯე­ი­სონ ლე­ჟა­კი. 4x100 თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ეს­ტა­ფე­ტა­ში ფელ­პ­ს­მა თა­ვი­სი ეტა­პი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ცუ­რა, თუმ­ცა, მე­ოთხე ეტა­პის წინ აშშ-ის ნაკ­რე­ბი საფ­რან­გე­თის ნაკ­რებს თით­ქ­მის მთე­ლი კორ­პუ­სით ჩა­მორ­ჩე­ბო­და. ასე­თი ჰან­დი­კა­პის ას მეტ­რ­ზე აღ­მოფხ­ვ­რა თით­ქ­მის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა, ლე­ჟაკ­მა შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი მი­სია შე­ას­რუ­ლა. ამე­რი­კელ­მა მო­ცუ­რა­ვემ თა­ვი­სი ეტა­პი 46.06 წამ­ში გა­ცუ­რა, ფრან­გე­ბი უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა, აშშ-ის ნაკ­რებს ოქ­რო მო­უ­ტა­ნა და ფელპსს უნი­კა­ლუ­რი რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბის შან­სი მის­ცა.

200 მეტ­რი ბა­ტერ­ფ­ლა­ით

ეს არის დის­ტან­ცია, რო­მე­ლიც ფელპსს ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს. სწო­რედ ამ დის­ტან­ცი­ა­ზე იცუ­რა­ვა მა­იკ­ლ­მა პირ­ველ ოლიმ­პი­ა­და­ზე. მა­შინ ის 15 წლის იყო. ათენ­სა და პე­კინ­ში კი მა­იკ­ლი ამ დის­ტან­ცი­ა­ზე მხო­ლოდ დროს ებ­რ­ძო­და. ცო­ტა არ იყოს, მო­უ­ლოდ­ნე­ლი­ცაა, რომ მან ლონ­დონ­ში ეს დის­ტან­ცია დათ­მო.

ერ­თი შე­ხე­ბა

დრა­მა­ტუ­ლი გა­მოდ­გა პე­კი­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე 100 მეტ­რ­ზე ბა­ტერ­ფ­ლა­ით ცურ­ვა. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო დრო აჩ­ვე­ნა სერ­ბ­მა მი­ლო­რად ჩა­ვიჩ­მა, რო­მელ­მაც ფი­ნა­ლუ­რი გა­ცურ­ვა იდე­ა­ლუ­რად და­იწყო და 50 მეტ­რის შემ­დეგ თით­ქ­მის ნა­ხე­ვარ კორ­პუსს უგებ­და ფელპსს. მა­იკ­ლ­მა დის­ტან­ცი­ის ბო­ლო მეტ­რებ­ზე სას­წა­უ­ლი აჩ­ვე­ნა, სიჩ­ქა­რეს მო­უ­მა­ტა და ერ­თი შე­ხე­ბით აჯო­ბა სერბს.

8-დან 8

2008 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე აშშ-ის ნაკ­რებ­მა 4x100 მეტ­რ­ზე კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ეს­ტა­ფე­ტა მო­ი­გო და ეს მა­იკლ ფელ­პ­სის­თ­ვის პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­გე­ბუ­ლი მერ­ვე ოქ­რო იყო. ამით ფელ­პ­ს­მა და­ამ­ხო მარკ სპი­ცის რე­კორ­დი, რო­მელ­საც ერთ ოლიმ­პი­ა­და­ზე შვი­დი ოქ­რო ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი.

ლა­ტი­ნი­ნას რე­კორ­დის გა­მე­ო­რე­ბა

ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის დაწყე­ბამ­დე მა­იკლ ფელპსს 16 მე­და­ლი ჰქონ­და და მო­გე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბის მხრივ ჩა­მორ­ჩე­ბო­და მხო­ლოდ ლა­რი­სა ლა­ტი­ნი­ნას, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე 18 მე­და­ლი მო­ი­გო. თა­ვის საყ­ვა­რელ 200 მეტ­რ­ზე ბა­ტერ­ფ­ლა­ით ცურ­ვა­ში მა­იკ­ლ­მა მხო­ლოდ ვერ­ცხ­ლი მო­ი­გო, თუმ­ცა, სწო­რედ ამ ვერ­ცხ­ლის მედ­ლის წყა­ლო­ბით გა­უ­თა­ნაბ­რ­და ლა­რი­სა ლა­ტი­ნი­ნას.

ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო

მა­იკ­ლ­მა ლა­ტი­ნი­ნას რე­კორ­დი გა­ი­მე­ო­რა და, ცხა­დია, ამა­ზე არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე სა­ერ­თო ჯამ­ში მა­იკ­ლ­მა ექ­ვ­სი მე­და­ლი მო­ი­გო და მთლი­ა­ნო­ბა­ში 22 მო­გე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლი და­აგ­რო­ვა.

ფელ­პ­სის ყვე­ლა მე­და­ლი

2004 ათე­ნი

ოქ­რო - 400 მეტ­რი, კოპ­ლექ­სუ­რი ცურ­ვა

ბრინ­ჯაო - ეს­ტა­ფე­ტა 4x100 მეტ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლი

ბრინ­ჯაო - 200 მეტ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლი

ოქ­რო - 100 მეტ­რი, ბა­ტერ­ფ­ლაი

ოქ­რო - ეს­ტა­ფე­ტა 4x200 მეტ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლი

ოქ­რო - 200 მეტ­რი, კოპ­ლექ­სუ­რი ცურ­ვა

ოქ­რო - 200 მეტ­რი, ბა­ტერ­ფ­ლაი

ოქ­რო - 4x100 მეტ­რ­ზე კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ეს­ტა­ფე­ტა

2008 პე­კი­ნი

ოქ­რო - 400 მეტ­რი, კოპ­ლექ­სუ­რი ცურ­ვა

ოქ­რო - ეს­ტა­ფე­ტა 4x100 მეტ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლი

ოქ­რო - 200 მეტ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლი

ოქ­რო - 100 მეტ­რი, ბა­ტერ­ფ­ლაი

ოქ­რო - ეს­ტა­ფე­ტა 4x200 მეტ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლი

ოქ­რო - 200 მეტ­რი, კოპ­ლექ­სუ­რი ცურ­ვა

ოქ­რო - 200 მეტ­რი, ბა­ტერ­ფ­ლაი

ოქ­რო - 4x100 მეტ­რ­ზე კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ეს­ტა­ფე­ტა

2012 ლონ­დო­ნი

ვერ­ცხ­ლი - 200 მეტ­რი, ბა­ტერ­ფ­ლაი

ვერ­ცხ­ლი - ეს­ტა­ფე­ტა 4x100 მეტ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლი

ოქ­რო - ეს­ტა­ფე­ტა 4x200 მეტ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლი

ოქ­რო - 200 მეტ­რი, კოპ­ლექ­სუ­რი ცურ­ვა

ოქ­რო - 100 მეტ­რი, ბა­ტერ­ფ­ლაი

ოქ­რო - 4x100 მეტ­რ­ზე კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ეს­ტა­ფე­ტა

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი