RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

B დივიზიონს ვემშვიდობებით

ბელარუსი ის გუნდი არაა, ფარ-ხმალი დაყაროს და უბრძოლველად დაგვნებდეს. ბუნებრივია, უფრო მობილიზებულები გამოვლენ მასპინძლების წინააღმდეგ.

24 საათი 09.09.09

ბელარუსი ის გუნდი არაა, ფარ-ხმალი დაყაროს და უბრძოლველად დაგვნებდეს. ბუნებრივია, უფრო მობილიზებულები გამოვლენ მასპინძლების წინააღმდეგ.

ლეი-ოფის პირველ მატჩიდან - ბელარუსიდან შინ დაბრუნებულმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ სპორტის სასახლეში ღია ვარჯიშზე გვიხმო. მართალია, მიზანი, ფაქტობრივად მიღწეულია, A დივიზიონამდე ნაბიჯი გვაშორებს, მაგრამ სადღეისო დაპირისპირებისთვის ინტერესი მაინც არ მინავლებულა. მინავლებულა კიდევ რბილი ნათქვამია. ბელარუსი ის გუნდი არაა, ფარ-ხმალი დაყაროს და უბრძოლველად დაგვნებდეს. ბუნებრივია, უფრო მობილიზებულები გამოვლენ მასპინძლების წინააღმდეგ. ამასობაში სპორტის სასახლის სალაროები ბილეთებისგან სრულიად დაცარიელდა. ასე რომ, საქართველო ბელარუსს სავსე ტრიბუნებით ხვდება.

ვიდრე ბიჭები ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის მითითებებს ასრულებდნენ, ფედერაციის მესვეურებთან ტაირონ ელისის საკითხით დავინტერესდით, რომელიც პირველ შეხვედრაში ატეხილი აურზაურის გამო, მსაჯებმა მოედნიდან გააძევეს. მხედველობაში გვაქვს ბელარუსი მოთამაშის პროვოკაციური გამოხტომა, როდესაც მავანმა ქართველ-ამერიკელს სახეში იდაყვი უთავაზა. მეტოქის საქციელზე კი ელისის შესაბამისი რეაქცია მოყვა. ერთი სიტყვით, ირკვევა, რომ ფიბას ამ საკითხზე უმსჯელია და განაჩენიც გამოუტანია, რომელიც ასე ჟღერს: ტარონ ელისი ბელარუსის წინააღმდეგ ითამაშებს!
ჩვენი შიში თუ ვარაუდები ელისის დისკვალიფიკაციაზე საბედნიეროდ არ გამართლდა. საქართველოს ნაკრები სლავებს სრული შემადგენლობით ხვდება. ერთადერთი ვისაც ტრავმის გამო თამაშის საშუალება არ აქვს გიორგი მარკოიშვილია.

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მატჩები ისე გაილია ჩვენების წარმატებაში ეჭვი არ შეგვპარვია. ერთადერთი ვისაც მეტ-ნაკლებად ვუფრთხოდით ჩვენი დღევანდელი მეტოქე ბელარუსიის ნაკრებია. სლავებთან სტუმრად 14 ქულით მოგების (89:75) შემდეგ, თუ რამ სასწაული არ მოხდა, დღესაც საქართველოს ნაკრებს დარჩება გამარჯვება. ამასთან მათ წარმატებაში საკუთარ წვლილს გულშემატკივარიც შეიტანს, რომელმაც მატჩზე დასასწრები ბილეთები სრულიად შეიძინა.

მას შემდეგ, რაც ნაკრები ვარჯიშს მორჩა, სადღეისო შეხვედრისთვის ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კალათბურთელებს გავესაუბრეთ. თითოეული მათგანი კი გამარჯვების პირობას დებდა.

ტაირონ ელისი: “ბელარუსებმა ჭუჭყიანი თამაშით დაგვამახსოვრეს თავი. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვცდილობდით მათ პროვოკაციებს არ ავყოლოდით, რადგან ამით ქართველი გულშემატკივარი დაზარალდებოდა. ჩვენი საზრუნავი გამარჯვება იყო. განმეორებით შეხვედრაშიც ასე იქნება. ჩვენ გავიმარჯვებთ”.

ვიქტორ სანიკიძე: “ბელარუსები შინ ყურადღებას ფიზიკურ თამაშზე ამახვილებდნენ. არც უხეშობას ერიდებოდნენ. იქ მოგებული მატჩი კი ქართველი გულშემატკივრის დამსახურებაა, რომელმაც თავი ისე გვაგრძნობინა, როგორც საკუთარ კედლებში”.

ზაზა ფაჩულია: “მჯერა გულშემატკივარი ჩვენს თამაშზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. იქამდე კი თითოეულ მათგანს მინდა ვთხოვო, სპორტის სასახლეში საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში გამოწყობილნი მოვიდნენ. პირადად 200 ბილეთი შევიძინე, რომლის მფლობელებიც სპორტის სასახლეს თეთრსა და წითელ მაისურებში გამოწყობილნი ესტუმრებიან. პირველად მიწევს ფლეი-ოფში თამაში და მინდა, ასეთ მნიშვნელოვან დღეს ტრიბუნები შესაბამისად იყოს გადაფერადებული. ჩვენც მეტ ენერგიას შევიძენთ და თქვენც. მჯერა, დღეს B დივიზიონს დავემშვიდობებით. დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული დღე იქნება”.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი