RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ნი­ჭი­ე­რი კრის პო­ლი

კრის პოლ­მა თა­ვი­სი მუ­ღა­მით ითა­მა­შა. ბლე­იქ გრი­ფი­ნი კრის პოლ­თან ერ­თად სულ მუ­ღა­მით თა­მა­შობს.

24 საათი 03.02.12

კრის პო­ლი
კრის პო­ლი "იუტას­თან" 34 ქუ­ლას იღებს

კრის პოლ­მა თა­ვი­სი მუ­ღა­მით ითა­მა­შა. ბლე­იქ გრი­ფი­ნი კრის პოლ­თან ერ­თად სულ მუ­ღა­მით თა­მა­შობს.

შე­იც­ვა­ლა "კლი­პერ­სი" და არ იც­ვ­ლე­ბა გუნ­დის პა­ტა­რა გე­ნი­ო­სი. კრი­სი "იუტას­თან" ბე­ბე­რი მო­ჰი­კა­ნი­ვით ხე­დავ­და ყვე­ლა იმ ბი­ლიკს, რო­მე­ლიც სხვის­თ­ვის და­ფა­რუ­ლი იყო. პოლ­მა თა­ვი­სი კალ­თ­ბურ­თი ითა­მა­შა. "იუტას" ცო­ტა არ გა­უ­მარ­თ­ლა.

34 ქუ­ლა კრი­სის­თ­ვის ამ სე­ზონ­ში რე­კორ­დია. პო­ლი სტა­ტის­ტი­კას არ აგ­რო­ვებს, კრი­სი სტა­ტის­ტი­კა­ზე უკე­თე­სი, "კლი­პერ­სის­თ­ვის" მრა­ვალ­ჯე­რა­დი ჯეკ­პო­ტია.

"კლი­პერ­ს­მა" სოლტ ლე­იკ სი­ტი­ში 2003 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად მო­ი­გო. მა­შინ "კლი­პერ­ს­ში" კრის პო­ლი არ იყო. კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი ბან­დის პირ­ველ­მა ნო­მერ­მა 24/15 სრო­ლა გა­მო­ი­ყე­ნა. პოლ­მა ერ­თი ფო­ლი მი­ი­ღო და "ჯაზს" ჯონ სტოქ­ტო­ნის მოძ­რა­ო­ბე­ბი, ჯო­ნის თა­მა­ში გა­ახ­სე­ნა. იმ დრო­ში "იუტა" ბევრს იგებ­და და სტოქ­ტო­ნი მე­ჯიქ­ზე ჯონ­სო­ნი იყო. დღეს "იუტას" სტოქ­ტო­ნის, პო­ლის, ინ­ტე­ლექ­ტის დე­ფი­ცი­ტი აქვს. გუნ­დი ალ ჯე­ფერ­სო­ნის ბი­ცეფ­სე­ბით და პოლ მის­ლე­პის მხრე­ბით იგებს.

"კლი­პერსს" "ჯა­ზის" დარ­ბაზ­ში ამ თა­მა­შამ­დე ზე­დი­ზედ 16 წა­გე­ბა აქვს. სე­რია კრის პოლ­მა და­ხუ­რა და ახა­ლი სე­რია და­იწყო.

17 იან­ვარს "იუტა" პო­ლის მე­გობ­რებს 108:79 უგებს. მა­შინ კრი­სი და­ლე­წი­ლი იყო და ჩონ­სი ბი­ლაფ­ს­თან იქ­ვე, უკან, რენ­დი ფოი ტრი­ა­ლებ­და. ფოი სტან­დარ­ტუ­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტი­პია. კრის პო­ლი სხვა დო­ნეა. პო­ლი სტოქ­ტო­ნის, მე­ჯი­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა.

კრის­მა ბო­ლო მე­ოთხედ­ში 12 ქუ­ლა შე­აგ­რო­ვა და "კლი­პერ­ს­მა" წა­უ­გე­ბე­ლი სე­რია ოთხამ­დე გა­აგ­რ­ძე­ლა. ბო­ლო 30 წამ­ში "კლი­პერ­ს­მა" 8 სა­ჯა­რი­მო გა­უშ­ვა და ყვე­ლა ჩა­აგ­დო.

ძი­რი­თა­დის ბო­ლომ­დე 1.2 წა­მით ად­რე, მი­ნუს სამ­ზე, სი ჯეი მა­ილ­ზ­მა პირ­ვე­ლი სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო, მე­ო­რე სპე­ცი­ა­ლუ­რად ააცი­ლა, ბურ­თი რე­ჯი ევან­ს­მა აიღო და ყვე­ლა­ფე­რი მორ­ჩა.

კრის პოლ­მა მო­სა­გე­ბი ისევ მო­ი­გო.

იუტა (12:8)-კლი­პერ­სი (13:6) 105:107, 29:32, 29:24, 16:16, 31:35 (ალ ჯე­ფერ­სო­ნი 27+12 მ+4 პ; სი ჯეი მა­ილ­ზი 16+3 მ; მილ­სე­პი 14+7 მ; ფე­ი­ვორ­სი 14+3 მ+2 დ; ჰე­ი­უ­ორ­დი 12+3 მ+3 პ - პო­ლი 34+11 პ+5 მ+3 ჩ; გრი­ფი­ნი 31+14 მ+3 დ+2 პ; მო უილი­ამ­სი 19; ჯორ­და­ნი 8+11 მ; ბი­ლაფ­სი 8+7 მ+3 პ).

* * *

"პორ­ტ­ლენ­დ­ში" სე­რი­ო­ზუ­ლი ტი­პე­ბი სე­რი­ო­ზულ ბო­ნუსს ხსნი­ან.

ლა­მარ­კუს ოლ­დ­რი­ჯი - 12 622 00 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი.

მარ­კუს კემ­ბი - 11 227 250.

ჯე­რალდ უოლა­სი - 10 500 000.

რე­ი­მონდ ფელ­ტო­ნი - 7 560 000.

უეს­ლი მე­თი­უ­ზი - 6 135 160.

ჯა­მალ კრო­უ­ფორ­დი - 5 000 000.

"პორ­ტ­ლენ­დ­ში" სე­რი­ო­ზულ­მა ტი­პებ­მა უფ­რო სტა­ბი­ლუ­რად უნ­და გა­ა­კე­თონ საქ­მე და ფლეი-ოფ­ში გუნ­დი ბევრს მო­ი­გებს.

ჯა­მალ კრო­უ­ფორ­დ­მა 21 წუთ­ში 24 ქუ­ლა აიღო და "შარ­ლოტ­მა" ზე­დი­ზედ მე­ა­თედ წა­ა­გო. მი­ნუს 44 "ბობ­ქეთ­სის" ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ცუ­დი წა­გე­ბაა. წი­ნა პერ­ლი მი­ნუს 40 იყო - შარ­შან, 2 მარტს, დენ­ვერ­ში "შარ­ლო­ტი" 120:80 და­იგ­ლი­ჯა.

ჯე­რალდ ჰენ­დერ­სონ­მა 16 ქუ­ლა შე­აგ­რო­ვა და ერ­თ­ჯე­რა­დი "შარ­ლო­ტი" ისევ ერ­თ­ჯე­რად კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობ­და.

ჯე­რალდ უოლა­სი "პორ­ტ­ლენ­დ­ში" შარ­ლო­ტი­დან მი­დის და უკ­ვე კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობს. შარ­ლოტ­ში იღ­ლე­ბო­და და დას­ვე­ნე­ბუ­ლიც დაღ­ლი­ლი, უემო­ციო იყო.

ბო­ლო მე­ოთხედ­ში "პორ­ტ­ლენ­დის" პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლი ის­ვე­ნებ­და და გუნ­დ­მა ამ სე­ზონ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტი ქუ­ლა აკ­რი­ფა.

ბო­ლო მე­ოთხედ­ში "შარ­ლო­ტის" პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლი თა­მა­შობ­და და გუნ­დ­მა ამ სე­ზონ­ში ყვე­ლა­ზე ცო­ტა ქუ­ლა აკ­რი­ფა.

"ბობ­ქეთ­სი" სტუმ­რად 1:12 ზის.

"ბლე­ი­ზერსს" სახ­ლ­ში, "რო­უზ გარ­დენ­ში", 12:1 აქვს.

პორ­ტ­ლენ­დი (13:9)-შარ­ლო­ტი (3:20) 112:68, 35:18, 26:17, 31:13, 20:20 (ჯა­მალ კრო­უ­ფორ­დი 24; ჯ.უოლა­სი 23+5 მ+3 ჩ+2 პ; ოლ­დ­რი­ჯი 22+3 მ+2 პ; ფელ­ტო­ნი 11+7 პ+3 მ+2 ჩ; კემ­ბი 4+7 მ+5 პ+5 დ - ჰენ­დერ­სო­ნი 16+3 მ; ბრა­უ­ნი 12+4 მ; მუ­ლენ­სი 10).

* * *

რა­ღა­ცე­ბი არ იც­ვ­ლე­ბა. ნიქ ქე­ი­ვი ყო­ველ­თ­ვის ჯას­ტინ თიმ­ბერ­ლე­იქ­ზე წა­სა­კითხ ლექ­სებს და­წერს. უეინ გრეც­კი ყო­ველ­თ­ვის პატ­რიკ კე­ინ­ზე გრეც­კი იქ­ნე­ბა. რო­ჯე­რი სულ ფე­დე­რე­რია. ტიმ დან­კა­ნი ყო­ველ­თ­ვის კლა­სი­კაა. კა­ლათ­ბურ­თის კლა­სი­კა. ტი­მი დუ­ჩეს ასაკ­შია და მა­ინც ას­რუ­ლებს. ინ­ტე­ლექ­ტით, თვა­ლე­ბით, მოქ­ნი­ლი და რბი­ლი მა­ჯით ას­რუ­ლებს.

"ჰი­უს­ტონ­მა" სან ან­ტო­ნი­ო­ში 18 ქუ­ლა წა­იყ­ვა­ნა. კე­ვინ მარ­ტი­ნი ალენ აივერ­სო­ნის კონ­ს­პექ­ტე­ბით თა­მა­შობ­და. შე­დი­ო­და "სან ან­ტო­ნი­ოს" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თა­მაშს და სივ­რ­ცეს შლი­და, ერ­თო­ბო­და. "ჰი­უს­ტონ­მა" ეს 18 ქუ­ლა მე­სა­მე მე­ოთხედ­ში წა­იყ­ვა­ნა. მე­რე ტი­მიმ პი­ლო­რა­მა ამო­ქო­ქა. და­იწყო დან­კა­ნის ფეს­ტი­ვა­ლი.

ტი­მი მო­ხუ­ცი კა­ცის მუხ­ლე­ბით და აინ­შ­ტა­ი­ნის ტვი­ნით აკე­თებ­და საქ­მეს. ქუ­ლე­ბი შეს­ვ­ლი­დან, ქუ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლო­დან, ბურ­თი ფარს რომ ხვდე­ბა და ისე ეხა­ხუ­ნე­ბა ბა­დეს. ქუ­ლე­ბი სამ­წა­მი­ა­ნი­დან და ტი­მის ქუ­ლე­ბი. დან­კან­მა 12 სრო­ლი­დან 9 ჩას­ვა და თით­ქ­მის 31 წუთ­ში ფო­ლი არ მი­უ­ღია. ტი­მი კლა­სი­კა იყო.

"ჰი­უს­ტონ­ში" მე­ოთხე ნო­მერ­ზე ლუ­ის სკო­ლა დგას. არ­გენ­ტი­ნე­ლი მარ­ვი ბო­ბი როდ­რი­გე­ზის შე­დევ­რე­ბის შე­დევ­რი იქ­ნე­ბო­და და დან­კა­ნის­თ­ვის მო­წა­ფეა. ტი­მიმ სკო­ლას დან­კა­ნის სკო­ლა გა­უხ­ს­ნა და ლუ­ის­მა იმე­ცა­დი­ნა. კა­ლათ­ბურ­თ­ში იმე­ცა­დი­ნა და დან­კან­მა ლექ­ცია და­ხუ­რა. პრო­ფე­სორ­მა "სან ან­ტო­ნი­ოს" კი­დევ ერ­თი სა­ჩუ­ქა­რი მი­არ­თ­ვა.

სან ან­ტო­ნიო (14:9)-ჰი­უს­ტო­ნი (12:10) 99:91, 16:27, 23:25, 28:19, 32:20 (დან­კა­ნი 25+7 მ; პარ­კე­რი 24+4 პ+2 ჩ; ნი­ლი 15+3 მ+2 პ; ბო­ნე­რი 8+10 მ - კე­ვინ მარ­ტი­ნი 29+9 მ+4 პ; ლო­უ­რი 15+7 პ+2 ჩ; კ.ლი 15; პა­ტერ­სო­ნი 10; ჯ.ჰი­ლი 6+10 მ; სკო­ლა 4+3 მ).

* * *

"მა­ი­ა­მი­ში" ლებ­რო­ნია. ლებ­რო­ნი ფლო­რი­და­შია. მა­ი­ა­მიც ფლო­რი­და­შია. "ჰი­ტი" ლი­გის და მის­ტერ დე­ვიდ სტერ­ნის ფა­ვო­რი­ტია.

მი­ლუ­ო­კი არ არის ფლო­რი­და­ში და "მი­ლუ­ო­კის" არ ჰყავს ლებ­რო­ნი. "ბაქსს" და­ემ­ტ­ვ­რა ენ­დ­რიუ ბო­გუ­ტი და "ბაქ­სი" მა­ინც უგებს "მა­ი­ა­მის". ლებ­რონ­თან ერ­თად უგებს.

ბრენ­დონ ჯე­ნინ­გ­ს­მა ბო­ლო მე­ოთხე­დის გაქ­ცე­ვა­ში სა­მი სა­მი­ა­ნი ჩას­ვა და "ბაქ­ს­მა" ამ რე­გუ­ლა­რულ­ში მე­ო­რედ გა­ა­ჩე­რა ლებ­რო­ნის გუნ­დი.

ჯე­იმსს პირ­ველ მე­ოთხედ­ში 24 ქუ­ლა აქვს. მიმ­დი­ნა­რე რე­გუ­ლა­რუ­ლის რე­კორ­დი. ჯე­იმ­ს­მა დი­დი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ 12/5 სრო­ლა გა­მო­ი­ყე­ნა. მე­ო­რე ტა­იმ­ში "მა­ი­ა­მი" იდ­გა.

"მი­ლუ­ო­კის" არ ჰყავს ბო­გუ­ტი და ენ­დის პრო­დუქ­ცი­ას სხვე­ბი ით­ვი­სე­ბენ. სკოტ სქა­ილ­ზი კარ­გი მწვრთნე­ლია. ყო­ველ­თ­ვის იყო.

მი­ლუ­ო­კი (10:11)-მა­ი­ა­მი (16:6) 105:97, 23:40, 24:20, 29:19, 29:18 (ჯე­ნინ­გ­სი 31+8 პ+4 მ+4 ჩ; გუ­დე­ნი 17+9 მ+5 პ+2 ჩ; მბა ა მუ­ტე 13+8 მ; დელ­ფი­ნო 11; დან­ლი­ვი 10+5 პ; ილი­ა­სო­ვა 9+14 მ+3 პ+2 დ - ჯე­იმ­სი 40+8 მ+5 პ+2 ჩ; უეიდი 23+8 მ+6 პ; ჩალ­მერ­სი 16+5 პ; ბო­ში 9+9 მ+5 პ).

* * *

ორ­ლან­დო (13:9)-ვა­შინ­გ­ტო­ნი (4:18) 109:103, 25:20, 22:23, 22:25, 40:35 (ჰო­ვარ­დი 23+18 მ+4 ჩ+3 პ; რ.ან­დერ­სო­ნი 23+7 მ; რე­დი­კი 21; თურ­ქოღ­ლუ 16+5 პ+4 მ - ნ.იან­გი 24+3 მ; რ.ლი­უ­ი­სი 20+8 მ+3 პ; ჯორ­დან კრო­უ­ფორ­დი 19+6 პ; სე­რა­ფი­ნი 12+7 მ+2 დ; მე­კი 12+4 პ).

ფი­ლა­დელ­ფია (16:6)-ჩი­კა­გო (18:6) 98:82, 27:21, 22:23, 26:11, 23:27 (ტ.იან­გი 19+8 მ; იგუ­ო­და­ლა 19+8 მ+4 პ+2 - რო­უ­ზი 18+6 პ; ბუ­ზე­რი 9+9 მ).

მი­ნე­სო­ტა (10:12)-ინ­დი­ა­ნა (15:6) 99:109, 25:20, 16:25, 29:31, 29:33 (ლა­ვი 21+17 მ; რიდ­ნუ­რი 16+4 პ; პე­კო­ვი­ჩი 13+12 მ; რუ­ბიო 10+6 პ+4 მ; - გრე­ინ­ჯე­რი 36+7 მ+2 პ; დ.კო­ლი­სო­ნი 20+9 პ+6 მ; ჰი­ბერ­ტი 15+9 მ+3 დ).

ნიუ ჯერ­სი (8:15)-დეტ­რო­ი­ტი (4:20) 99:96, 23:23, 26:15, 23:33, 27:25 (დ.უილი­ამ­სი 26+9 პ+3 მ; ჰამ­ფ­რი­ზი 18+8 მ+5 პ+2 დ; შელ­დენ უილი­ამ­სი 9+11 მ - პრინ­სი 21+6 მ+4 პ; მონ­რო 21+8 მ+3 ჩ).

ნიუ ორ­ლე­ა­ნი (4:18)-ფი­ნიქ­სი (8:13) 103:120, 27:25, 32:31, 28:32, 16:32 (ვას­კე­სი 20+12 პ+6 მ; - ნე­ში 30+10 პ; გორ­ტა­ტი 23+11 მ+2 პ; ფრაი 16+7 მ+2 პ).

და­ლა­სი (14:9)-ოკ­ლა­ჰო­მა (17:4) 86:95, 29:21, 23:28, 14:22, 20:24 (ტე­რი 25+3 პ+2 ჩ; მე­რი­ო­ნი 12+10 მ+2 პ; ნო­ვიც­კი 8+8 მ+2 პ+2 ჩ - უეს­თ­ბ­რუ­ქი 33+6 მ+4 პ+2 ჩ; დი­უ­რა­ნი 23+13 მ+3 პ+2 ჩ+2 დ; ჰარ­დე­ნი 10+9 პ+7 მ; იბა­კა 4+11 მ+10 დ).

ბოს­ტო­ნი (11:10)-ტო­რონ­ტო (7:16) 100:64, 29:16, 28:19, 20:14, 23:15 (პირ­სი 17+8 პ+6 მ; რ.ალე­ნი 12+5 პ; - ბე­ილ­ზი 14; ე.დე­ვი­სი 10+12 მ+2 დ).

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი