RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ელიტარულები

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ფლეი-ოფის პირველ მატჩში, ბელარუსის გუნდი, მოგილიოვში, ანგარიშით 89:75 დაამარცხა და პრაქტიკულად გაინაღდა ელიტარულ A დივიზიონში თამაშის უფლება. გვსურს ვირწმუნოთ, რომ თბილისური შეხვედრა, რომელიც სპორტის სასახლეში ოთხშაბათს გაიმართება, მხოლოდ ფორმალობა იქნება და საქართველოს ნაკრები საბოლოოდ გაიფორმებს უძლიერესთა შორის საგზურს.

24 საათი 07.09.09

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ფლეი-ოფის პირველ მატჩში, ბელარუსის გუნდი, მოგილიოვში, ანგარიშით 89:75 დაამარცხა და პრაქტიკულად გაინაღდა ელიტარულ A დივიზიონში თამაშის უფლება. გვსურს ვირწმუნოთ, რომ თბილისური შეხვედრა, რომელიც სპორტის სასახლეში ოთხშაბათს გაიმართება, მხოლოდ ფორმალობა იქნება და საქართველოს ნაკრები საბოლოოდ გაიფორმებს უძლიერესთა შორის საგზურს.

ამის თქმის უფლებას გვაძლევს ის თამაში, რომელიც იგორ კოკოშკოვის გუნდმა ბელორუსში აჩვენა. ქართველი კალათბურთელები ყველა სათამაშო კომპონენტით აღემატებოდნენ მეტოქეს, როგორც პერიმეტრზე ისე ფარქვეშ თამაშისას. საათის მექანიზმივით აწყობილი ქართველები დროულად იხევდნენ უკან და სწრაფად უტევდნენ მეტოქის ფარს.

კოკოშკოვის დამსახურება კი ის არის, რომ მან შესძლო გუნდის შეთამაშება და ერთ მუშტად შეკვრა. მატჩის მსვლელობისას, ხშირი როტაციის პირობებში გააკეთა ზუსტი შეცვლები იქ, სადაც საჭირო იყო და თამაშის დინამიკა ჩვენთვის სასურველ რიტმში გადაიყვანა. შედეგად ქართველმა კალათბურთელებმა 14 ქულის სხვაობით იმარჯვეს და განმეორებითი მატჩის წინ სასურველი უპირატესობა მოიპოვეს.

სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ ასეთი შეთამაშებული და ორგანიზებული გუნდი არასდროს გვყოლია. გუნდი ახორციელებს სწრაფ კომბინაციებს, რაც მანამდე არ შეიმჩნეოდა. უაღრესად კარგად არიან შეთამაშებულნი ცინცაძე და სანიკიძე, ელისი და ფაჩულია, რაც ბელორუსთან დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. სწრაფი, ორსვლიანი კომბინაციებით არაერთი ლამაზი იერიში დააგვირგვინეს ფაჩულიამაც და სანიკიძემაც ცინცაძისა და ელისის ეფექტური გადაცემების შემდეგ. საქართველოს ნაკრებში დღეისთვის რამდენიმე კალათბურთელია, რომელთა შეჩერებაც ძალიან უჭირთ B დივიზიონის გუნდების მცველებს. საილუსტრაციოდ შაბათის მატჩიც გამოდგება. ზაზა ფაჩულიას რამდენიმე ბელორუსი კალათბურთელი მეურვეობდა და ამით უყურადღებოდ რჩებოდათ ვიქტორ სანიკიძე, ხოლო, როცა ბელორუსთა ყურადღება ორივე კალათბურთელის მისამართით ნაწილდებოდა, ზუსტად უტევდნენ ელისი, ცქიტიშვილი და ბოისა. ამდენად სლავებს ძალიან გაუჭირდათ ყველა ქართველი კალათბურთელის განეიტრალება და ამიტომაც ვერ მოახერხეს თამაშის გამოსწორება. იგორ კოკოშკოვი კი სრულიად აკონტროლებდა თამაშის მსვლელობას და მიზანმიმართულ შეცვლებს ახორციელებდა.

საკმარისია ითქვას, რომ კოკოშკოვმა მესამე მეოთხედში, როცა ანგარიში 7 ქულამდე შემცირდა მოედანზე ნიკოლოზ ცქიტიშვილი გამოიყვანა და საქართველოს ნაკრების მსუბუქმა ცენტრმაც 2 წუთში სამი ზუსტი სამქულიანი ტყორცნა განახორციელა, რითიც ფსიქოლოგიურად საბოლოოდ გატეხა მეტოქე და შემდგომში ქართველთა უპირატესობა, ერთი პირობა 21 ქულამდეც გაიზარდა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მწვრთნელისა და კალათბურთელთა კოორდინირებული მუშაობის წყალობით საქართველომ მიიღო გუნდი, რომელიც A დივიზიონს ეკადრება.

პირველი ნახევრის 13-ქულიანი სხვაობით - 45:32 მოგების შემდეგ, ქართველ კალათბურთელთა უპირატესობა მეორე ნახევარშიც გამოიკვეთა და საბოლოოდ, 14 ქულით - 89:75 ვაჯობეთ მეტოქეს. ერთადერთი ნეგატივი ჩვენთვის ის იყო, რომ მსაჯმა მოედანი დაატოვებინა ტაირონ ელისს, რომელიც მეტოქის პროვოკაციას წამოეგო და ახლა დისკვალიფიკაციის გამო, განმეორებით მატჩს გამოტოვებს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც არა მარტო შედეგიანი თამაშით გამოიჩინა თავი (19 ქულა, 11 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი), არამედ ეფექტური მოხსნებითა და ჩატენვებითაც. სანიკიძესთან ერთად, ორივე გუნდში ყველაზე მეტი - 19 ქულა მოაგროვა ზაზა ფაჩულიამ და საკუთარ მონაგარს 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასიც შეჰმატა. მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო ვლადიმერ ბოისაც, რომელმაც როგორც პირველ, ისე მეორე ნახევარში დაცვაში შესანიშნავად ითამაშა და გარდამტეხი სროლებიც განახორციელა, მისი მოგარი კი - 18 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემაა.

18 ქულა მოაგროვა მასპინძელთაგან საუკეთესო ულიანკომაც.

შეგახსენებთ, რომ ფლეი-ოფის მეორე წყვილშიც სტუმრებმა იმარჯვეს - ჩერნოგორიამ შვედეთს, მისსავე მოედანზე, 70:50 სძლია და ქართველთა მსგავსად, ბალკანელებსაც A დივიზიონში აღზევება თითქმის გარანტირებული აქვთ.

ბელარუსი - საქართველო 75:89 (17:23, 15:22, 22:19, 21:25)

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის B დივიზიონის ფლეი-ოფი. პირველი მატჩი

ბელარუსი, სასტარტო: ულიანკო (18 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი), მეშერიაკოვი (17 ქ, 8 მ, 1 პ), ჩარიკოვი (2 ქ, 1 მ, 4 პ), კორშუკი (13 ქ, 3 მ, 2 პ), კუზმინი (2 პ); შემცვლელები: ალექსეევი (1 მ), პუსტოგვარი (3 ქ, 1 მ), კანდრუსევიჩი (15 ქ, 3 მ, 2 პ), კუდრიავცევი (5 ქ, 3 მ, 2 პ), კოჟენეცი (2 ქ, 2 მ, 1 პ), განდინი.

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრ პოპკოვი

საქართველო, სასტარტო: ელისი (10 ქ, 2 მ, 4 მ), ცინცაძე (3 ქ, 4 მ, 5 პ), ვ. ბოისა (18 ქ, 3 მ, 1 პ), სანიკიძე (19 ქ, 11 მ, 1 პ), ფაჩულია (19, ქ, 8 მ, 3 პ); შემცვლელები: ტუღუში (6 ქ, 2 მ), გამყრელიძე (5 ქ, 3 მ, 2 პ), ცქიტიშვილი (9 ქ, 1 მ), შერმადინი, ა. ბოისა.

მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

მსაჯები: ოსკარ ლეფვერცი (გერმანია), მილან მაზიჩი (სერბეთი), სერჰი ჩაიკოვსკი (უკრაინა)

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი