RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

შერმადინმა “პაოში” გაიბრწყინა

გასული შაბათი საქართველოს საზღვრებს გარეთ მოთამაშე ქართველი კალათბურთელებისთვის დატვირთული გამოდგა.

24 საათი 01.02.10

გასული შაბათი საქართველოს საზღვრებს გარეთ მოთამაშე ქართველი კალათბურთელებისთვის დატვირთული გამოდგა.

გუშინ, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსი” პრინციპულ მატჩს მართავდა ორლანდოში, ადგილობრივ “მეჯიქთან”. “ჯადოქრები” “ქორების” მთავარი კონკურენტები არიან დივიზიონში პირველობისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, მაიკ ვუდსონის გუნდი “ორლანდოს” ვერ დაეწვევა და საკუთარ დივიზიონში მეორე ადგილს დასჯერდება.

“მეჯიქის” უპირატესობა ამ მატჩშიც გამოჩნდა. მასპინძლებმა მეტოქე თითქმის ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და ანგარიშით 104:86 გაიმარჯვეს. ზაზამ მოედანზე 13 წუთი გაატარა და დროის ამ მონაკვეთში საკუთარ გუნდს 3 ქულა და 6 მოხსნა შეაწია. ქართველზე უარესად ითამაშა ატლანტელთა ძირითადმა ცენტრმა ალ ჰარფორდმა, რომელმაც 19 წუთში 4 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი. ორლანდოელთა რიგებში შეუდარებელი იყო დუაიტ ჰოვარდი. “მთავარმა ჯადოქარმა” თამაში 31 ქულით, 19 მოხსნით და ორი შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

საბერძნეთის ჩემპიონატში მოასპარეზე გიორგი შერმადინმა თავის ბერძნულ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა.

მწვრთნელმა გიორგის 19 წუთი მისცა სათამაშოდ. დროის ამ მონაკვეთში ქართველმა ცენტრმა 13 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შედარებისთვის: “პაოს” ძირითადმა ცენტრმა ნიკოლა პეკოვიჩმა 20.56 წუთში 12 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა თავი.

იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში კარგად გაისარჯა მანუჩარ მარკოიშვილი, თუმცა ამან “კანტუ” მაინც ვერ იხსნა - ქართველის გუნდი “ბენეტონთან” 92:96 დამარცხდა.

მარკოიშვილმა სტაბილური თამაში აჩვენა და 32 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ფარზე მოხსნილი ბურთების მხრივ “მანუ” თავის გუნდში საუკეთესო იყო.

ესპანეთის ჩემპიონატში პლეი-ოფების ზონაში მოხვედრას ცდილობს ნიკა ცქიტიშვილის “ფუენლაბრადა”, რომელმაც მორიგ ტურში აუტსაიდერი “ბილბაო” ანგარიშით 85:72 დაამარცხა. ცქიტიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 20.36 წუთში 8 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.

გერმანიის ბუნდესლიგაში პრინციპული გამარჯვება მოიპოვა ლაშა გამყრელიძის “მიტელდოიჩერმა”. პლეი-ოფისთვის ბრძოლაში ქართველის გუნდმა უშუალო მეტოქე “ერტლანდი” ბოლო წამებზე 81:80 დაამარცხა. მასპინძელთა ამ წარმატებაში ქართველის წვლილი მინიმალური იყო - 10.49 წუთში გამყრელიძე მხოლოდ ორ ქულას, ამდენივე შედეგიან გადაცემას და 1 მოხსნას გამორჩა.

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი