RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
10 მარტი, ოთხშაბათი 2010
თბილისი ... ...
სპორტი >>

ფაჩულიას დრო შეუმცირეს

შაბათს საქართველოს ლეგიონერმა კალათბურთელებმა მორიგი ტურების მატჩები გამართეს.

24 საათი 08.02.10

შაბათს საქართველოს ლეგიონერმა კალათბურთელებმა მორიგი ტურების მატჩები გამართეს.

NBA-ში ჩვენთვის სასიამოვნო არაფერი მომხდარა. ზაზა ფაჩულიას "ატლანტა" დამაჯერებლად თამაშობს, მაგრამ თავად ფაჩულიას ყოველდღიურად უმცირდება სათამაშო დრო.

გუშინ, გამთენიისას, "ქორებმა" ჩიკაგოელ "ხარებს" უმასპინძლეს და ანგარიშით 91:81 გაიმარჯვეს. მატჩის გმირი გახდა ჯოშ სმიტი, რომელმაც ამ სეზონში პირველი ტრიპლი შეასრულა (18 ქულა, 14 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა). სმიტს ძირითადი ხუთეულის დანარჩენმა კალათბურთელებმაც აუბეს მხარი. ალ ჰარფორდმა თამაში 15 ქულით და 5 მოხსნით დაასრულა, ჯო ჯონსონმა საკუთარ აქტივში 18 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა, მარვინ უილიამსის ანგარიშზე 11 ქულა და 8 მოხსნა იყო, მაიკ ბიბიმ კი 8 ქულითა და 5 შედეგიანი გადაცემით დაასრულა თამაში. ძირითადი ხუთეულის კალათბურთელებს არაფრით ჩამორჩა ჯამალ კროუფორდი, რომელმაც საკუთარ აქტივში 17 ქულა ჩაიწერა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, მან მხოლოდ 5 წუთი გაატარა მოედანზე და თავის გუნდს 3 მოხსნა შეაწია. ამ გამარჯვების შემდეგ "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა და სულ ცოტათი ჩამორჩება მეორე-მესამე ადგილზე მყოფ "ბოსტონსა" და "ორლანდოს".

ამ კვირაში შედგა გიორგი ცინცაძის დებიუტი პოლონურ "სოპოტში". პირველი პოლონური მატჩი წარმატებული გამოდგა - ქვეყნის ჩემპიონატის მე-19 ტურში მისმა გუნდმა აუტსაიდერთა შორის მყოფი "პოლონია" დამაჯერებელი ანგარიშით - 106:78 დაამარცხა.

ქართველმა გამთამაშებელმა მოედანზე 22 წუთი დაჰყო და თითო სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო. 5 ქულასთან ერთად, მან ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ზედიზედ სამი წაგებული თამაშის შემდეგ იოლი გამარჯვება მოიპოვა ვოვა ბოისას "ზადარმა". ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში ხორვატიულმა გუნდმა სტუმრად სლოვენიური "ჰელიოსი" დაამარცხა - 111:65. "ზადარის" წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ფორვარდმაც. ბოისამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 20.15 წუთში პირად აქტივში 9 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და თითო მოხსნა-ჩაჭრა გაიფორმა.

ამ ტურის შემდეგ "ზადარი" 11 გამარჯვებით ადრიატიკის ლიგაში მე-7 ადგილზეა და მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება სამ გუნდს. რეგულარულის დასრულებამდე 6 ტური დარჩა.

წარმატებებით ვერ დაიკვეხნის გიორგი გამყრელიძის "მიტელდოიჩერი". მგლებმა" უკანასკნელი 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. გუშინ ქართველის გუნდი საპლეიოფო ზონაში მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან - "ბროზესთან" 19 ქულის სხვაობით დამარცხდა (55:74).

გამყრელიძემ მოედანზე გატარებულ 19.07 წუთში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა, რასაც 4 პასი, 3 ჩაჭრა და 1 მოხსნა დაუმატა.

sdf
ყველაზე პოპულარული
  1. ამბები >>

    aa
  2. სამართალი >>

    aa
  3. თვალსაზრისი >>

    aa
  4. მუსიკა >>

    aa
  5. თვალსაზრისი >>

    aa
  6. საზოგადოება >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. ამბები >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. რაგბი >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. პოლიტიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. ამბები >>

    aa
  16. ამბები >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. უცხოეთი >>

    aa
  19. მუსიკა >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. სპორტი >>

    aa
  22. სპორტი >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. ბიზნესი >>

    aa
  41. უცხოეთი >>

    aa
  42. უცხოეთი >>

    aa
  43. რევიუ >>

    aa
  44. კინო >>

    aa
  45. სამართალი >>

    aa
  46. უცხოეთი >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. სპორტი >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. მეცნიერება >>

    aa
  53. უცხოეთი >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. უცხოეთი >>

    aa
  56. თვალსაზრისი >>

    aa
  57. ბიზნესი >>

    aa
  58. ბიზნესი >>

    aa
  59. მეცნიერება >>

    aa
  60. მეცნიერება >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. რევიუ >>

    aa
  63. უცხოეთი >>

    aa
  64. უცხოეთი >>

    aa
  65. ბიზნესი >>

    aa
  66. უცხოეთი >>

    aa
  67. მეცნიერება >>

    aa
  68. მეცნიერება >>

    aa
  69. საზოგადოება >>

    aa
  70. რევიუ >>

    aa
  71. ამბები >>

    aa
  72. რევიუ >>

    aa
  73. რევიუ >>

    aa
  74. უცხოეთი >>

    aa
  75. რევიუ >>

    aa
  76. რევიუ >>

    aa
  77. ბიზნესი >>

    aa
  78. ბიზნესი >>

    aa
  79. რევიუ >>

    aa
  80. რევიუ >>

    aa
  81. სპორტი >>

    aa
  82. სპორტი >>

    aa
  83. სპორტი >>

    aa
  84. სპორტი >>

    aa
  85. ამბები >>

    aa
  86. ამბები >>

    aa
  87. მეცნიერება >>

    aa
  88. ტექნოლოგიები >>

    aa
  89. ტექნოლოგიები >>

    aa
  90. რევიუ >>

    aa
  91. წიგნები >>

    aa
  92. სპორტი >>

    aa
  93. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი