მაგარი გარჩევები
დალასში მაგარი ამბები წავიდა.
24 საათი 31.01.12
ლებრონ ჯეიმსმა "ბულზთან" 35 ქულა და 11 მოხსნა აიღო
დალასში მაგარი ამბები წავიდა.
დაბრუნდა დირკ ნოვიცკი და ტრავმის შემდეგ, გერმანელმა უცებ ორმაგი დუბლი დასვა. 13 მოხსნა ამ რეგულარულში ნოვიცკის პირადი რეკორდია.
ჯეისონ ტერიმ 34 ქულით ჯეკპოტი დასვა. "დალასმა" მესამე მეოთხედში 18 ქულა წაიყვანა, "სან ანტონიომ" მეორე ხუთეულით ამოქაჩა და ოვერტაიმი დაჯდა. "სპურსის" ბოლო 51 ქულა (ძირითადში) სათადარიგოებმა აიღეს. ბოლო მეოთხედში გრეგ პოპოვიჩის გუნდი უკვე 9 ქულას იგებდა. ბოლო მეოთხედში "სან ანტონიომ" 7 სამიანი ჩასვა.
დირკმა 15 სროლიდან მხოლოდ 4 გამოიყენა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს და "დალასიც" გერმანელთან ერთად დაიცავს ტიტულს. "სან ანტონიოს" აკლია მანუ ჯინობილი.
ძალიან აკლია.
დალასი (13:8)-სან ანტონიო (12:9) 101:100 O.T. 24:18, 27:22, 18:18, 22:33, 10:9 (ტერი 34+4 პ; ვ.კარტერი 21+3 პ+3 მ+2 ჩ; ბობუა 14+7 პ+3 დ; ნოვიცკი 10+13 მ - ნილი 19+7 პ+4 მ; დანკანი 12+6 მ+2 პ; რ.ჯეფერსონი 12+7 მ+2 პ; გრინი 12+5 მ+3 ჩ; პარკერი 9+4 პ).
n n n
ჩონსი ბილაფსი სახიფათო მოხუცია. ჩონსი ინტელექტით ასრულებს და "კლიპერსი" მისტერ ბილაფსთან ერთად უკეთესი, უფრო მოქნილი გუნდია.
"დენვერთან" ბილაფსმა 32 ქულა (მიმდინარე რეგულარულის პირადი ჰაილაითი) აკრიფა და 12 სამიანიდან 6 ჩააგდო. ჩონსი დაბრუნდა გუნდში, რომელშიც ბევრი კარგი თამაში ჰქონდა. ბილაფსი "ნაგეთსის" ჯოკერი იყო. "ნიქსმა" "დენვერიდან" კარმელო ენტონი წამოიყვანა და ბილაფსი იმ ტრეიდში ჩაჯდა. დღეს ჩონსი "კლიპერსში" დარბის, გამოცდილებას, ქარიზმას, მაგარ პასებს არიგებს.
ძირითადის დასრულებამდე 47 წამით ადრე "დენვერი" ნენეს სლემით 105:104 გადის წინ. კრის პოლმა ორი საჯარიმოთი +1 "კლიპერსს" დაუბრუნა და შემდეგ შეტევაში ნენე ბილაფსზე ფოლს იღებს. საბოლოო ანგარიში პოლმა დააფიქსირა - 109:15.
ჩონსი კოლორადოში დაბრუნდა და კოლორადოდან ბონუსით წავიდა. ჩონსი ლეგენდაა.
დენვერი (14:6)-კლიპერსი (11:6) 105:109, 26:23, 27:25, 30:29, 22:32 (ნენე 18+9 მ+2 პ; გალინარი 17+7 მ+2 პ; ა.მილერი 16+10 პ; ჰარინგტონი 16+4 მ+3 პ; ფერნანდესი 12+4 მ; მოზგოვი 9+4 მ+3 დ - ბილაფსი 32+4 პ; პოლი 25+7 პ+6 მ+2 ჩ; გრიფინი 17+13 მ+4 დ+3 პ; მო უილიამსი 12+3 მ+3 პ).
n n n
"ლეიკერსი" კობი ბრაიანტის გუნდია. ადრე, შაკთან ერთად, კობი ბევრს იგებდა. ის შაკის გუნდი იყო. ბოსებმა კობი დაიტოვეს და "ლეიკერსი" მისტერ ბრაიანტის ფრენჩაიზია. შაკის გარეშე კობიმ (პო გასოლთან ერთად) ორჯერ მოიგო სუპერფინალი.
ეს "ლეიკერსი" ასაწყობია. მაიკ ბრაუნი კარგი მწვრთნელია და წინა, მისტერ ფილ ჯექსონი სხვა დონეზე იდგა. ბრაუნს კობი ეხმარება. კობის გასოლი ეხმარება. გასოლისგან ენდრიუ ბაინუმი სწავლობს. კალათბურთის თამაშს, მშვიდად, მოკრძალებულად საუბარს სწავლობს. "მინესოტასთან" "ლეიკერსმა" +18 დაირტყა და ძირითადის დასრულებამდე 3 წუთით ადრე უკვე "ვულვზი" იგებს.
მერე აკრიფა კობიმ.
კობიმ ორი საშუალო ჩასვა, ბაინუმმა ორი მიასლემა და "ლეიკერსმა" ამ სეზონში სტუმრად მეორე თამაში მოიგო (2:7). პირველად ბოლო 14 ტესტში, "ლეიკერსმა" 100 ქულაზე მეტი დააგროვა.
"მინესოტამ" უფრო ბევრი მოხსნა აიღო სხვის ტერიტორიაზე (24:7), უფრო ნაკლები შეცდომა დაუშვა (12:4), მეორე ფაზიდან 32 ქულა ("ლეიკერსმა" - 10) აკრიფა, გაქცევაში 16:0 მოუგო "ლეიკერსს" და მაინც წააგო. "მინესოტას" არ ჰყავს კობი.
რიკი რუბიოს არასრულ 42 წუთში შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ 13 სროლიდან მხოლოდ 2 შეასრულა ზუსტად. პატარა ესპანელი უკეთესი იქნება.
მინესოტა (9:11)-ლეიკერსი (12:9) 101:106, 19:22, 26:31, 29:26, 27:27 (ლავი 33+13 მ+2 პ; ბისლი 18+12 მ+3 პ+2 ჩ; პეკოვიჩი 13+9 მ; უებსტერი 10+5 მ; ა.რენდოლფი 9+5 მ+2 დ; რუბიო 5+8 პ+4 მ; - ბრაიანტი 35+14 მ+2 პ+2 დ; გასოლი 28+6 მ+3 პ; ბაინუმი 21+7 მ+2 პ).
n n n
"ატლანტაში" ჯეფ ტიგი სანდო ახალგაზრდაა. ნორმალური გამთამაშებელი, ნორმალური სროლით, საინტერესო აზროვნებით და მაგარი დაცვით. ჯოშ სმიტთან ერთად, ტიგი გუნდის პირველი, ყველაზე აკურატული და აგრესიული დამცველია. ტიგი "ატლანტაში" სხვაზე ნაკლებს იღებს და სხვაზე მეტს ტოვებს.
"ნიუ ორლეანთან" ჯეფს არ უნდა ეთამაშა. ტიგმა მარჯვენა კოჭი იტკინა.
ბიჭმა ითამაშა და 29 წუთში ოთხივე სამიანი ჩასვა, 11/9 სროლა გამოიყენა, 24 ქულით კარიერის რეკორდი გაიმეორა. ტიგმა შეასრულა და "ატლანტამ" ხუთთამაშიანი ტურნე ტორონტოში უნდა დახუროს. "ჰოქსმა" 4/3 მოიგო. ტორონტოშიც უნდა მოიგოს.
"ატლანტა" მესამე მეოთხედში 23:4 გაიქცა. "ჰოქსმა" თითქმის ყველაფერი ჩაყარა და "ნიუ ორლეანმა" ზედიზედ 12 სროლა ვერ გამოიყენა.
ზაზა ფაჩულიამ ნორმალურად ითამაშა. ემეკა ოკაფორთან გარჩევებში ასაღები აიღო და თავისი საქმე გააკეთა.
"ნიუ ორლეანის" პირველ ნომერს, გრეივის ვასკესს 8 პასით პირადი რეკორდი აქვს. "ჰორნეტსმა" ტრავმირებული ერიკ გორდონისა და გუნდიდან გაშვებული კრის კამანის გარეშე წააგო.
ნიუ ორლეანი (4:16)-ატლანტა (15:6) 72:94, 11:27, 24:19, 17:30, 20:18 (ოკაფორი 13+8 მ+2 პ+2 დ; ვასკესი 10+8 პ; ჯეკი 10+4 პ; არიზა 9+3 მ; აიონი 6+7 მ; ამინუ 6; ჯეისონ სმიტი 4; ბელინელი 4; სამერსი 4; ჰენრი 4; კ.ჯონსონი - ტიგი 24+4 პ; უ.გრინი 16; მერვინ უილიამსი 14+3 პ+3 ჩ; ი.ჯონსონი 9+3 მ+2 პ+2 ჩ; ჯო ჯონსონი 9+9 მ+3 პ; ჯ.სმიტი 6+8 მ+4 დ; ფაჩულია 25 წუთი, 5 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება, 2 შეცდომა, 3 ფოლი; მაკგრეიდი 4+3 მ+3 პ; პარგო 3; სტექჰაუზი 2; ჰაინრიხი 2).
n n n
ლებრონ ჯეიმსს სუპერფინალის მოგების ჯერ ერიდება. ლებრონი სუპერფინალს მოიგებს.
ლებრონ ჯეიმსი დერიკ როუზის გუნდს, "ჩიკაგოს" ფლეი-ოფში უგებს. ჯერ უგებს. ჯეიმსმა როუზის ბანდა "კლივლენდთან" და "მაიამისთან" ერთად გათიშა ფლეი-ოფში და რეგულარულშიც მოუგო.
ლებრონმა თავისი, სხვისთვის სურეალისტური და ლებრონისთვის ჩვეულებრივი სტატისტიკა წამოიღო, იქვე 6 შეცდომაც დაუშვა და "მაიამის" გაუმართლა.
ძირითადის დასრულებამდე 22.7 წამით ადრე "ჰიტი" 1 ქულას იგებს. როუზმა ორი საჯარიმო უნდა ისროლოს. მიმდინარე რეგულარულში როუზს ბოლო მეოთხედში 29/29 საჯარიმო აქვს ჩაგდებული. "მაიამისთან" ტესტამდე ჰქონდა ჩაგდებული.
როუზმა ვერ ჩასვა პირველი.
როუზმა ვერც მეორე ჩასვა.
როუზმა ძირითადის დასრულებამდე 3.7 წამით ადრე საოვერტაიმო სროლაც გააფუჭა და პირადად წააგო ეს გარჩევა.
საბოლოო ანგარიში კრის ბოშმა საჯარიმოებით დატოვა.
"ბულზმა" დამტვრეული კაპიტნის, ლუოლ დენგის და კიდევ ერთი საჭირო ვეტერანის, სი ჯეი უოთსონის გარეშე ითამაშა.
ჯეიმსმა როუზთან ისევ ფლეში გაშალა.
როუზი ჯეიმსთან მოგებას ინიშნავს, იმახსოვრებს.
ჯეიმსი ფინალის მოსაგებ კონსპექტებს კითხულობს.
მაიამი (15:5)-ჩიკაგო (17:5) 97:93, 24:22, 32:29, 20:20, 21:22 (ჯეიმსი 35+11 მ+5 პ; ბოში 24+12 მ; უეიდი 15+7 პ+4 მ - როუზი 34+6 მ+6 პ; ნოა 11+11 მ+4 პ+3 დ; ჰამილტონი 11+5 მ+3 ჩ+2 პ; ბუზერი 10+9 მ+2 პ+2 ჩ; ბრიუერი 10+6 მ+3 ჩ).
n n n
ბოსტონი (9:10)-კლივლენდი (8:11) 87:88, 24:23, 19:21, 27:18, 17:26 (რ.ალენი 22+3 მ+3 პ; პირსი 18+6 პ+5 მ; გარნეტი 14+7 მ+3 პ; ბასი 13+4 მ+2 პ - ირვინგი 23+6 პ+4 მ; ვარეჟაო 18+9 მ+2 პ+2 ჩ; ჯი 14+6 მ+4 ჩ; ჯეიმისონი 10+3 მ).
ორლანდო (12:8)-ინდიანა (13:6) 85:106, 22:29, 29:19, 17:32, 17:26 (დ.ჰოვარდი 24+13 მ+2 დ; დიუჰონი 14+5 პ+3 მ+2 ჩ; ჯ.რიჩარდსონი 13+7 მ+3 პ+2 ჩ; რ.ანდერსონი 11 - გრეინჯერი 24+3 პ+3 ჩ; დევიდ უესტი 16+7 მ; ჯორჯ ჰილი 16+6 მ+4 პ; დ.კოლისონი 11+10 პ).
ნიუ ჯერსი (7:14)-ტორონტო (7:14) 73:94, 24:24, 15:20, 14:26, 20:24 (დ.უილიამსი 24+6 პ+4 მ; მოროუ 14 - დეროუზენი 27+3 პ+2 მ; ბეილსი 17+6 მ+3 პ; კლეიზა 15; კალდერონი 10+9 პ+5 მ).
ალექსანდრე ასათიანი